აზიური გავლენები საქართველოში იყო ძლიერი, შემდეგ გადავიხარეთ რომისკენ – ისტორიის პედაგოგი

„იზოლირება ყოველთვის წამგებიანია. ნებისმიერი იზოლაცია გაქცევს ერთი კონკრეტული ძალის ქვეშ და საბოლოოდ აუცილებლად გვნებს. ახლა ევროპასთან დაშორების ნიშანი არის კანონის უზენაესობის ეჭვქვეშ დაყენება, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, ნეპოტიზმი ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა. აი, ეს ყველაფერი ევროპულ სამყაროს, ევროპულ ცივილიზაციას გვაშორებს,“ – ამბობს ისტორიკოსი, მასწავლებელი ნიკა შონია, რომლის კვლევის საგანიც შუა საუკუნეების ისტორიაა.  ევროპული ცივილიზაციისკენ სვლის რა ისტორიული …

უვიზო მიმოსვლა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი დაიღუპებოდა. მეშინია ამის – ემიგრანტი ქალი

„რომ არა უვიზო მიმოსვლა და საფრანგეთი, ჩემი შვილი ვერ გადარჩებოდა. საფრანგეთმა ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქა. მრცხვენია, როცა ევროპაზე ცუდს ლაპარაკობენ და ძალიან მეშინია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგან ამით ქართველი ხალხი ძალიან ბევრს დაკარგავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მაია ფუტკარაძე, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად საფრანგეთშია და ამბობს, რომ ეშინია სამშობლოში დაბრუნების. მაია გვიყვება მისი შვილის მძიმე ისტორიას …

„ყველა, ვინც ივანიშვილის მიღმა დარჩება, იქნება რეპრესირებული“ – ინტერვიუ

„რუსეთი მტერია! არა რუსულ მთავრობას“ – ამ შინაარსის პლაკატები გამოჩნდა დღეს, 30 აპრილს ქუთაისის ქუჩებში. პლაკატები გაავრცელა ორგანიზაციამ – „ევროპა ჩვენი სახლია“. „წნეხი ხელისუფლების მიმართ არის გასაზრდელი, რადგან რუსული კანონი ვერ უნდა მიიღონ. ივანიშვილი პირდაპირ ემუქრება ყველას, ვინც მისი აზრით მოპირდაპირე ბანაკშია“ – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი, „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელი ქუთაისში. „ბათუმელები“ მას ქვეყანაში მიმდინარე …

დედა ევროპაშიც დედაა – რას გვიყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი ევროპულ ოჯახებზე

მუსიკოსი და ჟურნალისტი მარიკა ლაფაური-ბურკიდა 30-ზე მეტი წელია გერმანიაში, ჰამბურგში ცხოვრობს. ოჯახიც წლების წინ გერმანიაში შექმნა. მარიკა ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და საქართველოშიც ცდილობს ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას. რუსული პროპაგანდა დღეს საქართველოში აქტიურად ცდილობს ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით გარკვეული შიშები შექმნას და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ევროპა რაიმე საფრთხეს უქმნიდეს ქართულ იდენტობას, მაგალითად, …

რატომ ევროპა? – იმიტომ, რომ არჩევანის გაკეთება ჩვენ შეგვეძლოს

ივერი შაინიძე, მე-11 კლასის მოსწავლე რატომ ევროპა და არა რუსეთი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაა საჭირო ევროპის ისტორიისა და პოლიტიკური მოვლენების განხილვა. უბრალოდ, საჭიროა ობიექტური თვალით შევადაროთ არსებული დემოკრატიული რეალობა რუსეთსა და ევროპაში. შედარების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ ევროპა დემოკრატიული თვალსაზრისით გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე რუსეთი. დღეს საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ …

რატომ ევროპა? – ვისწავლოთ როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო

შოთა მორთულაძე, სტუდენტი „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“. ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა. რა არის ევროპა? რა ღირებულებები გააჩნია მას? რას გვთავაზობს ის? კითხვები, რომლებზეც საქართველოს საზოგადოების ნაწილმა პასუხი არ იცის და არც სურს, რომ გაიგოს, ვინაიდან ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის ღირებულებებითა და იდეოლოგიით …

ძალა ერთობაშია, ერთობა კი – ევროპაში

დათო ჯინჭარაძე, მე-12 კლასის მოსწავლე სახელი „ევროპა“ ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ევროპა ფინიკიის მეფის ასული იყო, რომელიც ზევსმა ევროპის მამას  მოსტაცა. ბერძნულ ევროპასა და ევროპის კონტინენტს, სახელის გარდა, ბევრი საერთო რამ ახასიათებთ. ისევე როგორც ქალიშვილი ევროპა, ევროკავშირიც ბევრი მითითაა მოცული და ფინიკიის მეფის მსგავსად, ის საქართველოსაც მოსტაცეს. როგორ მოგვტაცეს ევროპა? ვინ წაგვართვა ევროპელობა? …

რატომ ევროპა – ერთი სული მაქვს საქართველოც ასე განვითარდეს

ნინა თურაძე, მე-7 კლასის მოსწავლე პირველი წლები სკოლაში, უბრალოდ, საშინელება იყო. ერთი ახალგაზრდა დამრიგებელი გვყავდა, ქალი. ამ ქალის დამსახურებაა, რომ  ჩვენ – მის მოსწავლეებს გაგვიჩნდა ბევრი კომპლექსი. ბავშვები ვერაფერს ვბედავდით. საერთოდ ვერაფერს. და ძალიან გვეშინოდა (თითქმის ყველა მასწავლებელი ასეთი იყო). ერთი ბიჭი გვყავდა კლასში, ამ მასწავლებელმა ეს ბიჭი უბრალოდ ამოიჩემა – სულ ეუბნებოდა, მიდი კითხვა …

სვლა ევროპისკენ

ლანა კაპანაძე, სტუდენტი ,,ჩვენ სრულიადაც დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს… იმათ ბევრი უშრომიათ ბევრი უმეცადინებიათ, ბევრნაირი საცადი უსინჯავთ, სანამ ახლანდელ თავიანთ მდგომარეობას, მღიმარე ბედს მოიპოვებდნენ“, – წერს ნიკო ნიკოლაძე 1871 წელს,[1] ; „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო, ჯერჯერობით, დასავლეთი ევროპა არის“[2] – ამბობს სერგეი მესხი. …

ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“ – რატომ ევროპა?

თინათინ გიორგაძე, მასწავლებელი საქართველო ევროცენტრული ქვეყანაა. ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“, რომელიც ეყრდნობა არა მარტო ბიბლიურ ცოდნასა და ევროპულ ცივილიზაციას, არამედ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ფილოსოფიურ წარმოდგენას – ანტიკურობისა და ქრისტიანობის შერწყმას. მწამს აღნიშნული (მასწავლებელი ვარ) და არაერთი სასწავლო პროექტი განმიხორციელებია მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების გაცნობა-ამაღლების მიზნით, რამაც, იმავდროულად მომცა საშუალება, ჩავღრმავებოდი საკითხს, განმეხილა კოლეგებთან ერთად …

ევროპული მხარდაჭერა

ცირა ჯგერენაია, იურისტი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მმართველობის ფორმა დემოკრატიულია, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ის ეყრდნობა კანონის წინაშე თანასწორობის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის დაუშვებლობის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპებს. ყველა ეს ფასეულობა ევროპული ღირებულებებიცაა, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს. მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილებამ ცხადყო, რომ საჭირო იყო შექმნილიყო  ევროპის სხელმწიფოთა შეთანხმებისა და კომუნიკაციის გარკვეული …

ევროპა არ გვსურს, ევროპა გვჭირდება – რატომ ევროპა

ნინი გოლიაძე, სტუდენტი საქართველო უდიდესი კულტურის, ღირებულებების, ტრადიციებისა და ფასეულობების მატარებელი ქვეყანაა. არაერთი დაბრკოლების, ბედის უკუღმართობის, მტრობის, ძმათაშუღლისა თუ დაპირისპირების მიუხედავად, დღეს ჩვენ ისევ ვარსებობთ და ვიბრძვით გადარჩენისთვის. განა მარტო გადარჩენისთვის?! არა, ვიბრძვით ღირსეული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც სჭირდება გზა, რომელიც გააძლიერებს შინაგანად, აღუდგენს საკუთარი თავის რწმენას და მომავალს იმედის თვალით შეახედებს. ასე იყო …

რატომ ევროპა? – არ მინდა ჩემს კლასელებს უნდოდეთ მოკლან განსხვავებული

თამარი თურაძე, მე-9 კლასის მოსწავლე 2014 წელი დირექტორმა გადაწყვიტა ფორმები შეეკერა. აი, ისეთი სკოლას თავისი გერბი რომ ჰქონოდა. რამდენიმე კვირაში ფორმები მოვიდა – გოგოების იყო ნაცრისფერი, ცისფერი და ვარდისფერი ზოლებით, ბიჭების – შავი. ორივე ფორმას მარცხენა მხარეს ჰქონდა გამოსახული წიგნი და ზემოთ ცისარტყელა ეხატა. ბავშვები გაგიჟდნენ, როგორ შეიძლება ასეთი ნიშანი ჰქონდეს ფორმას – ბარემ ზემოდან …

რატომ ევროპა? – განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს

ხატია რომანაძე, სტუდენტი „1 800 000 წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ“, – ეს ფრაზა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყვება ჩემს ცნობიერებას. კარგად მახსოვს, როგორ ვიზეპირებდი ამ ციფრებს: მილიონ რვაასი ათასი… მილიონ რვაასი ათასი… მაშინ, ალბათ ეს თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდა, არც ზეზვასა და მზიას დაჭყეტილთვალებიანი პორტრეტები მხიბლავდა ისტორიის წიგნის ფურცლებზე. მხოლოდ ერთი განზრახვა მამოძრავებდა …

რატომ ევროპა? – შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები

თამთა თავართქილაძე, მე-11 კლასის მოსწავლე დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ქვეყანა ცდილობდა დაახლოებოდა დასავლეთს, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად აუცილებელი იყო მოკავშირე, რომელიც საქართველოს განვითარებაში დაეხმარებოდა. ინსტიტუციურად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები იმიჯნება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პარალელურ რეჟიმში ცდილობდა და ცდილობს ამ ორგანიზაციებში შესვლას. ინტეგრაციის პროცესების დაწყებიდანვე საქართველოში გამოჩნდა ანტიგლობალისტი, ანტიევროპული ხალხი, ორგანიზაციები …

რატომ ევროპა – არ მოვკლა, არ დავჩაგრო სხვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მგავს

მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე დღეს  უფრო მეტად ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე, ნატოზე, ევროპულ ურთიერთობებზე და ღირებულებებზე, ვიდრე წლების წინ. რა შეიძლება იყოს ევროპით  ჩვენი ასეთი დაინტერესების, მისწრაფების მიზეზი?  ბუნებრივია, მტაცებლური მიზანი არ გვამოძრავებს, რადგან  ბუნებით მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ.  ზოგადად, ყველაფრის ადამიანებამდე, ადამიანურ გრძნობებამდე დაყვანა მიყვარს, ამიტომ შევეცდები ეს კულტურათაშორისი საკითხი ასე წარმოვაჩინო. ადამიანს აქვს  ურთიერთობის …

რატომ ევროპა – უკეთ გავიაზროთ, რატომ გვჭირდება კანონი

ხატია ზუხუბაია, სტუდენტი სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილის მთავარი კითხვა მყარად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. პასუხიც ასეთი იყო, ვერ გაგვერკვია „უფრო“ საითკენ ვიხრებოდით. ვავლებდით კონტურებს, სადაც ვამტკიცებდით, რომ ევროპას მივეკუთვნებოდით, თუმცა თანაკლასელის მიერ შემოსაზღვრული საქართველო სხვა კონტინენტის ნაწილს უფრო ემსგავსებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ ევროპა არა ტერიტორიული მოცემულობა, არამედ იდეაა, რომელიც ადამიანად ყოფნის უფლებას გაძლევს …

წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ – რატომ ევროპა

თაკო ნინიძე, სტუდენტი ვინ ითვლება ნამდვილ ევროპელად? რა წარმოადგენს ხიდს საქართველოსა და ევროპულ ფასეულობებს შორის? რა ითვლება ევროპულ ფასეულობად? ჩვენ, ქართველები, უძველესი ერი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ. პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ადრეულ წლებში გადავდგით ევროპისკენ, საწყისად იბერია – რომის ურთიერთობები ავიღოთ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე იმპერატორმა ანტონიუსმა ფარსმან ქველს უმასპინძლა და სწორედ მისი ბიუსტი …

რატომ ევროპა? – მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე

ლიზა კახაბერიძე, მეათე კლასის მოსწავლე „ევროპა – თუნდაც იმიტომ, რომ ვნახოთ, შეიძლება მოხუცებსაც ეცვათ ფერადი ტანსაცმელი, ველოსიპედებით სეირნობდნენ და საღამოობით სალსას ცეკვავდნენ“, – ეს სიტყვები თანამედროვე ქართველ  მწერალს, ლია ლიქოკელს ეკუთვნის. როცა პირველად წავიკითხე ეს ფრაზა ძალიან გავმხიარულდი,  წარმოვიდგინე როგორ სეირნობს ველოსიპედით, წითელ შარვალში, ზოლიან წინდებსა და ჭრელ ჰალსტუხში  გამოწყობილი ბაბუა. ერთდოულად სასაცილო და სასიამოვნო …

“რატომ ევროპა” – ესეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს

დღეს, 15 დეკემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა. კონკურსანტებმა ესეები მოამზადეს თემაზე – „რატომ ევროპა“. ესეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. „რატომ ევროპა“-ს გამარჯვებულებს – ლილე მესხიძეს, თამარ თურაძესა და მალხაზ რეხვიაშვილს, საჩუქრად ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ. კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, თამარ თურაძემ თავის პრიზი კონკურსის ყველა მონაწილის სახელით სოფელ გელაურში, ბოშათა დასახლებაში მცხოვრებ …

სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ – რატომ ევროპა

მალხაზ რეხვიაშვილი, სტუდენტი არსებობდა „სახელმწიფო“, რომელშიც ყველას ყველაფერი ჰქონდა, ყველა მუშაობდა, ყველა მოგზაურობდა და მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე თავს ყველა მეფესავით გრძნობდა. ადამიანებს ამ სახელმწიფოში ისე მოსწონდათ ცხოვრება, რომ მათ განსხვავებული აზრიც კი არ გააჩნდათ. სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთა კავშირის/თანამეგობრობის შეფასებისას სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი – განსხვავებული აზრი. მისი არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ …

 რატომ ევროპა? – ვისაც თავი არ დავაჩაგვრინე, დედას უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცევი

ლილე მესხიძე, მე-10 კლასის მოსწავლე ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, უფრო სწორად სკოლიდან. აჰ… სკოლა ხომ ყველასთვის საუკეთესო რამ არის, რაც კი დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ ერთი სიტყვით შეგვიძილია აღვწეროთ ჩვენი უსაყვარლესი, უმშვენიერესი სკოლა…. ჯოჯოხეთი. ვარ 15 წლის და, ჯერჯერობით, გამოცვლილი მაქვს 6 სკოლა. ჯერჯერობით, იმიტომ, რომ მეორე სემესტრიდან ისევ უნდა შევიცვალო და სხვაგან გადავიდე. რატომ?… ეჰ, ჩემო …

Exit mobile version