ვის არ გადაახდევინებს პირგასამტეხლოს აჭარის მთავრობა – ახალი წესი

აჭარის მთავრობამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების წესში ცვლილება შეიტანა. ეს წესი დამატებითი ვადების მიცემის პირობებსაც განსაზღვრავს. მთავრობა ამ წესის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, როცა ინვესტორი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ვადებს არღვევს, საინვესტიციო თანხას ვერ იხდის, არღვევს ინვესტიციის განხორციელების წინასწარ დადგენილ გრაფიკს და ითხოვს ვადის გაგრძელებას, ან პირგასამტეხლოს ჩამოწერას. დარღვევის შემთხვევაში მთავრობა კონტრაქტორს პირგასამტეხლოს …

რა შეღავათებით ისარგებლებენ აჭარაში ინვესტორები, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ

აჭარის მთავრობის ახალი დადგენილებით, ინვესტორებს უფლება აქვთ 2022 წლის 30 ივნისამდე მიმართონ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ ინვესტორები უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას [სპეციალური წესის შესაბამისად], სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძ­ველ­ზე ნაკისრი …

26 კომპანიას 194 მილიონის პირგასამტეხლო აქვს გადასახდელი აჭარის ბიუჯეტში

აჭარაში, დღევანდელი მონაცემებით, 26 კომპანიას, ჯამში 194 895 438 ლარი პირგასამტეხლო ერიცხება. ეს ის კომპანიებია, რომლებმაც სხვადასხვა დროს გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით შეიძინეს [ან გადასცეს] აჭარის ქონება, მაგრამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რის გამოც დაერიცხათ პირგასამტეხლო ან/და ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ. აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი 328 მილიონი ლარია. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა 2019 წლის …

აჭარაში ინვესტორებს პანდემიის გამო დაწესებული საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს

აჭარაში ინვესტორებს, რომლებმაც გარკვეული ვალდებულებები პანდემიის გამო ვერ შეასრულეს ან ვერ ასრულებენ, საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს. რეგიონის მთავრობის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ინვესტორებს მიეცემოდათ დამატებითი 6 თვე ვალდებულების შესასრულებლად და ამ პერიოდში სრულად გათავისუფლდებოდნენ დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდისგან. აჭარის მთავრობამ 2020 წლის 31 ივლისის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და აღნიშნული ვადა 6 თვის ნაცვლად, 12 თვემდე გაზარდა. ცვლილება, …

რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი

აჭარის მთავრობამ შეიმუშავა ახალი წესი, რომლითაც ინვესტორებს პანდემიის გამო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. ამ წესით, ინვესტორს შესაძლოა არ გადაახდევინონ პირგასამტეხლო, თუ გარკვეული ვალდებულებები ვერ შეასრულა პანდემიის გამო, მისცენ მას დამატებითი ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე, გადაუვადონ საპრივატიზაციო თანხის გადახდის ვადა, ან გაათავისუფლონ გარკვეული თვეების საიჯარო ქირის გადახდისგან. ახალი წესით სარგებლობისთვის ინვესტორებმა შესაბამისი განცხადებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

მერია კონტრაქტორებს პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს და ვალდებულებებს გადაუვადებს

COVID-19-ით  გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო  ბათუმის მერია კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებსაც საიჯარო ვალდებულებები აქვთ, პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 30 აპრილს, ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს. განკარგულების პროექტის მიხედვით იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების  შესრულების ვადა 2020 წლის 1-ლი მარტიდან უკვე დაუდგათ, ან მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები [გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის …

რა შემთხვევაში ათავისუფლებს აჭარის მთავრობა პირგასამტეხლოსგან ინვესტორს – ახალი წესი

აჭარაში ინვესტორს, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, შეუძლია მიმართოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, წარუდგინოს საბანკო გარანტია და მოითხოვოს პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება. ასევე ვალდებულების შესრულების გადავადება. ინვესტორის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი აჭარის საინვესტიციო საბჭო და მთავრობა მიიღებს. გაათავისუფლოს ან არა გაათავისუფლოს ინვესტორი ჯარიმის გადახდისგან გარკვეული პირობით და შეიტანოს ცვლილებები ვალდებულებებში, ეს აჭარის მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა. თუმცა …

სააგენტო: „ბათუმი თაუერს“ მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სამინისტროს კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: „სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქ. ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ე.წ. „ბათუმი თაუერი“) 25 004 626 აშშ დოლარად ელექტრონულ აუქციონზე 2015 წლის მარტში გაყიდა. ქონება …

„შავ სიაში“კომპანიის მოხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა

„შავ სიაში“ კომპანია „მომავლის ფერმერის“ ჩასმას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა. ამ კომპანიას, ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ინოვაციური პროგრამა „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ უნდა განეხორციელებინა. ექსტენცია ადგილზე ფერმერის თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმირებას გულისხმობს. სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა კომპანიის „შავ სიაში“ ჩასმაზე. კომპანიასთან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ შეწყვიტა, როცა შემსრულებელმა – …

აჭარის მთავრობამ 6 ინვესტორი პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლა

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც განსახილველად 12 საკითხი იყო გამოტანილი. დღევანდელ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ რეგიონში მოქმედ, რამდენიმე შპს-ს საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. კერძდ 6 კომპანიას – (შპს “გიაგო”, შპს “რეკან გრუპ ჯორჯია”, შპს “TCF GEORGIA”, შპს “ADOG-GEORGIA”, შპს “ბათმშენი 2007”, “შპს “ბიჯი თრეიდი”, ინდ მეწარმე “მერაბ ბერიძე (რ.კ. “ქაქუთი””)  პირობით …

Exit mobile version