ბათუმის მერია პარკინგის მშენებლობას გეგმავს, მაგრამ უცნობია, როდის იწყებს – პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონია

30 მარტს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე გადაანაწილეს. ერთ-ერთი ახალი პროექტი, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა, ბათუმში პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს. შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, პარკინგისთვის ადგილი  გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურჩევიათ. ბიუჯეტის …

რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ საცობების, პარკინგის ადგილებისა და დაურეგულირებელი მოძრაობის პრობლემა ბათუმში კვლავ გამოწვევად დარჩა. იგივე შეიძლება ითქვას წინა და იმის წინა არჩეულ მერებზეც. ამომრჩეველს დაჰპირდნენ, გეგმა შეიმუშავეს, ბევრჯერ განიხილეს, ბევრი შეხვედრა მოაწყვეს, რეკომენდაციები მიიღეს და დოკუმენტიც შექმნეს, თუმცა არანაირი შედეგი. ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია მანქანებით სავსე, არამედ უკვე …

ვინ ჩაკეტა თავისუფალი საპარკინგე სივრცე – ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ არ იცის

ბათუმის სანაპიროზე, თამარის დასახლებაში, თავისუფალი საპარკინგე ადგილი შლაგბაუმითაა გადაკეტილი. ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელსაც გასულ კვირას მივმართეთ, ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ მოაწყო შლაგბაუმი და რა უფლებით ჩაკეტა თავისუფალი სივრცე. „ბენზეში „ოქროს თევზის“ გვერდით თავისუფალი საპარკინგე ადგილი იყო, რომლითაც როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსული ტურისტები თავისუფლად სარგებლობდნენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩაიკეტა შლაგბაუმით და მანქანით შესვლას …

ბათუმში, იუსტიციის სახლთან 49 წლით გადაცემულ ნაკვეთზე „ალიანს მენეჯმენტმა“ ფასიანი პარკინგი მოაწყო

ბათუმში, იუსტიციის სახლთან ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნა ჭირს. სამაგიეროდ იქვე ახლოს პარკინგს „ალიანს მენეჯმენტი“ შემოგთავაზებთ – ერთი საათის ფასი 3 ლარია. „თუ 1 საათზე მეტს, თუნდაც 10 წუთით მეტი ხნით დაყოვნდებით, 6 ლარის გადახდა მოგიწევთ და ასე შემდეგ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.   „ალიანს მენეჯმენტმა“ პარკინგი სახელმწიფოს მიწაზე – 4224 კვ.მეტრზე მოაწყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, …

საცობში გაჭედილი ბათუმი – ქარავანი აღარ მიდის

„ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე ათასზე მეტი ავტომანქანისთვის იქნება დათმობილი და სექტემბრის ბოლომდე უფასოდ ისარგებლებენ, როგორც ბათუმელები, ასევე ბათუმის სტუმრები“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 31 ივლისს სხდომაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში პარკინგის არარსებობის საკითხი იქცა თემად, რომელსაც მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და მთავრობის თავმჯდომარეს განცხადების გაკეთება უწევს – ქალაქში პარკინგის ადგილების ნაკლებობა …

როგორ აპირებს რიჟვაძე ბათუმში პარკირების პრობლემის მოგვარებას, ოღონდ სექტემბრის ბოლომდე

ბათუმში არსებული პარკინგის მწვავე პრობლემის დროებით, ნაწილობრივ გადაჭრის გზა წარმოადგინა დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმს ახალი, უფასო, 1000 საპარკინგე ექნება, ოღონდ სექტემბრის ბოლომდე. „იცით, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ახალ საპარკინგე სივრცეებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე ათასზე მეტი ავტომანქანისთვის იქნება უფასოდ დათმობილი …

იუსტიციის სახლთან პარკინგის ადგილი „ალიანსს“ 49 წლით გადასცეს – რას აშენებს კომპანია

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის მდებარე 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ავტოპარკინგი იყო, შემოღობილია. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და ის „იუსტიციის სახლის“ სარგებლობაში იყო, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ეს ადგილი სახელმწიფომ 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“ აღნაგობის უფლებით გადასცა. აღნაგობის ხელშეკრულებით „ალიანსი“ ვალდებულია 2024 წლის ივნისამდე ამ ტერიტორიაზე „უზრუნველყოს არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი …

„მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა

„რატომ იღებ, მერიიდან ხარ?“ – მეკითხება კაცი, რომელმაც გორგასლის ქუჩაზე, მესამე სკოლასთან ახლოს, ავტომანქანა ზებრა-გადასასვლელზე გააჩერა. როცა  გაიგო, რომ მერიიდან არ ვიყავი და ფოტოები რეპორტაჟის მოსამზადებლად მინდოდა, თავად დაიწყო კითხვების დასმა. „ადგილი რომ არ არის, მაგაზე წერ?… ამდენი სახლი რომ აშენდა და ეზო არ აქვს, ყველა ქუჩაში რომ აჩერებს მანქანას, მაგაზე წერ? – წამოდი, აბა, …

ბათუმში ტროტუარზე პარკინგს აწყობენ, მერიაში ამის შესახებ არ იციან

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის #42-ში, ზუსტად #14 საბავშვო ბაღის წინ, ბაღის შესასვლელ ჭიშკართან, ტროტუარზე პარკინგს აწყობენ. ამოთხრილი და დაზიანებულია ტროტუარის ფილაქანი, რომელიც გასულ წელს დააგეს. ბაღის გვერდით მრავალსართულინი შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებს შპს „ნიკალა“. სხვა სახის სამშენებლო სამუშაოები ქუჩის ამ მონაკვეთში არ ტარდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პარკინგის ადგილისთვის ტროტუარის ათვისებას  სწორედ ეს კომპანია ცდილობს, თუმცა კომპანიის …

ბათუმის მერია ბულვარში ზონალური პარკინგის გადასახადის დაწესებას გეგმავს

ბათუმის მერია ბულვართან არსებული პარკინგით სარგებლობისთვის ე.წ. ზონალური მოსაკრებლის დაწესებას გეგმავს. მერის, ლაშა კომახიძის განმარტებით, მერია აპირებს ამ მიმართულებით თბილისის მერიის „წარმატებული მაგალითი“ გამოიყენოს. ამ დრომდე ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის მხრიდან არსებულ პარკინგის ადგილებთან, დამონტაჟებული იყო სწრაფი გადახდის ტერმინალები ე.წ. საათობრივი პარკინგის გადახდის მიზნით, თუმცა ახლა ეს ტერმინალები მწყობრიდანაა გამოსული და არ მუშაობს. ფაქტობრივად ქალაქში ჩამოსული …

მერიამ შესაძლოა ძველ ბათუმში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდოს

ავტომანქანებისგან დაცლილი ძველი ბათუმის ქუჩები ერთ-ერთი იყო მათ შორის, რამაც „ბათუმობის“ დღესასწაულზე მოწონება დაიმსახურა. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერდნენ. ბათუმის მერიის მისამართით მაშინ ბევრმა იკითხა – რატომ არ შეიძლება სულ ასე იყოს? ამ კითხვაზე მერიას, ჯერჯერობით, პასუხი არ აქვს. თუმცა გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში დაგეგმილი კვლევის ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს საკითხიც განიხილება …

პარკინგად ქცეული დუმბაძის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით მდებარე დუმბაძის ქუჩა, საჯარო პარკინგად იქცა. აქ არც პარკინგის ამკრძალავი და არც ჩიხის ნიშანი დგას. დუმბაძის ქუჩაზე ამბობენ, რომ თუ ადრე აქ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები აჩერებდნენ მანქანებს, ახლა ხშირია შემთხვევები, როცა ვიწრო, ტურისტულ ქუჩაზე მანქანას აპარკინგებენ და ტოვებენ, შედეგად, ქუჩა, რომელიც რუსთაველის ქუჩას ევროპის მოედანთან და მემედ აბაშიძის ქუჩასთან აკავშირებს, სასეირნოდ …

150 კვ.მ-ზე ერთი ავტომანქანის ადგილი – რას შეცვლის მერიის ინიციატივა ბათუმში

მანქანის გასაჩერებელი ადგილი ბათუმში აქტუალური პრობლემა და მეზობლებს შორის დავის საგანია მას შემდეგ, რაც მრავალბინიანი სახლები ეზოს და პარკინგის ადგილის გარეშე აშენდა. ასეთ სახლებში მცხოვრებლები პარკინგისთვის, ძირითადად, ქუჩას იყენებენ, ტროტუარი კი უმეტესწილად კაფეებსა და მაღაზიებს აქვთ დაკავებული. განაშენიანების ასეთი სტანდარტები რომ მომავალში პრობლემას შექმნიდა, ამაზე მოქალაქეები გასულ წლებშიც საუბრობდნენ, თუმცა ეს საკითხი მაშინ არც მერიას …

Exit mobile version