ოზურგეთის მერია „ურსას“ 30 ათას ლარს გადაუხდის ურეკში ზღვის სეზონის გახსნაზე 

ოზურგეთის მერიას ურეკში ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც ჯგუფი „ურსა“ იმღერებს. მერია კონცერტისთვის ჯგუფს ბიუჯეტიდან 30 ათას ლარს გადაუხდის – ექსკლუზიურად, გამარტივებული შესყიდვით. „შესყიდვის საჭიროება განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმების უზრუნველსაყოფად… ჯგუფ „ურსას“ მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც“ – …

პარაგრაფთან და დენდროპარკში ხე-ტყეზე ოზურგეთის მერია 40 ათასს დახარჯავს – საჩუქარი ივანიშვილისგან

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დიდთოვლობის დროს დაზიანებული ხეები ოზურგეთის მერიას უსასყიდლოდ გადასცეს, ოღონდ მერიამ თავად უნდა გაიტანოს ხეები და ტერიტორიაც უნდა გაწმინდოს. კომპანიები მერიას წერენ, რომ ხე-ტყე „სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების მიზნით“ გადასცეს. შეკვეთილში იმ ნაკვეთებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია, სასტუმრო „პარაგრაფი“ და დენდროლოგიური პარკია, ხეების მოჭრა-გატანა, ტყეკაფის გაწმენდა …

რუსეთის დროშა ოზურგეთში – კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ფოტოშოფია

ოზურგეთში, სოფელ მერიაში, „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში სხვადასხვა ქვეყნის დროშასთან ერთად ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშაა აღმართული. ფოტო და ვიდეო, რომლებზეც შენობის წინ მოფრიალე რუსეთის დროშა ჩანს, მოქალაქემ კვირას, 10 ნოემბერს გადაიღო და „ბათუმელებს“ მოაწოდა. შენობა, რომლის ეზოშიც ოკუპანტი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ამჟამად შპს „სანეს“ ეკუთვნის და ის იჯარით აქვს აღებული შპს …

„ერთხელ მეც დავიკარგე ნისლში“ – ამბები გომის მთის იალაღებიდან ფეხით მომავალი მგზავრისთვის

„ნისლი ყველაზე მეტად უხდება აქაურობას. აბა, გახედეთ, როგორ მოეფინა მიწას ნისლი და რა უცებ გაქრება, ჩვენ კიდევ ღრუბლების ზემოთ ვართ,“ – 70 წლის იაილის აივნიდან მარწყვის ბაღებს გაბადრული სახით გადახედა დავით ლომინაძემ და შესვენებისკენ მოგვიწოდა, ფეხით მიმავალს ჩვენ ამბებს დაგამგზავრებთო. ამ დროს გომის მთაზე, სადაც ღრუბლებს ზემოთ, თენდებოდა. გომის მთის შორეულ იალაღებზე, საიდანაც სამანქანო გზა …

გომისმთაზე მისვლას კვირაში მხოლოდ 2 დღეს შეძლებთ – 15 ივნისიდან გზა იკეტება

კურორტ გომისმთაზე ამ ზაფხულს ასვლას მხოლოდ შაბათ-კვირას და ისიც კონკრეტულ საათებში შეძლებთ. კურორტზე ახალი საავტომობილო გზა კეთდება, რის გამოც გადაადგილება შეზღუდული იქნება 2021 წლის 15 ივნისიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით შაბათს, დღის 4 საათიდან შეგეძლებათ წასვლა ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას გადაადგილება დასაშვები იქნება დილის 5 საათიდან ღამის 11 …

გომის მთაზე მიწის რეგისტრაცია დაიწყო – რას ითხოვს ხალხი და ვის არ დაუმტკიცებენ ქონებას

გომის მთის ცენტრში, იქ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებლად შენიშნავთ დიდ ტრაფარეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას წელს რომ გამოუკრავს. „უკანონო მშენებლობა დაჯარიმდება“ – წერია აქ. თუმცა გომის მთაზე ჯერ არავის დაუდგენია, რა არის კანონიერი და რა – უკანონო. თვალის მოვლება საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ თუკი ყველგან სახლი აშენდება, სადაც ახლა რკინის ბოძებია ჩასხმული, ნისლებზე ყურებას ან …

რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] პლაჟზე, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ მდებარეობს, მძიმე ტექნიკა მუშაობს. სანაპიროზე განთავსებულია ქვის ლოდები, რომლებითაც ნაპირდამცავ ნაგებობას აწყობენ. უკვე მთლიანად დაშლილია პირსიც [ლოდებით მოწყობილი ნავმისადგომი, საიდანაც სპეციალური ბარჟით მოტანილი მრავალწლოვანი ხეები ზღვიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ]. პლაჟზე კი, განთავსებულია დაფა წარწერით: „ბანაობა აკრძალულია“. „პლაჟს აწესრიგებს [ბიძინა ივანიშვილი – ავტ], ნაპირს ამაგრებს… …

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი …

ბათუმის მერია 3 მუნიციპალურ ავტობუსს ოზურგეთს გადასცემს

ბათუმის მერია თავის ბალანსზე არსებულ  სამ მუნიციპალურ ავტობუსს სახელმწიფოს უსასყიდლოდ, სახელმწიფო კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცემს. შესაბამისი თხოვნით ბათუმის მერიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 9 იანვარს მიმართა. დღეს, 31 იანვარს კი, ბათუმის მერიამ ავტობუსების გადაცემაზე თანხმობა ქალაქის საკრებულოსგან მიიღო. ბათუმის მერია სახელმწიფოს, შემდგომში ოზურგეთისთვის გადასაცემად სამ „ზონდას“ მარკის ავტობუსს გადასცემს. ამ ავტობუსებს პერიოდული ტექნიკური …

Exit mobile version