დეკემბერში 5 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და 2 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 დეკემბრის თვეში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად – 9 პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა – 2, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში ამოიღეს 5 კილოგრამი და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, …

ბათუმში ბრალდებულის სახლიდან 3 შეკვრა მეტამფეტამინი ამოიღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და …

ჩხრეკა თავდადებულის ქუჩაზე – “საგამოძიებო ღონისძიება სავარაუდო ნარკოდანაშაულზე”

დღეს ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, მოქალაქეები ორი პირის ჩხრეკის ფაქტს შეესწრნენ. ეჭვმიტანილები ჩხრეკის ფაქტს აპროტესტებდნენ, რის გამოც ერთ-ერთ მათგანს ხელბორკილები გაუკეთეს. შს სამინისტრო მოქალაქეების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მობილიზების მიზეზი სავარაუდო ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული გამოძიება გახდა. “საგამოძიებო ღონისძიება უკავშირდება სავარაუდო ნარკოდანაშაულს”, – გვითხრეს შსს-ში.

ბათუმსა და ხელვაჩაურში 2 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული უ.ჰ და 1975 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ერთი პირი ბათუმში, მეორე კი ხელვაჩაურში აიყვანეს. „ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უ.ჰ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა …

საერთაშორისო ნარკოდანაშაულის ფაქტზე საქართველოში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული მ.ქ. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით დაკავებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ …

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშულებების შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. 1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ჩ. „სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 115 აბი …

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ტაილანდური მასაჟის სალონთან  -,,ლოტუს ტაი მასაჟი”  ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მუშაობდა ათამდე პოლიციელი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, ნარკოდანაშაულის მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, …

შსს აცხადებს, რომ ბათუმში ამოიღეს 415 აბი სუბოქსინი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული კ.ბ. და ამავე წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე შ.მ. „სამართალდამცველებმა ბათუმში, კ.ბ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 303 აბი. პოლიციამ მეორე …

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ნარკოტიკს ინტერნეტით ყიდდა

ინტერნეტაპლიკაციებით და სოციალური ქსელებით ნარკოტიკის რეალიზების საქმეზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ ა.კ.-ს გამოძიება ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი …

ქუთაისში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში ერთ-ერთი აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ გაყიდვის გამო ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, დანაშაულში მხილებული პირი, ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების …

დააკავეს ონლაინრეალიზატორი, ამოღებულია 1.2 მილიონის ნარკოტიკი და ლაბორატორიული ინვენტარი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, …

ნარკოტიკის „გამოუსადეგარი ოდენობისთვის“ 8 წლით ვეღარ დაგაპატიმრებენ – საკონსტიტუციო

„გამოუსადეგარი ოდენობის“ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ადამიანს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ვეღარ მიუსჯიან. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დღეს, 4 ივნისს, გადაწყვიტა. მოსარჩელეები ამ მუხლით გასამართლებული პირები იყვნენ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ მოხმარების შემდეგ დარჩენილი ცარიელი შპრიცისთვის ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით დადგინდა ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სასჯელის …

ბათუმში კარანტინში მყოფი ერთი პირი ნარკოდანაშაულზე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის – სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის …

შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში

სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დღეს ბათუმში ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცავებმა ერთდროულად ჩაატარეს, პოლიცია აცხადებს, რომ ამოღებულია 40 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელის თქმით, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარზე მეტი ღირებულების „ჰეროინი“ ამოიღეს. სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციელის თქმით, „ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების …

სპეცოპერაცია ბათუმში – შსს-ს განცხადებით ამოღებულია ნარკოტიკები

დღეს, 26 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. „ამ დროისთვის დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია ვერ გიპასუხებთ, თუმცა, ნარკოდანაშაულის თემას უკავშირდებოდა. ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულების შესახებ და სხვა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ.“ – გვითხრეს შსს-ში. სამინისტროსგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას აქვე მოგაწვდით. _____ შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში

მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენისთვის პირს უნდა აპატიმრებდნენ? – საკონსტიტუციო დავა

უნდა ისჯებოდეს თუ არა მცირე ოდენობით მდმა-ის და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვა თავისუფლების აღკვეთით – ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს, 21 თებერვალს, დაიწყო. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, განიხილება თუ არა ირაკლი ჩხეიძის სარჩელი არსებითად. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარლამენტს კანონის შეცვლა მოუწევს. მოსარჩელე ირაკლი ჩხეიძეა. მას 2017 წელს 0,000305  გრამ მდმა-ის შეძენა-შენახვისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა …

პოლიციამ 553 აბი MDMA, 470 ფირფიტა LSD და დიდი ოდენობის სხვა ნარკოტიკი ამოიღო

შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.   დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება “ლსდ” …

შსს: აჭარაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 3 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირია დააკავებული. 1984 წელს დაბადებული მ. ვ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ. და 1978 წელს დაბადებული რ. ჩ. „სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს ინფორმაციით, …

კაცის სხეულში 26 გრამი „ჰეროინი“ კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩინეს

8 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსლან რ.-ს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. მის სხეულში „ჰეროინი“ კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩინეს. შემთხვევა 2019 წლის მარტში მოხდა. სამართალდამცველებმა რუსლანი მარგარიტა ხ.-სთან ერთად მაშინ შეაჩერეს ჩხრეკისთვის, როცა მათ სარფის საბაჟო გადმოკვეთეს და ბათუმისკენ მოდიოდნენ. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ წყვილს ნარკოტიკი შემოჰქონდა, თუმცა ჩხრეკის …

ექიმი ნარკოტიკზე ყალბი მოწმობის გაცემას აღიარებს

“თავს დამნაშავედ ვცნობ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ნარკოტიკულ საშუალებაზე ყალბი მოწმობის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა. ბრალდებული გელა გ. ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. იგი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამრთლოს გათავისუფლებული. ექიმი-უროლოგი გელა გ. სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ფულის მიღების სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების მისაღებად ყალბ ცნობებს გასცემდა. საქმის მასალების მიხედვით, ექიმი ნარკოტიკის ყალბი მოწმობის გაცემაში …

რამდენი ნარკოტიკი ვერ გაყიდეს საქართველოში [ინფოგრაფიკა]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილოგრამი და 5 გრამი “ჰეროინი”, 1 800 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2500 აბზე მეტი “ექსტაზი”, 6 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი “კოკაინი” და 400 გრამი ფსიქოტროპული …

იანვრიდან დღემდე 60 ნარკორეალიზატორია პასუხისგებაში მიცემული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილოგრამი და 5 გრამი „ჰეროინი“, 1 800 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 2500 აბზე მეტი „ექსტაზი“, 6 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი „კოკაინი“ და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. სამინისტროს …

შსს: ბათუმში დააკავეს პირი, რომელსაც ნარკოტიკებს სამალავებში ათავსებდა და ინტერნეტით ჰყიდდა

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციის,ბრალდებული ბათუმში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდა, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 34 შეკვრად დაფასოებული …

შსს: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტადონი ამოიღეს

შს სამინისტრომ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავა. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩხრეკა ქუჩაში ნარკოტიკის ამოსაღებად – ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

„ჩხრეკის ბრძანებაში არ იყო ახსნილი, რამ განაპირობა გადაუდებელი აუცილებლობა,“ – ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რის გამოც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არჩილ კობიაშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა. არჩილ კობიაშვილი საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 2005 წელს გაასამართლეს. ის ქუჩაში გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გაჩხრიკეს. არჩილ კობიაშვილი მიიჩნევდა, რომ მას არ მიეცა პირადი ჩხრეკის გასაჩივრების „ადეკვატური შესაძლებლობა“, ხოლო სასამართლოებმა „უკანონოდ მოპოვებული …

“თამბაქო გადაჰქონდა” – ნარკოტიკის გაყიდვაზე სპეცოპერაციით დაკავებული ქალის და კაცის საქმე 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ ქალს და კაცს, რომლებიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 თებერვალს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სპეცოპერაციით დააკავეს. ვიდრე მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბრალდებულმა მუსტაფა ქ-მ მოსამართლეს უთხრა: “არსად გაქცევას აპირებს… ვაღიარებ და ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს”. ის თურქეთის მოქალაქეა. მოსამართლისთვის არაფერი უთქვამს მეორე ბრალდებულს – იამზე მ-ს. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ …

ქობულეთში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ფოსტით 1 კგ კოკაინი გამოუგზავნეს – თვითმხილველი

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ორი პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გუშინწინ, 5 თებერვალს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ჩაატარა თბილისიდან ჩამოსულმა სპეციალურმა ჯგუფმა. თვითმხილველის თქმით, დაახლოებით ერთ კილოგრამამდე ჰეროინი ქალს და კაცს ფოსტით გამოუგზავნეს და ისინი ქობულეთის ცენტრში მდებარე ფოსტის შენობიდან გამოსვლისთანავე დააკავეს. „ფოსტიდან გამოსვლის დროს უცებ დააკავეს. კაცი თურქულად იძახდა, ეს ჩემი არ არის, ქალს …

შსს-მ 2018 წელს ოთხი კანონიერი ქურდი და 40 კიბერდამნაშავე დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს, ე.წ. ოთხი კანონიერი ქურდი და „ქურდული სამყაროს“ 52 წევრი დააკავეს. უწყების თქმით, ეს სტატისტიკური მაჩვენებელი 477 პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემზე. „დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა“. 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა: „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“. ტრეფიკინგის ბრალდებით …

3 კგ-ზე მეტი “კოკაინის” და ნახევარ კილოგრამამდე “ჰეროინის” უკანონო შემოტანის მცდელობა

შს სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 კილოგრამი და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. …

ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს

ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნარკორეალიზატორისგან „საკონტროლო შესყიდვის“ დროს ამოიღეს „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 აბი და „მდმა“-ს შემცველი 9 აბი 2 გრამამდე. დაკავებული ირანის მოქალაქეა და ის 26 წლისაა. „პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო… დანიშნულია ექსპერტიზა,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა …

ერთ გრამამდე ნარკოტიკის ფლობისთვის გასამართლებული სასამართლოში პარლამენტს უჩივის

ერთ გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის უნდა იხდიდეს თუ არა ადამიანი სასჯელს ციხეში – საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, 11 ოქტომბერს, ამ სარჩელზე მსჯელობს. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ გაირკვევა, განიხილავს თუ არა სასამართლო არსებითად მოქალაქე ნიკოლოზ ექიზაშვილის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ექიზაშვილი 2017 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა 0,000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის და 0,00002 …

შსს-მ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აგვისტოს თვეში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცა 189 პირი, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აგვისტოს თვეში აჭარაში ორი პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი“, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი …

შსს: ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. „სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად რამდენიმედღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 …

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა სარფსა და სხვა საზღვრებზე

28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, ,,ნინოწმინდა”და ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, 114 აბი და 55 კაფსულა -ფსიქოტროპული, 64 აბი და 26 კაფსულა …

ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა სარფში, ბათუმის პორტსა და აეროპორტში

20-22 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,ბათუმის პორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და საუდის არაბეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 55 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი …

ნარკოტიკული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა ბათუმის აეროპორტში

14 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ბათუმის აეროპორტი“  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქეების  კუთვნილი ბარგის, დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის  მედიკამენტები ლირიკა (LYRYCA 300 მგ-იანი  – 9 …

Exit mobile version