ნარკოტიკების ზედოზირება – პოლიცია საავადმყოფოსგან ინფორმაციას მაინც იღებს

ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, შეატყობინონ სამართალდამცველებს იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც კლინიკაში ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების დიაგნოზით ხვდებიან. ცვლილება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში 2014 წლის 11 სექტემბერს შევიდა. ამის მიუხედავად, ბათუმის სამედიცინო კლინიკებში არ მომატებულა ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევები. მიზეზი მარტივია – პოლიციას ისევ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კლინიკაში მისული ნარკოტიკების მომხმარებლის შესახებ და პასუხისგებაშიც მისცეს …

შსს-მ ბათუმში 49 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დორუქან ქ. ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 49 აბი „ექსტაზი“ და 1,4134 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის …

„ექსტაზის” უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ცირა ღ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცირა ღ-ს პირადი ჩხრეკისას 25 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. …

ნარკოტიკებთან ბრძოლის რეგიონული კონფერენცია ბათუმში

დღეს, ბათუმში, ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენცია გახსნა. რეგიონულ შეხვედრას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 30-მდე ქვეყნიდან 150-ზე მეტი უფროსი გამომძიებელი და ანალიტიკოსი ესწრება. კონფერენციის მიზანია ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული, დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ ინფორმაციის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების თაობაზე საგამოძიებო მონაცემების ურთიერთგაზიარება – “ინფორმაცი არის ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი სისტემისთვის იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ორგანიზებულ და ნარკო …

შსს-მ სარფში 104 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

22 დეკემბერს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  1982 წელს დაბადებული პაატა ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დააკავეს.   შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული 20,9625 გრ ნარკოტიკული საშუალება …

შსს: სარფში ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა საქმინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, აჭარაში, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში 1973 წელს დაბადებული თეა ვ. დააკავეს.

ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული მეზღვაური

 

ეს სასამართლო პროცესი უკვე მეორედ პროკურორის მოთხოვნით გადაიდო. სახელმწიფოს სახელით პროცესზე პროკურორი ირაკლი დონდოლაძე მოქმედებს. წინა ჯერზე პროკურორმა პროცესის გადადება იმ მოტივით ითხოვა, რომ შესაძლოა ერთ-ერთ ბრალდებულს, 27 წლის მეზღვაურს ბრალი მოუხსნას. ამჯერადაც ბრალმდებელმა მთავარ პროკურორთან შესათანხმებლად ათდღიანი ვადა ითხოვა. საქმეში ორი ბრალდებულია, მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენა-შენახვა, რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

პატიმრის ახლობლები სასჯელის გადავადებას ითხოვენ

 

 

„ჩემი შვილი გადაყვანილია სასჯელაღსრულების მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში, არ ვიცი იქ რა მოხდება“ – აცხადებს იმ პატიმრის დედა, რომლის დასახმარებლადაც დღეს ბათუმში, პროკურატურასთან (იუსტიციის სახლთან) ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი ჯანმრთელობის გაუარესების გამო პატიმრისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას ითხოვენ.

ვინ დადო მარიხუანა ტაქსის სავარძლის ქვეშ?

 

ბათუმში 45 წლის ტაქსის მძღოლი დააკავეს. პროკურორის, შოთა ხორავას მტკიცებით, მძღოლს ჩხრეკისას მარიხუანა აღმოაჩნდა. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ მარიხუანა ტაქსის მძღოლის მანქანაშიც ინახებოდა. აღმოჩენილ მარიხუანას ექსპერტიზა ჩაუტარდა და პროკურორის მტკიცებით ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეფასდა. სასჯელის მაქსიმუმი – 11 წლამდე პატიმრობაა. დაკავებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ტაქსის მძღოლს მარიხუანა მგზავრმა ჩაუდო, რის შემდეგაც ის პოლიციამ გააჩერა და დააკავა. 

სარფის სასაზღვრო პუნქტში ნარკოტიკების აღმოჩენაზე პოლიციელები ძაღლებთან ერთად იმუშავებენ


შსს-ს თანამშრომლები, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ დაფინანსებული კინოლოგიური პროექტის (K9) ფარგლებში, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტში ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად იმუშავებენ.

Exit mobile version