ბათუმში სპორტის სასახლე მუხრან ვახტანგაძის სახელობის გახდა

ბათუმში სასპორტო სკოლას სპორტსმენის, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის სახელი დაარქვეს. სასწავლებლისთვის „მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის“ დარქმევის შესახებ ბრძანება აჭარის განათლების მინისტრმა 2021 წლის დეკემბერში გამოსცა. აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სპორტის სასახლისათვის მუხრან ვახტანგაძის სახელის დარქმევის ინიციატივით სპორტული საზოგადოება გამოვიდა. აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, წერილს, რომლითაც სპორტის სასახლისთვის მუხრან ვახტანგაძის …

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე რიჟვაძის მრჩევლად დანიშნეს

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნეს. მუხრან ვახტანგაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მისცემს რჩევებს თორნიკე რიჟვაძეს. ამ დრომდე აჭარის მთავრობის რომელიმე თავმჯდომარეს, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძეს, სპორტის მიმართულებით მრჩეველი არ ჰყოლია. „ახალი წლიდან დავინიშნე, დამირეკეს და მითხრეს, რომ გვინდა, აქ იყოო… ჩემი ხელფასი დაახლოებით 1800 ლარია, თუ რაღაც ეგრე, პირველი ხელფასი …

„ვამბობდი, რომ სპორტსკოლა არ დაინგრეოდა“ – შეწყვეტილი ინტერვიუ მუხრან ვახტანგაძესთან

პარლამენტში მუშაობის ოთხი წლისთავზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ“ კანონპროექტს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად, რასაც მან ხელი მოაწერა. დეპუტატს ვკითხეთ, კანონის მიღების მიუხედავად, რატომ უარესდება სპორტის ხელმისაწვდომობა ქალაქში, ან რატომ ვერ შესრულდა მისი დაპირება, როცა თქვა, რომ ბათუმში სპორტსკოლა არ დაინგრეოდა. „ბათუმელები“ მუხრან ვახტანგაძეს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა ინტერვიუს ჩაწერის პროცესში დეპუტატმა …

პარლამენტარ ვახტანგაძის მუქარა: ღმერთი არ გაუწყრეს არავის

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე დღეს, 22 ნოემბერს, მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა. მოკლე ვიდეოჩანაწერში დეპუტატი ვახტანგაძე ამბობს, რომ „არ იმუქრება“, თუმცა „ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი, ვინც იქნება“, „სავალალო შედეგს მიიღებს“ თუ კი „სპორტსმენების ღირსებას“ შეეხება. „ბათუმელები“ სიტყვასიტყვით, რედაქტირების გარეშე გთავაზობთ დეპუტატის ციტატებს. „ხმაური გიკვირთ დღეს? 21-ე საუკუნის საქართველოში? ამავე …

პარლამენტარის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო გამოძიება დღეს, 22 ნოემბერს, პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის და მოქალაქე ჯელალ ქიქავას შორის მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქის თქმით, მას მუხრან ვახტანგაძემ ბათუმის მერიის შესასვლელში აგინა და სცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ გვითხრეს, ამ ეტაპზე გამოკითხეს თუ არა თავად პარლამენტარი. მუხრან ვახტანგაძე გამოძიებამ ამ თვის დასაწყისში გამოკითხა …

მოქალაქე: დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ მერიის შესასვლელში მცემა

„მერიაში [ბათუმის] შევდიოდი ჩემს საქმეზე, მოვარდა მუხრან ვახტანგაძე და მითხრა, რა გინდა შენ აქ, რატომ მოდიო… მაგინა და მცემა, მერე ისევ ის ბიჭები დამესიენ, რომლებთანაც კონფლიქტი ადრე მქონდა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა. მისი თქმით, ამ კონფლიქტის თვითმხილველი დაცვის პოლიციის თანამშრომლები არიან. ჯელალ ქიქავას თქმით, გამოძიება უკვე დაიწყო და ის ამჟამად აჭარის პოლიციის …

მუხრან ვახტანგაძე: მე “კონსერვატორებს” ვტოვებ და “ოცნებაში” ვრჩები

“მე შემოვედი პარლამენტში “ქართული ოცნებიდან” და ვრჩები “ოცნებაში”, – გვითხრა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში. ის ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების” წევრია. ამ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიამ და წევრებმა – ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ დღეს, 15 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. “მე “კონსერვატორებს” დავტოვებ, ეს ავტომატურად ხდება,” – გვითხრა მუხრან ვახტანგაძემ. მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის …

პროკურატურამ მუხრან ვახტანგაძე მოქალაქის გინების და მუქარის საქმეზე გამოკითხა

„მიმდინარეობს გამოძიება. მუხრან ვახტანგაძე გამოკითხულია,“ – გვითხრეს პროკურატურაში „მოქალაქის ცემის და გინების საქმეზე“. მოქალაქე მერაბ ღოღობერიძის თქმით, მას 25 ოქტომბერს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ტელეფონზე დაურეკა, აგინა და დაემუქრა. მერაბ ღოღობერიძემ პროკურატურას მიმართა დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღია. მერაბ ღოღობერიძემ ფეისბუქლაივში ჩართო სატელეფონო საუბარი დეპუტატთან, რომელიც მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ იგინებოდა …

დეპუტატის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. გუშინ, 25 ოქტომბერს, მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა, რომ მას პარალამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ დაურეკა და აგინა. მან  მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო, სადაც მართლაც ისმის უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის …

პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა

ბათუმის მცხოვრები მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ცოტა ხნის წინ დაურეკა და ყველაფერი აგინა. მერაბ ღოღობერიძემ მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო. მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქლაივში მართლაც ისმის წარმოუდგენლად უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას. მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას. …

შსს: ჯელალ ქიქავასა და მისი მეგობრების ცემის ფაქტზე სამ სპორტსმენს ბრალი წარუდგინეს 

შს სამინისტროს ინფორმაციით, 24 მარტს ბათუმში, ჯელალ ქიქავასა და მის თანხმლებ ორ პირზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბრალი წარუდგინეს ინციდენტში მონაწილე 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს. სამივე მათგანი სპორტსმენია. შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირები დაფიქსირებულნი არიან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ინციდენტის …

ქიქავა: შსს ჩემი ცემის ფაქტს არ იძიებს, თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორია

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. ჯერჯერობით შსს-ს არავინ დაუკავებია. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ გამოძიება განზრახ ჭიანურდება და სამართალდამცავებისთვის ყველა გარემოება ცნობილია. იგი ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რაც შსს-შიაც …

ბინა საჩუქრად და მანქანები 44 500 დოლარად – მუხრან ვახტანგაძის ოჯახის წლის შენაძენი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის წინ, ახლახან ლითონის კონსტრუქცია ააგეს, სადაც ავტომანქანებს აჩერებენ. აქ თავის ავტომანქანას აჩერებს საქართველოს პარლამენტის წევრი, მუხრან ვახტანგაძე. ავტოფარეხი ბოქლომით იკეტება. „ეს ავტოფარეხი კომპანია „ორბს“ ვთხოვეთ და გაგვიკეთა. ერთი მანქანა ჩვენია და ერთიც, როცა აქ არის მუხრანი [ვახტანგაძე], ადგილი არის და აჩერებს, კი,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმის სასპორტო სკოლის“ …

რატომ არ აქტიურობს მუხრან ვახტანგაძე პლენარულ სხდომებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე იმ დეპუტატების სიაშია, რომლებსაც რვა თვის განმავლობაში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონიათ და არც პლენარულ სხდომაზე გამოსულან სიტყვით პარლამენტში. ინერტულობის მიზეზებს დეპუტატი „ბათუმელებთან“ განმარტავს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობს. „მე, პირადად, ვმუშაობ სპორტთან დაკავშირებით ერთ საკითხზე, მწვრთნელებისგან არის მოთხოვნა, რომ მათ მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი. …

მუხრან ვახტანგაძის ტურნირისა და „ბათუმის დინამოსთვის“ მერია დაფინანსებას ზრდის

ბათუმის მერია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, პროექტის მიხედვით , რომლის დამტკიცებაზეც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 24 მარტს სხდომაზე უნდა იმსჯელოს, ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე 4 მილიონ 301 ათას 900 ლარით იზრდება. ამ თანხიდან ძირითადი ნაწილი ინფრასტრუტურულ პროექტებზე გადანაწილდება. იგეგმება „ბათუმის დინამოს“ კაპიტალის გაზრდაც, ცვლილებების შესახებ ბიუჯეტის პროექტში „ბათუმის დინამოსთვის“ 290 ათასი ლარი გაითვალისწინეს. გარდა ამისა 15 ათასი ლარით …

უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ახალი ხელმძღვანელი: შემოთავაზება დავით გაბაიძისგან მივიღე

აჭარის უმაღლესი საბჭოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ფერიდე უსტიაშვილი დანიშნეს. ის ბოლო წლებში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, საპარლამენტო არჩევნების დროს კი, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის, ამჟამად კი პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის წინასაარჩევნო პროცესში იყო ჩართული, მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა …

მუხრან ვახტანგაძეზე ერთი წიგნის მომზადება-დაბეჭდვაში სახელმწიფო 43 ლარს იხდის

წიგნის – „მუხრან ვახტანგაძე – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი“ გამოსაცემად, აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 48 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა წიგნის გამოცემას 43 ათასი ლარი დასჭირდება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: ბათუმში რეგისტრირებული შპს „მარკა“ და თბილისში რეგისტრირებული შპს „სეზანი“. …

ფატი ხალვაშს ბიუროს ოფისის დასაქირავებლად საკმარისი თანხა არ აქვს

პარლამენტარი ფატი ხალვაში, ბათუმის მერიას, პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებისთვის ოფისის გამოყოფას თხოვდა. ეს საკითხი დღეს, 27 თებერვალს, უნდა განეხილა საკრებულოს სხდომაზე. თუმცა, როგორც საკრებულოში თქვეს, პარლამენტარმა  განცხადება უკან გაითხოვა. ფატი ხალვაშის განმარტებით, განცხადების გატანის მიზეზი ოფისის ქირის ფასია. „ის ოთახი, რომელიც მერიას უნდა გამოეყო, დიდია და ფასიც ძვირი გამოდის. ჩვენ ბიუროებისთვის 4 000-მდე ლარი გვაქვს …

დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის სპორტულ კარიერაზე წიგნისთვის ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი დაიხარჯება

„მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში“, – ამ სახელწოდებით წიგნის გამოსაცემად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ბიუჯეტში 48 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამავე დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მუხრან ვახტანგაძე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“. მუხრან ვახტანგაძეზე წიგნს დეპარტამენტი იმ პროგრამის ფარგლებში გამოსცემს, რომლის მიზანია „ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება და …

დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ბათუმის სასპორტო სკოლის დემონტაჟზე

ბათუმის სასპორტო სკოლის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო აჭარის ხელისუფლებამ. სპორტული დაწესებულების ადგილზე, სადაც დახლოებით 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს, „ორბი ჯგუფი“ სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ერთი ჯგუფი, მათ შორის სპორტსმენები აპროტესტებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ყოფილი სპორტსმენი და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, მუხრან ვახტანგაძე ჩაწერა. ბატონო მუხრან, საარჩევნო …

მუხრან ვახტანგაძე: მე არ მჯერა, რომ პროვოკაციები იქნება

მუხრან ვახტანგაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის  ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.  ვახტანგაძე ყოფილი სპორტსმენია, 2000 წელს მან სიდნეის ოლიმპიური თამაშებზე მესამე ადგილი აიღო. იყო  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, მიღებული აქვს FILA-ს საერთაშორისო ფედერაციის ოქროს მედალი ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ბატონო მუხრან, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან, რისი გაკეთება გინდათ პარლამენტში? „ქართული ოცნების“ …

მალხაზ ნაკაშიძე: უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა

დღეს, 18 აგვისტოს, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ნაკაშიძემ ბრიფინგი გამართა. მან დაბა ჩაქვში მდებარე სპორტსკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. სწორედ ამ შენობაში გადიოდა წვრთნებს ქართველი ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი, ძალოვანი ირაკლი თურმანიძე. „ბოლო ოცი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება, არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე, არ დაინტერესებულა სპორტსმენებით, რის გამოც მათ ასეთ პირობებში …

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე აჭარიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში  31-ე ოლიმპიურ თამაშები საქართველოდან 39 სპორტსმენი 13 სახეობაში იასპარეზებს. ოლიმპიურ ნაკრებში 6 სპორტსმენი აჭარის რეგიონიდანაა:  შმაგი ბოლქვაძე [ჭიდაობა], ხათუნა ნარიმანიძე [მშვილდოსნობა], იულია ლობჟანიძე [მშვილდოსნობა], ვარლამ ლიპარტენიანი [ძიუდო], ამირან პაპინაშვილი [ძიუდო], ირაკლი თურმანიძე [ძალოსნობა]. ოლიმპიური თამაშების ზოგიერთ მონაწილეს, დღეს, 25 ივლისს,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,  ზურაბ პატარაძე  შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის …

Exit mobile version