შეღავათი მძღოლობის კანდიდატებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც მონაწილეობენ

შსს-ს მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ. „კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს. ამისათვის აუცილებელია მძღოლობის …

ბათუმში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი შეიცვალა

ბათუმში მართვის მოწმობის უფლების მისაღებად პრაქტიკული საგამოცდო მარშრუტი N1 შეიცვალა. ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის [მოედანი] წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ“. სააგენტოს განცხადებით ცვლილების მიზანი „მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესებაა“. ახალი …

რა შეიცვალა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე – შეცდომების ლიმიტი 15-მდე იზრდება

მართვის მოწმობის აღება გამარტივდა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 21 მაისს გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს ეხება. სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად …

საჩხერეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები დაამატეს

საჩხერეში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს. შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით საჩხერეში ორი [N6 და N7] მარშრუტი დაემატა. B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი …

ტრანზიტული ნომერი გაძვირდა, ავტომობილის და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუშები კი იცვლება

ავტომობილის და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნომრები 2026 წლის 1-ლი მარტიდან შეიცვლება. ახალი ნიმუშები „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაამტკიცა. ფაქტობრივად სიახლეა ის, რომ შემოდის შიდა ტრანზიტის ახალი ნომრები [განსხვავება იქნება – ლურჯი ზოლი წითელის ნაცვლად], დღეს არსებული „შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული“ [წითელზოლიანი] ნომრები კი, მხოლოდ „ტრანზიტულ“ ნომრებად დარჩება. ამასთან, ტრანზიტული ნომრების გაცემის საფასური …

პირველიდან 4 იანვრის ჩათვლით შსს-ს მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს – როდის იქნება გამოცდა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ. „იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე [მოედანი] გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვარის ჩათვლით. იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ …

ტრანზიტული ნომრის გაცემა 370 ლარი ეღირება 50-ის ნაცვლად – ცვლილებების პროექტი

ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური 370 ლარამდე გაიზრდება. დღეს ეს საფასური 50 ლარია. ცვლილებების კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. „შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები სააგენტოს სხვა მომსახურებების საფასურის გაზრდასაც ითვალისწინებს და ახალ მომსახურებებსა და საფასურსაც ადგენს. კანონპროექტის მიხედვით ახლებურად ყალიბდება სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები. კერძოდ: ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის …

შსს-ს მომსახურების სამსახური ბათუმიდან გონიოში გადასვლას გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გონიოში ახალი ოფისის მშენებლობას გეგმავს. ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის მიმდებარედ სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულია აჭარის საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ტერიტორია. სააგენტოს ბათუმის სამსახური ამჯერად სულხან-საბა ორბელიანის N2-ში ფუნქციონირებს. ამ მისამართზე 11 843 კვადრატული მეტრი ტერიტორია ქალაქ ბათუმის საკუთრებაშია და ის სააგენტოსთვის უზუფრუქტითაა გადაცემული. გონიოში ახალი ოფისის დაპროექტება-მშენებლობასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო ბაზარს …

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება 10 იანვრიდან განახლდება

მართვის უფლების მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება 2022 წლის 10 იანვრიდან განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით „ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში – 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით – დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.“ ამასთან, პრაქტიკულ …

მერია კვლავ ითხოვს ცნობის მიტანას ახალი ნომრის აღებისას, თუ არა – დაჯარიმდებით

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ახალი სანომრე ნიშნის აღებისას გადახდილი პარკირების საფასური ძველ სანომრე ნიშანზე რჩება. „შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ცნობა უნდა წარმოადგინოთ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, რათა მოხდეს ინფორმაციის ბაზაში შეყვანა და პარკირების საფასურის გადმოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით,“ – აღნიშნულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რატომ ვერ იღებს ამ მონაცემებს მერია ავტომატურ რეჟიმში და …

შსს 425 ათასი ლარის მოტოციკლებს ყიდულობს მართვის მოწმობის გამოცდისთვის 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო A1 და A2 ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდისათვის მოტოციკლებს ყიდულობს. სხვადასხვა ტიპის 16 მოტოციკლის შესაძენად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 425 ათას 539 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. გამარჯვებულმა მსუბუქი მოტოციკლები ეტლის გარეშე [A1; ძრავის მოცულობა: 110 – 125 კუბ.სმ; 7 …

ავტომანქანის ძველი ნომრის ახლით შეცვლა დღეიდან შეგიძლიათ დისტანციურად მოითხოვოთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, 24 თებერვლიდან, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით იმ შემთხვევაში, თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის …

მართვის უფლების მისაღებად თეორიულ გამოცდაზე გასვლა განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, დღეიდან, 17 თებერვლიდან, უკვე შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი. ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება …

ავტომანქანის ძველი ნომრები აპრილამდე უნდა შეიცვალოს – როდის მუშაობს სააგენტო

სატრანსპორტო საშუალების ძველი კომბინაციის ნომრები 2021 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეიცვალოს. ძველი ნომრების ახალი კომბინაციის ნომრებით შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოში 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. არ შეცვლილა მომსახურების ტარიფი – 72 ლარი. ფასიანი ნომრების შემთხვევაში კი განსხვავებული ტარიფია. მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები მუშაობს ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს – დილის 09:30 საათიდან 16:30 საათამდე, ხოლო …

საქართველოში 52 613 პირს რეგისტრირებული იარაღი აქვს, შენახვა-ტარების უფლება – 121 638 პირს

„იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან ტარების უფლება, რამდენია მართლმადიდებელი სასულიერო პირი და რამდენი – სხვა რელიგიური მიმდინარეობის სასულიერო პირი?“ –  საჯარო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოვითხოვეთ. ეს ის უწყებაა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებას გასცემს. „მომსახურების სააგენტო აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებას არ ახორციელებს,“ – მოგვწერეს შსს-ს მომსახურების …

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ოშაბათიდან განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთანავე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება: [crosslist] სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე …

მართვის მოწმობების გაცემაზე დღეში 10 საათს მუშაობენ – რამდენს გადაუხდის შსს თანამშრომლებს

„მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე,“ – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დღეს, 22 თებერვალს გაავრცელა. მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე 8 თებერვლიდან გადავიდა. 8 თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით მომსახურების სააგენტო ყოველდღე მუშაობს დილის ათის …

მძღოლების ნახევარს მართვის მოწმობა არ შეუცვლია – ბოლო ვადა პირველი აპრილია

ავტომანქანების მძღოლებმა, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის პირველ აპრილამდე აქვთ აღებული, მოწმობები 2018 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეცვალონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 73 ათასამდე პირმა შეცვალა მართვის მოწმობა. 2006 წლის პირველ აპრილამდე ქვეყანაში სულ 130 ათასამდე მართვის მოწმობაა გაცემული. სტატისტიკის მიხედვით, მძღოლების ნახევარს მოწმობები არ შეუცვლია. შსს-ს მომსახურების სააგენტოს …

Exit mobile version