დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლისთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში 38 693 მე-12 კლასელია რეგისტრირებული. თუმცა, რამდენი ამთავრებს აქედან სკოლას უცნობია, რადგან განათლების სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანა დატოვა სასკოლო ასაკის 3 669 ბავშვმა. რამდენია აქედან …
Tag Archives: მე-12 კლასელები
„მშობლები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – მასწავლებელი
„ადამიანები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – ამბობს ხელოვნების მასწავლებელი, გიორგი ლიპარიშვილი „ბათუმელებთან“. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ „განათლების რეფორმაზე“, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფული და უკან გადადგმული ნაბიჯია. ბატონო გიორგი, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას, გვინდა ვიცოდეთ მასწავლებლების აზრი ამ თემაზე. რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე, რას კარგავს …
დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება
დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-12-კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ამ დღის მთავარი ატრიბუტი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებია. მეთორმეტეკლასელები სხვადასხვა შინაარსის წარწერას უტოვებენ თანაკლასელებს სახსოვრად. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წლებში საჯარო და კერძო სკოლებში სულ 41 199 მოსწავლე სწავლობდა. სავარაუდოდ, მე-12 კლასს ამდენივე მოსწავლე დაასრულებს.
XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ – ცვლილება საათობრივ ბადეში
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც წელს, ახალი სასწავლო წლიდან, მე-12 კლასელებს ხუთი საგანი – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მოქალაქეობა და სამოქალაქო განათლება დაემატებათ და 4 გაკვეთილის ნაცვალს, დღეში 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. რამ გამოიწვია საათობრივი ბადის ზრდა დამამთავრებელ კლასში და გამოიწვევს თუ არა ეს მე-12 კლასელების უკმაყოფილებას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის №15 საჯარო სკოლის …
„მე-12 კლასში ისე უნდა გვასწავლონ, რომ რეპეტიტორი აღარ დაგვჭირდეს“ – მოსწავლეები სკოლაზე
„ბათუმელების“ რესპონდენტი მოზარდების აზრით, მე-12 კლასმა საჯარო სკოლებში, ფაქტობრივად, ფუნქცია დაკარგა. ახალგაზრდების აზრით, ეს განაპირობა იმან, რომ დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 95 პროცენტი კერძო მასწავლებელთან ამჯობინებს იმ საგნებში მომზადებას, რომლებიც ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ. ისინი აღარ მიიჩნევენ საჭიროდ, დრო დაკარგონ ისეთი საგნების სწავლაზე, რაც მათ სამომავლო გეგმებში აღარ შედის. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რის გამო …
რა უნდა შეიცვალოს „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ?
ძვირადღირებული ტანისამოსი, წვეულება, ვიდეოგადაღება, ლიმუზინის დაქირავება და ბოლოს, ქუჩებში ავტომობილებით რბოლა საქართველოში „ბოლო ზარის“ შემადგენელ ნაწილად არის ქცეული. შვილის სკოლის დასრულება ბევრი მშობლისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია. ბოლოს ზარის წვეულების ტრადიცია ხშირად ხაზს უსვამს სოციალურ უთანასწორობასაც – სასწავლო წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ხშირად ნახავთ პოსტებს, სადაც მეთორმეტეკლასელი გოგონები დახმარებას ითხოვენ, – „იქნებ, შეღავათიან ფასად გამიკეთოთ …
Continue reading “რა უნდა შეიცვალოს „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ?”
ბოლო ზარი საქართველოს სკოლებში
დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა მეთორმეტეკლასელებისთვის. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს რეგიონში სკოლას 4 681 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაშიც მეთორმეტეკლასელებმა ტრადიციულად მოუხატეს ერთმანეთს თეთრი პერანგები და სამახსოვრო წარწერები გააკეთეს. მეთორმეტეკლასელებს სამახსოვრო წარწერები თეთრ პერანგებზე კლასის დამრიგებელმა და სხვა მასწავლებლებმაც დაუტოვეს. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, …
„ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“ / ბოლო ზარი ბათუმში
ბათუმის სკოლების წინ თეთრ პერანგებსა და მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები არიან. ზოგი დაბნეულია, ზოგი სევდიანი, უფრო ხშირად კი მხიარული ფუსფუსია. ცოტა ხანს თუ გაჩერდები მათ სიახლოვეს, ყველაზე ხშირად ამ ფრაზას გაიგონებ: „ ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“. ამ სიტყვებით ისინი ერთმანეთის მაისურებს აფერადებენ. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს მეთორმეტეკლასელებს არც ექსკურსიების უფლება აქვთ და არც საზეიმო …
Continue reading “„ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“ / ბოლო ზარი ბათუმში”
როგორ უნდა ჩატარდეს სკოლებში ბოლო ზარი – სამინისტროს განმარტება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. „სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა …
Continue reading “როგორ უნდა ჩატარდეს სკოლებში ბოლო ზარი – სამინისტროს განმარტება”
როგორ აპირებენ მე-12 კლასელები ბოლო ზარის აღნიშვნას – გოგო ხულოდან
ია შანთაძე მეთორმეტეკლასელია და დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სწავლობს. როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მე-11 კლასში იყო, მეორე სემესტრში მოულოდნელად შეიცვალა მისი ცხოვრებაც და საკლასო ოთახიდან ონლაინკლასში აღმოჩნდა. „ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, რადგან ვიღვიძებ, უცებ ტელეფონში შევდივარ და იქედან მესაუბრება მასწავლებელი. რაღაც პერიოდი იქაც ვერ ვახერხებდი შესვლას და ასე „ჰოპ“ და უცებ გავიდა ეს …
Continue reading “როგორ აპირებენ მე-12 კლასელები ბოლო ზარის აღნიშვნას – გოგო ხულოდან”
ბოლო ზარი სკოლებში
დღეს, 20 მაისს, სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. წელს პირველად, ბოლო ზარი ცარიელ სკოლაში, მოსწავლეების გარეშე დარეკეს. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მე-12-კლასელებს სკოლის დასრულებას ონლაინ ულოცავენ. მაგალითად, ბათუმის პირველმა საჯარო სკოლამ სკოლის ფეისბუქის მთავარ ფოტოდ ბოლო ზარის სიმბოლო – თეთრი, წარწერებიანი პერანგი დააყენა. პერანგზე მათემატიკური ფორმულები და კეთილი სურვილებია წარწერილი. მე-12-კლასელებს სკოლის დასრულება განათლების მინისტრმაც …
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. „აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, …
Continue reading “მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა”
უცხო ენებში მეთორმეტეკლასელების 11 პროცენტი ჩაიჭრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენის გამოცდაშიც მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 11 % ჩაიჭრა. უცხო ენის გამოცდა მეთორმეტეკლასელებმა გუშინ ჩააბარეს. დღეს, 22 მაისს კი, ისინი ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ. როგორც ცენტრში გვითხრეს, საატესტატო გამოცდებს წელს ის პირებიც აბარებენ, ვინც გასულ წელს რომელიმე საგანი ვერ ჩააბარა. „ამიტომ, ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერ გეტყვით, წლევანდელი მეთორმეტეკლასელებიდან რამდენია ჩაჭრილი და რამდენი, …
Continue reading “უცხო ენებში მეთორმეტეკლასელების 11 პროცენტი ჩაიჭრა”