რა წერია განაჩენში გიორგი ერმაკოვზე, რომელსაც 7 წელი მიუსაჯეს

„ნათელია, რომ სატენდერო კომისიის წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, აშკარა და თვალსაჩინო სიყალბეს არ მისცეს შეფასება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია,“ – წერს განაჩენში მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ. ამ საქმეზე განაჩენი 27 იანვარს გამოცხადდა. ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. …

„გია ერმაკოვის საქმეზე“ განაჩენს ორშაბათს გამოაცხადებენ

„გია ერმაკოვის საქმეზე“ საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 27 იანვარს, გამოცხადდება. ბათუმის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს განაჩენს მოსამართლე დავით მამისეიშვილი გამოუტანს. ბათუმის ყოფილი მერი გია ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ გასული წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია „იაფი სახლის“ პროექტზე, რომლის …

„ერმაკოვის საქმეზე“ სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს

„იმედი მაქვს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში, თუ პატიმრობაში მყოფი, ბედნიერი შეხვდებიან ოჯახებში ახალ წელს,“ – ასე დაასრულა თავისი დასკვნითი სიტყვა დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა სიმონ ასათიანმა. იგი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეში“ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის და კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ხინთიბიძის ინტერესებს იცავს. ამ საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უკვე მოისმინა პროკურორის და ადვოკატების დასკვნითი სიტყვები. კიდევ …

მოსამართლე შეისწავლის, რამდენად შეეძლო ლაშა კომახიძეს ერთპიროვნული თანხმობა გაეცა – ერმაკოვის საქმე

„რამდენად იყო უფლებამოსილი თვითმმართველი ქალაქის მერი, ერთპიროვნულად გაეცა ასეთი თანხმობა?“ – იკითხა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და იქვე თქვა, რომ ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება. დღეს, 11 ოქტომბერს გართულ სხდომაზე ბრალდებულებმა ბათუმის მოქმედ მერთან, ლაშა კომახიძესთან მიღწეული წერილობითი თანხმობა წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები 400 ათას ლარს გადაიხდიან, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში. მოსამართლე დავით …

გია ერმაკოვი შესაძლოა პატიმრობიდან გაათავისუფლონ

ბათუმის ყოფილი მერი – გია ერმაკოვი შესაძლოა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ, ასევე, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები – არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომიძე. “წარმოვადგინეთ მერიასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ჩადებული ქონებიდან ანაზღაურდება ზიანი,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა რამინ პაპიძემ. გია ერმაკოვის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, მერიასთან ამ შეთანხმებას 7 ოქტომბერს მიაღწიეს. მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს …

რა უთხრა მოსამართლემ ბათუმის ყოფილ მერს, ანუ რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ ერმაკოვს 

ზიანის ანაზღაურებაზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილ მერს – გია ერმაკოვს და კიდევ ორ ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლო პროცესზე უთხრა. საუბარია „იაფი სახლის“ პროექტზე და ბიუჯეტიდან დაკარგულ მილიონ 370 ათას ლარზე, რის გამოც პროკურატურა ბათუმის ყოფილ მერს – გია ერმაკოვს და კიდევ 6 მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამ მათგანს კი, საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება. დღეს, 24 …

ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს, 4 ყოფილი მაღალჩინოსანი კი გაათავისუფლეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა ბათუმის ყოფილი მერი გია ერმაკოვი, ასევე, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი კი, მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე. ბათუმის მერიის ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ბრალდებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი …

გიორგი ერმაკოვი და სხვები შესაძლოა გირაოთი გაათავისუფლონ – „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“

„დაზარალებული ანუ ბათუმის მერია, არაა წინააღმდეგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ ბრალდებულები,“ – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა რამინ პაპიძემ. დღეს, 23 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება. ბათუმის მერიის ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

რა წერია პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში – „ერმაკოვისა და 6 მაღალჩინოსნის საქმე“

„სად იქნა დახარჯული 101 020 ლარი?“ – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც გამომძიებელმა იგორ გლადჩენკოს 2018 წელს გამოკითხვის დროს დაუსვა. იგორ გლადჩენკო კომპანია „მსუბუქი მშენებლობის ჯგუფის“ გენერალური დირექტორია. ამ კომპანიას ბათუმში, „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა – „კონვენტ ჯორჯიამ“ 1 მილიონ 61 ათასი ლარი ჩაურიცხა. გამომძიებლის შეკითხვას გლადჩენკომ კონკრეტულად ვერ უპასუხა. მან თქვა, რომ „დიდი …

ერმაკოვი და მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერიის 7 ყოფილი მაღალჩინოსანი, ვისაც გამოძიება ედავება თანხის მითვისების ან გაფლანგვის მუხლის დარღვევას, რამდენიმე მათგანს კი მხოლოდ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათასი ლარი იყო. პროკურორების პოზიციით კი, ახალი გარემოება არ გვაქვს და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე ისევ არსებობს. “მე …

ერმაკოვი მოსამართლეს: მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პროკურატურაში

ბიუჯეტიდან დაკარგულ 1 მილიონ 300 ათასზე გააკეთა აქცენტი სასამართლო პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ, როცა მან მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების წინასწარ პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე დღეს, 24 ივლისს, “მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე” წინასასამართლო სხდომას ხელმძღვანელობს. პროცესის ერთ-ერთი ნაწილი ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შესაძლო შეცვლაა. “ეს არაა სამართლებრივი მსჯელობა, ძალიან უჭირს პროკურატურას,” – თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. …

ახალი დეტალი, რამაც შესაძლოა „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ამოაყირავოს

„მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში“ შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს, თუკი ხვალ, 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო ბათუმის მერიის სარჩელის განხილვას დაასრულებს. ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს „იაფი სახლის“ გამო. ეს ის სახლია, რომელიც ვერ აშენდა ბათუმში. „იაფი სახლის საქმის“ გამო დააკავეს 30 მაისს 7 მაღალჩინოსანი – პროკურატურა დაკავებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, …

Exit mobile version