მხარი არ დაუჭიროთ რუსულ კანონს – მაჟორიტარებს აჭარიდან ორგანიზაციები მიმართავენ

„მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს“ – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს აჭარიდან, რესან კონცელიძეს, ანზორ ბოლქვაძეს და ზაალ მიქელაძეს აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ. ორგანიზაციები დეპუტატებს სთხოვენ მხარი არ დაუჭირონ რუსულ კანონს, რომლის განხილვაც დღეს, 6 მარტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მიმართვის ტექსტს …

დეპუტატები აჭარიდან ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებას ითხოვენ

დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად დასრულდება მათთვის, ვინც ბათუმში უკანონოდ ააშენა სასტუმრო, საცხოვრებელი კორპუსი, დაარღვია სანებართვო პირობები – უკანონოდ დაამატა ორი სართული ან მეტი. ვინც დასრულებულ კორპუსს ტერასული სართული დააშენა და იქ აუზის მოწყობა დაიწყო და ასე შემდეგ… ყველა შენობა კანონის ჩარჩოში მოექცევა. მათი დაკანონებისთვის სამშენებლო კოდექსში ცვლილებას სპეციალურად ბათუმისთვის კიდევ ერთხელ ითხოვენ. ინიციატივის ავტორები არიან …

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატებზე ჯერ ღიად არ საუბრობს. „უახლოეს მომავალში პრეზენტაციას ვგეგმავთ და იქ გავაჟღერებთ ინფორმაციას“, – გვითხრა გიორგი კირთაძემ, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ზუსტად როდის გეგმავს პარტია პრეზენტაციას ბათუმში, ჯერ არ ვიცით, თუმცა მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობის შესახებ „ბათუმელებისთვის“ უკვე ცნობილია. მათ შორის არც ერთი არ არის ქალი. ჩვენი ინფორმაციით, პარტიის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის …

უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი

ვახტანგ კალოიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. პროფესიით ექიმი, ანესთეზიოლოგი, „ევროპული საქართველოს“ სახელით მონაწილეობს არჩევნებში. ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის პანდემიის დროს ხშირად ჩანდა ეკრანზე. რატომ გადაწყვიტა წარმატებული კარიერის შეცვლა? „ბათუმელებმა“ ვახტანგ კალოიანთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო ვახტანგ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა? ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი იყო ის კრიზისი, რაც არის ჯანდაცვის სისტემაში. რეალურად, იმ საბიუჯეტო …

ტარიელ ნაკაიძე VS ანზორ ბოლქვაძე – ნაკაიძეს ოპოზიციიდან ოპონენტი, სავარაუდოდ, არ ეყოლება

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება „ევროპული საქართველოდან“. როგორც ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, სავარაუდოდ, ოპოზიციიდან მას კონკურენტები არ ეყოლება და დაპირისპირება მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატთან მოუწევს. ბატონო ტარიელ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა, რა არის ამის მთავარი მიზეზი? მე არ მომინდა პოლიტიკაში წასვლა, მე, უბრალოდ, წარმოვადგენ იმ საზოგადოებას, …

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარიდან ოფიციალურად დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს 20 ივლისს, მაჟორიტარი კანდიდატები ოფიციალურად დაასახლება. ბათუმში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რესან კონცელიძე იქნება. ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა, არის პოლიციის გენერალ-მაიორი. აჭარის მაღალმთიან რეგიონში (ხულო-შუახევი, ქედა, ხელვაჩაური) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ ანზორ ბოლქვაძე იქნება. ის წინა მოწვევების პარლამენტშიც იყო მაჟორიტარი. ქობულეთში კი „ქართულმა ოცნებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე …

სახალხო დამცველი: „კონტრაქციები გამოსავალი არ არის“

„კონტრაქციები გამოსავალი არ არის. ეს უფრო ამძაფრებს და აღვივებს პროცესს. გამოსავალი არის მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯები,“ – განაცხადა დღეს, 5 დეკემბერს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბათუმში. იგი დღეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებსა და დირექტორს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა ისიც, რომ გამოხატვის უფლებით ყველა სარგებლობს, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური ისტორია აჩვენებს, რომ კონტრაქციები ხშირად ფიზიკური დაპირისპირებით სრულდება. „ჩემთვის მიუღებელია …

„გადაგვაგდე? – გადაგაგდებთ“- საპროტესტო აქცია და მსვლელობა ბათუმში

„გადაგვაგდე? – გადაგაგდებთ“, „არ გავჩუმდები“ – ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობაც მოაწყვეს მოწოდებით: „გამოდი“. დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. მერაბ ჯიხაძე, მოქალაქე: „მე მეზღვაური ვარ …

„ვწუხვარ” – ივანიშვილი კანონპროექტის ჩავარდნაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებით ეხმაურება საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას. დაპირება, რომ 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, ივანიშვილმა გასცა, თუმცა არ შესრულდა. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო …

კორნელი კაკაჩია: „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნები ურჩევნია

„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიაღწევს იმას, რომ გაერთიანდება აქამდე ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი პრინციპით – „ყველანი ერთის წინააღმდეგ“, როგორც ეს ხდებოდა შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილის დროს. ყველას გვახსოვს, მგონი, შედეგები“, – ასეთი მოლოდინი აქვს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე პოლიტოლოგს, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას. მას ვესაუბრეთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისში დღეს, 14 ნოემბერს დაიწყო და იმაზე, თუ …

აჭარაში შესაძლოა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა დატოვონ

პარლამენტისგან განსხვავებით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესაძლოა მაჟორიტარები ისევ აირჩიონ. უმაღლესი საბჭოში ამ საკითხზე ჯერ ოფიციალურად არ უმსჯელიათ, თუმცა, მაგალითად, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო ჩხეტია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დატოვების მომხრეა. „პირადად ჩემი მოსაზრებით, სრულებით დიდ აუცილებლობად არ ვთვლი, რომ რადგან პარლამენტის შემთხვევაში მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, გინდა თუ …

ქობულეთში 22 მაჟორიტარიდან მხოლოდ 2 იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი

არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში 22 მაჟორიტარიდან ორი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი და ორივე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: მამული სურმანიძემ 52 პროცენტი მიიღო, მალხაზ დიასამიძემ – 45 პროცენტი. „ქართული ოცნებიდან“ ქობულეთის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან: დავით წულუკიძე, დავით მჭედლიშვილი, ავთანდილ გოგიბერიძე, მამუკა შამილიშვილი, მანუჩარ ნიჟარაძე, გენადი თამაზაშვილი, ქეთინო ქათამაძე, ავთანდილ ვერულიძე, ავთანდილ ანანიძე, თედო ტაკიძე, ედნარ თურმანიძე, ვიტალი …

უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლები ოლქებში

აჭარის უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, უმაღლესი საბჭოს ექვს მაჟორიტარ წევრს, საარჩევნო ოლქებში აჭარის მასშტაბით, ამ დროისთვის, ჯამში, 9 წარმომადგენელი ჰყავს: უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თითოეული თვეში 1200 ლარს მიიღებს, მაღალმთიან [ხულო-ქედა-შუახევი] ოლქში კი – 1800 ლარს. ამასთან, ხულოს მაჟორიტარს შეუძლია 3 წარმომადგენლის, ხოლო დანარჩენ მაჟორიტარებს ორ-ორი წარმომადგენლის წარდგენა. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის …

Exit mobile version