რატომ მიდიან მერები? – ინტერვიუ

ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი დღეს, 13 მაისს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტით გადადგა. უკვე ყოფილ მერს არც თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობის ანგარიში ჩაუბარებია საზოგადოებისთვის და არც წასვლის მიზეზებზე უსაუბრია. არჩილ ჩიქოვანი მხოლოდ ზოგადი მადლობით შემოიფარგლა და დაწერა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ დიდი ოჯახის ერთგულ წევრად“. არჩილ ჩიქოვანის გადადგომამდე 4 აპრილს ასევე ფეისბუქზე დაწერილი პოსტით დატოვა …

ხელისუფლება ყველაზე დაუცველ ჯგუფს იყენებს – მალხაზ ჭკადუა ბათუმის შუალედურ არჩევნებზე

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ასობით პირმა შუალედური არჩევნების წინ მოახერხა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ჩაეწერა. შესაბამისად, ისინი ამ უბნის ამომრჩევლები გახდნენ. ამ დრომდე მათ რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ. ისინი მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ ჩაეწერნენ და „ოცნების ქალაქში“, მთავრობის მშენებარე კორპუსში, ბინის მიღების უფრო მყარი მოლოდინიც გაუჩნდათ. ვის ეკუთვნის ბინა აქ, ამის დასადგენად სამთავრობო კომისიამ ადგილზე ბოლო 2 …

რატომ უნდა დასვან უმრავლესობის დეპუტატებმა კითხვები – „გამჭვირვალობის“ კვლევა

დღეს, 3 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ბათუმის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა და 13 რეკომენდაცია გასცა. საკრებულოს საქმიანობა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით არის წარმოდგენილი. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები, თუმცა ისინი პრეზენტაციაზე არ მივიდნენ. შეხვედრას უმრავლესობის მხოლოდ ერთი წევრი, ნატალია ზოიძე, ასევე საკრებულოს ოპოზიციის ორი …

Benediximus, BIIMO – სათქმელი ქუჩაში, რომელიც გადავხაზეთ

ავტორი: მალხაზ ჭკადუა ხანდახან ადგილები ირჩევენ ადამიანებს. ბათუმში ასეთ ადგილებს შორის მემედ აბაშიძის ქუჩის ერთი კედელია, „ბათუმელების” რედაქციის გვერდით – უხარისხოდ მოპირკეთებული, ცოტა შელახული, მაგრამ აჭრელებული. ყველას, ვისაც რაღაც სათქმელი აქვს, ეს კედელი მოუნიშნავს, მოუხატავს, ამ კედელზე დაუწერია: აქ ნახავდით ირაკლი ადეიშვილს „ისარსაც”, ლევან გელიაშვილის პროექტის art-up გალერეის ნამუშევრები მუდმივად იქცევენ ყურადღებას, ორიოდ კვირის წინ …

მალხაზ ჭკადუა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევა „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი და ხელისუფლების მიზანია, აჭარის მაუწყებლის ეთერიდან გაქრეს კრიტიკული კითხვები მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა „ოცნების“ ინტერესების გამტარი გახდეს. მალხაზ ჭკადუა: „საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია. ის მოხდა, რისი …

რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება

აჭარის მთავრობამ დღეს, 6 თებერვალს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის კორპუსების აშენება დააანონსა. ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს, გადაჭრას ამ ტერიტორიაზე უკანონოდ გაშენებულ დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემა. ადამიანები აქ 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკანონოდ ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ ისინი ეკომიგრანტები ან აჭარის მაღალმთიანეთში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები არიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებს არცერთ უბანზე საჩივარი არ დაუწერიათ. „გვქონდა შენიშვნები. მაგალითად, ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი არ მუშაობდა და ამასთან დაკავშირებით დავწერეთ შენიშვნა, ამავე უბანზე იყო ჩხუბი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებს შორის და ამაზეც ჩავუწერეთ შენიშვნა. ბათუმის რამდენიმე უბანზე იყო პრობლემა, რომ ორ-ორი წარმომადგენლები ჰყავდათ ზოგიერთებს …

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ბათუმში ახალი რეგიონული კოორდინატორი ეყოლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ბათუმის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა. ამ თანამდებობაზე ბათუმში 2015 წლიდან მალხაზ ჭკადუა მუშაობს. მისი თქმით, იგი თბილისში, ამავე ორგანიზაციაში იმუშავებს რეგიონული ოფისების მენეჯერად. ბათუმში კი ორგანიზაცია სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ პირს  კოორდინატორის პოზიციაზე. რეგიონული კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები იქნება: წარმომადგენლობის საქმიანობის ადმინისტრირება და კოორდინაცია; შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; ადგილობრივი მოვლენების რეგულარული ანალიზი და მათთან …

„ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ რჩეული ბათუმის ოლქის „ნეიტრალურ“ წარმომადგენლად

ბათუმის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში ერთ-ერთ წარმომადგენლად დავით ქარცივაძე შეარჩია. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ოლქის წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა იყოს. დავით ქარცივაძე კი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირი. საოლქო კომისიის წარმომადგენელს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ უბანზე თავისუფლად შესვლის უფლება აქვს. მან მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ოლქს. „დავით ქარცივაძის …

ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს

აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს დეპუტატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, მაგალითად, დავით თედორაძის, რომელიც „აჭარის მწერალთა სახლში“ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე ილია ვერძაძის შემთხვევა. ის პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. თებერვალში, როცა „ბათუმელები“ ინტერესთა შესაძლოა შეუთავსებლობის ფაქტებზე წერდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავდნენ. თებერვალში …

რა ბიზნესინტერესები აქვთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს – „გამჭვირვალობის” კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: ზაზა ოქუაშვილისა და დავით თედორაძის ინტერესთა შეუთავსელობის ფაქტების შესახებ; მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს: გიორგი ცინცქილაძეს, გიორგი მანველიძეს, გია აბულაძეს, ილია ვერძაძეს უმოკლეს დროში შეიტანონ ცვლილებები წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებსა და დოკუმენტში ასახონ გასულ წელს მიღებული შემოსავალი; საჯარო …

Exit mobile version