შსს-მ 7 პირი დააკავა და საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი წარუდგინა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. შსს ადასტურებს, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. ფინანსური დავების დროს …
Tag Archives: ლავასოღლი
მინდია ლავასოღლი ოდესაშია, ეს დედამ დამიდასტურა – თამაზ ბაკურიძე
კანონიერი ქურდობის ბრალდებით საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლი ამჯერად ოდესის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გუშინ გაავრცელა. გუშინ საქართველოში ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არც პროკურატურაში უპასუხეს, არც შს სამინისტროში და არც ლავასოღლის ოჯახში. დღეს, 4 იანვარს, თამაზ ბაკურიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ესაუბრა მინდია ლავასოღლის დედას, რომელმაც განუცხადა, რომ …
Continue reading “მინდია ლავასოღლი ოდესაშია, ეს დედამ დამიდასტურა – თამაზ ბაკურიძე”
რა უთხრა თურქეთის კონსულმა ლავასოღლის დას
“კონსულმა მითხრა, რომ მიმდინარეობს ექსტრადაციის პროცესი, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებს. მე მჭირდება დოკუმენტი, რაც დაადასტურებს იმას, რომ ექსტრადაციის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს. მე ასეთი დოკუმენტი არც თურქეთიდან მაქვს, არც საქართველოდან,” – უთხრა ჟურნალისტებს ირინა გორაძემ, რომელიც დღეს, 18 ივნისს, თურქეთის კონსულს შეხვდა. ლავასოღლის ოჯახის წევრებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა ფორმით გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. თურქეთის …
Continue reading “რა უთხრა თურქეთის კონსულმა ლავასოღლის დას”
ლავასოღლის მხარდამჭერებმა აქცია შესაძლოა ომბუდსმენის ოფისთანაც გამართონ
“აქ არიან შეკრებილი არა კანონიერი ქურდი ლავასოღლის მხარდამჭერები, არამედ მოქალაქე მინდია გორაძის მხარდამჭერები [მინდია ლავასოღლიმ თავისი გვარი – გორაძე ოფიციალურად გამოიცვალა], ვისი კონსტიტუციური უფლებებიც ირღვევა…” – საპროტესტო აქცია ამ მიმართვით დაიწყო დღეს, 16 ივნისს, თამაზ ბაკურიძემ. იგი მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციების სპიკერია და ამ სიტყვებით ჟურნალისტებს მიმართა. საპროტესტო აქცია დღესაც ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან იმართება, შეკრებილებმა …
Continue reading “ლავასოღლის მხარდამჭერებმა აქცია შესაძლოა ომბუდსმენის ოფისთანაც გამართონ”
ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციიდან ერთი მოშიმშილე სასწრაფომ გადაიყვანა
ერთ-ერთ მოშიმშილე, რომელიც მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას ითხოვს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან გრძელდება. აქ გაშლილია კარვებიც, სადაც ამჟამად 14 ადამიანი განაგრძობს შიმშილობას. ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. ამ დრომდე აჭარის პროკურატურასთან 15 ადამიანი შიმშილობდა. გუშინ, 10 ივნისს, აქციის მონაწილეები თურქეთის საკონსულოსთან გადმოვიდნენ. …
Continue reading “ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციიდან ერთი მოშიმშილე სასწრაფომ გადაიყვანა”
ლავასოღლის მხარდამჭერები შიმშილობას თურქეთის საკონსულოსთან გააგრძელებენ
ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები შიმშილობას თურქეთის საკონსულოსთან განაგრძობენ. ისინი ისევ ითხოვენ თურქეთიდან ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას. “შიმშილობას განაგრძობს 15 ადამიანი, მათ შორის, ოთხს ისევ პირი აქვს ამოკერილი… საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ გვეტყვიან კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ექსტრადაცია,”- გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, მაია მელიქიძემ. მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. …
Continue reading “ლავასოღლის მხარდამჭერები შიმშილობას თურქეთის საკონსულოსთან გააგრძელებენ”
ბათუმში ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს
დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ დღეს ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს ახალსოფელთან. საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული. აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ. ისინი უკვე მესამე დღეა აანონსებენ სარფის საბაჟოს გადაკეტვას, თუმცა ეს რამდენჯერმე გადადეს. …
Continue reading “ბათუმში ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს”
“ლავასოღლი მიწიდან 4 სართულით ქვემოთ, ჯურღმულში გადაიყვანეს”- აქცია საკონსულოსთან
მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, საპროტესტო აქცია იმართება. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა მსჯავრდებული და ამ დროისთვის თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. აქციაზე ითქვა, რომ თუ საკონსულოდან 10 წუთის განმავლობაში არ გამოეხმაურებიან, დაიწყება საკონსულოს შენობის პიკეტირება. ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულით ქვემოთ მოწყობილ საკანში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის …
Continue reading ““ლავასოღლი მიწიდან 4 სართულით ქვემოთ, ჯურღმულში გადაიყვანეს”- აქცია საკონსულოსთან”
ლავასოღლის ახლობლების საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან
დღეს, 6 მარტს, ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ლავასოღლის საემიგრაციო ციხეში გადმოყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე თურქეთის კონსულისგან დაპირებას არ მიიღებენ. “არც შემახვედრეს მინდიას, ორი დღის წინ ჩამოვედი… იზმირის ციხეშია ისევ. გამოუშვეს და მერე ისევ მომპარეს,” – ამბობს ირინა ლავასოღლი, მინდია ლავასოღლის და. ადვოკატი ლექსო კობაიძის თქმით, …
Continue reading “ლავასოღლის ახლობლების საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან”
ლავასოღლი ისევ თურქეთის ციხეში დატოვეს, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი და ლავასოღლი უახლოეს დღეებში საქართველოს და თურქეთის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. „28 თებერვალს ის გადაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში, სადაც შედარებით თავისუფლებაა, მაგრამ ნახევარ დღეში ის ისევ დააპატიმრეს… თურქი ადვოკატები არკვევენ, …
Continue reading “ლავასოღლი ისევ თურქეთის ციხეში დატოვეს, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს”
ლავასოღლი ჯვრის ტარებას ითხოვს – ოჯახის აქცია თურქეთის საკონსულოსთან
“გაათავისუფლონ ან საქართველოს გადმოსცენ,” – ამ მოთხოვნით თურქეთის საკონსულოსთან ბათუმში მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მინდია ლავასოღლი საქართველოში კანონიერი ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა განაჩენის მიღების დროს, 2018 წელს, იგი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა. “იგი უკვე ერთი წელია თურქეთის ციხეშია, სტამბულში… მისი პატიმრობაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ის უნდა გაათავისუფლონ,” – ამბობს მინდია ლავასოღლის …
Continue reading “ლავასოღლი ჯვრის ტარებას ითხოვს – ოჯახის აქცია თურქეთის საკონსულოსთან”
„ლოტუ გულის“ და ლავასოღლის გარემოცვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ათივე პირს, რომელიც გუშინ, 5 ივლისს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, მიშა მუზაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს მათთვის არ გადაუცია მტკიცებულებები, რითაც დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდებოდა. საუბარია ფარულ ჩანაწერებზე. „ამის მიუხედავად სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა და ათივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა“, – აცხადებს ადვოკატი. …
Continue reading “„ლოტუ გულის“ და ლავასოღლის გარემოცვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს”
“შენ ქურდებს არ სცემდი პატივს… გოგოები გეზრდება…“ – კადრები ქურდული სამყაროს საქმეში
“შენ არც ქურდებს სცემდი პატივს, არც “ობშიაკი” იცოდი… 3 ათასს მოიტან იცოდე… გოგოები გეზრდება… ნუ ტირიხარ, თავს ნუ გვაცოდებ,”- ეს ფრაზები ერთ-ერთი ვიდეო ჩანაწერშია, რომელიც დღეს პროკურატურამ წარმოადგინა “ქურდული სამყაროს საქმეზე” . ამ კონკრეტული ჩანაწერის მიხედვით, სამმა პირმა ავტომანქანით ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს დაზარალებული კ.კ. კადრში მხოლოდ დაზარალებული კაცის სახე ჩანს, რომელიც ავტომანქანის საჭესთან …
შსს: ქურდული სამყაროს წევრობის და მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით, თბილისში, ქუთაისსა და წალკაში 6 პირი დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, თურქეთში, ე.წ. “კანონიერმა ქურდებმა“ – მინდია გორაძემ (ლავასოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს – მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების …
Continue reading “შსს: ქურდული სამყაროს წევრობის და მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირია დაკავებული”
კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე – ათი პირიდან ციხეში წასვლა არც ერთს არ უნდა
„ჩვენ ვართ ბრალდებულები, არ მოგვმართოთ სახელებით“ – ეს იყო ბრალდებულების მოთხოვნა მოსამართლისადმი. 19 ივლისს, გვიან საღამოს დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 10 პირის მიმართ აღკვეთი პროცესი. ყველა მათგანის ადვოკატმა სთხოვა მოსამართლეს არ გამოეყენებინა ბრალდებულების მიმართ საპატიმრო ღონისძიება – ისინი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოსამართლემ ათივე პირი პატიმრობაში დატოვა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები …
ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა
კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა. იგი ბათუმშია დაბადებული, 37 წლისაა და არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. მინდია გორაძე სანამ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, მანამდე სპორტით, ჭიდაობით იყო დაკავებული. იგი პირველად 2006 წელს დააკავეს და სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. ე. წ. „კანონიერ ქურდად“ მინდია გორაძეს 2013 წლიდან მიიჩნევენ. 2013 წლიდან …
Continue reading “ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა”
ქურდული სამყაროს აჩრდილები
„კანონიერი ქურდობა“, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობა დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. „კანონიერი ქურდობისთვის“ გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 10 წელია. ადამიანებს ისევ აკავებენ და ასამართლებენ ამ მუხლებით, თუმცა არსებობს შემთხვევაც, როცა, მაგალითად, „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ ქვეყნის მასშტაბით ცნობილ „ავტორიტეტს“ ბრალი ვერ დაუმტკიცეს – ის 2017 წლის შემოდგომაზე გამოუშვეს საპატიმრო დაწესებულებიდან. „სკოლა არის საუკეთესო ადგილი, რომ გავიგოთ, რამდენად აწუხებს …
როცა შენი სახელმწიფო გაიძულებს ქვეყნის დატოვებას
„დატოვე ქვეყანა! თუ არ წახვალ, იარაღს ჩაგიდებთ“, – ეს ფრაზა გიორგი ბერიძეს უცნობმა პირმა უთხრა. ის არ არის ერთადერთი მოქალაქე, ვინც ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის დატოვებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აიძულებენ. რამდენიმე დღის წინ დაკავებულმა და ნაცემმა მინდია ოჯახიშვილმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან უცნობი პირის იგივე გზავნილი გააჟღერა – „დატოვე ქვეყანა!…“ მინდია პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო …
Continue reading “როცა შენი სახელმწიფო გაიძულებს ქვეყნის დატოვებას”