კომბინირებული დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 23 იანვრის ღამეს მორიგი თავდასხმა განახორციელეს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კიევის სამ რაიონს დაარტყეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე კრიტიკულად დაშავდა. ქვეყანაში გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. საჰაერო დარტყმების შედეგად კიევში ათასობით კორპუსი ისევ გათბობის გარეშეა. „უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, წუხელ, დაახლოებით ღამის 2 საათზე დესნიანსკის და ჰოლოსიევსკის რაიონებში არასაცხოვრებელ შენობებზე …
Tag Archives: კიევი
კიევში 5 ათასზე მეტი მრავალსართულიანი სახლი გათბობის გარეშეა რუსეთის თავდასხმის შედეგად
უკრაინაში, კიევში, 5 635 მრავალსართულიანი შენობა დარჩა გათბობის გარეშე 20 იანვრის ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ წერს კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით. ამავე დროს, კიევის მარცხენა სანაპირო წყლის გარეშე დარჩა. „დედაქალაქზე ამ თავდასხმის შემდეგ 5 635 მრავალსართულიანი შენობა გათბობის გარეშეა. ამ შენობების თითქმის 80 პროცენტი 9 იანვარს გათბობის გარეშე იყო“ – წერს …
რუსული რაკეტები კიევში 2 საცხოვრებელ სახლს მოხვდა – ვიტალი კლიჩკო
უკრაინული მედია და საერთაშორისო რეპორტიორები კიევიდან იტყობინებიან, რომ ქალაქის ცენტრში ორი აფეთქების ხმა გაისმა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსული რაკეტები პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა. „თავდასხმა დედაქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა [რაკეტები]. საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. მედიკოსები და მაშველები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე“, – წერს კიევის მერი. …
Continue reading “რუსული რაკეტები კიევში 2 საცხოვრებელ სახლს მოხვდა – ვიტალი კლიჩკო”
„რა არის შენი სუპერძალა? – მე უკრაინელი ვარ“ | რეპორტაჟი უკრაინიდან
„ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ჩვენმა პრეზიდენტმა გვითხრა – „გაიღვიძეთ“ უკრაინელებო და სამსახურებში წადით. და ჩვენც „გავიღვიძეთ“. თუ უკრაინელები სამსახურებში არ წავლენ, თუ ბარში არ წავალთ, თუ ქუჩას არ დავგვით, თუ არ ვიყიდით ყავას ან საჭმელს, რა მოუვა ამით ჩვენს ეკონომიკას?“ – ასე მიპასუხა ლვოველმა ნასტია ბაკულინამ კითხვაზე – რას ფიქრობდა უკრაინის დასავლეთ ნაწილში ჩვეულ …
Continue reading “„რა არის შენი სუპერძალა? – მე უკრაინელი ვარ“ | რეპორტაჟი უკრაინიდან”
1 კვირაში რუსეთი „მცოცავ ოკუპაციაზე“ გადავა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი
რუსული ჯარები ხერსონის ოლქის საზღვრებზე არიან გაჭედილი. მათ არც ძალა აქვთ და არც განზრახვა გადაადგილების. ეს მოსაზრება უკრაინული 24-ე არხის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა გამოთქვა. „მათი მთავარი ამოცანაა, დაასრულონ ჩვენი ძალების ალყა, მაგრამ მათი ჯარები უკვე საკმაოდ შესუსტებულია. მე, ზოგადად, ველი, რომ ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, მათ ექნებათ კრიტიკული მდგომარეობა. …
Continue reading “1 კვირაში რუსეთი „მცოცავ ოკუპაციაზე“ გადავა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი”
მადონა კიევის მეტროდან – როგორ იქცა ბავშვიანი ქალის ფოტო ხატად ნეაპოლში
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა მეძუძური ქალის ფოტო კიევის მეტროსადგურიდან, სადაც უკრაინელები საჰაერო თავდასხმისას აფარებდნენ თავს. ფოტოზე დაყრდნობით დაიხატა ნახატები, შემდეგ კი ხატი, რომელიც ახლა ნეაპოლის ერთ-ერთ ეკლესიაშია. BBC-ს ცნობით, ბავშვიანი ქალი მეტროში კიეველი ტატიანა ბლიზნიაკია, მისი შვილი მარიჩკა ფოტოს გადაღების დროს სულ რაღაც ორი თვისაა. 25 თებერვალს, როდესაც კიევში …
Continue reading “მადონა კიევის მეტროდან – როგორ იქცა ბავშვიანი ქალის ფოტო ხატად ნეაპოლში”
ჯოზეფ ბორელი და ფონ დერ ლაიენი კიევში მიდიან
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი კიევში გაემგზავრებიან. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ერიკ მამერმა ტვიტერზე დაწერა: „პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ამ კვირაში გაემგზავრებიან კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად, შაბათს ვარშავაში დაგეგმილი ღონისძიების …
Continue reading “ჯოზეფ ბორელი და ფონ დერ ლაიენი კიევში მიდიან”
რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობის ცნობით, კიევის რეგიონში, რუსეთის ომს უკრაინაში ფოტოჟურნალისტი მაკს ლევინი ემსხვერპლა. „ჩვენ ახლახან გავიგეთ ცნობილი ფოტოჟურნალისტის, მაკს ლევინის გარდაცვალების შესახებ, რომელიც კიევის რეგიონში დაიღუპა უკრაინის ომის დროს. წარსულში, ლევინს ჯანმოს რამდენიმე დავალებაზე უმუშავია. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ საშინელ დროს“, – წერს ჯანმოს ევროპის წარმომადგენლობა Twitter-ზე. …
Continue reading “რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა”
კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა
მასშტაბური ნგრევა და რვა დაღუპული – უკრაინის დედაქალაქში, პოდოლსკის რაიონზე, რუსული შეირაღებული ძალების მიერ ღამის სარაკეტო თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „2022 წლის 20 მარტის საღამოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით განახორციელეს სარაკეტო შეტევა უკრაინის დედაქალაქის პოდოლსკის რაიონზე. მტრის დაბომბვისა და ცეცხლის შედეგად სავაჭრო ცენტრი …
Continue reading “კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა”
კიევში 17 მარტამდე კომენდანტის საათი ცხადდება
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დღეიდან, 15 მარტის 20 საათიდან 17 მარტის დილის შვიდ საათამდე კიევში კომენდანტის საათი ცხადდება. „ვთხოვ კიეველებს, მოემზადონ იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევთ სახლში ყოფნა ან განგაშის სიგნალის შემთხვევაში, თავშესაფარში“, – აცხადებს კიევის მერი. რუსულმა არტილერიამ 15 მარტსაც გააგრძელა უკრაინაში დასახლებული პუნქტების დაბომბვა. მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი …
Continue reading “კიევში 17 მარტამდე კომენდანტის საათი ცხადდება”
ამაღამ მეც ჯარს ვუერთდები, კიევი უნდა დავიცვათ – უკრაინაში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი
„ახლა მოხუცებს დავუტოვეთ საჭმელი… ისევ მოხალისე ვარ, მაგრამ რეზერვისტად ჩავეწერე უკვე, ალბათ, ამაღამ მეც ომში წავალ,“ – ამბობს მირო ვანაძე, ის ბათუმელი სპორტსმენია და ბოლო 5 წელი უკრაინაში ცხოვრობს. ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძემ საქართველოში დაბრუნებას მოხალისეობა არჩია – ის პურს აცხობს და არიგებს კიევის ქუჩებში. მირო გვიყვება, რომ კიევის შემოგარენის, ასევე ჟიტომირსა და ჩერნოგოვზე …
ბათუმელი სპორტსმენი, რომელიც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს – „ახლაც ისვრიან“
„ახლაც ისვრიან, მესმის აფეთქებების ხმა… იმდენი რამ ვნახე ამ ხუთ დღეში, უკვე საუბარიც მიჭირს. ასე მგონია, ერთი კაციც რომ გადარჩეს აქ, ისიც აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას,“ – ამბობს მირო ვანაძე. ის ბათუმელი სპორტსმენია, ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს. „თუ ვინმეს პური გავუტეხე, არ ნიშნავს, რომ ეს ყველამ …
კიევის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი მეტროს შეაფარონ
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოქალაქეებს მოუწოდა, თავშესაფრად მეტრო გამოიყენონ. მან თავის ტელეგრამარხზე დაწერა, რომ სადგურები: “ბერესტეისკაია”, “ნივკი”, “სვიატოშინი” და “ჟიტომირსკაია” “წითელ” ხაზზე ახლა გამოიყენება მხოლოდ დაბომბვისგან თავშესაფრად, ყველა დანარჩენი მეტროსადგური კი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მეტროში შესვლა უფასოა. ბოლო ცნობებით, კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ______________________________________________________________ 24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა …
Continue reading “კიევის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი მეტროს შეაფარონ”
კიევის რეგიონში რუსეთის ტექნიკამ საზღვარი გაარღვია
კიევის რეგიონში რუსეთის ჯარებმა სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. მტრის სამხედრო ტექნიკა “ვილჩას” საგუშაგოზე შევიდა. მესაზღვრეებმა უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბრძოლა მიიღეს. გარდა ამისა, ზალპებით სროლა განხორციელდა ჟიტომირის რაზმის მლაჩივკას სასაზღვრო დაცვის სამსახურის ადგილებზე. “აღსანიშნავია, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, სასაზღვრო დანაყოფები გადანაწილდებიან სარეზერვო პოზიციებზე. ისინი მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან …
Continue reading “კიევის რეგიონში რუსეთის ტექნიკამ საზღვარი გაარღვია”