ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მთას შლიან, მოპოვებულ ქვებს და ლოდებს კი, ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის იყენებენ. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც „ხელოვნური კუნძულის“ პროექტს ახორციელებს, „ოცნების“ მთავრობამ ერთი განკარგულებით კვირიკეში 21 ჰექტარი ტერიტორია გამოუყო. აქ კომპანიას ლიცენზიის გარეშე, ჯამში, 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] მოპოვების უფლება მისცეს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის …
Tag Archives: კვირიკე
კვირიკეს მთებში ახალი ტურისტული ობიექტი – „შალე კვირიკე“ გაიხსნა
აჭარა შავი ზღვის პლიაჟებითა და კულინარიით არის ცნობილი, თუმცა ეს რეგიონი უნიკალურია მისი მთიანი რელიეფის ღირსშესანიშნაობებით. ალბათ ხშირად მოგისმენიათ, რომ აჭარაში ყველაფერია – ზღვა, მთა, ისტორია, ტურისტებით სავსე ქალაქი, კულინარია… ჩვენი მიზანია დამსვენებლებს ყველგან და ყოველთვის კომფორტული, მათზე მორგებული სივრცეები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ბარში მულტიფუნქციური კომპლექსის – „შატო კვირიკეს“ სახით ვართ წარმოდგენილები, ხოლო მთაში ახალ …
Continue reading “კვირიკეს მთებში ახალი ტურისტული ობიექტი – „შალე კვირიკე“ გაიხსნა”
კვირიკეში, სადაც წყალი არ აქვთ, ქობულეთისთვის წყლის კიდევ 1 რეზერვუარს ააშენებენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგების ქსელის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. ერთ-ერთი პირობით, ქალაქის წყალმომარაგებისთვის სოფელ კვირიკეში უნდა მოეწყოს დამატებით 5000 ტონიანი რეზერვუარი. კვირიკეში, სადაც წლებია მოსახლეობას უწყლობა აწუხებს, ერთი ასეთი რეზერვუარი უკვე არის, საიდანაც ქალაქი ქობულეთი წყლით მარაგდება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ერთი რეზერვუარი ამ დროისთვის ქალაქის წყალმომარაგებისთვის საკმარისია, „თუმცა, ქალაქი იზრდება და დამატებით …
Continue reading “კვირიკეში, სადაც წყალი არ აქვთ, ქობულეთისთვის წყლის კიდევ 1 რეზერვუარს ააშენებენ”
როგორ ცხოვრობენ ქალები ზაფხულში უწყლოდ
ქობულეთის რამდენიმე სოფელს წლებია წყალი შეზღუდვით მიეწოდება, განსაკუთრებით რთული სიტუაცია სოფელ ქვედა კვირიკეშია, კერძოდ, ბერაძეების უბანში, სადაც ზაფხულობით წყალი ყველაზე სანუკვარი სითხე ხდება – აქ წყალი კვირაში რამდენჯერმე, თითო საათით მოდის. აქაური ქალები სუფთა წყლის მოსაპოვებლად დღეში რამდენჯერმე, დამრეც ფერდობზე, ტყის გავლით, წყაროზე ჩადიან. 300-400 მეტრ მანძილზე მინიმუმ 10-15 ლიტრი წყლის ზიდვა მათთვის უსიამოვნო რუტინაა. …
80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები
ნაზი ხალვაში 81 წლისაა. ის დაწყებითი კლასის მასწავლებელია ქობულეთში, სოფელ კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში. 61 წლის წინ მუშაობა მასწავლებლად სწორედ აქ დაიწყო. მაშინ სკოლა ხის ფიცრულ შენობაში იყო განთავსებული და სასწავლო პროცესიც ორ ცვლაში მიმდინარეობდა. ახლა იმ ადგილას სპორტული მოედანია, სკოლა კი ორსართულიან კაპიტალურ შენობაშია, რომლის პირველ სართულზე ნაზი მასწავლებელს პირველკლასელები ელოდებიან. See more „აქედან …
Continue reading “80 წელს გადაცილებული მასწავლებლები სკოლაში – ისტორიები”
რა ხდება კარიერზე, რომლის დახურვასაც კვირიკეს მოსახლეობა ითხოვს
ქობულეთის სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ერთი ნაწილი მთის კარიერზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს – აქედან ქვის ლოდებს ეზიდებიან. 13 მარტს მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ საკითხს სამთავრობო კომისია განიხილავდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ასეთი კომისია აჭარის მთავრობაში შექმნილი არ არის. სოფელში სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, ლიცენზიანტ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობა კანონიერ საქმიანობაში ხელს უშლის და მათ პრეტენზიებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა …
Continue reading “რა ხდება კარიერზე, რომლის დახურვასაც კვირიკეს მოსახლეობა ითხოვს”
სოფელ კვირიკეში ლოდებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში, ძველ მეჩეთთან/ჯამესთან ახლოს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა. ენმ-ის წევრის, რეზო ხარაზის თქმით, სოფელში არსებული კარიერიდან ლოდებს ეზიდებიან, როგორც ლიცენზიანტი, ისე არალიცენზიანტი [ვადა გაუვიდათ] კომპანიები. სატვირთო, რომელიც დღეს გადაბრუნდა, სწორედ ერთ-ერთი კომპანიის დაკვეთას ასრულებდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა. რეზო ხარაზის თქმით, სოფლის მოსახლეობა დღეს ამ მანქანის ამოტანის შესაძლებლობას არ აძლევდა …
Continue reading “სოფელ კვირიკეში ლოდებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა”
„ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – ქობულეთში გზა გადაკეტეს
ქობულეთში მაგისტრალთან მისასვლელი გზა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა. სოფელ კვირიკეს მოსახლეობა შიდა გზების შეკეთებას და ბუნებრივ აირს ითხოვს. „ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას სხვა სოფლებში, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – უთხრა აქციაზე მისულ ქობულეთის მერის მოადგილეს სოფელ კვირიკეში მცხოვრებმა თამაზ ნემსაძემ. მოქალაქე ამბობს, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ მიდის და ბავშვებს …
ქობულეთის მერია სოფლებში სასმელი წყლის ჭაბურღილებს აღარ მოაწყობს
ქობულეთის და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სამშენებლო სამუშაოების დაწყებას სულ ცოტა 2020 წლამდე აღარ უნდა ელოდოს. ქობულეთის მერიამ ტენდერი, რომელიც ამ ეტაპზე ხუთ სოფელში – ქვედა აჭყვაში, ბობოყვათში, კვირიკეში, სამებასა და მუხაესტატეში ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა, შეწყვიტა. აღნიშნულ სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის 15 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. …
Continue reading “ქობულეთის მერია სოფლებში სასმელი წყლის ჭაბურღილებს აღარ მოაწყობს”
ქობულეთში სასმელი წყლის მოთხოვნით სატვირთო მანქანებს გზა გადაუკეტეს
ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, სატვირთო ავტომანქანებს გზა გადაუკეტეს. ავტომანქანებით კვირიკედან სამშენებლო ქვები გააქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ სამუშაოებმა სამასამდე ოჯახი უწყლოდ დატოვა. „ჩვენ ვითხოვთ წყალს 21-ე საუკუნეში, ორი კვირაა წყალი არ გვაქვს,”- ამბობს კვირიკეში მცხოვრები ციალა ტუნაძე. მისი თქმით, წყლის პრობლემა სოფელს არ ჰქონია, ვიდრე სოფელში წლების წინ კლდის აფეთებას და ქვების დამზადებას არ დაიწყებდნენ. „ყველამ …
Continue reading “ქობულეთში სასმელი წყლის მოთხოვნით სატვირთო მანქანებს გზა გადაუკეტეს”
ტრანსფორმატორი ეზოში – 11-შვილიანი ოჯახი ენერგოკომპანიას უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტრანსფორმატორი არის ჩემს საკარმიდამო ბაღში, სადენები კი ძალიან დაბლაა. 11 ბავშვი მყავს, აქედან 8 არასრულწლოვანია. ერთი დაცვა მარტო ბავშვებს უნდათ, რომ არ მიუახლოვდნენ ტრანსფორმატორს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ბაგრატ ივანაძე. ოჯახი ეკომიგრანტია და საცხოვრებელი სახლი კვირიკეში 2 წლის წინ იყიდა. ახალ მეზობელს სოფელში უთხრეს, რომ მანდარინის ბაღში მდებარე ტრანსფორმატორმა ერთი ადამიანის …
ქურდობა ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში დღეს, 10 მარტს, გამთენიისას, ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.
სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა
დღეს, სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა. საცხოვრებელი სახლი „2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სახლთან მისასვლელი გზა და ეზო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 211 570 ლარი დაიხარჯა. ამავე პროგრამით მოხდა მიწისძვრით დაზარალებული 134 …
Continue reading “სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა”