საიამ ბათუმში კარვის გაშლის გამო დაკავებული მოქალაქის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო

„საიამ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ცნობის საქმე ევროპულ სასამართლოში მოიგო,“ – წერს საია დღეს, 23 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში. საუბარია ბათუმში, 2022 წელს მომხდარ შემთხვევაზე: მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარავი გაშალა და ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვება მოითხოვა. ზურაბ ქარჩავა კარავში დარჩენას და შიმშილობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ პოლიციელებმა მას კარავი წაართვეს და პოლიციის განყოფილებაში …

მოქალაქე შიმშილობს და ითხოვს ბავშვები სკოლებში უფასოდ კვებონ, მას პოლიციამ კარავი წაართვა

„პოლიციაში მითხრეს, რომ კარავი ჩემი ნებით დამეშალა, არ არის ლამაზი, ახალი წელიაო… მე კი ვამბობ, რომ მხოლოდ ახალ წელს გვახსენდება ბავშვები, სულ სხვა კუთხით: უფასოდ მიგვყავს ატრაქციონებზე, თეატრში, თითქოს კომპენსაციას ვახდენთ. ჩვენ ახალი წლის გარდა მთელი წელი საერთოდ არ გვახსოვს ათასობით მშიერი ბავშვი სკოლებში,“ – ამბობს მოქალაქე ზურაბ ქარჩავა, რომელიც პოლიციელებმა გუშინ, 28 დეკემბერს, კარვის …

„მთავრობაში სიმართლის მოყვარული 1 ადამიანიც არ არსებობს?!“ – სალიბაურელი ქალი

„გვითხრეს, თუ საჭიროა გადაგივლითო, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ,“ – ამბობს სალიბაურში მცხოვრები მზიური ზოსიძე. მას და მშენებარე ავტობანთან მცხოვრებ კიდევ 14 ოჯახს დღეს დილით პროტესტის ნიშნად დადგმული კარვები აღებული დახვდათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ბათუმის შემოგარენში, სალიბაურში, ავტობანიდან დაახლოებით 25 – 30 მეტრში მცხოვრებმა 15-მა ოჯახმა პროტესტის ნიშნად კარვები დაახლოებით ორი თვის წინ გაშალა. ამ …

„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს

„მაინც გავშალე კარავი“ – ამბობს დავით ბურჭულაძე, რომელსაც გუშინ, 30 ივნისს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, პოლიციელებმა კარავი დაუშალეს. დავითმა ამჯერად კარავი იმ ეზოს შესასვლელთან გაშალა, სადაც თვითონ ცხოვრობს. დავით ბურჭულაძე საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას ითხოვს, ასევე პენსიის 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის 100 %-იანი პაკეტით უზრუნველყოფას. მან კარავი მემედ აბაშიძის გამზირზე, ტროტუარზე, 30 …

საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების მოთხოვნით პენსიონერმა ბათუმში კარავი გაშალა

„ვითხოვ საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას,“ – ეს დავით ბურჭულაძის მოთხოვნაა, რომელმაც დღეს, 30 ივნისს, მემედ აბაშიძის გამზირზე კარავი გაშალა. დავით ბურჭულაძე ასევე ითხოვს პენსიის მინიმუმ 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის სრული პაკეტით უზრუნველყოფას. „მე არ ამიღია საპენსიო სესხი, მაგრამ როგორ ამეღო? 35 პროცენტს სთხოვენ პენსიონერებს. ესაა სამართალი?“ – კითხულობს დავით ბურჭულაძე. ის პენსიას …

ბულვარში კარვები აიღეს – სად ჩაიტარებთ ბათუმში PCR ტესტს უფასოდ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის ბულვარში კარვები დაბალი მიმართვიანობის გამო აიღეს, ამ დროისთვის აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება.   ტესტირების ჩატარების მსურველებს შუძლიათ მიმართონ:  ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2 საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30 ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20 4.  პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7 თამარის …

კარავში ტესტირებისას ბათუმში 1 პირს კოვიდი აღმოაჩნდა, შეამოწმეს 849 ადამიანი

ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის პარკში განთავსებულ კარვებში, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი, უკვე 849 ადამიანი შეამოწმეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტესტირების შედეგად მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა ერთი კვირის წინ. დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები ცნობილია. უფასო PCR ტესტირება ბათუმის ბულვარში კოლონადებთან გაშლილ კარავში შეიძლება,  ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ. კარავში ატარებენ ტესტირებას ქობულეთის პარკშიც. ტესტირების ჩატარება …

სოცმუშაკებს ვარდების სკვერში გაშლილ კარავთან მოქალაქეები ჩანაწერებს უტოვებენ – დღე 2

„ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარები უკვე ასამარებს არა მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, არამედ მთლიანად სოციალურ სამსახურს. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ,“ – ეს რეაქცია აქვს სოცმუშაკს ინგა დავითაძეს მისი უშუალო უფროსების – მინისტრ დავით სერგეენკოს და მისი მოადგილეების ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე. მათი განმარტებით, სოცმუშაკების გაფიცვით სააგენტოს მუშაობა არ შეფერხდება და სხვა თანამშრომლები შეასრულებენ სოცმუშაკის ფუნქციებს. სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვის …

გაშლით თუ ვერა კარავს უნებართვოდ – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

შეკრების და მანიფესტაციის უფლების კუთხით შესაძლოა ახალი საკანონმდებლო რეგულაცია დადგინდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ დააკმაყოფილებს. ამ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა დღეს, 6 თებერვალს გაიმართება. ომბუდსმენი სადავოდ მიიჩნევს სამართლებრივ ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეებს უკრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს, ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის, პლაკატის, ტრანსპარანტის, ან აფიშის …

„ანტიქიმიური კარავი“ ევროპის მოედანზე ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე, პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს, 20 იანვარს, კარავი გაშალეს. „ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ამ პროტესტის. ჩვენ დღის ბოლომდე მოვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ, რა ფორმა მიეცემა პროტესტს,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალეკო თევზაძემ. კარავში, აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალი ტერმინალის მშენებლობის საწინააღმდეგო ხელმოწერები შეგროვდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ხელმოწერებს აჭარის მთავრობას გადაუგზავნიან: …

„კარავი და არა ნაძვის ხე“ – სოლიდარობის აქცია ბათუმში

„ხელისუფლებას არ სურს საზეიმო რიტუალის ჩატარება პროტესტის ფონზე, მაგრამ ადამიანების მკვლელები ხომ უნდა დაისაჯონ, ეს მარტივია…“ – ამბობს თომა კაკაბაძე. იგი ერთ-ერთია იმათგან, ვინც დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქციაზე მივიდა. აქციაზე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. „კარავი და არა ნაძვის ხე,“ „სოლიდარობა შვილომოკლულ მამებს“ – ამ ტრანსფარანტებს იმ კარავზე ნახავთ, …

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა“ – აქცია 3 საათზე ბათუმის ევროპის მოედანზე

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა – სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“ – საპროტესტო აქცია ამ მოთხოვნით დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. ევროპის მოედანზე შეკრებილები სოლიდარობას გამოუცხადებენ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. აქცია სამოქალაქო ორგანიზაციებმა დაგეგმეს და იგი 3 საათზე დაიწყება. „ვითხოვთ სამართალს, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას,“ – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები. ზაზა სარალიძე დედასთან ერთად …

60 წელს გადაცილებული შეყვარებულები მატარებლის გვირაბთან, კარავში

მახინჯაურში, მატარებლის გვირაბის ერთ მხარეს კარავია გაშლილი. კარავი ჩვეულებრივი არ არის – მიწაში ჩარჭობილ ხის პატარა ბოძებზე ფერადი ნაჭრებია დახვეული. არც ამ კარავში მცხოვრები ადამიანები არიან ჩვეულებრივები. მესამე თვეა ხანდაზმული წყვილი აქედან ერთად უყურებს ზღვაში მზის ჩასვლას. თუკი ამ დროს მათთან მიხვალ, გეტყვიან, რომ არ უნდა იკითხო, რატომ გადაწყვიტეს კარავში ცხოვრება – პაუზების გარეშე მოგიყვებიან …

Exit mobile version