სააგენტო სვეტიცხოველში კონსერვაცია-რესტავრაციას იწყებს და 5 მილიონის უტენდეროდ დახარჯვას ითხოვს

სვეტიცხოვლის ტაძარზე სხვადასხვა სახის სამუშაოების „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 5 მილიონი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს.  „ჩასატარებელი ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის – დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგის, მართვისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების, …

„ბორშჩი ჩვენია“ – იუნესკომ უკრაინული ბორშჩი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა

უკრაინული ბორშჩის მომზადების კულტურა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც კულტურული ძეგლი, რომელსაც სჭირდება დაცვა. „და მაინც, ბორშჩი ჩვენია“ – წერს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო ფეისბუქზე. „ბორშჩის მომზადება და გაზიარება უკრაინელი ხალხისთვის იმედისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“ – წერს იუნესკო. გადაწყვეტილება დღეს, პირველ ივლისს, არამატერიალური კულტურული …

უკრაინაში ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა – იუნესკო „ლურჯი ფარის“ გამოყენებას იწყებს

უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში საფრთხეშია ხელოვნების ნამუშევრები, მათ შორის, ისეთი ძეგლები, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და, ასევე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები. ერთი მუზეუმი უკვე დაიწვა – წერს გლობალური ხელოვნების ორგანიზაცია Getty. „რუსულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. რუსეთმა განზრახ დაწვა ივანკივის მუზეუმი კიევის ჩრდილოეთით, სადაც განთავსებული იყო ძვირფასი უკრაინული ხალხური ხელოვნება. უკრაინელი მეცნიერები ამას …

მსგავსი ტყეები და ტორფნარები მსოფლიოში არ არის – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრების სტატუსი

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. რას ნიშნავს როცა გვაქვს ბუნება, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არის? – „ბათუმელები“ მკვლევარს, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, იზოლდა მაჭუტაძეს ესაუბრა. რამდენად მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიებისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება? მნიშვნელოვანია ის, რომ ამ …

იუნესკომ მტირალას და კიდევ 3 დაცულ ტერიტორიას მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. „საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის …

უკრაინას სურს ჩერნობილის კატასტროფის ადგილი იუნესკოს დაცვის ქვეშ შევიდეს

უკრაინის მთავრობას სურს, რომ ამ დროისთვის დაკონსერვებული ჩერნობილის ბირთვული სადგურის ტერიტორია, რომელიც ნანგრევებითა და მიტოვებული შენობებით არის გარშემორტყმული, იუნესკოს დაცვის ქვეშ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსით შევიდეს. ამის შესახებ როიტერსი წერს. იმ იმედით, რომ ამ სტატუსს შეუძლია უფრო მეტი დაფინანსებისა და ტურისტის მოზიდვა, უკრაინის მთავრობამ დაიწყო პროცესი, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მათ, მიმართონ გაეროს საგანმანათლებლო სამეცნიერო და …

ტაილანდური მასაჟი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხის შედგენა იუნესკომ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ სიაში ცოტა ხნის წინ ძალისმიერი ტაილანდური მასაჟიც შევიდა. ტრადიციული ტაილანდური მასაჟი ,,ნუადი“ უნიკალურ მოვლენად მიიჩნიეს, რასაც გაფრთხილება სჭირდება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. იუნესკო ყოველ წელს მსჯელობს, თუ რომელი ნაციონალური ტრადიციები დაამატოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას. ამ სიაში ახლა 127 სხვადასხვა ქვეყნის …

იუნესკოს ფოტოკონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია  [UNESCO], 14-იდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს თემაზე – „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. პროექტი ხორციელდება „აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარებას“ ფარგლებში. „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“ – საკონკურსო ნამუშევრები თემატურად უნდა მოიცავდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობის, ტრადიციული სპორტისა და თამაშების, მუსიკისა და ცეკვის მიმართულებებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს ორ …

იუნესკოში წარდგენილ მტირალას, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ექსპერტები სწავლობენ

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სწავლობენ. ისინი ადგილზე ეცნობიან კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს. ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის შედეგად გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიების ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები. საქართველოში იმყოფება ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ორი …

სტუდენტი, რომელიც ქართული ანბანისგან ახალ სტილს ქმნის

ქართული დამწერლობა იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად 2016 წელს აღიარა. ქართული ანბანისგან სახვითი ხელოვნების ახალ სტილს ქმნის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილი. მისი შექმნილი კალიგრამები უკვე საკმაოდ პოპულარულია. ნიკას ნამუშევრები 2015-2016 წლებში გამოფენილი იყო კაიროში და კიოლნის უნივერსიტეტში, გერმანიაში ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ. ნიკა ღუნაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სამომავლოდ გრაფიკული დიზაინის შესწავლას აპირებს და ქართული კალიგრამი …

ქართული ხორბალი საქართველომ იუნესკოში წარადგინა

ქართული ხორბლის კულტურა (ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში) სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა. იუნესკოში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი დღეს, 28 მარტს მოაწერეს ხელი განათლების, მეცნიერების და კულტურის და  გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის საერთაშორისო …

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს. 2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს კი, პრემიერ-მინისტრის …

ქართული დამწერლობა იუნესკოს ახალ პუბლიკაციაში

Writing Peace იუნესკოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით გამოცემული ახალი პუბლიკაციაა, რომელიც მსოფლიო დამწერლობების შესასწავლი ერთგვარი დაწყებითი სახელმძღვანელოცაა. სარჩევში ქართული დამწერლობა წარმოდგენილია ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული დამწერლობების შემდეგ. წიგნში სულ 22 უძველეს დამწერლობაზეა მოცემული როგორც ზოგადი ინფორმაცია, ასევე ასოთა მოხაზულობების შესასწავლი სავარჯიშოები. წყარო: unesco.ge  

ელისო ბოლქვაძე და ანჯელინა ჯოლი ჟენევაში

15 მარტს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში, სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, სადაც სერხიო ვიეირა დე მელოს სახელობის საერთაშორისო ფონდის მოწვევით, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ელისო ბოლქვაძემ ბახის, შოპენის, სონის და პროკოფიევის ნაწარმოებები შეასრულა. ჟენევაში გამართული კონფერენციის საგანგებო სტუმარი იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, იგი კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა, როგორც გაეროს კეთილი ნების …

კოლხეთის ტორფნარები და ტყეები იუნესკოში წარსადგენად

კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას პარკები ის ადგილებია, რომლებსაც იუნესკოში მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარსადგენად ამზადებენ. იუნესკოს აღიარების შემთხვევაში კი, კოლხეთის ტორფნარები – „იმნათი“, ქობულეთის „ისპანი1“, „ისპანი2“ და ტყეები, იქნება პირველი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი საქართველოში. ნომინაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობა დაწყებულია. უკვე გადაწყვეტილია, რომ ნომინაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი მზად …

Exit mobile version