მოქალაქე 2 ათასი ლარი დააჯარიმეს სტიკერის პოლიციელზე მიკვრისთვის

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილე თათია აბულაძე პოლიციელზე სტიკერის მიკვრისთვის – „იფიცება საქართველო”. „პოლიციელებს ეძახდა: „რუსების მონებო“, „ღორებო“, „ძაღლებო“- ჩაიკითხა ოქმის ჩანაწერი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სასამართლო დარბაზში, სადაც სკამების დიდი ნაწილი დღეს პოლიციელებმა დაიკავეს. მოქალაქე თათია აბულაძე ბათუმის აქციაზე 2024 წლის 11 იანვარს მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო მსვლელობის დროს …

რას გადაწყვეტს მოსამართლე – პოლიციამ ქალი სუსთან ვიდეოს გადაღების გამო დააკავა 

სუსთან 13 ნოემბერს აქტივისტის დაკავება მოსამართლემ არალეგიტიმურად მიიჩნია, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია. დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ “თამარ კურატიშვილის საქმის” განხილვა დაასრულა. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დასაჯოს თუ არა აქტივისტი სუსის შენობასთან მდუმარე პერფორმანსის მოწყობისთვის, სადაც ხუთმა ქალმა გაშალა ბანერი – “ჩვენც დაგვიჭერთ”? ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება თამარ კურატიშვილის მიერ გადაღებული …

რას ჰყვება ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა და ადვოკატი ვერ პოულობდა – Video

„ნებისმიერ ფასად ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის. ნუ ეგონება „ოცნებას“, რომ შევეგუებით რუსულ მმართველობას და არ ვიბრძოლებთ სუვერენიტეტისთვის,“ – გვითხრა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ კურატიშვილმა  სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. დღეს, 15 ნოემბერს, თამარ კურატიშვილის საქმის განხილვა პარასკევამდე გადაიდო. იგი ზუსტად 43 საათი იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით და დაკავებიდან 5 საათის შემდეგ შეახვედრეს ადვოკატს. მანამდე მას ადვოკატთან დაკავშირების …

2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ტოგონიძემ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები 

„ვერ ვიქნები აქციების წინააღმდეგი, მაგრამ შესაძლებელია აქცია გაიმართოს ისე, რომ არ გადაიკეტოს გზა. პროტესტის გამოხატვა შესაძლებელია ტროტუარზეც,“ – აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, რომელმაც დღეს, 25 ივნისს, „კარვების გაშლის საქმეზე“ სამი პირი 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში. ბათუმში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 7 პირის საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა, …

ოპოზიციონერი პოლიციელებს: “ჩვენ გავიკეთებთ აწი სამხრე კამერებს” – კარვების გაშლის საქმე

„არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას,“ – ასე დაიწყო „კარვების გამო მოქალაქეების დაკავების საქმის“ გახსენება პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს, 25 ივნისს, შედგა. პოლიციელების თქმით, აქციის მონაწილეები 20 ივნისს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას და შენობის პიკეტირებას აპირებდნენ კარვების გაშლით. თუმცა აქციის მონაწილეებს და არც ჟურნალისტებს 20 ივნისს აქციაზე არ გაუგიათ ამ მიზეზის შესახებ. იმ დღეს …

როცა აქციაზე პოლიცია კარავს არ გაშლევინებს – არის თუ არა ეს თვითნებობა?

„პოლიცია ჩაერია შეკრების უფლებაში, მას ჰქონდა ვალდებულება, განემარტა, რატომ არ მიეცათ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება, თუ ასეთი შეზღუდვის საფუძველი არსებობდა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე 20 ივნისს ბათუმში მომხდარ ამბავზე – პოლიციელებმა განმარტების გარეშე აქციის მონაწილეებს კარვები ჩამოართვეს, 7 მონაწილე დააკავეს და მხოლოდ ეს თქვეს: „აქ კარავს ვერ გაშლით“. …

რა გადაწყვიტა სასამართლომ – ბათუმში დაკავებული აქტივისტების საქმე

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაკავებული აქტივისტების, გენრი დოლიძისა და გიგა ნაკაშიძის სასამართლო პროცესი. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გენრი დოლიძის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო გიგა ნაკაშიძე გინებისთვის 500 ლარით დააჯარიმა. კიდევ ერთი აქტივისტის, ირაკლი კუკანიას სასამართლო განხილვა გადაიდო. „მე ვიზიარებ, ბატონო გენრი, თქვენს პოზიციას… ვთვლი, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია… …

ბათუმში კიდევ ერთი მოსამართლე – ირმა ტოგონიძე დანიშნეს უვადოდ

ბათუმში კიდევ ერთი მოსამართლე გამწესდა უვადოდ. ირმა ტოგონიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით შეარჩია. გუშინ, 13 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 15 მოსამართლე გაამწესა უვადოდ. ირმა ტოგონიძე 2018 წლის 11 იანვრიდან მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ამ დრომდე ის დანიშნული მოსამართლე იყო. 2003 წლიდან 2017 წლამდე ირმა ტოგონიძე ადვოკატად მუშაობდა. იგი 2012-2016 წლებში მუშაობდა შპს …

„პოლიციელის დაჭრის საქმეში“ ბრალდებულის ძმას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

„პოლიციელის დაჭრის საქმეში“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დ.ჭ.-ს სასამართლომ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. დ.ჭ. სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს ღამით დააკავეს ადმინისტრაციული წესით, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ოთარ თავართქილაძე დანით დაჭრეს. გამოძიებამ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დ.ჭ.-ს ძმა – გ.ჭ. დააკავა. ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ჯერ არ …

 სასამართლო გადაწყვეტილება ბათუმის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეზე

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მედეა გვენეტაძის სარჩელი საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. ის ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ოთხი კატეგორიის სამართალდარღვევა გამოყო, თუმცა მისთვის ყველაზე უხეში დარღვევა სკოლაში “ფასიანი მომზადების და ხელზე ფულის აღების ფაქტები იყო”. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასა, რომ მოსარჩელე სამინისტროს მიერ დაფიქსირებულ …

რატომ გაათავისუფლეს პირველი სკოლის დირექტორი – სასამართლო განხილვა

“ახლაც არიან პირველ სკოლასთან გარემოვაჭრეები… თქვენ არ შეგინიშნავთ?” – ჩაეძია განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, მადონა ტაბატაძეს იურისტი ანა ბერძენიშვილი. “არ ვიცი. მე როგორც ვიცი, არ არის გარევაჭრობა,” – უპასუხა შეკითხვას სამინისტროს წარმომადგენელმა. “მერე აღარ შესულხართ ინსპექტირებაზე ამ სკოლაში?” – დაინტერესდა მოსამართლე. “არა. ჩვენ მხოლოდ საჩივრების შემთხვევაში შევდივართ,” – დასძინა მადონა ტაბატაძემ. “ბათუმის პირველი სკოლის დირექტორის საქმეზე” …

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ “აჭარის ტელევიზიის” მიმდინარე მაუწყებლობის ყოფილი უფროსის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ბარამიძე სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური ხელფასი – თვეში 2300 ლარი გადაუხადონ სამსახურში აღდგენამდე. ირაკლი ბარამიძე “აჭარის ტელევიზიის” დირექტორმა – ნათია კაპანაძემ გასულ წელს გაათავისუფლა. ირაკლი ბარამიძეს “აჭარის ტელევიზიამ” მას შემდეგ შეუწყვიტა შრომითი კონტრაქტი, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა ქორწილში …

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – მხარეთა არგუმენტები სასამართლოში

„ეს ვიდეოკამერა ნათია კაპანაძეს ან ვინმეს კი არ ეკუთვნის, ვინც ტელევიზიაში მუშაობს, არამედ ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება. ამიტომაც უჭირს ქართველ ხალხს სახელმწიფოს აშენება, რომ არსებობს დამოკიდებულება: რა უჭირს, სახელმწიფო ქონებაა და გამოვიყენებ, გადავიღებ ქორწილს, რა მოხდა მერე…“ – აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის …

Tv25-ის წინააღმდეგ სამი ჟურნალისტი სასამართლოში დავობს

Tv25-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი ჟურნალისტი დავობს. ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდიუსერი ეკა დავითაძე, ოპერატორი რუსლან დავითაძე და ჟურნალისტი თამარ კიკნაძე მიმდინარე წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან. ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის ტელევიზიის ხელმძღვანელებს არ დაუსაბუთებიათ, რის გამო დაითხოვეს სამსახურიდან. „ტელევიზიაში გამოცხადებული იყო რეორგანიზაცია. ისინი დაითხოვეს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო,” – ამბობს …

Exit mobile version