ნიდერლანდების საელჩომ თომა კაკაბაძეს „ტიტა“ გადასცა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს თომა კაკაბაძეს ნიდერლანდების საელჩომ ჯილდო გადასცა – „საელჩოს ტიტა“. „თომა ყოველდღიურად დაუღალავად შრომობს აჭარაში შშმ პირების უფლებების დასაცავად. ის მრავალ აქტივობას ატარებს იმისთვის, რომ ბათუმი ეტლით მოსარგებლეებისთვის უფრო კომფორტული გახადოს. თომამ სოციალური კაფე დააარსა, სადაც შშმ პირების სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნავენ. თომა სამაგალითო სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც თავის გარშემო შემოკრებილ ახალგაზრდებთან …

რას და როგორ ცვლიან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აჭარაში

მაია შერვაშიძე 32 წლისაა. განათლება სახლში მიიღო. სკოლაში არ უვლია. მასწავლებელი ოჯახში აკითხავდა და ისე დაამთავრა სკოლა. მაია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. „მე და ეტლი ბავშვობიდან ვმეგობრობთო“ – ამბობს. სკოლის პერიოდზე საუბრისას, „ბნელი წლები იყოო“ – ამბობს და იმ დროს იხსენებს, პირველად სახლიდან დამოუკიდებლად რომ წავიდა ბანაკში. „თომა კაკაბაძეს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ჰქონდა ორგანიზაცია „ცვლილებები …

რუსული კანონი ათასობით შშმ პირს სერვისების გარეშე და უმუშევარს დატოვებს – თომა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების უფლებებს იცავს. ორგანიზაციის ოფისი ბათუმშია, თუმცა ეხმარება არამხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის მუნიციპალიტეტებში, სოფლად მცხოვრებ შშმ პირებსაც. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ რეპრესიული რუსული კანონის ანალოგის მიღებით ათასობით ადამიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს ვეღარ მიიღებს, უმუშევრად დარჩება არაერთი შშმ პირიც. „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ და …

ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა

სექტემბრიდან ქედასა და შუახევში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ხანდაზმულები შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებას მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის დაგეგმილი იყო აბილიტაცია-რეაბილიტაცის ცენტრის გახსნა, თუმცა ხულოს მერიამ ცენტრისთვის ფართობი არ გამოყო და ხულოს მუნიციპალიტეტი პროექტს გამოეთიშა. ხულოს მერიამ დაახლოებით 20 შშმ პირი აღნიშნული მომსახურების გარეშე დატოვა. პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები …

12 პერსონალური ასისტენტი 12 შშმ პირისთვის – რას მოიცავს საპილოტე პროგრამა

მომავალი წლიდან ბათუმში სრულად ამოქმედდება პილოტური პროგრამა – პერსონალური ასისტენტების სერვისი შშმ პირებისთვის. პროგრამა პილოტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 12 თვეზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში სერვისით დაახლოებით 12 ბენეფიციარი ისარგებლებს. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ: პერსონალური ასისტენტის სერვისი − სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის …

რის გამო დაუტოვა ჯემალ ჭელიძემ ეტლი რიჟვაძეს და რას ნიშნავს „პერსონალური ასისტენტი“

„უკვე სუნთქვაც კი მიჭირს,“ – ასე გამოხატავს თავის მდგომარეობას ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძე, რომელიც 26 მაისის შემდეგ ეტლის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. ეტლი ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად დაუტოვა თორნიკე რიჟვაძეს, რადგან მას აჭარის მთავრობაში არავინ მოუსმინა. ჯემალ ჭელიძე ერთ-ერთია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის, ვინც პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს. მისი ორი შვილი პატიმრობაშია და მოვლის პრობლემა …

გაუსაძლისი! – პანდემია შშმ პირების თვალით

„ოჯახები ფსიქოლოგიურად ნადგურდებოდნენ. განსაკუთრებით ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირებისთვის იყო და არის პანდემია მძიმე, თორემ ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანები დიდად არ განიცდიდნენ. ძირითადად მაინც ასე უწევთ ცხოვრების გატარება. აქამდეც ასე იყო,“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მან, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად, ათობით შშმ პირს დაეხმარა პანდემიის დროს. როგორ უმკლავდებიან შეზღუდული შესაძლებლობის …

რა ხარვეზები აქვს ბსუ-ს ადაპტირებულ ლიფტს

„ლიფტი დილიდან გამოსულია მწყობრიდან (ადგილზე მისულმა გავიგე), ანუ შეუძლებელია მისი გამოყენება“, – წერს თომა კაკაბაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. „ამ ლიფტით სარგებლობის აუცილებლობა აქვს სულ რამდენიმე ადამიანს და ასეთი შემთხვევების დროს, აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია სარემონტო სამუშაოებთან ან გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან დაკავშირებით, სმს-ით, დარეკვით ან რაიმე ფორმით, რადგან ავტოტრანსპორტის არაეფექტიანად მუშაობის გამო, ისედაც 6 …

მხოლოდ ძვირადღირებული სასტუმროები შშმ პირებისათვის ბათუმში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირისთვის ქუჩაში გადაადგილება არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, თუ კი ეტლით მოსარგებლე საქართველოს რომელიმე ქალაქში, სასტუმროში რჩება. მართალია, ადაპტირებული სასტუმროები საქართველოს დიდ ქალაქებში არსებობს, მაგრამ, ძირითადად, ბრენდული და ძვირადღირებულია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბათუმში არსებული იმ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღება, სადაც ადაპტირებული სასტუმრო ნომრები …

არასამთავრობოებმა ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად სამი კანდიდატი შეარჩიეს

„ბათომი“ ვერ მოხვდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლების წარდგენის თხოვნით მიმართა. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე მუშაობს და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. „ბათომი“ დაუპირისპირდა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს. 23 იანვარს ორგანიზაციას სოციალურ ქსელში არცთუ ისე კონსტრუქციული სტატუსი მიუძღვნა მოქმედმა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც …

ადამიანი ეტლით

თომა კაკაბაძე, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“  ______________________________ 23 წლის ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. სიმაღლიდან გადმოვვარდი, კისრის მალების მოტეხილობამ ზურგის ტვინის დაზიანება გამოიწვია, რის შედეგად ეტლში აღმოვჩნდი. თუმცა ეტლამდე დიდი პერიოდი გავიარე. ეს ის დრო იყო, როცა ეტლში ჩაჯდომა ოცნებად მქონდა, ოღონდ ეტლამდე მივიდე-მეთქი – ვფიქრობდი მაშინ. ეს ადვილი არ იყო. რვა თვის განმავლობაში ვიწექი, ამ …

ბათუმში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთათვის არაადაპტირებული სივრცეა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიანტთათვის გარემო არაადაპტირებულია. თომა კაკაბაძე წელს თავადაა აბიტურიენტი: „მიუხედავად იმისა, რომ 10 ივნისამდე შევიტანე განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მულტიდისციპლინურმა გუნდმაც შეაფასა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები, დღეს საგამოცდოდ მისულს, მაინც მიუწვდომელი …

ადგილი ყველასთვის – სოციალური კაფე ბათუმში

„ეს არის ადგილი, რომელიც ყველასია, განურჩევლად რასისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა და ასე შემდეგ. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის შექმნასა და აქ საკუთარი კუთხის მოწყობაში“, – ამბობს ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. იგი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #6-ში, 15 აგვისტოს გახსნილ სოციალურ კაფეზე საუბრობს. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რომ ჩაივლით, აუცილებლად შენიშნავთ შემინულ შენობაში გაფერადებულ …

Exit mobile version