„თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე გაუგრძელა. სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონზე მეტი შესწირეს“- ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ვინ მართავს რეალურად ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს და რა ტიპის კავშირები არსებობს მსხვილ ბიზნესსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის? ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“კვლევა ჩაატარა, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციისა და სახელმწიფო მონაცემთა …
Tag Archives: თევზჭერა
რა ღირს ქაფშია ბათუმში – სეზონი დაიწყო
ბათუმში ქაფშიის სეზონი დაიწყო. 16 ნოემბრის მონაცემებით, ადგილობრივი მეთევზეების მიერ შავ ზღვაში დაჭერილი 1 კგ ქაფშია [ხამსა] 5 ლარი ღირს. ბათუმის თევზის ბაზარში ასევე შეგიძლიათ იყიდოთ გარჩეული ქაფშია, კილოგრამი 10 ლარად. თევზის ბაზარშივე გთავაზობენ გარჩეული თევზის შეწვას. 1 კილოგრამი ქაფშიას შეწვა აქ 6 ლარი ღირს. ქაფშიის სეზონი გაზაფხულამდე გაგრძელდება. თევზის ამ სახეობას ბათუმში, ტრადიციულად, ბევრი …
თევზსაჭერი გემები ბათუმის აკვატორიაში | ფოტო
ბათუმის ზღვის აკვატორიაში დღეს, 11 იანვარს, ოცამდე თევზმჭერი გემია, რომლებიც ქაფშიას იჭერენ. საქართველოში შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზიას 5 ქართული კომპანია ფლობს. ლიცენზიები 2016-2019 წლებშია გაცემული. აქედან ერთი კომპანიის ლიცენზიის ვადა 2026 წელს იწურება, დანარჩენი 4 კომპანიის ლიცენზიების მოქმედების ვადა კი, 2036 წლამდეა. თევზჭერის ქართველი ლიცენზიატები ძირითადად თურქული კომპანიების გემებს ქირაობენ და ისე საქმიანობენ. ამავე თემაზე: …
Continue reading “თევზსაჭერი გემები ბათუმის აკვატორიაში | ფოტო”
წელს თურქეთმა 10 მილიონი აშშ დოლარის ხამსა გაიტანა ექსპორტზე
2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თურქეთმა 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქაფშია [ხამსა] გაიტანა ექსპორტზე. ამის შესახებ თურქული მედია წერს თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციაზე დაყრდნობით. თურქეთიდან ხამსა 26 ქვეყანაში გააქვთ. ყველაზე მსხვილი იმპორტიორები წელს არიან: საფრანგეთი, ბელგია და აშშ. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ წელს თურქეთიდან პირველად დაიწყეს ხამსას ექსპორტი ყაზახეთში, სირიაში, კენიასა …
Continue reading “წელს თურქეთმა 10 მილიონი აშშ დოლარის ხამსა გაიტანა ექსპორტზე”
რა ღირს ქაფშია ბათუმის თევზის ბაზარში
ბათუმის თევზის ბაზარში რამდენიმე დღეა, რაც ქაფშია გამოჩნდა. ქაფშიას ფასი 5-10 ლარია. 5 ლარად ამ სახეობის პატარა ზომის თევზს იყიდით, 10 ლარად – მოზრდილს. თევზით მოვაჭრეები ამბობენ, რომ წელს ქაფშია ბაზარზე ცოტაა, მომხმარებელი კი ამ სახეობის თევზს ბათუმში ბევრი ჰყავს. მოვაჭრეების თქმით, ქაფშიას ფასი შეიძლება ყოველდღე სხვადასხვა იყოს, რადგან ამ თევზს ისინი ყოველდღე სხვადასხვა ფასად …
შავ ზღვაში 85 000 ტონა ქაფშიას დაჭერაზე გაიცა ნებართვა – 1 წლის კვოტა
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შავ ზღვაში 2021-2022 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის, ქაფშიის, რომელიც 85 000 ტონას შეადგენს. თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ოქტომბრიდან იწყება, შესაბამისად, კვოტები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მომავალი წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის დგინდება. 2020-2021 წელს ქაფშიის კვოტა 109 000 ტონა იყო. ამავე თემაზე: თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს …
Continue reading “შავ ზღვაში 85 000 ტონა ქაფშიას დაჭერაზე გაიცა ნებართვა – 1 წლის კვოტა”
გონიოელი მეთევზეები: „ზღვის გარეშე გვტოვებენ, მუშაობაში ხელს გვიშლიან“ [Video]
„ძველი ისტორიის ნაწილი ვართ, მოვყვებით ამ მეთევზეობას, ვიბრძვით, რომ სახლში პური მივიტანოთ, ვშრომობთ, ვწვალობთ და ამასაც გვართმევენ. ზღვაში მხოლოდ 1 მილის მანძილზე შესვლის უფლება მოგვცეს, თვალით ვსაზღვრავთ ამ მანძილს და თუ გავცდით რამდენიმე მეტრით, მოდის სანაპირო დაცვა, იღებს ბადეს და მიაქვს… სანამ სასამართლო ჩატარდა, შემდეგ პროკურატურიდან არ არის მოსული ცნობა, რომ ბადე დაგიბრუნონო და ვრჩებით …
Continue reading “გონიოელი მეთევზეები: „ზღვის გარეშე გვტოვებენ, მუშაობაში ხელს გვიშლიან“ [Video]”
თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს
„მეთევზეები… ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია“, – ასე ასაბუთებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას. მაგალითად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ კომპანია – „აისბერგი 2“, „აწარმოე საქართველოშიმ“ 2 391 183 ლარით დააფინანსა. „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, რომ კომპანიის მფლობელმა კახაბერ ლატარიამ, რომელიც ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერის …
Continue reading “თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს”
„თევზის რესურსი გაზრდილია“, ანუ რატომ დაუშვეს თევზჭერა ბათუმის ნავსადგურში?
ბათუმის ნავსადგურის ღია ნაწილში თევზჭერა დაუშვეს. სეინერები უკვე იქაც იჭერენ თევზს, სადაც სატვირთო გემები ჩერდებიან. ეს გადაწვეტილება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 19 მარტს მიიღო და იგი 5 აპრილამდეა ძალაში. სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, დაშვებული გახდა სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ბათუმის ნავსადგურის გახსნილ [ღია] ნაწილში. აქვე მითითებულია კოორდინატები და ის, რომ ერთზე მეტი თევსაჭერი გემი აკვატორიაში …
Continue reading “„თევზის რესურსი გაზრდილია“, ანუ რატომ დაუშვეს თევზჭერა ბათუმის ნავსადგურში? “
მეთევზეების სეზონი შავ ზღვაში [ფოტო]
წლის მანძილზე ათი თვე ზღვაში არიან. თუმცა არც ერთი მათგანი არასდროს ყოფილა შორეულ ნაოსნობაში. „ჩვენ მებადურები ვართ, მებადური მეზღვაურები“, – ამბობენ ისინი, თევზსაჭერ სეინერ „ბეშუმის“ ეკიპაჟის წევრები. სეინერი „ბეშუმი“ მისმა მეპატრონემ ბათუმში ააგო და ზღვაში 5 წლის წინ ჩაუშვა. ეკიპაჟი ექვსი წევრისაგან შედგება, კაპიტანი და ხუთი მებადური. სეინერი ზღვაში მხოლოდ კარგ ამინდში გადის. ყველა გასვლას …
ქობულეთში თევზსაჭერი გემი „განთიადი“ ჩაიძირა
ქობულეთში, 7 დეკემბერს, თევზსაჭერი გემი „განთიადი“ ჩაიძირა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, თევზსაჭერმა გემმა დახმარება 7 დეკემბერს, 01:50 საათზე ითხოვა. სააგენტოს ცნობით, გემს კორპუსის დაზიანების გამო შესდიოდა ზღვის წყალი, რის გამოც ჩაიძირა. „თევზსაჭერ გემზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა „ვიქტორიამ“ უსაფრთხოდ გადაიყვანა ფოთის საზღვაო ნავსადგურში“- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. სააგენტოს განმარტებით, ინციდენტზე დაწყებულია …
Continue reading “ქობულეთში თევზსაჭერი გემი „განთიადი“ ჩაიძირა”
უკანონო თევზჭერის 147 ფაქტიდან უმეტესობა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი მაისიდან 14 აგვისტომდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა. „უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა; ქვემო ქართლში – 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12. …
ქვირითობა დაიწყო, აკრძალული თევზჭერა სისხლის სამართლის წესით დაისჯება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან [პირველი მაისი] თევზის ქვირითობა იწყება, რის გამოც აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა იკრძალება. აკრძალვა 31 აგვისტომდე გაგრძელდება. „მითითებულ პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის განცხადებაში. თევზჭერის აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, მოსასმელი ბადე და სხვა იარაღები. …
Continue reading “ქვირითობა დაიწყო, აკრძალული თევზჭერა სისხლის სამართლის წესით დაისჯება”
უკანონო თევზჭერის ფაქტები აჭარასა და სხვა რეგიონებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში, უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 145 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 66 ფაქტი, გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 57 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 50 ფაქტი გამოავლინეს. კახეთის რეგიონული სამმართველოს …
Continue reading “უკანონო თევზჭერის ფაქტები აჭარასა და სხვა რეგიონებში”
მაისში უკანონო თევზჭერის 25 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევის 25 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში გამოვლენილია ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 9 ფაქტი. პირველი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, …
Continue reading “მაისში უკანონო თევზჭერის 25 ფაქტი გამოვლინდა”
მკვდარი თევზები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში
ბათუმში, ცენტრალური პარკის ტბის ზედაპირზე, თევზები ტივტივებენ. თევზების ნაწილი ტბის ნაპირთან ისე ახლოსაა, რომ ადამიანები პატარა ბადეებით ტბაში შეუსვლელად იჭერენ მათ. თევზებით სავსე პარკები უჭირავთ უფროსებთან მყოფ ბავშვებსაც. „ტბაში მკვდარ თევზებსაც ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, საშიში არ არის აქ დაჭერილი თევზი ჯანმრთელობისთვის?“ – ვკითხეთ მამაკაცს, რომელსაც თევზებით სავსე რამდენიმე პარკი ჰქონდა. „რა ვიცი, ალბათ არა, “- …
Continue reading “მკვდარი თევზები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში”
თევზმჭერი სეინერები ბათუმის აკვატორიაში გამოჩნდნენ
შავი ზღვაში, ბათუმის მიმდებარედ, რამდენიმე სეინერი გამოჩნდა, რომლებიც თევზს იჭერენ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თევზჭერა ბათუმის აკვატორიაში, ძირითადად თურქული კომპანიის სეინერებით, კანონიერად მიმდინარეობს. „თევჭერის ლიცენზია გაცემულია. მათ აქვთ გარკვეული კვოტები და იმ რაოდენობის თევზს მოიპოვებენ. თევზს, მართალია ფოთის მხარეს მოიპოვებენ, თუმცა იქ ძლიერი ქარისა და შტორმის გამო გადმოინაცვლეს ბათუმის მიმდებარედ. ამის უფლება ლიცენზიის მფლობელებს …
Continue reading “თევზმჭერი სეინერები ბათუმის აკვატორიაში გამოჩნდნენ”
ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა [ფოტო/ვიდეო]
ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა. სპეციალისტები ამას წლის დასაწყისშიც ვარაუდობდნენ, რადგან ტემპერატურის მატება [დათბობა] ტბაში ციანობაქტერიების გამრავლებისა და ყვავილობისთვის ხელსაყრელი პირობაა. „ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ანალიზებს, თუ როგორი მდგომარეობაა, პროცესი ეკოლოგისა და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშაა,“ – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე. ტბაში ციანობაქტერიების მატების მთავარ მიზეზად სპეციალისტებმა ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის …
Continue reading “ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა [ფოტო/ვიდეო]”
ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]
“ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია” – დღეს ეს გაფრთხილება 6 მაისის პარკში, აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტმა – მურმან ჯიქიამ გაავრცელა. 6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია და არსებობს საშიშროება, რომ ეს ტოქსიკური ნივთიერება თევზიდან გადავიდეს ადამიანზე და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე. ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, დამდგარ ტბებს …
Continue reading “ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]”
თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ
რა აკრძალვები მოქმედებს მდინარე აჭარისწყალზე თევზაობისას, როდის ჯარიმდებიან და რა უნდა გაითვალისწინონ მეთევზეებმა? „ბათუმელები“ ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, რა შეზღუდვა მოქმედებს მდინარე აჭარის წყალზე თევზაობისას? აჭარისწყალი საორაგულე და საზუთხე მდინერეების ჩამონათვალში შედის. ამ ტიპის მდინარეებზე კი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი …