21 წლის მარი გადარჩება თუ დავეხმარებით – ოჯახი ოპერაციისთვის თანხას აგროვებს

21 წლის მარის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რომ გადარჩეს. ოჯახი ყველაფერს ყიდის იმისთვის, რომ მარის გადარჩენისთვის საჭირო თანხა შეაგროვოს. ბიძის, მერაბ ანანიძის  ინფორმაციით, ის ახლა სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, სჭირდება 2 ოპერაცია, ამის შემდეგ კი 4 თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა გაიაროს. ოჯახმა უკვე მიიღო ის ფინანსური დახმარება, რისი მიღებაც ცენტრალური და აჭარის ბიუჯეტებით დაფინანსებული პროგრამებით შეიძლებოდა. …

რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ძირითადად უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება. ეს დახმარება არის როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე საჩუქარი – გრანტი. რომ არა უცხოური მილიონები, მაგალითად ბათუმში, დღესაც არ იქნებოდა გამართული წყალმომარაგება, ცენტრალური და თანამედროვე საკანალიზაციო თუ სანიაღვრე სისტემა, არ იქნებოდა ბათუმის [ჯერ დაუმთავრებელი] და ქობულეთის შემოვლითი გზები. შეღავათიანი სესხით უნდა …

ვის რამდენით გაეზარდა სოციალური პაკეტით და სუბსიდიით მისაღები დახმარება

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 15 იანვარს ცვლილება შეიტანა „სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობებში“, რომლის მიხედვითაც სოციალური პაკეტის მიმღებ ზოგიერთ პირს დახმარების ოდენობა გაეზარდა. მთავრობის დადგენილებით, სოციალური პაკეტი ენიშნებათ: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი …

აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიონი გამოიყო, ვინ მიიღებს ამ დახმარებას

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. ეს თანხა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა… დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ …

4000 ლარი გრანტი საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის – განაცხადების მიღება დაიწყო

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა გასცემს გრანტებს  შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროფესიული განათლებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან …

ვინ მიიღებს 200-ლარიან კომპენსაციას და როდის

„ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას“, – ეს განცხადება მთავრობამ 27 ნოემბერს გაავრცელა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ მიიღებს აღნიშნულ კომპენსაციას. მთავრობას ამის შესახებ დადგენილება არ მიუღია. შესაბამისად, არც პორტალი ამოქმედებულა, სადაც დამსაქმებლები შეძლებენ იმ დასაქმებულების დარეგისტრირებას, რომლებმაც სამსახური დროებით დაკარგეს [წინა შემთხვევაში …

ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან 

გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება. დახმარებას მიიღებენ: [checklist] სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში [მონაცემთა ბაზაში] რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 001-ზე [ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად]; მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის …

როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მთავრობის განცხადებით, ყოველთიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამ დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და ამავე წლის ივნისში დასრულდება. აღნიშნული შშმ პირები დახმარებას ავტომატურად, ყოველგვარი მიმართვისა თუ რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ – განუცხადეს „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში. სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების პროგრამა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე …

200-ლარიანი დახმარების პორტალზე უკვე 772 000 ბავშვი დარეგისტრირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 200-ლარიანი დახმარების პორტალზე, 25 აგვისტოს 10 საათის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 772 000 ბავშვი. მოზარდების რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო. პორტალზე ამ დროისთვის 459 000 ოჯახია რეგისტრირებული [ბავშვებს პროგრამაში მშობელი არეგისტრირებს-ავტ.]. უკვე დარეგისტრირებული ბავშვებისთვის ბიუჯეტიდან 154 400 000 ლარი დაიხარჯება. თუმცა რეგისტრაცია გრძელდება და, შესაბამისად, ამ პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტის ხარჯები …

რა შემთხვევაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას მოზარდები, რომლებიც 18 წლის დეკემბრამდე ხდებიან

მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. თუ მოზარდს ხვალ, ანუ 17 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 16 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს. კიდევ ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ …

200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია

მშობლებს, 0-დან 18 წლამდე ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 …

ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს 15 ათას ლარს გადასცემენ

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახისთვის ჯამში 90 ათას ლარს გამოყოფენ აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. აღნიშნული თანხა გაიცემა ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე. თითოეული ოჯახი 15 000 ლარს მიიღებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია დასამტკიცებლად აჭარის მთავრობას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.   მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან, ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება. თუმცა, ეს შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულზე გაცემული ხელფასი, თითოეულ თვეში, არ აღემატება 1 500 ლარს. ამ შეღავათის ასამოქმედებლად საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება. პროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია დასამტკიცებლად. შემოსავლების …

ქუჩის ძაღლები საკვების გარეშე დარჩნენ – როგორ დავეხმაროთ მათ

საქართველოში, გამოცხადებული სოციალური დისტანცირების და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა ქალაქში კვების ობიექტები დახურულია, ქუჩაში უამრავი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე. სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, რადგან გარეთ მოქალაქეებიც იშვიათად გადაადგილდებიან და სურსათსაც უფრთხილდებიან. ბათუმში უსახლკარო ცხოველების მოვლასა და გამოკვებაზე ცალკეული მოქალაქეების გარდა მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს. ისინი აგროვებენ თანხას ძაღლებისთვის საკვების შესაძენად და ავტომანქანის საწვავისთვის, შეძენილი საკვების …

მინდობით აღზრდის შემდეგ 18-დან 25 წლამდე პირები თვეში 465 ლარს მიიღებენ

2020 წლიდან პირველად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებს გაუწევს, რომელთაც შეუსრულდებათ 18 წელი და ვეღარ ისარგებლებენ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“. „მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ ახალ პროგრამაში ჩაერთვებიან ის პირები, რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ მოახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო მინდობით აღზრდაში მყოფ სრულწლოვან პირებს …

43 წლის ტარიელ მიქელაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა

43 წლის ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრს, ტარიელ მიქელაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული ოპერაცია. ტარიელ მიქელაძე ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. „ბათუმელებს“ დახმარების თხოვნით ტარიელ მიქელაძის ოჯახის წევრებმა მიმართეს. მათი თქმით ტარიელ მიქელაძე ორი წლის განმავლობაში საქართველოში არასწორი დიაგნოზით მკურნალობდა – იტარებდა ქიმიოთერაპიებს და სხვადასხვა კურსებს. საბოლოო დიაგნოზი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ანალიზების გადაგზავნის …

Exit mobile version