რა ეღირება სამუშაო ნებართვა უცხოელებისთვის

საქართველოში მყოფი უცხოელები ტაქსის მძღოლად, კურიერად ან ტურისტულ გიდად ვეღარ იმუშავებენ. ირაკლი კობახიძემ „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევა. ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები შესაბამისი ნებართვის გარეშე ვეღარ დასაქმდებიან. უცხოელმა, რომელსაც სურს საქართველოში დასაქმება, ჯერ უნდა მოიპოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ამის …

220 ნამგალი, 160 ურო – რისთვის ყიდულობს ხელსაწყოებს დასაქმების სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 220 ცალ, სტანდარტული ნახევარმთვარის ფორმის ნამგალს და 160 უროს [წონა 5 კგ, ტარის სიგრძე – 90 სმ] ტენდერით სხვადასხვა სახის ხელსაწყოსთან ერთად შეისყიდის. ტენდერის მიხედვით, ხელსაწყოების შეძენა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სატენდერო თანხა 310 ათას 711 ლარია და ნამგლებისა და უროებთან ერთად, ამავე ტენდერით სააგენტო ასევე შეისყიდის შემდეგ …

რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში

აჭარაში, სოციალურად დაუცველი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურთ დასაქმება, 15 აპრილის მონაცემებით, 2 600-მდე ვაკანსიაა. ამ დროისთვის კი, სულ გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება. „ვაკანსიები ძირითადად არის დასუფთავების, მეეზოვის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, დარაჯის, დამხმარე პერსონალის, კურიერის და გამწვანების თანამშრომლის პოზიციაზე. რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებისთვის გაიცემა სოციალური გასაცემელი, თვეში არაუმეტეს 300 …

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  770 000 ლარით. თანხა გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისთვის. კერძოდ: შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე, საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება, მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, დასაქმების ფორუმების მოწყობა. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება …

ბათუმში 1008 სამუშაო ადგილზე 64 ადამიანი დასაქმდა – რა ხდება შრომის ბაზარზე

ბათუმში 1008 სამუშაო ადგილზე მხოლოდ 64 ადამიანი დასაქმდა. ეს დასაქმების ფორუმის შედეგია, რომელიც აჭარის დასაქმების სააგენტომ 15 ივნისს მოაწყო. ფორუმი სააგენტომ, ანუ სახელმწიფო ორგანომ დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველებს შორის დაკავშირებისთვის მოაწყო. ფორუმში სულ 65 კომპანია მონაწილეობდა. კომპანიებმა 243 ვაკანსია წარმოადგინეს და 1008 სამუშაო ადგილი დაფიქსირდა. რა შედეგით დასრულდა ფორუმი, ანუ რამდენი ადამიანი დასაქმდა და სად? …

რატომ მივიდა 1000 ვაკანსიაზე 450 ადამიანი – დასაქმება ქართულად

„დასაქმებული მქვია. ჩემი ხელფასი მხოლოდ 400 ლარია. წლებია მრეცხავად ვმუშაობ. პანდემიის დროს უმუშევარი დავრჩი. ადრე ყოველ მეორე დღეს ვისვენებდი და ხელფასი 400 ლარი მქონდა. ახლა ყოველდღე ვმუშაობ, ხელფასი იგივეა. ბიზნესსაც გაუჭირდა,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები დარიკო ბასილაძე. ის დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა, მაგრამ მისთვის ხელსაყრელი არაფერი გამოჩნდა. ბათუმში 15 ივნისს დასაქმების ფორუმი მოეწყო. ფორუმში სულ 65 …

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 4453-მა ადამიანმა მიიღო

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 4453-მა ადამიანმა მიიღო, საქართველო-თურქეთის საზღვარი კი, 2963-მა ადამიანმა გადაკვეთა. აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, დოკუმენტაციის დაზუსტება 856 ადამიანს მოსთხოვეს. სულ ამ დრომდე თურქეთში სამუშაოდ გადასასვლელად რეგისტრაცია 5309 ადამიანმა გაიარა. თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში. დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე . საქართველოს მთავრობამ თურქეთში სამუშაოდ წასვლის წესები 3 აგვისტოს დაამტკიცა. საქართველო თურქეთის …

თურქეთში სამუშაოდ გადასვლაზე 1366 პირიდან დადებითი პასუხი 1018-მა მიიღო – სააგენტო

აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე, 16 აგვისტოს მდგომარეობით, სულ 1 366 განაცხადი იყო შესული, საიდანაც დადებითი პასუხი 1 018-მა პირმა მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, დროებითი წესით 600-მდე მოქალაქემ უკვე ისარგებლა და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში. [დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე] თურქეთში გადასვლის ნებართვის მისაღებად კი [რეგისტრაციისათვის] პირმა თან უნდა იქონიოს: თურქეთის …

300 ლარი კომპენსაციის ჩარიცხვა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მიმღებად სულ დარეგისტრირდა 251 690 თვითდასაქმებული. ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია კი, უკვე გადარიცხულია 171 801 პირზე; ჯამში გადარიცხულია 51 540 300 ლარი. „რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია მაისის თვეში ჩაერიცხა 72 853 პირს – 14 570 …

ვინც 300 ლარი ვერ მიიღო, მიიღებს თუ ვერა კომპენსაციას? – სააგენტოს განმარტება

თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ათობით მოქალაქე წერს „ბათუმელებს“, რომ დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. მათივე თქმით, არც არავინ სცემს პასუხს იმაზე [ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და სოცუზრუნველყოფაში], მიიღებენ თუ ვერა ამ 300 ლარს და როდის. თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის 31 ივლისს დასრულდა. დასაქმების სააგენტოს 3 აგვისტოს მონაცემებით, „სისტემაში სულ დარეგისტრირდა 75 931 პირი, ვინც განაცხადა, …

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 31 ივლისს, იწურება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული. მათგან 160 161-მა პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის – 90 131 პირს; მაისის თვის – 135 …

როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე  

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ უცხოეთში თვითდასაქმებულები ერთჯერადი კომპენსაციის სახით 300 ლარს მიიღებენ, ასობით მოქალაქე აცხადებს, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციას ვერ ახერხებს. არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა „ბათუმელებს“ – ისინი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებაში დახმარებას ითხოვენ და აქვთ სხვა კითხვებიც, რომლებიც კომპენსაციის მიღებას უკავშირდება. „ბათუმელებმა“ მოქალაქეებისგან ორი დღის განმავლობაში შემოსული ყველა კითხვა დაუსვა დასაქმების ხელშეწყობის …

რატომ არ შემოდიან ბათუმში საკრუიზო ლაინერები? – საზღვაო შრომის ბაზრის კვლევა

“ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა არ არის მიმზიდველი ფართომასშტაბიანი საკრუიზო ლაინერებისთვის… 2016 წლიდან არც ერთი საკრუიზო ლაინერი არ შემოსულა ბათუმში,” – აღნიშნულია კვლევაში, რომლის მიზანიც საზღვაო შრომის ბაზრის შესწავლა იყო. კვლევა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთით. კვლევის ფარგლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი გამოკითხეს, მათ შორის, საერთაშორისო საკრუინგო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები, მეზღვაურები და …

დასაქმების სააგენტოში დილით მისულ რიჟვაძეს თანამშრომლების უმეტესობა არ დახვდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დილის ცხრა საათზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ქვემდებარე უწყებას – დასაქმების სააგენტოს მოულოდნელად ესტუმრა. ამ დროს თორნიკე რიჟვაძეს სამსახურში მხოლოდ ორი თანამშრომელი დახვდა. სამსახურში არც სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე იმყოფებოდა. როგორც მან სატელეფონო საუბარში გვითხრა, თორნიკე რიჟვაძის სააგენტოში ვიზიტის შესახებ არაფერი იცის. „ვერ დაგიდასტურებთ. ასე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა… არა, ვერ დაგიდასტურებთ, …

დასაქმების პროგრამა IT სპეციალისტებისთვის ესტონეთში

ესტონეთი ქართველ IT სპეციალისტებს დასაქმების შანსს აძლევს. პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცხოვრებით და კარიერის გაგრძელებით, საშუალება ექნებათ საინფორმაციო ვიზიტით  ესტონეთს ეწვიონ. დასაქმების პროგრამა –  Career Hunt  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამყვან კომპანიებთან ერთად ხორციელდება და მიზნად IT სპეციალისტების მოძიებას ისახავს, რომლებსაც შემდგომ  შანსი ექნებათ ისეთ საერთაშორისო ცნობილ კომპანიებში დასაქმდნენ, როგორებიცაა: Taxify, Twilio, Microsoft-ი, Veriff-ი და …

აჭარის მთავრობამ კონკურსით სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე ისევ ძველი კადრები შეარჩია

აჭარის დასაქმების სააგენტოს თეიმურაზ კახიძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ კახიძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას თორნიკე რიჟვაძემ 3 სექტემბერს მოაწერა ხელი. თეიმურაზ კახიძე 2015 წლიდან დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპ-ის დირექტორის შესარჩევად კონკურსი 11 აგვისტოს გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული …

ვინ ისარგებლებს ბათუმის მერიის დასაქმების ახალი პროგრამით

ბათუმში მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს ბათუმის მერია ახალი პროგრამის ფარგლებში რვა თვის განმავლობაში შრომის ანაზღაურების ნაწილს დაუფინანსებს. „ეს არის ახალი პროგრამა, რომელშიც გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები გვეყოლება. მაგალითად, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და სხვები. ჩვენ შევქმნით დასასაქმებელთა ბაზას, დამსაქმებელს თვეში ორას ლარს დაუმატებს მერია. თუ მოხდება ისე, რომ პროგრამის მონაწილეები თავს გამოიჩენენ და …

აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ნანა დიასამიძე დაინიშნა

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დღეს, 24 მაისს, სააგენტოს თანამშრომლებს დირექტორის მოადგილე, ნანა დიასამიძე წარუდგინა. ნანა დიასამიძემ 1996 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. აქვს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. 1997-1999 წლებში იყო ბათუმის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის სამართალმცოდნეობის მასწავლებელი; 2005-2006 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის …

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი გია აბულაძის კრიტიკაზე

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, გია აბულაძის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებას მათ დებულება აძლევს. „თუ გადახედავთ ევროპულ გამოცდილებასაც, ვნახავთ როგორ მუშაობს იქ  დასაქმების ცენტრები. მათი ერთ-ერთი ფუნქციაა იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა სამუშაოს მაძიებლების დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს. ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ უმუშევრობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ადამიანები ნაკლებად კონკურენტუნარიანი არიან …

ვაკანსიების შესახებ აჭარაში ახალი, ერთიანი პორტალი შეიქმნება

საქართველოს მოქალაქეს ან/და იმ პირებს, ვისაც კანონით აქვთ უფლება საქართველოში მუშაობის [არა საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ მცხოვრებს საქართველოში] 14 წლიდან შეეძლება რეგისტრაცია გაიაროს ვებგვერდზე, მიიღოს ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოში გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ და წარადგინოს განაცხადი ვაკანსიაზე [რეგისტრაციისათვის აუცილებელია გააჩნდეს პირადი ნომერი]. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად კი, აჭარის დასაქმების სააგენტომ, სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის მოდულების ერთიანი პორტალის [მონაცემთა …

აუდიტი: ვაკანსიებზე ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე არასრულია

აჭარის დასაქმების სააგენტოს ექვსივე მუნიციპალიტეტში [ბათუმის ჩათვლით]  აქვს ოფისები, სადაც შესაძლებელია მათი მომსახურების მიღება, თუმცა აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ძირითადი და სრული მომსახურების მიღება ინტერნეტით არ არის შესაძლებელი“. აუდიტის ინფორმაციით, სააგენტოს მოქმედ ვებგვერდზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და ვაკანსიები არ ხვდებიან სააგენტოს ბაზაში, რომელსაც სააგენტო ცალკე პროგრამულად [პროგრამა არ არის ინტეგრირებული ვებგვერდთან] აწარმოებს …

აუდიტი: აჭარის დასაქმების სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს

„აჭარაში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები, რათა მოხდეს უმუშევრობის შემცირება რეგიონში, იქნება ეს პროფესიული გადამზადების საშუალებით თუ სხვა ღონისძიებების განხორციელებით. აღნიშნული დაფინანსება მიემართება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების სააგენტოში“. აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა დასაქმების პროგრამის შედეგების ეფექტიანობის აუდიტი. სააგენტოს პოზიტიური როლის მიუხედავად იდენტიფიცირებულია ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობს სააგენტოს …

„პროფესიული გადამზადების“ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

დასაქმების სააგენტოს 2016 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ მოსარგებლეთა შერჩევის მიზნით, განაცხადების მიღების პარალელურად გასაუბრებაც დაიწყო.  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 5 თებერვლის მდგომარეობით სულ შესულია 80 განაცხადი. გასაუბრება აჭარის დასაქმების სააგენტოში ტარდება. სააგენტოს ინფორმაციით „გასაუბრება ჩატარდება დღეჩაგდებით, 10-10 აპლიკანტისთვის. პროგრამისთვის საბოლოოდ 120 ბენეფიციარი უნდა შეირჩეს, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობაში გადამზადდებიან, შეისწავლიან უცხო ენებს [რუსული, ინგლისური] …

Exit mobile version