როდის დაიწყებს მთავრობა ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“ – მშენებლობა „თითქმის დასრულდა“

„ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების მშენებლობა, მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ფაქტობრივად, დასრულებულია. თუმცა აჭარის მთვრობა ამ დრომდე არ აკონკრეტებს, როდის დაიწყებს ბინების გადაცემას. დაპირების მოლოდინში მყოფი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დღეს ხელშეუხებლობისა და ბინის მიღების გარანტიების წერილობით გაფორმებას ისევ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ამბობენ, რომ განაახლებენ აქციებს: „ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ბინებს მივიღებთ, ამასთან, იმის გარანტიაც გვინდა, …

2021 წელი „დაგისთან“ ერთად: მშენებლობა 16 რეგიონში, სარეკრეაციო ზონები, საგანმანათლებლო და ისტორიული პროექტები

2021 წელიც სულ მალე დასრულდება. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ ერთად შევძელით ისტორიული პროექტების დასრულება და ახალი, ინოვაციური მშენებლობების დაწყება. თუმცა, სანამ მათ მიმოხილვაზე გადავალთ, გვინდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო კომპანია „დაგის“ თანამშრომლების 96% სრულიად ვაქცინირებულია. ჩვენ გვჯერა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ჩვენ ვუფრთხულდებით ყველაზე ძვირფასს – ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.   ჩვენ ვზრუნავთ ქალაქის …

როდის დაიწყება ბინების გაცემა „ოცნების ქალაქში“

ოცნების ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს საახალწლოდ ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, აგვისტოში დაჰპირდნენ, თუმცა ამ დროისთვის კორპუსების მშენებლობა არ არის დასრულებული. „მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება ბინების გადაცემას, კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყება ბინების გადაცემაც“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. კორპუსებს …

რატომ ჩამოიშალა ოცნების ქალაქში მშენებარე კორპუსის 1 სართული – სამინისტროს განმარტება

„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის მინიმუმ ერთი სართული ჩამოიშალა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა აცნობეს. რატომ ჩამოიშალა აშენებული სართული – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ. სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ „ე.წ. ოცნების ქალაქში“, კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად აღებული აქვს მშენებლობის ხარისხის ვალდებულება, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს“, – სხვა განმარტება სამინისტრომ არ გააკეთა. „ოცნების ქალაქში“ ამ დროისთვის …

ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა დასრულდა [ფოტოამბავი]

კომპანია “დაგიმ” ბათუმში კომაროვის სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დათქმულ ვადაში დაასრულა. სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი,  ხოლო კამპუსი – 100  ბავშვზე. საგანმანათლებლო დაწესებულება სვიშევსკის ქუჩა N1-ში აშენდა და ჯამში მისი ფართობი 7700 კვადრატული მეტრია, ხოლო პროექტის ღირებულება –  11 მილიონ ლარზე მეტი. პროექტის მენეჯერის განცხადებით, შენობები უმაღლესი ხარისხის მასალებით აიგო და იქ მოსწავლეებს ყველა პირობა …

ვინ და როგორ აშენებს მომავლის “ოცნების ქალაქს”

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ დასახლება „ოცნების ქალაქში“ 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახლებს, უმეტესად, რამდენიმე კვადრატული მეტრი ფიცრებისა და თუნუქის ფირფიტებისგან შეკრული შენობები წარმოადგენს. „ოცნების ქალაქი” მჭიდროდაა დასახლებული. აქ მცხოვრები ადამიანები წლებია ითხოვენ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს. მათ შორისაა მაია ბოლქვაძე. მაია ბოლქვაძე, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები: „მარტოხელა, მრავალშვილიანი დედა ვარ, მყავს ხუთი შვილი, უფროსი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, ტყუპები …

„დაგი“ და „ანაგი“ – დავა 11 მილიონისთვის

კომპანია „დაგს“, რომელმაც ბათუმში 38-მილიონიანი ტენდერი მოიგო და „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენებას იწყებს, სხვა, 11-მილიონიან ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ტენდერი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალების რემონტზე აქვს გამოცხადებული. აეროპორტების გაერთიანების სატენდერო კომისიამ „დაგს“ ჯერ დოკუმენტების დაზუსტება მოსთხოვა, მოგვიანებით კი ჩათვალა, რომ დაზუსტებული დოკუმენტაციაც არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს და დისკვალიფიკაცია მისცა. [toggle title=”შეუსაბამობები, რაც კომისიამ …

„ოცნების ქალაქში“ ტრაქტორები მუშაობენ – ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის ტრაქტორები უკვე გამოჩნდა. კომპანიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ აქვს. მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე შპს „დაგის“ კუთვნილი ტექნიკით სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ტერიტორია ჯერ შემოღობილიც არ არის. „ბათუმელები“ განმარტებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. …

გადის თუ არა ავტობანი ბათუმში იმ ნაკვეთზე, სადაც კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალის მშენებლობა, სვიშევსკის ქუჩის N1-ში მდებარე ნაკვეთზეა დაგეგმილი. სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ამ ნაკვეთზე ბათუმის შემოვლითი გზა [მშენებარე ავტობანი] გადის. ამ ნაკვეთზე უნდა აშენდეს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობაც. კომაროვის სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგისთან“ – 11 399 994 ლარზე. „ბლექსის“ შენობისთვის კი, …

„ჭაობში“ 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება – ბათუმის ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ჭაობის“ დასახლებაში ქუჩების მოსაწესრიგებლად გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულები გამოვლენილია. ერთ შემთხვევაში ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა ამ ტენდერთან დაკავშირებით გრძელდება სასამართლო დავაც. სამუშაოების დაწყებას სასამართლო დავა ხელს არ უშლის. ოთხი ტენდერით ჭაობში 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება, რაშიც ბათუმის ბიუჯეტიდან ჯამში 23 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. ბაგრატიონის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა; გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ოსტროვის I შესახვევი; სააკაძის ქუჩა; …

ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ტენდერი შეაჩერა. სასამართლოს ამ მოთხოვნით კომპანიამ „ზიმო 7“ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებულად სხვა კომპანია უსამართლოდ გამოაცხადეს. 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ივლისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ამ ტენდერზეა დამოკიდებულია შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, …

რატომ არ იწყება ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში – დავა ექვსმილიონიანი ტენდერისთვის

აქვს თუ არა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება? – მხოლოდ ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხის შემთხვევაში გადაწყდება 6-მილიონიანი ტენდერის ბედი, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, „ჭაობის დასახლებაში“ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. სახელმწიფო უწყებებში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ტენდერის პროცედურა კი მეოთხე თვეა გრძელდება. ტენდერის მოსაგებად ამ ეტაპზე ორი კომპანია – „დაგი“ და …

დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის და მოსაწესრიგებელი ქუჩები „ჭაობის“ დასახლებაში

ბათუმში, „ჭაობის“ დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 6 587 866 ლარი გამოყო და შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივლისს დასრულდა. სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კი, სატენდერო პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოების დაწყება. ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი; …

დავა 66 მილიონზე – ვის ააშენებინებენ ბათუმში ახალ სპორტსკოლას

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერზე შესყიდვების საააგენტოს დავების საბჭო მსჯელობს.  შპს „სტადიონმა“ „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, დისკვალიფიკაცია მისცა. კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას ანიჭებს, რომელმაც ასევე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა [ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა]. შესაბამისად, შანსი გაუჩნდა შპს „დაგს“, …

„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ „ჭაობის დასახლებაში“ არაერთი ქუჩა ამორტიზებულ-გადათხრილია, ამასთან ზოგიერთ უბანში ინტენსიური სამუშაოები არ შეინიშნება, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი გეგმით მიმდინარეობს და ზოგიერთ ქუჩაზე სამუშაოები დაგეგმილზე ადრეც კი დასრულდება. „ჭაობში“ დღეს, ასე ვთქვათ, ორი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს – მიწისქვეშა [კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა] და მიწისზედა [სანიაღვრე არხები, კეთილმოწყობა, გარე განათება]. ქუჩების კეთილმოწყობა კი დამოკიდებულია საკანალიზაციო …

Exit mobile version