„ესაა მომავლის განადგურება, რომ ქვეყანა დაემსგავსოს ბნელ, უკულტურო მასას“ – ინტერვიუ

„ეს არის შეგნებული, მიზანმიმართული სწრაფვა იმისკენ, რომ ქვეყანა დააზიანო მაქსიმალურად. იმდენად დააზიანო და იმდენად გაანადგურო, რომ მან თავი ვეღარასოდეს ვეღარ წამოწიოს,“ – ასეთია ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის მოსაზრება „ოცნების“ ბოლო კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც „გრანტების შესახებ“ კანონი, იურისტების შეფასებით, შესაძლოა, სუფრასთან გაჟღერებულ თქვენს კრიტიკულ აზრსაც კი შეეხოს. ფილოსოფოსის დაკვირვებით, საქმე გვაქვს არამხოლოდ ინსტიტუციების გაქრობასთან და პროტესტის ჩახშობასთან, …

„ხალხი აპროტესტებს, მაგრამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს პოლიტიკურმა ძალამ“ – ინტერვიუ

„რამდენი ზღაპარიც არ უნდა მოგვიყვეს ხელისუფლებამ და მისმა პროპაგანდისტებმა, რომ ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვართ და ყველაზე წინ ვართ ევროპაში, ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც ვართ,“ – ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის დაკვირვებით, ადამიანები საქართველოში კარგად აცნობიერებენ საფრთხეს, რომლის წინაშეც ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაყენა, მაგრამ კრიტიკულად მძიმეა ვითარება პოლიტიკური ორგანიზების კუთხით. „იმისათვის, რომ პროტესტი გამოხატო, არ არის საკმარისი, უბრალოდ რაღაც გაწუხებდეს, …

პარანოიდულ სისტემაში სამიზნეა ყველა, გამონაკლისის გარეშე – გიორგი მაისურაძე

„სამიზნე ვინ არის? – ყველა, აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს ამ მომენტში“ – ასე გვიპასუხა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ კითხვაზე – როგორ და რატომ ხდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მსახიობს, პოეტს, პედაგოგს, სცენარისტს, სტუდენტს იჭერს და სჯის. „ოცნება“ სჯის ადამიანებს, რომელთა სახელთანაც, ამ დრომდე, მხოლოდ წარმატებული როლის, ჯილდოს, განათლებისა და სასარგებლო …

„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა… შუშის სასახლეში გამოკეტილ ქვეყნად გვაქციეს“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა. ეს არის, რომ ამ თვითგანადგურებასთან ერთად იძირება თვითონ და ძირავს მთელ ქვეყანასაც,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მასთან საუბარი „ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილებით დავიწყეთ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დასანქცირებული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს. გიორგი მაისურაძის ეს ამბავი აღარ გაჰკვირვებია. „ივანიშვილია მხოლოდ იქ, დანარჩენი არიან მხოლოდ ნიღბები ადამიანების… სახელმწიფო ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩამოშლილია. ეს …

რეაქცია გვაქვს ხელოვნურ, კომიკურ პრობლემებზე. აქ დისკუსია შეუძლებელია – ინტერვიუ

ფილოლოგ, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის კრიტიკას საქართველოში, საზოგადოების ერთი ჯგუფის მწვავე რეაქცია მოჰყვა. შეიქმნა პეტიცია, რომლითაც პეტიციის ავტორებმა მოითხოვეს ბერძენიშვილს „აეკრძალოს სტუდენტებთან კომუნიკაცია“, რადგან, მათი აზრით, ლევან ბერძენიშვილი ერეკლეს მიერ რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის კრიტიკით ეროვნულ გმირს შეურაცხყოფს. 28 მაისს თელავში აქციაც კი გაიმართა ლევან ბერძენიშვილისგან „ერეკლე მეორეს დასაცავად“. რას ნიშნავს სინამდვილეში ლიტერატორის, …

წმინდანების დაფიცება და დაგინება პარლამენტში – „ეს იყო რეალობის მანიფესტაცია“ 

„მე ვიტყოდი, რომ ეს იყო რეალობის მანიფესტაცია. გედევან ფოფხაძის პირით ლაპარაკობს სრულიად საქართველო,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე პარლამენტარის მიერ წმინდანების დაფიცებით შეგინებაზე. გუშინ, 12 ნოემბერს, პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ დეპუტატ დაჩი  ბერაიას მისამართით ასე შეიგინა: ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მო…ავ როჟას!“. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაძაბულობის მიზეზი საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები გახდა: „ქართული ოცნება“ და …

რას ნიშნავს, როცა ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს 15 ადვოკატი იცავს

რას ნიშნავს, როცა ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს საქართველოში 15 ადვოკატი უფასოდ იცავს, რას ეძახიან პატრიოტიზმს და სამშობლოს სიყვარულს საქართველოში და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა, რომელიც ოლიგარქიული სისტემით იმართება? –  „ბათუმელების“ კითხვებს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე პასუხობს: ის, რომ ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს 15 ადვოკატი იცავს, აჩვენებს გარკვეულ კეთილგანწყობას იმ იდეების მიმართ, რომელსაც ეს ადამიანი გამოხატავს. თუმცა აქ რაიმე …

„მოჭიდავეებს გადავატეხოთ ჯოხი, ეს უსინდისობა მგონია“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

„სახელმწიფოს აღარ გააჩნია ავტორიტეტი“, – ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ქართველი მოჭიდავეების თემაზე საუბრის დროს. 16 აგვისტოს ფეისბუქში გავრცელდა მოჭიდავეების ფოტო, სადაც მათ მაისურები ეცვათ წარწერით – „რუსეთი“. რამდენიმე მოჭიდავეს მაისურზე გამოსახული ჰქონდა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის, ძამბოლათ თედეევის ფოტო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რამაც საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია სახელმწიფოებრივი აზროვნების კუთხით. მიმდინარე …

რატომ აძლიერებს ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს

რადიკალური და ფაშისტური ჯგუფები თუკი აქამდე მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ, სიძულვილის მაჩვენებელ სტატუსებს აქვეყნებდნენ და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ, დღეს ისინი ღიად ესხმიან თავს ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების დაცვას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. რამ განაპირობა რადიკალური, ფაშისტური საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურება და როგორ უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ დაირღვეს, ხოლო ფაშისტურმა ჯგუფებმა არ ჩათვალონ, რომ …

ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის გადაამზადებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის 6-7 სექტემბერს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ვორქშოფებსა და სემინარებს გამართავენ: 6 ოქტომბერი, “ადამიანი და კულტურის სამყარო”: ლუდვიგ ზიპი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი; თემა –  „ადამიანი და კულტურის სამყარო”; გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თემა –  „სამეცნიერო ტექნიკური მოდერნულობა და ფილოსოფიური ეთიკა”. 7 ოქტომბერი,  პანელ-დისკუსია “რელიგია და კულტურის სამყარო”:  მამუკა ბერიაშვილი, …

გიორგი მაისურაძე: ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში მოსახლეობის დასამცირებლად

რატომ არ ცვლის სახელმწიფო რეპრესიულ პოლიციურ სისტემას? რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტისადმი საზოგადოების პროტესტი გარდამტეხი სისტემის შესაცვლელად? –  ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა.  დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტი არ არის ერთადერთი, როცა საქართველოში ნარკოპოლიტიკის და პოლიციური სისტემის მსხვერპლი ხდება ადამიანი. გახმაურებული ფაქტი რომ გავიხსენოთ, ერთი წლის წინ ქუთაისში გარდაიცვალა ლევან …

გიორგი მაისურაძე: კაბინეტში ხატების ჩამოკიდება არის თვალთმაქცური საქციელი

საქართველოში სეკულარობის კრიზისი იყო დისკუსიის თემა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 მაისს. თემაზე მოხსენება წაიკითხა ფილოსოფოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მაისურაძემ. გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: ჩვენ ხშირად არასწორი მნიშვნელობით ვიყენებთ ტერმინს _ სეკულარული, რაც გაუგებრობას იწვევს. სეკულარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ ასპექტს, სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთმიმართებას, ან პოლიტიკას, არამედ სოციალურ და …

გიორგი მაისურაძე: ლენინის და ბრეჟნევის პორტრეტები ახლა ხატებით უნდა ჩაანაცვლონ [ვიდეო]

„მე შეიძლება გამიმართლა იმაში, რომ გარდატეხას მოვესწარი – დავიბადე საბჭოთა კავშირში და მახსოვს, კაბინეტებში ლენინის ხატებად ქცეული პორტრეტები. სინამდვილეში არც ის ლენინი არავის არ აინტერესებდა, არც წაეკითხათ არც მარქსი და არც ლენინი… მაპატიეთ და ფეხებზე ეკიდათ. ახლა სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, რომ მაშინ ასე იყო საჭირო და ახლა ასეა საჭირო – ლენინის და …

გიორგი მაისურაძის საჯარო მოხსენება ბსუ-ში

29 მაისს, 14 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში, გაიმართება დისკუსია თემაზე:  „სეკულარულობა და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“. დისკუსიის თემაზე მოხსენებას წაიკითხავს ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე.  დისკუსიის მოდერატორი იქნება ბსუ-ს სტუდენტი მარიკა ფუტკარაძე. დისკუსიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“. დისკუსია მზადდება ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში …

Exit mobile version