მოსახლეობა წუხს, რომ ბათუმთან ახლოს, ავგიას დასახლების გზას არაფერი ეშველა – დაიწყეს და ვერ დაასრულეს. ამ უბნიდან ქალი ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვისაყვედურა: „როდის გაგრძელდება ჩვენი გზის მოწესრიგება, ეს მაინც მოგვიკითხეთ, ჟურნალისტები ხომ ხართო“. მოვიკითხეთ, შევისწავლეთ დოკუმენტები და გავარკვიეთ, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავგიას გზის რეაბილიტაცია და ასფალტ- ბეტონით მოპირკეთება 2021 წელს დაგეგმა, 2023 წელს …
Tag Archives: გზების მშენებლობა
აჭარის გზების დეპარტამენტის მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წელს რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია განახორციელა. აშენდა და აღდგა 10 ხიდი და 177 ხელოვნური ნაგებობა, 34 მიმართულებით 55 კმ. სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, ხოლო 125 კმ. სიგრძის გზაზე დაიგო ბეტონის საფარი. ამჟამად მიმდინარეობს 12 მიმართულებით 20 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის …
Continue reading “აჭარის გზების დეპარტამენტის მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები”
აჭარის გზების დეპარტამენტის დაკვეთით გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეები და ხუცუბანი-ძმათა სასაფლაო-ირემაძეების საავტომობილო გზის 1800 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. რეაბილიტირებული გზით 80 ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება. ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 4,290 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის …
გზების დეპარტამენტის დაკვეთით გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ინტენსიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ალამბარი-მჟავანაძეების მიმართულებით 990 მეტრ მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული საავტომობილო გზა უკავშირდება ალამბარი-ზენითის მიმართულებას. რეაბილიტირებული გზით 100-ზე მეტი ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილება. ლეღვა-წილოსნების საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი …
აჭარის მუნიციპალიტეტებში დასრულებული მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს ხუთივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. ამ ეტაპზე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტები: [checklist] კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. [/checklist] პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დასრულებულია ერთი ახალი ხიდის მშენებლობა, მოეწყო შესაბამისი ხელოვნური და დამცავი ნაგებობები. …
ბუთურაულისა და განახლება-ზედა ახალშენის გზების მოასფალტება დასრულდა
აჭარის არ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზის 1,05 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 3675 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 750 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაოები შპს „პალადამ“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 390 990 ლარია. შუახევის მუნიციპალიტეტში ბუთურაულის საავტომობილო …
Continue reading “ბუთურაულისა და განახლება-ზედა ახალშენის გზების მოასფალტება დასრულდა”
რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“
კომპანია „ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის გზა უნდა ააშენოს [პროექტის ღირებულება 110 მილიონი], სხვა ტენდერში ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის [მესამე ლოტი] გამარჯვებული იყო, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტა. „ტოდინის“ წინააღმდეგ მთავრობა საარბიტრაჟო დავას იწყებს. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპანია Todini Costruzioni …
Continue reading “რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“”
გახდა თუ არა 5-მილიონიანი ტენდერების შეწყვეტის მიზეზი უარი „ატკატზე“ – მოპასუხე ბათუმის მერია
ინდმეწარმე დავით სიჭინავას ბათუმის მერიამ ორი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულება ისე შეუწყვიტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადა. მერიაში ამის მიზეზად უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და პროექტის პირობების დარღვევა დაასახელეს. დაკვეთის მიმღები კი მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინზე საუბრობს. არაოფიციალურად ე.წ. ატკატის ოდენობაც დაასახელეს, რაც სოლიდური თანხაა: ჯამში ორი შეკვეთის 5-მილიონიანი ბიუჯეტიდან 10 პროცენტი, …
როდის დასრულდება მტირალას ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის მშენებლობა
მტირალას ეროვნული პარკისკენ მიმავალი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პარკის ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურული განყოფილების უფროსის, ფრიდონ შერვაშიძის ინფორმაციით, გრუნტის სამუშაოები უკვე დასრულებულია. „საკმაოდ რთული სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან პროექტში ხიდების მშენებლობაც არის ჩასმული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიზიტორი გვყავს და გზაზე მოძრაობა არ წყდება, სამუშაოები მაინც ინტენსიურად მიმდინარეობს,“-გვეუბნება ის. აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, ეროვნულ პარკთან …
Continue reading “როდის დასრულდება მტირალას ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის მშენებლობა”