როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია ქალების წინააღმდეგ – დისკუსია

„კაცი ქალზე ჭკვიანია“, „კაცი უკეთესი მმართველია“, რომ „კაცს უფრო მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგან ის ოჯახს არჩენს“, – ამ და სხვა გენდერული დეზინფორმაციის გავრცელებისას, არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ კაცები უფრო მეტად ჩანან პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ. თუმცა ასეთ დროს ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რა გარემოებები უშლის ხელს ქალებს განვითარებაში. როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია …

რას წერენ ნაცემი თუ მოკლული ქალების საქმის მასალებში პოლიცია და სასამართლო

4-ჯერ შეგხვდებათ ფრაზა „ეჭვიანობის ნიადაგზე“ განჩინებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 4 ივლისს მიიღო და პოლიციელის მხრიდან ქალზე ფიზიკურ ძალადობას ეხება. ფრაზებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვხდებით. „ეჭვიანობის ნიადაგზე“, „დაქორწინების მიზნით,“ „ცოლად შერთვის მიზნით“ – ამ და სხვა ტერმინებს აქტიურად იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა; ამ ლექსიკით ადგენს პროკურატურა დოკუმენტებს, მაგალითად, ბრალის …

52% მიიჩნევს, რომ ქორწინებამდე სექსი არც კაცისთვის არის დასაშვები და არც ქალისთვის – კვლევა

„გენდერული სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ“ – ასე ეწოდება კვლევას, რომელიც „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ბოლნისში, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ხაშურში ჩაატარა. კვლევაში, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი იყო დამოკიდებულება ქორწინებამდე სექსის შესახებ. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქალისა და კაცის ქცევის შეფასება განსხვავებული სტანდარტებით ხდება, რაც კაცისათვის მისაღებია, ქალისათვის დაუშვებელ საქციელად აღიქმება. „გამოკითხულთა 41% …

86% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალმა არ უნდა მოითმინოს ოჯახში ძალადობა – კვლევა

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ბოლნისში, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ხაშურში ჩაატარა კვლევა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ”. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა. გამოკითხულთა 94% ფიქრობს, რომ იშვიათ შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია ქმარმა ფიზიკურ ძალადობას მიმართოს, თუმცა გამოკითხულთა 6%-ს მიაჩნია, რომ იშვიათ შემთხვევაში ქმარი შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდეს …

რა აფერხებს ქალს გახდეს სრული პროფესორი ­- გენდერული უთანასწორობა აკადემიურ სივრცეში

„სურვილი როგორ არ მქონდა, ხომ გაგიგონიათ, ჯარისკაცი რის ჯარისკაცია, გენერლობაზე თუ არ ოცნებობსო. მეც მინდოდა სრული პროფესორობა, მაგრამ…“ – გვითხრა ასისტენტ-პროფესორმა ნუნუ ნაკაშიძემ, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერთ-ერთია იმ პროფესორ ქალებს შორის, რომელმაც კარიერული წინსვლა ასისტენტ-პროფესორის საფეხურზე შეაჩერა. საქართველოს მასშტაბით ბევრად მეტი პროფესორი ქალია, ვიდრე კაცი,  თუმცა სრული პროფესორები …

ჩაქვის №1 სკოლა აშშ-ის დაფინანსებულ პროექტში შეარჩიეს – გენდერული თანასწორობა

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი პროგრამა – SHE’s GREAT-ი იწყება, რომლის მიზანი გენდერული სტერეოტიპების გარდაქმნა და ახალგაზრდებში ინკლუზიური საზოგადოების შექმნაა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები  გაივლიან ტრენინგებს გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტი გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად განახორციელებს. მოსწავლეები გაწევრიანდებიან „გენდერი და ჩემი …

„ნუ შეგაშინებთ სტერეოტიპები, ქალის და კაცის შესაძლებლობებს შორის განსხვავება არ არის“

თამუნა მიქელაძე, 17 წლის, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პირველი კურსის სტუდენტი, ეუფლება გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიას. „რა თქმა უნდა გაცნობიერებული მაქვს, რომ არ არის ადვილი ქალმა მოირგო ასეთი რთული პროფესია, თუმცა იმდენად დიდია ინტერესი, ლტოლვა და სურვილი, რომ ეს ყველაფერი მიქრობს შიშს და პირიქით, მოტივაციას მაძლევს. ალბათ ძნელად დასაჯერებელია, რომ 17 წლის გოგომ შეიძლება შევძლო ამ …

რატომ არის დედობა პოლიტიკური აქტი

გენდერის მკვლევარი თამთა თათარაშვილი დღეს, 26 ოქტომბერს ბათუმში დისკუსიას მართავს. დისკუსიის თემა, დედობის პოლიტიკური მნიშვნელობაა. რატომ ვერ ახერხებენ  ქალები ხშირ შემთხვევაში გათავისუფლდნენ  აღზრდის თავსმოხვეული  სტერეოტიპებისგან და თვითონ შეცვალონ  კულტურული გარემო? ამ თემაზე თამთა თათარაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს. თამთა, რაში მდგომარეობს დედობის პოლიტიკური მნიშვნელობა? ბუნებრივია სანამ ამ კითხვამდე მივიდოდი, მანამდე მე თვითონ დავდექი იმ რეალობის წინაშე, რასაც …

35 900-ით მეტი ბიჭი საქართველოში – სქესთა დრამატული დისბალანსი

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 0-4-დან 10-14-წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ. ამ პერიოდში საქართველოში 35 900-ით მეტი ბიჭია დაბადებული გოგონებთან შედარებით. სქესთა შორის ასეთი დისბალანსი, გენდერის სპეციალისტების შეფასებით, წინასწარ დაგეგმილი შობადობის შედეგია. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით [გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში],  სქესთა შორის ასეთი განსხვავების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ …

„კიდევ არ გათხოვილხარ, როდის თხოვდები?“

 

 

 „კიდევ არ გათხოვილხარ? როდის თხოვდები?“, „უი, რატომ არ თხოვდები“ – ეს კითხვა საქართველოში იმ ქალების მიმართ, რომლებიც „თავის დროზე არ გათხოვდნენ“, აქტუალურია.  როგორია  საქართველოში ამ ქალების სოციალური და საზოგადოებრივი როლი?  

Exit mobile version