დააკავეს მამა, რომელიც 17 წლის შვილს გათხოვებას აიძულებდა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა. მას ბრალდება …

რატომ სძულთ „ოცნების“ კაცებს აქტიური პარლამენტარი ქალები

„შენ ხარ ბანძი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ. გაიარე რა, ფარჩაკი, ბანძი. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს, ანი წითლიძეს. უზრდელობის რეკორდი მოხსნა „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტარ თეონა აქუბარდიას. „მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და …

მამა სახლში ჩაკეტვით დაემუქრა შვილს, თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს – რა თქვა სასამართლომ

რა მიდგომა აქვთ მოსამართლეებს, როცა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციის მოტივი იკვეთება?  – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს ინტერნეტგვერდზე 2023 წელს მიღებულ რამდენიმე განაჩენს გაეცნო, სადაც საქმე ეხება დანაშაულის ჩადენას დისკრიმინაციის მოტივით. გამოჩნდა, რომ დისკრიმინაციით მოტივირებულ დანაშაულები ძირითადად უკავშირდება გენდერულ სტერეოტიპებს და გენდერულ იდენტობას. დისკრიმინაციის მოტივი ძირითადად ოჯახში ძალადობის საქმეებს ეხება, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. ოჯახში …

რატომ არის მორჩილება ქალისთვის მონობა და არა სამკაული

„ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს, ეს სამკაული თუ არ აქვს – „მორჩილება“ და „თავმდაბლობა“, მაშინ, მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია ყველაფერი რომ ჩამოჰკიდონ, არაფერი იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში. მორჩილება ქალის სამკაულია“, – ასე ასწავლის პატარა გოგონებს ერთ-ერთ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ქალის როლს. ამ შინაარსის ვიდეო ფეისბუქში 15 მაისს ატვირთეს. სასულიერო პირი, ბიჭებს მომავალი …

„ქალი კაცის პრიზს ვერ აიღებს“ – მერიის თასი და დისკრიმინაცია ჭადრაკში

„ქალი კაცთა პრიზს  ვერ აიღებს“ – მოჭადრაკე თამარ ესაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ასე უთხრეს საჭადრაკო ფესტივალზე, „ბათუმის მერიის თასზე“. მან ღია ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვა, თუმცა ქალებისთვის გათვალისწინებული საპრიზო თანხა შესთავაზეს, გაცილებით ნაკლები, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა. „მთლიანი ოფენ ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე  (სადაც პრიზი იყო 1300 ლარი) და დამაჯილდოვეს, როგორც ქალთა 1 ადგილზე გასული …

„გათხოვდი, ქიმია გირტყამს“ – უსინათლოთა კავშირის წევრის დისკრიმინაციული მიმართვა

უსინათლოთა კავშირის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელმა, ირმა ჩიხლაძემ, მას გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა. ესმა გუმბერიძის თქმით, ირმა ჩიხლაძემ მას შშმ პირთა ჯგუფში კრიტიკული მოსაზრებების გამო შემდეგი კომენტარი დაუწერა – „გათხოვდი, თორემ ხომ ხედავ, ტვინში გირტყამს ქიმია“. ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ მსგავსი კომენტარი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებს. „ეს არის …

19 ორგანიზაცია მარნეულის მერიიდან ოთარაშვილის, ინაძისა და ზარქუას გათავისუფლებას ითხოვს

19 არასამთავრობო ორგანიზაცია მარნეულის მერიას „ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელის, რიმა ოთარაშვილის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა – ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, სოსო ინაძისა და კიდევ ერთი პირის, ირმა ზარქუას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს [სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, ირმა ზარქუა სავარაუდოდ, მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობს]. ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ პირებმა 2 ივლისს სიტყვიერად შეურაცხყვეს სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის სამირა …

კაცმა ცოლს სახლის დაულაგებლობის გამო სცემა, მას ყოფილმა ცოლმაც უჩივლა

კაცმა ცოლს სახლის დაულაგებლობისთვის სცემა. ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევის შემდეგ ლევანს [სახელები შეცვლილია] ყოფილმა ცოლმაც უჩივლა. ეს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა. განაჩენის მიხედვით, ლევანმა ცოლს სახლის დაულაგებლობისთვის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. „…არასრულწლოვანი შვილის – საბას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი, სახის არეში დაარტყა ხელი ორჯერ, ერთხელ დაარტყა ხელი მარცხენა წინამხრის …

„კოლეგამ მე-4 ცოლი მოვიყვანეო და წავიდა კაცებში მოწონების ხმები“ – რას ჰყვებიან პარლამენტარები

„ბათუმელების“ რესპონდენტები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა აშკარაა, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ თითქმის ერთნაირი გამოცდილება დაუგროვდათ: მაგალითად, საქმიანი საუბრის გადაფარვა ხმამაღალი ტემბრით ან თითქოსდა ქათინაურით – „რა ლამაზად გამოიყურები“. მათი პოლიტიკური ბრძოლის მაგალითები თითქმის იდენტურია – რთული, დამღლელი, მაგრამ მოტივაციის აღმძვრელი. ქალებმა იციან, რომ მსგავსი მაგალითები ცვლის რეალობას. გუგული მაღრაძე: თავს გიქნევენ, მაგრამ შემდეგ …

„შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“ – კონკურსი

USAID-PROLoG–ი, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით, ატარებს კონკურსს „შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“. „ქართულ ანდაზებში, ასევე ლიტერატურაში, ან ეპოსში გვხვდება ქალების შესახებ მჩაგვრელი – დამამცირებელი, დამაკნინებელი აფორიზმები და გამონათქვამები, რაც ხელს უწყობს მათ მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. კონკურსის მიზანია, მსგავსი გამონათქვამების და აფორიზმების გამოვლენა და მათი წარმოდგენა ახლებური, თანასწორობაზე დაფუძნებული და გენდერულად მიუკერძოებელი შინაარსით,“ …

საჯარო ლექცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

„ერთად ვიბრძოლოთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“- თემაზე შეხვედრა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი წევრებმა სტუდენტებს ის საფრთხეები გააცნეს, რაც შესაძლოა მსგავს ფაქტებს მოჰყვეს. მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრებებიც. ლევან ვარადაშვილი, ბნსუ-ს სტუდენტი: „ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა, ვნახეთ სასარგებლო პრეზენტაცია. მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით ევროპულ გამოცდილებას, როგორ უნდა ვებრძოლოთ გენდერულ …

„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში

როგორია „იდეალური ცოლი“ და „იდეალური ქმარი“? – ეს არის ტესტი მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან. სახელმძღვანელოს სამი ავტორი ჰყავს – თამარ მეიფარიანი, ირინე ვადაჭკორია და ლელა მიქიაშვილი. წიგნი „საქართველოს მაცნემ“ გამოსცა. იმისათვის, რომ მოსწავლემ გაარკვიოს, ჯდება თუ არა „იდეალური“ ცოლის ან ქმრის კრიტერიუმში,  5 ქვეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. პირველი კითხვა – გათხოვებას, ცოლის თხოვას ისურვებდით: …

ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა

36 წლის ნათია (ნათელა) დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნების ქალაქში“ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილთან ერთად, თუმცა რამდენიმე თვეა, რაც ქმართან განქორწინდა და ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ნათია სოციალურად დაუცველია. ის საუბრობს მეზობლების და სამთავრობო კომისიის წევრების მხრიდან მორალურ წნეხზე და ამბობს, რომ ცდილობენ  ყოფილი ქმრის სასარგებლოდ ბინაზე უარი ათქმევინონ. „ნაცნობები, მეზობლები …

მშობელი პედაგოგს მეხუთეკლასელი ბიჭის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ, 18 სექტემბერს, გავრცელდა ერთ-ერთი მშობლის პოსტი, სადაც ის წერს, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მისი მეხუთეკლასელი შვილის მიმართ ვერბალური ბულინგი განახორციელა. მშობელი წერს, რომ პედაგოგმა მისი ბიჭის მისამართით კლასს საჯაროდ დაუსვა კითხვა იმის გასარკვევად, ახალი მოსწავლე გოგო იყო თუ ბიჭი. და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიჭი მოგრძო თმას ატარებს. მშობლის …

მეთორმეტეკლასელი გოგო ჩაგვრაზე

ნათია ცენტერაძე ქობულეთის #3 საჯარო სკოლაში, მე-12 კლასში სწავლობს. მისი ერთ-ერთი ესეი – „მა, მე შენ მჭირდები“, რომელმაც ელექტრონული მედიის ყურადღება მიიქცია, გოგონების პრობლემას ეხება. „მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოდ დაიბადე, შეიძლება მიგატოვოს საკუთარმა მამამ, რადგან მას ბიჭის, „გვარის გამგრძელებლის“ დაბადება უნდოდა“, – წერს ნათია ესეიში. ნათიას ესეი ბევრმა აღიქვა, როგორც პირადი ისტორია. „ეს დავწერე არა …

“არმინდოდა”, “მეწყინა” და სხვა სახელები ქალებისთვის

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 31 ადამიანს ჰქვია “არმინდა”, მათ შორის 30 ქალია. “მეწყინა” ჰქვია 17 ადამიანს და 17-ვე ქალია; “ვაკონა” (მეგრულად – არ უნდათ) ჰქვია 77 ადამიანს, მათგან 74 ქალია; “არმინდოდა” ჰქვია ერთ ქალს; 24 ადამიანია რეგისტრირებული სახელით “გულსარა” – ყველა მათგანი ქალია; სამ ადამიანს ჰქვია “კმარა” – ყველა მათგანი ქალია; ასევე, 12 …

სახალხო დამცველი: ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება 26 აგვისტოს ქედის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, როდესაც საკრებულოს წევრმა სხდომის დამსწერეებს მოუწოდა, ქალები გასულიყვნენ დარბაზიდან. „პირადი საკითხები იყო გასარკვევი და დასალაპარაკებელი მამაკაცებში, სხვა არაფერი, არ იყო იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო“ – ასე შეაფასა მაშინ ფაქტი საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ. “საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და …

Exit mobile version