ბახმაროში ტურისტი ქალი გააუპატიურეს. ძალადობის ფაქტი ამ დღეებში მოხდა. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ქალზე მოძალადე კაცი დაკავებულია. რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამ დროისთვის უცნობია. შსს-ში გვითხრეს, რომ დეტალებს აზუსტებენ.
Tag Archives: გაუპატიურება
ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. ცნობილია, რომ უწყებაში ამ საკითხზე მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს. ნატა ვიბლიანი არის ემიგრანტი ქალი, რომელიც ამბობს, რომ მცირეწლოვან ასაკში მასზე ოჯახის ახლობელი კაცები სექსუალურად ძალადობდნენ. გარდა ამისა, ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინების შემთხვევებზეც. ნატა ვიბლიანმა საკუთარი ისტორიის გაზიარება სოციალურ ქსელში რამდენიმე …
Continue reading “ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო”
„გამაუპატიურა რუსმა ოფიცერმა, რომელმაც დამკითხა“ – უკრაინელი რეჟისორი და უფლებადამცველი
უკრაინელი რეჟისორი, ალისა კოვალენკო „ნეტგაზეთთან“ იხსენებს, რატომ გადაწყვიტა ომში წასვლა და როგორ აღმოჩნდა რუსულ ტყვეობაში. მან თავად გამოიარა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა, არის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის – „SEMA უკრაინისა“ და „ომის დროს სექსუალური ძალადობის დასასრულებლად მსხვერპლთა და გადარჩენილთა გლობალური ქსელის“ აქტიური წევრი. ნახეთ ვიდეო:
ორსული ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე …
Continue reading “ორსული ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი დააკავეს”
ოჯახის 14 წლის წევრის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ახმეტაში კაცი დააკავეს
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების და მუქარის ბრალდებით, ახმეტაში კაცი დააკავეს. შს სამინისტროს თანახმად, „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან – 2012 წელს დაბადებულ პირთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანს …
შშმ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – შსს
შსს-ს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, ტაქსის მძღოლმა შშმ პირზე სექსუალურად იძალადა. „გორის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში, ტაქსის მძღოლმა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე სექსუალურად იძალადა. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირია დაკავებული“ – წერს შსს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო …
Continue reading “შშმ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს – შსს”
ბათუმში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს 30 წლის კაცი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე–4 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდება.
16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა
თელავის სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“’ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის …
Continue reading “16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა”
შშმ ქალის გაუპატიურების ბრალდებით ქედაში 30 წლის კაცი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ქედაში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს 1994 წელს დაბადებული კაცი. „ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“- წერს შსს. დანაშაული ითვალისწინებს 10-დან 13 წლამდე …
Continue reading “შშმ ქალის გაუპატიურების ბრალდებით ქედაში 30 წლის კაცი დააკავეს”
სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს აუპატიურებდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს, 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების …
ქობულეთში შშმ მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე 1 კაცი დააკავეს – რა გააკეთა სახელმწიფომ მის დასაცავად
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მოზარდი სოფელში ცხოვრობს. ბრალდებული კი სავარაუდოდ, მეზობელი სოფლიდანაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი მოზარდი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და აქვს სხვა ტიპის პრობლემებიც. მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“ ჯერ კიდევ გასულ წელს …
34 წლის კაცმა მოზარდი გააუპატიურა, მას ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა – საგამოძიებო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 8 პირი ამხილეს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში არასრულწლოვან დაზარალებულს საქმროსთან სქესობრივი აქტისას, ა/მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელებისა და გახმაურების მუქარით ჩასვა …
ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ TV25-მა გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. შს სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი გუშინ, 11 ივლისს დააკავეს. ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა.
15 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს
ბათუმში, არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა ბათუმში. გაუპატიურებაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ასევე გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთ, გარყვნილი ქმედების ფაქტზე, ამჯერად არასრულწლოვანი გოგოს მიმართ. „აღნიშნულ ფაქტზე, ბრალდებულის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – ამბობენ შსს-ში. ____________________ ამავე თემაზე: ბათუმში მოზარდზე სექსუალური …
Continue reading “15 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს”
არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაზე, ცოლისა და შვილების ცემაზე კაცს 16 წელი მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ გერის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს, ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის, ორსულობის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა …
მეუღლის გაუპატიურებისა და შვილის ცემის გამო კაცს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და ოჯახის წევრის გაუპატიურების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე და ამცირებდა მას. ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებული გააუპატიურა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა და სცემდა …
Continue reading “მეუღლის გაუპატიურებისა და შვილის ცემის გამო კაცს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა”
რას აცხადებს საგამოძიებო ხულოში ქალზე ძალადობის, შანტაჟისა და გამოძალვის საქმეზე
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების და გამოძალვის ფაქტზე ნოემბრის თვეში ხულოში ორი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 24 ნოემბერს მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ. გ. და 1997 …
Continue reading “რას აცხადებს საგამოძიებო ხულოში ქალზე ძალადობის, შანტაჟისა და გამოძალვის საქმეზე “
9 წლის წინ ბავშვის გაუპატიურებისთვის ბიძას 12 წელი მიუსაჯეს – განაჩენი სასამართლომ დღეს გამოიტანა
„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, 13 დეკემბერს, 9 წლის წინანდელ გაუპატიურების შემთხვევაზე განაჩენი დადგა და მოძალადე დაისაჯა. 21 წლის ქალმა ააიპ „თანასწორობის მოძრაობას“ 2022 წლის 15 მარტს მიმართა. ის აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. „საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და …
დაზიანების გარეშე გაუპატიურება ფაქტობრივად არ დგინდება – რატომ უნდა შეიცვალოს კანონი
საერთაშორისო კონვენციებისა და სასამართლოების მიერ აღიარებულია, რომ ქალის თავისუფალი თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, თუმცა ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის, რომ ქალი მიჩნეულ იქნას გაუპატიურებულად, მას, ფაქტობრივად, ფიზიკური ძალადობის ნიშნები უნდა აღენიშნებოდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი: გაუპატიურება, …
არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო პირს 15 წელი მიუსაჯეს
პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ერთ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული გააუპატიურა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 …
Continue reading “არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო პირს 15 წელი მიუსაჯეს”
ბათუმში ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
23 აგვისტოს ბათუმში ერთი პირი დააკავეს არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით. ოფიციალური ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულს უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
უკრაინა პირველ რუს ჯარისკაცს ასამართლებს უიარაღო კაცის მოკვლისთვის – მედია
დღეს, 13 მაისს, კიევის სასამართლო რუსი სამხედრო მოსამსახურის, ვადიმ შიშიმარინის საქმის განხილვას იწყებს. რუსეთის შემოჭრის შემდეგ ეს არის სამხედრო დანაშაულზე დაწყებული პირველი სისხლის სამართლის საქმე, რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო უკრაინა ინფო The Guardian-ზე დაყრდნობით იუწყება. ბრალდებული კანტემირის სატანკო დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის 21 წლის მეთაურია. მას ბრალად ედება სუმის რაიონში, სოფელ ჩუპახოვკაში უიარაღო მშვიდობიანი …
Continue reading “უკრაინა პირველ რუს ჯარისკაცს ასამართლებს უიარაღო კაცის მოკვლისთვის – მედია”
ოკუპანტებმა გაიტაცეს და გააუპატიურეს ქალი, მას სახლში პატარა შვილები ელოდნენ – პოლიცია
ოკუპანტებმა ქალაქ რუბიჟნიდან გაიტაცეს ქალი და რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ. ქალს სახლში ჰყავდა პატარა ბავშვები, რომლებიც დედას ელოდნენ. ქალმა როცა სახლში დაბრუნება შეძლო, შვილები აღარ დახვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ზე უკრაინის ნაციონალური პოლიციის ლუგანსკის ოლქის მთავარი სამმართველო ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, „აპრილის დასაწყისში 34 წლის ქალი რუბიჟნეს დროებით ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ადგილობრივ ბაზარში საკვების საყიდლად …
უკრაინელი ქალი ჰყვება, რომ ის ბათუმში გააუპატიურეს, მაგრამ დღემდე დაზარალებულად არ უცნიათ
უკრაინის მოქალაქე, 47 წლის ქალი ამბობს, რომ 2022 წლის იანვარში, ძველით ახალი წლის ღამეს, ის გააუპატიურეს. ქალი გასული წლიდან ბათუმში ცხოვრობს და მუშაობს. ამის შესახებ დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს. ქალი ამბობს, რომ ორგანიზაციას მას შემდეგ მიმართა დასახმარებლად, რაც დარწმუნდა, რომ პოლიცია საქმეს სათანადოდ არ იძიებდა. უკრაინის მოქალაქე ქალი …
გაუპატიურების საქმე ბათუმის სასამართლოში – ქალის ჩვენება და ბრალდებულის ადვოკატის ვერსია
„გამომეღვიძა… შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ვკიოდი, ეს რა გააკეთე-მეთქი, ის კი ისე გრძნობდა თავს, თითქოს ცუდი არაფერი ჩაუდენია,“ – ეს ამონარიდია დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებიდან. გამოძიება უცხოელი ტურისტი ქალის გაუპატიურებას ბათუმელ ჯ.კ.-ს ედავება. დღეს, 16 თებერვალს, ამ საქმეზე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების ჩვენებები მოისმინა. ბრალდებული კაცი, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან წინასწარ პატიმრობაშია, ბრალს არ აღიარებს. შემთხვევა …
წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს
სრულწლოვანი პირების შემთხვევაში გაუპატიურების მაჩვენებელი საქართველოში 42 პროცენტით გაიზარდა. საუბარია ოფიციალურ სტატისტიკაზე პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. დანაშაულის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს გაუპატიურების 142 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს – 100. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეჯამებული სახით აქვეყნებს ინფორმაციას სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ …
Continue reading “წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს”
ბათუმში მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან – სასამართლო საქმის დეტალები
პროკურატურა კაცს საკუთარი შვილის, 15 წლის გოგოს გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავება. საქმეს დახურულ რეჟიმში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაია განიხილავს. „მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს. ის არ აღიარებს დანაშაულს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია, რომელიც ბრალდებულ თემურ ტ.-ს ინტერესებს იცავს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში …
Continue reading “ბათუმში მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან – სასამართლო საქმის დეტალები”
შშმ ქალის გაუპატიურებისთვის კაცს 11 წელი მიუსაჯეს
პროკურატურის ცნობით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო. გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე …
Continue reading “შშმ ქალის გაუპატიურებისთვის კაცს 11 წელი მიუსაჯეს”
გაუპატიურების საქმე ბათუმში – „მტკიცებულება არ არსებობს, ქალის ჩვენების გარდა“
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაუპატიურების საქმეზე დღეს, 16 ივნისს წინასასამართლო სხდომა შედგა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმის არსებითი განხილვის გადაწყეტილება მიიღო. გამოძიება გაუპატიურებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას მ.ა.-ს ედავება. მას ქალმა უჩივლა, ვისთანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო. ადვოკატ მალხაზ ზოიძის თქმით, ცოლ-ქმართან ერთად ცხოვრობდა ბრალდებულის შვილიც წინა ქორწინებიდან. „ჩვენ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს, მტკიცებულება არ …
Continue reading “გაუპატიურების საქმე ბათუმში – „მტკიცებულება არ არსებობს, ქალის ჩვენების გარდა“”
„მდუღარე წყალს გადაგასხამ… გადახტი“ – 26 წლის ქალმა გაუპატიურების შემდეგ თავი მოიკლა
პროკურატურა იუწყება, რომ თბილისში დააკავეს ყაზახეთის მოქალაქის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ქალმა გაუპატიურების შემდეგ თავი მოიკლა. ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ყაზახეთის მოქალაქე, ასელ აიპაევა საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა. დღეს, 8 მაისს, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ ქალი ესაუბრება ვინმე ბესოს, რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებს და ფანჯრიდან გადახტომისკენ …
„ბიძიად ვთვლიდი“ – გაუპატიურება ბათუმში, როცა კაცი ამბობდა, რომ ქალს მხოლოდ სცემა
„ბიძიად ვთვლიდი, ერთად ვცხოვრობდით, იცოდა, რომ საყვარელი მამაკაციც მყავდა…“ – უთხრა მოსამართლეს დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სალომემ [სახელები შეცვლილია] გაუპატიურების საქმეზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა. დაზარალებულისგან განსხვავებით, ბრალდებული კაცი ირწმუნებოდა, რომ მან ქალს მხოლოდ სცემა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ და გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონდა. ამ ორი პირის გარდა ჩვენება სასამართლოს მხოლოდ ბრალდებულის დისშვილმა …
Continue reading “„ბიძიად ვთვლიდი“ – გაუპატიურება ბათუმში, როცა კაცი ამბობდა, რომ ქალს მხოლოდ სცემა”
ქალის ძარცვისა და გაუპატიურების საქმე ბათუმის სასამართლოში
გაუპატიურებასა და ძარცვას გამოძიება ბათუმელ ნიკა შ.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. გამოძიების ვერსიით, ნიკამ ბათუმში, ტაილანდური მასაჟის სალონში, მასაჟისტი გააუპატიურა და გაძარცვა. დაზარალებულად ცნობილი ქალის თქმით, მას ნიკამ გაუპატიურების შემდეგ 1000-მდე ლარიც წაართვა. ნიკა წინასწარ პატიმრობაშია და ბრალს არ აღიარებს. „ბრალდებული ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ამ ქალს ახლოს იცნობდა და …
Continue reading “ქალის ძარცვისა და გაუპატიურების საქმე ბათუმის სასამართლოში”
1000 მშობლის მარში ბათუმში – რას ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები
დღეს, 8 მარტს, საპროტესტო აქცია „1000 მშობლის მარში” საქართველოს 11 ქალაქში, მათ შორის, ბათუმშიც გაიმართა. ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოებისა და ქალების მიმართ. კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა. ნინიმ დასახმარებლად პოლიციას მიმართა, თუმცა მოძალადე მხოლოდ ნინის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს. …
Continue reading “1000 მშობლის მარში ბათუმში – რას ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები”
ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სახელმწიფო ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას – ომბუდსმენი
„სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, …
ბათუმში მდუმარე აქციით პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს – 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმე
„გაიღვიძეთ“, „გულგრილობა დანაშაულია“, „ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგებით დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. აქციის ორგანიზატორი იყო პოლიტიკური პარტია „ლელო“. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი …
რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ
გუშინ ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მის შვილიშვილზე 23 წლის კაცმა სექსუალურად პირველად 2020 წლის ივლისში იძალადა. როგორც ბაბუამ თქვა, მოძალადემ მეორედაც „მოაკითხა, ექვსი თვის მერე და მეორეჯერ იძალადა“. ბაბუას თქმით, ოჯახმა მეორე შემთხვევის შემდეგ გაიგო ძალადობის შესახებ. როდის მიმართა ოჯახმა პოლიციას? – ქაქუთში გვითხრეს, რომ ბაბუა …