ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვ.ვ.-ს. მას ხელვაჩაურის პროკურატურა ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, შემთხვევა 2019 წლის 4 დეკემბერს მოხდა. „ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ვ.-მ, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ. სამართალდამცველებმა ვ.ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Tag Archives: გაუპატიურება
ქობულეთში, პლაჟზე ქალის გაუპატიურებისთვის კაცი 6 წლით ჩასვეს ციხეში
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯუმბერ ბ.-ს, მას გაუპატიურებას ედავებოდა გამოძიება. შემთხვევა გასული წლის აპრილში, ქობულეთის პლაჟზე მოხდა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ის პლაჟზე მაშინ გააუპატიურეს, როცა ადრე დილით თოლიების გადასაღებად გავიდა. საქმის მასალების მიხედვით, თავდამსხმელს ჯერ დაზარალებულად ცნობილი ქალის ქმარმა სცემა და შემდეგ მიმართეს პოლიციას. დაზარალებულმა ქალმა მოსამართლეს უთხრა, რომ საცხოვრებლად ქობულეთში …
Continue reading “ქობულეთში, პლაჟზე ქალის გაუპატიურებისთვის კაცი 6 წლით ჩასვეს ციხეში”
მოსამართლე გაუპატიურებაზე: წარმოუდგენელია, დამცირებული ქალი გვერდით მიუწვეს მოძალადეს
გაუპატიურებაში ბრალდებული ირაკლი თ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გაამართლა. გამამართლებელი განაჩენის მიზეზად მოსამართლე ასახელებს კანონის მოთხოვნას: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. სადავო შემთხვევა წელს, ზაფხულში მოხდა. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით ქალის კივილის ხმა გაიგონეს. პოლიციასაც მეზობლებმა დაურეკეს. „…იმ საღამოს ბავშვებთან ერთად ვიყავი სახლში, …
გაუპატიურების ახალი საქმე ბათუმის სასამართლოში
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს გაუპატიურების საქმეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომის დახურვა, დღეს, 23 ივლისს, პროკურორმა თორნიკე გოგიშვილმა იმ მოტივით მოითხოვა, რომ საქმე პირად ცხოვრებას ეხება. პროკურორის შუამდგომლობას ბრალდებულის სამივე ადვოკატი და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ქალმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის ბრალდებულმა ირაკლი თ.-მ გააუპატიურა. პოლიციაში მეზობელმა დარეკა იმ საცხოვრებელი კორპუსიდან, …
Continue reading “გაუპატიურების ახალი საქმე ბათუმის სასამართლოში”
14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
შსს ცნობით, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში. დანაშაული 10-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული …
Continue reading “14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს”
ბათუმში 12 წლის გოგო გააუპატიურეს
წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში 12 წლის გოგო გააუპატიურეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, გოგონაზე მეზობლად მცხოვრებმა იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადე შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ
ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როცა ოჯახის ახლობლებმა 26 წლის მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა კატეგორიულად მოსთხოვეს. “ბათუმელებს” სოფელში უთხრეს, რომ ქალმა არ იცის თვლა, საათის ცნობა და ასე შემდეგ: “რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. …
Continue reading “ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ”