მოქალაქეებს 80 ნაძვის ხე ჩამოართვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში გამოვლინდა წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი. „მოქალაქეები, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის სახეობის ხე-მცენარეს უკანონოდ ჰყიდნენ. წიწვოვანი ხე-მცენარეები დაილუქა და შედგა შესაბამისი აქტები“- წერს ზედამხედველობა. წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, გათვალისწინებულია ჯარიმა 200-დან 2000-ლარამდე, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. მათივე ინფორმაციით, …

ქობულეთში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხის მორები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „მოქალაქეს ქობულეთში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხამ 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“ – წერს ზედამხედველობის სამსახური. მათივე ინფორმაციით, მასალები, …

რატომ არის ნავთობის მძაფრი სუნი ბათუმში და რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის?

ბათუმში ნავთობის მძაფრი სუნი განსაკუთრებით გუშინ, 16 მაისის, დღის მეორე ნახევარში იგრძნობოდა. მძაფრი სუნი არა მარტო ღია, დახურულ სივრცეებშიც კი შემაწუხებელი იყო. როგორც ბათუმის პორტში გვეუბნებიან, ნავთობის სუნი პორტში ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვისას უკავშირდება. „ნავთობტერმინალზე იტვირთება ტანკერი, ნავთობის გადმოტვირთვა მიმდინარეობს და ეს სუნი სულ იყო ბათუმში. იმიტომ, რომ ყაზახურ ტვირთს საერთოდ აქვს დიდი გოგირდიანობა, სპეციფიკური სუნია. ეს …

უკანონოდ ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებამდე 304 უკანონო ნადირობის ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის, აჭარაშიც. „ყველაზე მეტი – 230 უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში  – 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 18, აჭარასა და გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, ქვემო ქართლში – 6, კახეთში კი 5 ფაქტი …

რამდენი ლარით შეიძლება დაჯარიმდეთ გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში – კანონპროექტი

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება. კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის დამალვა დაჯარიმდება 5 000-დან 10 000-მდე ლარით, ხოლო დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დამალვა – 5 000 …

აჭარაში გარემოს ზედამხედველობის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ დღეს 8 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამსახურიც ადასტურებს. ინფიცირებული პირი მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, თითოეულ თანამშრომელს უტარდება PCR ტესტი, ხოლო შენობაში სრული დეზინფექცია ტარდება. PCR ტესტების პასუხების მიღების შემდგომ, დეპარტამენტის სტრუქტურული …

 „ორბის“ უკანონო ბეტონის ქარხანა ქალაქის ცენტრში 3 წელია მუშაობს – რა გააკეთა მერიამ

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ირაკლი მოქიამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, კომპანია „ორბის“ ე.წ ბეტონის ქარხანა უკანონოდ ფუნქციონირებს. ეს ქარხანა დასახლებაში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რადგან საწარმო პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს შორის დგას და გარემოს აბინძურებს. ირაკლი მოქიას თქმით, 2018 წელს „ორბი“ უკანონო საწარმოს ფუნქციონირებისთვის დააჯარიმეს კიდეც …

მდინარე აჭყვაში თევზები დაიხოცა – გარემოს ზედამხედველობა ადგილზე დღეს გავა

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში თევზები და  წყლის სხვა ბინადრები დაიხოცა. ამის ამსახველ ვიდეოს ფეისბუქში ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე ავრცელებს. მისი თქმით, თევზების დახოცვა მდინარის დაბინძურებამ გამოიწვია. „არა მარტო თევზები, მდინარის სხვა ბინადრებიც დახოცილია. საშინელი სუნი დგას, მდინარე დაბინძურებულია და ყურადღებას არავინ აქცევს“, – ამბობს საკრებულოს წევრი. მისი თქმით, ქობულეთში მდინარე აჭყვა ლესელიძის ქუჩის მიმდებარე მონაკვეთშია …

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 232 ფაქტი ერთ თვეში

2020 წლის მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 232 ფაქტი გამოავლინდა. აქედან 8 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 118 ფაქტი კახეთშია გამოვლენილი, შემდეგ კი იმერეთში , სადაც 34 ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის შემდეგ, ყველაზე მეტი – 20 ფაქტი, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების …

2019 წელს საქართველოში 410 კილოგრამი თევზი უკანონოდ მოიპოვეს

2019 წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 162 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აჭარაში უკანონო თევზჭერის 47 ფაქტია გამოვლენილი მიმდინარე წელს, ყველაზე მეტი, – 98 ფაქტი კი იმერეთში გამოვლინდა. შემდეგი რეგიონი ქვემო ქართლია, სადაც 59 ფაქტი გამოვლინდა, შიდა ქართლში – 48 ფაქტი. კახეთში – 39 სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24 შავ ზღვაში – 24 …

წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი, რომელიც წითელ ნუსხაში შეტანილი მხეცია. „ამოღებულია ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს. რადგან დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, 50 000 …

ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი ვაჟა ბ. დააკავეს.   „გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური …

მაისის თვეში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 131 ფაქტი გამოავლინეს

ერთ თვეში, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 23 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზეა გამოვლენილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე 19 ფაქტი, იმერეთში – 16, გურიაში – 2, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – …

სახიფათო ნარჩენები ბათუმის დასახლებაში – ფერმაში რამდენიმე სახის დარღვევა გამოავლინეს

მახვილაურში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მეფრინველეობის ფაბრიკის მეპატრონის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ქათმების ფერმის მეპატრონე არ იცავს სტანდარტებს, რის  გამოც წყლის არხები დაბინძურებულია და მძაფრი სუნი დგას. მოსახლეობამ დღეს, 28 მაისს, გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აღნიშნული ტერიტორია ბათუმის საზღვრებშია. „ქათმების ფერმა დასახლებულ პუნქტშია, საწარმო არ იცავს გარემოს დაცვის სტანდარტებს, ფეკალური მასები …

ქვირითობა დაიწყო, აკრძალული თევზჭერა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან [პირველი მაისი] თევზის ქვირითობა იწყება, რის გამოც აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა იკრძალება. აკრძალვა 31 აგვისტომდე გაგრძელდება. „მითითებულ პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის განცხადებაში. თევზჭერის აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, მოსასმელი ბადე და სხვა იარაღები. …

როგორ აპირებენ ტყვიით დაბინძურების წყაროების პოვნას საქართველოში

სისხლში ტყვიის შემცველობაზე აჭარაში კვლევა ჩაუტარდა 164 ბავშვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  კვლევაში მონაწილე ბავშვების 85 პროცენტს, ანუ 139 ბავშვს სისხლში დადგენილ ნორმაზე მეტი (5 მკგ/დლ. მიკროგრამი დეცილიტრზე) ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, ხოლო 50 პროცენტს 10 მკგ/დლ-ი.  როგორც „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდში ეუბნებიან, გამოკვლეული ბავშვებიდან, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობს. აჭარის ჯანდაცვის …

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება – ჯარიმა 500-დან 1000-მდე ლარია

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე. დეპარტამენტის ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. „საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე,“ – ნათქვამია გარემოს …

უკანონო სახერხი საამქროების 10 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის პირველი მარტიდან დღემდე, 10 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 17 ფაქტი გამოვლინდა. აქედან ხუთი ფაქტი – აჭარის ტერიტორიაზე. „სამართალდარღვევის ყველაზე მეტი – 7 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ზემო სვანეთში ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ასევე ერთი ფაქტი – სამეგრელოში, იმერეთში – 5 ფაქტი, …

უკანონო თევზჭერის ფაქტები აჭარასა და სხვა რეგიონებში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში,  უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 145 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 66 ფაქტი, გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე;  ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 57 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 50 ფაქტი გამოავლინეს. კახეთის რეგიონული სამმართველოს …

ზედამხედველობა: საწვავი თუკი ტყვიას შეიცავს, ან განადგურდება, ან უკან გავაბრუნებთ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის იმპორტისას, წარმოებისას და მიწოდებისას, თუკი დარღვეული იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და საწვავში აღმოჩნდება ტყვია (არაუმეტეს 0.005 გ/ლ), ამოქმედდება შესაბამისი ჯარიმები. საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო საწვავის (ბენზინი ან დიზელი) იმპორტირებისას, კანონით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, იმპორტიორი 10 000 ლარით დაჯარიმდება. ისეთი საწვავის წარმოება, რომელიც არ შეესაბამება ხარისხის დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს …

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 293 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო …

გამოვლინდა უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღის გამოყენების 248 ფაქტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“, რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან  „მანოკი“ არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება. თანამშრომლების მიერ …

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 18 აგვისტოს დაიწყება – რას ითხოვს გარემოს ზედამხედველობა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოს დაიწყება.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ  გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის …

გარემოს ზედამხედველობა: ნაძვის უკანონო ჭრა ჯერჯერობით არ გამოვლენილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაძვის ხეების უკანონოდ მოჭრის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. „ჭრის შემთხვევები არის, თუმცა ყველა შემთხვევაში არსებობს ნებართვა. ნაძვის ხის მოჭრა დასაშვებია საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე, სანერგეები აქვთ და ყიდიან, ასევე იმპორტირებული ნაძვებია, რომლებსაც ყიდიან. ტოტებით აწყობილ ნაძვის ხეებს ყიდიან, თუმცა ყველგან ჰქონდათ ნებართვა. ამ …

Exit mobile version