„კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის“ – ნათქვამია სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს გავრცელდა და მას ხელს საქართველოში მოქმედი 53 ორგანიზაცია აწერს. „ბათუმელები“ სრულად აქვეყნებს განცხადებას. განცხადებაში ვკითხულობთ: „სანამ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს …
Tag Archives: განცხადება
სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ წესრიგს – სახალხო დამცველის თანამშრომლები
„ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერს 37 ადამიანი. „ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების …
გაეროს ახალი განცხადება ნინოწმინდის პანსიონზე – ვგმობთ ბავშვებზე სასტიკ მოპყრობას
გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკ მოპყრობას, სახელმწიფოს კი ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზმისკენ მოუწოდებს. „მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ. საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური …
Continue reading “გაეროს ახალი განცხადება ნინოწმინდის პანსიონზე – ვგმობთ ბავშვებზე სასტიკ მოპყრობას”
„აჭარტრანსრეგულირება“ სამუშაოდ იწვევს მძღოლებს საკუთარი ავტომობილებით – განცხადება
შპს „აჭარტრანსრეგულირება“ 10 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ვაკანტურ ადგილებზე ქვემოთ ჩამოთვლილ მარშუტებზე და სამუშაოდ იწვევს მძღოლებს საკუთარი ავტომობილებით: [checklist] მარშრუტი N140, ახალშენი – ს/ც – ,,ბათუმი 2009“ – 10 ადგილი მარშრუტი N165, განახლება – ს/ც – ,,ბათუმი 2009“ – 6 ადგილი მარშრუტი N141, ორთაბათუმი – ს/ც – ,,ბათუმი 2009“ – 12 ადგილი მარშრუტი …
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 21 საათამდე იმუშავებს – მერია
დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. ბათუმის მერიის ცნობით, შეზღუდვების გათვალისწინებით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მუშაობას 21:00 საათზე დაასრულებენ. ასევე, მერიის განცხადებით, ბათუმში დასუფთავების სამსახური შესაბამის სამუშაოებს 21:00 საათამდე შეასრულებს. რაც შეეხება „ბათუმის წყლის“ ტექნიკურ სამსახურებს, მათი მუშაობის …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 21 საათამდე იმუშავებს – მერია”
ბათუმში სამ ქუჩაზე ხვალ წყალი შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს 15 საათიდან 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შარტავას და ფიროსმანის ქუჩებს აბუსერიძის ქუჩის 19, 19ა, 21 და 23-ს ნომრებს „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და …
იუსტიციის სახლი წინასწარი დაჯავშნის წესს ცვლის
იუსტიციის სახლი ბათუმში აცხადებს, რომ იცვლება წინასწარი ჯავშნების წესი, რადგან გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები. „რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ“-წერია განცხადებაში, რომელიც დღეს 10 ოქტომბერს, იუსტიციის სახლის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. ამავე განცხადებაში წერია, …
Continue reading “იუსტიციის სახლი წინასწარი დაჯავშნის წესს ცვლის”
რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 სექტემბერს საღამოს 22:00 საათიდან, 30 სექტემბრის დილის 8:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ლერმონტოვის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე გრიბოედოვის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე ჯავახიშვილის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე …
Continue reading “რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში”
მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ
კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 22 სექტემბერს, ღამის 12 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ …
Continue reading “მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ”
რას ითხოვს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია სახელმწიფოსგან
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაცია კომპენსაციების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში და ტურისტულ სექტორში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც გაურკვეველია კონკრეტული ვადები საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორი გადარჩეს. აუცილებელ ღონისძიებებად ხალგაზრდა გიდების ასოციაცია შემდეგ ნაბიჯებს მიიჩნევს: [checklist] აგვისტოდან, დამატებით გაიცეს კომპენსაციები გიდებისთვის და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის; გადაიხედოს, …
Continue reading “რას ითხოვს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია სახელმწიფოსგან”
ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი იწყება
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ცნობით, 16 ივლისს ბათუმის მერია მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემის IV ეტაპს იწყებს. საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ. თითოეული აღსაზრდელის მშობელი მიიღებს მათთვის განკუთვნილ სასურსათო კალათას. სასურსათო კალათის შემადგენლობაში შედის: ყველი – 1,200კგ, რძე – 1 ლტ, კარაქი – 200 გრ, ზეთი …
Continue reading “ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი იწყება”
კომუნიკაციების კომისია და „ოცნება“ ცდილობენ „ბათუმელების“ დისკრედიტაციას – მედიაკოალიცია
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ „გაზეთ ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პლატფორმაზე – „მედიაკრიტიკაზე“ გამოქვეყნებულ სტატიასა და „ბათუმელების“ ჟურნალისტზე, ჯაბა ანანიძეზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებას ფეისბუქზე. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ. „2020 წლის 5 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის …
7-9 ივლისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ხოლო …
Continue reading “7-9 ივლისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება”
ბათუმის 7 ქუჩაზე წყალი ორი საათით შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, ავარიული დაზიანების გამო, 15 საათიდან 17 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: აბუსერიძის ქუჩა შარტავას ქუჩა ფიროსმანის ქუჩა ჯავახიშვილის ქუჩა გრიბოედოვის ქუჩა ვახტანგ გორგასლის ქუჩა ლორიას ქუჩა „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, …
Continue reading “ბათუმის 7 ქუჩაზე წყალი ორი საათით შეწყდება”
„ავტორიზაციის საბჭო რეპრესიული მექანიზმია“ – განცხადება ჩაღლარის ქსელის დახურულ სკოლაზე
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიცეუმი არ ეთანხმება საბჭოს განცხადებას და აპირებს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში. ასევე, სკოლა მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო …
ბათუმში სამ ქუჩას სამშაბათ საღამოს წყლის მიწოდება შეუწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 28 აპრილს, ღამის 12 საათიდან 29 აპრილის დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: [crosslist] ხასან ჰელიმიშის ქუჩა ანგისის ქუჩა ანგისის პირველი შესახვევი [/crosslist] „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე …
Continue reading “ბათუმში სამ ქუჩას სამშაბათ საღამოს წყლის მიწოდება შეუწყდება”
ევანგელური ეკლესიების ალიანსის განცხადება პანდემიის დროს ღვთისმსახურებაზე
საქართველოს ევანგელური ეკლესიების ალიანსი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ევანგელურმა ეკლესიებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო და სულიერი პასუხისმგებლობა, შეცვალეს რა ღვთისმსახურების ფორმა, რაც პირდაპირ შეესაბამება უფლის მცნებებს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მთ 22:39) და: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“ (მთ 4:7)“. „ამავე დროს აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია გარკვეული რელიგიური მოღვაწეების მხრიდან ჩვენს ამ ყოველმხრივ …
Continue reading “ევანგელური ეკლესიების ალიანსის განცხადება პანდემიის დროს ღვთისმსახურებაზე”
ბათუმში ერთი თვით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება სამ ადგილას
ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების გამო ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება შემდეგ მონაკვეთებზე: რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილისა და ჩარმიქლის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი აღმაშენებლის ქუჩა – ტაბიძისა და ხახულის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი აეროპორტის გზატკეცილი – აღმაშენებლის წრიულიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს წყალარინების …
Continue reading “ბათუმში ერთი თვით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება სამ ადგილას”
ევანგელური ეკლესიები COVID-19-ის გამო ღვთისმსახურების ფორმას დროებით ცვლიან
საქართველოს ევანგელური ალიანსი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ღვთისმსახურების ფორმას დროებით ცვლიან. დღეს, 26 მარტს, ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, რაც დაკავშირებულია COVID19-ის პანდემიის სწრაფ გავრცელებასთან, საქართველოს ევანგელური ეკლესიები აცხადებენ სრულ მხარდაჭერას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებისა და საქართველოს …
Continue reading “ევანგელური ეკლესიები COVID-19-ის გამო ღვთისმსახურების ფორმას დროებით ცვლიან”
„უნებლიეთ, სიტყვათა წყობის გამო, მომიხდა ფაქტების დამახინჯება“ – გამოხმაურება
ნათია სვანიძე, გამოხმაურება სტატიაზე: მინდა განცხადება გავაკეთო 2020 წლის 25 თებერვალს „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩემი ინიციატივით წამოწყებულ პროექტს „გახდი მეურვე“. სტატიის თავდაპირველი ვერსიის გამოქვეყნებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან სრულიად სამართლიანი და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რაც გამოიწვია ჩემმა უნებლიე სიტყვათწყობამ. კერძოდ, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილის განათლების დაფინანსებაში ვიგულისხმე მხოლოდ ინგლისური ენის ნაწილში სწავლის …
Continue reading “„უნებლიეთ, სიტყვათა წყობის გამო, მომიხდა ფაქტების დამახინჯება“ – გამოხმაურება”
რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი ბათუმში
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 11 მარტს, ტექნიკური სამუშაოების გამო 23:00 საათიდან 12 მარტის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვახტანგ გორგასლის ქუჩას გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთს გრიბოედოვის ქუჩას ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ტბელ აბუსერიძის ქუჩამდე „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების …
აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი შევიწროების ახალ ეტაპზე გადავიდა – განცხადება
აჭარაში მოქმედი ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები აშკარად ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის …
Continue reading “აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი შევიწროების ახალ ეტაპზე გადავიდა – განცხადება”
EMC ხანძრით დაღუპულებზე: ქვეყნის სოციალური პოლიტიკა არაადეკვატური და სუსტია
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ეს ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის. 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ხანძრის შედეგად 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი დაიღუპა. ორგანიზაციის განცხადებით, სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და …
Continue reading “EMC ხანძრით დაღუპულებზე: ქვეყნის სოციალური პოლიტიკა არაადეკვატური და სუსტია”
ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს წყალი შეუწყდათ – ავარიული დაზიანება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს ღამის 3 საათამდე შეუწყდებათ წყალმომარაგება. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის …
Continue reading “ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს წყალი შეუწყდათ – ავარიული დაზიანება”
ბათუმში ათ ქუჩაზე წყალი შეწყდა – კომპანიის განცხადება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო ღამის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: ფიროსმანის ქუჩა შარტავას ქუჩა ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა რუსთაველის ქუჩა ზურაბ გორგილაძის ქუჩა ტბელ აბუსერიძის ქუჩა ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა ჯავახიშვილის ქუჩა ვახტანგ გორგასალის ქუჩა „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც …
Continue reading “ბათუმში ათ ქუჩაზე წყალი შეწყდა – კომპანიის განცხადება”
დღეს ბათუმის სამ ქუჩაზე ღამის 12 საათამდე წყალი შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 5 დეკემბერს, ავარიული დაზიანების გამო 16 საათიდან ღამის 12 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: [crosslist] შარტავას ქუჩას ფიროსმანის ქუჩას ტბელ აბუსერიძის ქუჩას [/crosslist] „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი …
Continue reading “დღეს ბათუმის სამ ქუჩაზე ღამის 12 საათამდე წყალი შეწყდება”
რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 29 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე: ლეონიძის ქუჩა ტაბიძის ქუჩა რურუას ქუჩა ხახულის ქუჩა ხახულის პირველი შესახვევი მარეთის პირველი ჩიხი მარეთის ქუჩა მესხეთის ქუჩა მესხეთის მეორე ჩიხი მესხეთის მეორე შესახვევი ფრიდონ ხალვაშის გამზირი – ხახულის ქუჩიდან აეროპორტის გზატკეცილამდე აეროპორტის გზატკეცილი წმინდა ევდემოზ …
Continue reading “რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში”
რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს, ავარიული დაზიანების გამო, 18:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: [crosslist] ბაგრატიონის ქუჩას – ჯავახიშვილიდან აღმაშენებლის ქუჩამდე. გუდიაშვილის ქუჩას კაჭარავას ქუჩას მალაზონიას ქუჩას მიქელაძის ქუჩას გენ. აბაშიძის ქუჩას – აბუსერიძიდან ბაგრატიონამდე აბუსერიძის ქუჩას – ლუდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. [/crosslist] „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს …
Continue reading “რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში”
სად გაითიშება ხვალ დენი ბათუმში, ქობულეთში, შუახევსა და ხულოში
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 22 ნოემბერს, ბათუმში, ქობულეთში, შუახევსა და ხულოში მონაცვლეობით გაითიშება ელექტროენერგია ქსელზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო. ბათუმში, 11-დან 18 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, ელექტროენერგია გაეთიშება შემდეგ ქუჩებს: [crosslist] ჟღენტის რუსთაველის ბაგრატიონის ვაჟა-ფშაველას მელიქიშვილის ლუკა ასათიანის ს.ხიმშიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს [კვეთებში] [/crosslist] ქობულეთში, 11-დან 18 საათამდე, მონაცვლეობით, ელექტროენერგია გაეთიშება შემდეგ სოფლებს: კვირიკეს, მუხაესტატეს, წყავროკას, ხუცუბანსა …
Continue reading “სად გაითიშება ხვალ დენი ბათუმში, ქობულეთში, შუახევსა და ხულოში”
ბათუმის ოთხ ქუჩაზე გაზი ხვალამდე არ იქნება – ავარიული დაზიანება
დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ტაბიძის, ლეონიძის, რურუას და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის აბონენტებს. „სოკარის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზი აბონენტებს ეტაპობრივად 23 ოქტომბრის 10:00 საათიდან მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
ქარტია TV 25-ის ჟურნალისტებისადმი მუქარის საქმეზე სამართალდამცველებს მიმართავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სულხან მესხიძის და ჟურნალისტის, ეკა ბარამიძის მიმართ მუქარას გამოეხმაურა. საქმე ეხება ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილ გამგის, მედეა მამულაძის მიერ განხორციელებულ მუქარას, რომელიც სამსახურიდან TV 25-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გაათავისუფლეს. ჟურნალისტების ცნობით, მათ მუქარის შეტყობინებები მიიღეს მედეა მამულაძისგან. „4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა …
Continue reading “ქარტია TV 25-ის ჟურნალისტებისადმი მუქარის საქმეზე სამართალდამცველებს მიმართავს”
ხვალ, 23 ოქტომბერს, წყალი შეწყდება ბარცხანაში და ბათუმის 18 ქუჩაზე
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 23 ოქტომბერს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: [crosslist] ბარცხანის დასახლებას იმედაშვილის ქუჩას ბაქოს ქუჩას მაქაცარიას ქუჩას მერკვილაძის ქუჩას კანდელაკის ქუჩას შავშეთის ქუჩას ნონეშვილის ქუჩას ბაქრაძის ქუჩას ქათამაძის ქუჩას თამარ მეფის გამზირს ჭიჭინაძის ქუჩას აგარაკის ქუჩას ლორთქიფანიძის ქუჩას დიასამიძის ქუჩას შრომის ქუჩას კაზინეცის ქუჩას ქათამაძის …
Continue reading “ხვალ, 23 ოქტომბერს, წყალი შეწყდება ბარცხანაში და ბათუმის 18 ქუჩაზე”
ეროვნული ჯილდოს ათეულის მასწავლებლებმა ჰამიდ სადიხლის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი პედაგოგები, გეოგრაფიის მასწავლებლის ჰამიდ სადიგის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებენ. „მიგვაჩნია, რომ ადრეული ქორწინების, ბავშვთა შრომისა თუ მათზე ძალადობის სხვა ფორმების გამოვლენასა და აღმოფხვრაში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ისინი არიან ვალდებული, ამ ტიპის შემთხვევებზე გამოხატონ თავიანთი აზრი და იმოქმედონ კიდეც. მივმართავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, …
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ
დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. სპეციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ ბოლო 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ პროცესებს. 2019 წლის 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რისკის ქვეშ დადგა მაუწყებლის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ”
დღეს ბათუმში 8 ქუჩაზე წყლის მიწოდება მთელი დღით შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის წყალმომარაგების ქსელის ქალაქის გამანაწილებელ ქსელზე დაერთების სამუშაოების გამო, დღეს, 30 სექტემბერს, 11:00 საათიდან 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: [crosslist] ხახულის ქუჩას ფრიდონ ხალვაშის ქუჩას მესხეთის ქუჩას ხახულის შესახვევს ევდემოზ დიასამიძის ქუჩას აეროპორტის გზატკეცილს ხასან ჰელიმიშის ქუჩას ანგისის პირველ შესახვევს [/crosslist]
ქარტია „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავების ფაქტზე პროკურატურას მიმართავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს. ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს. ამავე თემაზე: 5 დაკავებული – „ბათუმელების“ დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საგანგაშოდ მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და გამომცემლის …