რა შემთხვევებში არ შეიძლება COVID ვაქცინით აცრა და რატომ? – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ცნობილია, რომ ხანდაზმულ ადამიანებსა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს Covid19-ის გართულების შედარებით მაღალი რისკი აქვთ. შესაბამისად, სწორედ ამ რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა მიიჩნევა პრიორიტეტულად. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც ერიდება ოჯახის ასაკოვანი წევრების აცრას სწორედ იმ მიზეზით, რომ ვაქცინამ ალერგიული რეაქციის სახით გართულებები არ გამოიწვიოს. ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამ საკითხს დეტალურად განმარტავს …

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – შეხვედრები ბათუმში ბიძინა კულუმბეგოვთან [ფოტო]

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – დღეს ამ სიტყვებით რამდენიმე ადამიანმა მიმართა ბათუმში მყოფ ბიძინა კულუმბეგოვს. ექიმმა ყველა მათგანის თხოვნა გაითვალისწინა. აცრის შემდეგ მათ თქვეს, რომ დღემდე კოვიდზე აცრის ეშინოდათ. 22-23 იანვარს ბათუში ბიძინა კულუმბეგოვის სულ სამი შეხვედრა გაიმართა – სტუდენტებთან, ლექტორ-პროფესორებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და “ოცნების ქალაქის” დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებთან. ორდღიანი შეხვედრები ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგ …

შეხვედრა ბიძინა კულუმბეგოვთან – ბსუ, ამერიკული კუთხე, ოცნების ქალაქი

22-23 იანვარს ბათუმში კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. დამსწრეთა შეკითხვებს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, დამსწრეებს ადგილზე შეეძლებათ სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ აიცრან.  პირველი შეხვედრა 22 იანვარს, 12 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე.  შეხვედრას მოდერაციას გაუწევს …

შესაძლოა კიდევ 15 ათასი ადამიანი გარდაიცვალოს კოვიდით – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

მხოლოდ ბოლო 10 დღეში კოვიდით საქართველოში 617 ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, მით უფრო ნაკლები ადამიანი მიდის აცრის პუნქტში იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს. რა მიდგომაა საჭირო ამ დროს, როცა ვაქცინა გვაქვს, მაგრამ ადამიანები არ იცრებიან? – „ბათუმელები“ ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა. ბატონო ბიძინა, …

საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია – კულუმბეგოვი

ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობიერების ამაღლების პროცესში, საპატრიარქოს სთხოვს აღკვეთოს მისი და მისი კოლეგების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც რადიკალური სასულიერო პირები აწარმოებენ. „სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, …

ბიძინა კულუმბეგოვი ორსულებს: „ფაიზერის ორივე დოზით აიცერით“

დამძიმებული ეპიდემიური ვითარების ფონზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ორსულებს ურჩევს „ფაიზერით“ აიცრან: „ფაიზერი გამოიყენება როგორც ორსულობის, ასევე მეძუძურობის დროს. საერთოდ ვიტყოდი, რომ ვინც აპირებს ოჯახის დაგეგმვას, წინასწარ ჯობს, რომ აცრა ჰქონდეს მოთავებული, სანამ ორსულობა დადგება. თუ უკვე ორსულია და ვერ მოხდა ამის გათვალისწინება, ორსული მიეკუთვნება ძალიან ძლიერ რისკფაქტორს. რამდენიმე ათეული ორსული კრიტიკულ დეპარტამენტში წევს. ამიტომ ყველას …

დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ – კულუმბეგოვი

რეგულაციების უგულებელყოფა, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობისა და ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პროცესის მიმართ – ამ ყველაფერმა ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, მიგვიყვანა ისეთ ვითარებამდე, როცა ჯანდაცვის სისტემა რესურსის ამოწურვასა და საველე ჰოსპიტალების საჭიროებაზე ალაპარაკდა. ექიმის თქმით, „პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ამის წინაშე არ დგება არც ერთი ქვეყანა“. ბატონო ბიძინა, 900-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს უკვე მხოლოდ რეგიონში, საველე …

აცრილი ადამიანები არ იღუპებიან კოვიდით და დაავადება არ უმძიმდებათ – კულუმბეგოვი

კოვიდზე ორჯერ აცრილი ადამიანი შეიძლება ინფიცირდეს კოვიდით, მაგრამ მინიმალურია რისკი, რომ მან ვინმეს გადასდოს ვირუსი – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „არ არსებობს დედამიწაზე ვაქცინა, რომელიც 100 პროცენტით დაცვის უნარით გამოირჩევა, მხოლოდ წითელას ვაქცინა არის ახლოს ამასთან. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემდეგ შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი, …

უნდა გვეშინოდეს თუ არა კორონავირუსის ინდური შტამის

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ შეხვედრის დროს, ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. რატომ გვეშინია კორონავირუსის მუტაციების? –  ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა ეს შტამი ადვილად გავრცელებადი, იქნება თუ არა უფრო მძიმე დაავადების გამომწვევი და უფრო მეტად დამაზიანებელი ჩვენი ორგანიზმისთვის და ხომ არ შეუშლის ხელს არსებული …

როგორ იწყება და ვითარდება ანაფილაქსია – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე მსოფლიოში დაფიქსირებული რეაქციების 90 პროცენტი ვლინდება ვაქცინის გაკეთებიდან პირველ 30 წუთში. „პაციენტს პირველ რიგში ეწყება კანის ალერგიული რეაქცია. უვითარდება სიწითლე, ე.წ. ჭინჭრის ციება, შეიძლება ამას ახლდეს ძლიერი ქავილის შეგრძნება მთელს სხეულზე. ანაფილაქსიისთვის მხოლოდ კანზე გამონაყარი საკმარისი არ არის, თუმცა კანზე გამონაყარი და შეშუპების განვითარება აუცილებელია. ანაფილაქსიის დროს კანის …

Exit mobile version