ნერგეეთში, სადაც მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა, გზის გაწმენდას 1 მლნ დასჭირდება

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში დამეწყრილი გზის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას და ჩამოშლილი ფერდობის დატერასებას 1 მილიონი ლარი დასჭირდება. ბაღდათის მერიამ ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. 2024 წლის 7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სრულად განადგურდა 4 საცხოვრებელი სახლი. სოფლის დამეწყვრის შემდეგ ნერგეეთიდან 7 ოჯახი გაასახლეს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან …

ბაღდათში მამას და მის მცირეწლოვან შვილებს ეძებენ – მეწყერმა სოფელში 4 სახლი გაანადგურა

4 ადამიანი დაიღუპა ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში განვითარებული მეწყრის შედეგად, 5 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. 7 თებერვლის დილის 11:00 საათის მონაცემებით, გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მეწყრული მასიდან მაშველებმა ამოიყვანეს. ის ამჟამად მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მეწყერი სოფელ ნერგეეთში, რობაქიძეების უბანში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე განვითარდა. „ხმა რომ გავიგეთ, მიწისძვრა გვეგონა. რომ გამოვიხედეთ, ჩვენი …

შეჯიბრი საგრიალოებით – იმერეთის მაღალმთიან სოფელში ფესტივალი მოაწყვეს

„ზაფხულის ერთ საღამოს, როცა ველომოყვარულებს იმერეთში ველოტური გვქონდა და ბაღდათის ამ მაღალმთიან სოფელში – ხანში გავჩერდეთ, ბავშვები მოვიდნენ საგრიალოებით. მაშინ ვიფიქრეთ, რომ ხანში საგრიალოებით შეჯიბრი იქნებოდა კარგი,“ – ამბობს ლექსო პაიკიძე, ფესტივალ „ხანის დრიფტის“ ორგანიზატორი. „ხანის დრიფტი“ შეჯიბრია საბავშვო თვითმავლებით, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორებმა „საგრიალოები“ დაარქვეს. ასეთი ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება: 53 სრულწლოვანი ადამიანი სოფელ ხანის …

„მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციისთვის გვიჭერენ“ – 6 ოჯახი კურორტ საირმეს მეზობლად

„მიჭერენ იმის გამო, რომ ჩემი მამაპაპისეული მიწა საჯარო რეესტრმა დამიკანონა. თუ არ მეკუთვნოდა და ჩემი არ იყო, რატომ დამირეგისტრირა მაშინ რეესტრმა?“ – კითხულობს ბაღდათში მცხოვრები ციური ფიფია. მას გასულ კვირას ჩააბარა პროკურატურამ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ციური ფიფიას ბრალად ედება „თაღლითობის ჩადენა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია“. ციური ფიფიას გარდა, პროკურატურა თაღლითობას ბაღდათში, კურორტ საირმესთან ახლოს …

ასე არ ხდება ჩემო კარგო – ბაღდათის მერი 9-შვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემაზე

ბაღდათში მცხოვრები ხათრიძეების 9-შვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში, ქირით ცხოვრობს, სახლის ქირის ფულს მათ მერია უხდის. სახლში არ არის გათბობა, წყალი და ბუნებრივი აირი. ოჯახი ბაღდათის მუნიციპალიტეტისგან მერიის ბალანსზე არსებულ რომელიმე შენობა-ნაგებობას ან მიწის ნაკვეთს ითხოვს, რომ სახლის აშენება შეძლონ, მოაშენონ შინაური ფრინველი, პირუტყვი და სიღატაკეს საკუთარი შრომით დააღწიონ თავი. რამდენად რეალურია ცხრაშვილიანი, უსახლკარო ოჯახისთვის საცხოვრებლის …

მშობლის თქმით, ბავშვები ბღერზე ეჭვის გამო კლასელების თანდასწრებით შეამოწმეს

არასრულწლოვანი ბავშვების მამა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სკოლის ექიმმა ბავშვები ინფექციაზე სხვა ბავშვების თანდასწრებით შეამოწმა და უთხრა, რომ ბღერი აქვთ. „ბავშვები ატირებულები მოვიდნენ და მითხრეს, რაც სკოლაში მოხდა“, – ამბობს ბავშვების მამა ნუგზარ ხათრიძე. შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოხდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლში ცხრა არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებს, რომლებიც ექიმმა შეამოწმა, სკოლაში არასდროს უვლიათ და 17 …

როგორ აპირებს ბაღდათის დეპუტატი უსახლკარო 9-შვილიანი ოჯახის დახმარებას

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი ,,ბათუმელებთან” აცხადებს, რომ მზად არის სამართლებრივი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ბაღდათში მცხოვრებ 11-სულიან ოჯახს, რომელთაგანაც 9 ბავშვია. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის შესახებ ,,ბათუმელებმა” მასალა 9 თებერვალს გამოაქვეყნა. დედა, მამა და 9 შვილი უსახლკაროდ – ბავშვები სკოლის გარეშე [ვიდეო] ოჯახი ნაქირავები სახლის პირველ სართულზე, უკიდურეს სიღარიბესა და ცხოვრებისთვის შეუთავსებელ პირობებში ცხოვრობს. …

დედა, მამა და 9 შვილი უსახლკაროდ – ბავშვები სკოლის გარეშე [ვიდეო]

დიდ ოჯახში სულ 11 წევრი ცხოვრობს – დედ-მამა და 9 ბავშვი. ყველაზე პატარა 2 თვისაა, უფროსი – 14-ის.  ხათრიძეების ოჯახი ბაღდათში ცხოვრობს, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო 1100-ლარიანი სოციალური დახმარებაა. ამით, როგორც ბავშვების მამა, ნუგზარ ხათრიძე ამბობს, ყველა ბავშვისთვის სეზონზე შესაფერის სამოსსაც კი ვერ ყიდულობს, 1100 ლარიდან 400 ლარი ყოველთვიურად 11 წლის ნინის წამლებისა და მკურნალობისთვის …

ბაღდათში 2-ჯერ მეტი იხარჯება რელიგიასა და სპორტზე, ვიდრე ღარიბებზე – ფლანგვის დეტექტორი

„ფლანგვის დეტექტორი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და პრიორიტეტებს აქვეყნებს.  მათი ინფორმაციით, ბაღდათში 21 700 მოსახლეა, საიდანაც 1 777 ადამიანი (8%) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბიუჯეტი კი საშუალოდ 10 მილიონი ლარია. „ბაღდათის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე. აღნიშნულმა ხარჯებმა 2013-2019 წლებში 7 130 210 ლარი შეადგინა, საიდანაც 243 500 ლარი …

ბაღდათი, ქუთაისი და სხვა ქალაქები – სად არ ითხოვენ არაფერს მოქალაქეები ბოლო 2 წელია პეტიციით

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები არასაკმარისადაა გამოყენებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები ანგარიშს მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის …

„ჩემს სახლს ვეძებდი და მიცნეს: უი, სიმა, შენა ხარო?“ – ქართველი ებრაელების დაბრუნება 40 წლის შემდეგ

შაპტაი [შაქრო] და სიმა ხენები [ხიხინაშვილები] ქართველი ებრაელები არიან და ზაფხულს ბათუმში ატარებენ. ისინი მეშვიდე წელია ჩამოდიან საქართველოში. შვიდი წლის წინ სიმამ და შაქრომ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს – ზუგდიდსა და ბაღდათში, ანუ იქ, სადაც დაიბადნენ და ბავშვობა გაატარეს… სიმას და შაქროს ოჯახებმა საქართველო 1973 წელს დატოვეს და საცხოვრებლად ისრაელში წავიდნენ. მაშინ სიმა 10 წლის ყოფილა, …

მძინარე ლოდების მინდორი

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე. იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ …

Exit mobile version