ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს – ვადა 1 მარტამდე

ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მოშლას აპირებს. საუბარია ბაქოს, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე გაჩერებულ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებზე, რომლებიც რეისებს თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის მიმართულებით ასრულებენ. „უკანონო ავტოსადგურებს რომ ვეძახით, რომელიც ქალაქთაშორის მარშრუტებზე დადიან, იმათ აღებასაც დავიწყებთ, გაუქმებას და მათ შეყვანას ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ახლა დღეში საშუალოდ 4-5 ათასი ადამიანი მოძრაობს ავტოსადგურში. ამით კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა,“ – განაცხადა …

2019 წელს ბათუმის მერია „სიმაღლის გადასახადიდან“ 800 ათასი ლარის ამოღებას გეგმავს

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მერიამ განსახილველად საკრებულოში უკვე გადააგზავნა, ე.წ. ზონალური მოსაკრებლის სახით მერია 800 000 ლარის ამოღებას გეგმავს – ასეთია საპროგნოზო მაჩვენებელი. 2018 წელს ამ მოსაკრებლიდან მერია მილიონ 200 000 ლარის ამოღებას გეგმავდა, თუმცა ათი თვის შედეგებით, ამ თანხის მხოლოდ 3,2 პროცენტი ამოიღო [37 899 ლარი]. ეს არის ამ დროის ფაქტობრივი შესრულება, რაც …

ბათუმის მერი: ცათამბჯენებში არაფერია ცუდი, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ

„მე ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა გარკვეული კომპლექსი მრავალსართულიანებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა 27 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.  ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მოსწონს თუ არა კონკრეტული ცათამჯენების პროექტები ბათუმში. „მე ვფიქრობ, რომ ცათამბჯენებში არაფერი ცუდი არ არის, თუ მათ აქვთ შესაბამისი ვიზუალური და არქიტექტურული ღირსება. ის, რომ იმ სასტუმროში, რომელზეც თქვენ …

მერია ვაკანტურ პოზიციებზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, 17 ვაკანტურ პოზიციაზე მერიაში, სადაც საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, კონკურსი განმეორებით ჩატარდება. მერს არ დაუკონკრეტებია დაახლოებით როდის გეგმავს კონკურსის გამოცხადებას. თუმცა განმარტა, რომ რამდენიმე სამსახურის ვერ დაკომპლექტების მიზეზი ამ სამსახურებში სახელფასო სარგოების ოდენობას უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ხელფასების გაზრდა არ იგეგმება: „კონკურსის შედეგად რამდენიმე სამსახურის დაკომპლექტება მოხდა შიდა რესურსით – …

ბათუმის მერიის კონკურსის შედეგები -28-დან 17 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენა თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილება სამსახურის უფროსების დანიშვნასთან დაკავშირებით. რიგ თანამდებობებზე მან პირები მართლაც დანიშნა, რიგი თანამდებობების შესავსებად კი, კონკურსი გამოაცხადა. ამ კონკურსის შედეგების მიხედვით, მერიამ ვაკანტური პოზიციების ნახევარზეც ვერ გამოავლინა გამარჯვებული. 28 თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე მერიაში  813 განაცხადი შევიდა. პირველ ეტაპზე მერიის საკონკურსო კომისიამ 281 განაცხადი გადაარჩია, მეორე …

ბათუმის მერი პლაჟზე დაგეგმილ რესტორანზე: „იქ არ არის არავითარი ჩიხირთმა და ჩახოხბილი“

პლაჟზე დაგეგმილი სარესტორნო ინფრასტრუქტურა ბათუმში განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა. ამ თემას სოციალურ ქსელშიც ხშირად ეხმაურებიან. „ამ აჟიოტაჟის შესახებ“, როგორც თვითონ ამბობს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემაც იცის. ის მიიჩნევს, რომ კითხვებს არასწორი მისამართიდან სვამენ: „ბათუმის მერია განიხილავს კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტს. პროექტზე ნებართვის მიცემა ერთია და იმ კონცეფციის მიღება ან არ მიღება, თუ რამდენად მისაღებია მისთვის ზღვის …

კომახიძე გარემოვაჭრეებს: დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად

„ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე გეტყვით აქ. დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად იმისთვის, რომ ეს იყოს რეკლამა, მოვიდეს ხალხი და იყიდოს თქვენგან. მეტი ვერაფრით ვეღარ დაგიდგებით გვერდით… ან უნდა გადახვიდეთ, ან უკვე ჩვენ მივმართავთ იმ ზომებს, რა ზომებითაც აღვკვეთთ იქ ყველაფერს“, – ამ სიტყვებით ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ იმ გარემოვაჭრეებს მიმართა, რომლებიც დღეს, 29 …

ლაშა კომახიძემ ბათუმის მერიის ორ სამსახურში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ჯუმბერ კობალაძე უხელმძღვანელებს. ჯუმბერ კობალაძე 2010-2014 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო.  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი ჯუმბერ კობალაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მეათე ნომერი იყო, თუმცა საკრებულოში შესვლა ვერ შეძლო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისების სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს სერივისცენტრებს, რომელთა შექმნასაც მერია ტერიტორიულ ორგანოებში გეგმავს და ასევე, მშენებლობაზე ზედამხედველობის …

ბათუმის მერია ბიზნესცენტრის დაპროექტებაში 50 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმის მერია ინდუსტრიულ ზონაში, მდინარე ჭოროხისპირას, 5 ჰექტარზე, ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს. ბიზნესცენტრის შექმნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში მერია 50 ათასამდე ლარს გადაიხდის. სწორედ დაპროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის  შედგენის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს ბიზნესცენტრის მოწყობა. „ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნა იმ პროგრამის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც მერია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს“, – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ …

მერია ძველი ბათუმის ეზოების ეკონომიკურ პოტენციალს შეისწავლის

ძველ ბათუმში ეზოების განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ბათუმის მერია ეკონომიკური პოტენციალის კვლევას შეისყიდის. კვლევისთვის ბიუჯეტში 20 000 ლარს გაითვალისწინებენ. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, კვლევის ჩატარების მიზნით ორგანიზაციის შესარჩევად  მერია ტენდერს გამოაცხადებს. კვლევის მიზანი იქნება სახასიათო ეზოების შერჩევა, დაინტერესებული მოსახლეობის დახმარება ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად, ბიზნესგეგმების შედგენა და მათი განხორციელებისათვის ინფრასტრუქტურული …

რა აშენდება ბათუმის ზოოკუთხის ადგილზე – ლაშა კომახიძის განმარტება

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოკუთხის გადატანაზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მერმა განაცხადა, რომ ზოოკუთხის გადატანის შემდეგ ამ ადგილზე მაღლივი კორპუსების მშენებლობა არ იგეგმება. „…გაჟღერდა, კომახიძე ცდილობს ზოოპარკის გადატანასო. დიახ, ვცდილობ იმიტომ, რომ იქ მცხოვრები ოჯახებისთვის უკვე აუტანელია სუნი და ხმაური. გარდა ამისა, იქ მყოფი ცხოველებისთვის აუტანელია იმ პირობებში ყოფნა, ამიტომ …

ბათუმის მერია: „ერთ თვეში მიწათსარგებლობის გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ“

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვეში ბათუმის მერია ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოაცხადებს – ამის შესახებ მირიან მეტრეველმა დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. საჯარო შეხვედრაზე ისტორიული განაშენიანების ზონებთან დაკავშირებული დოკუმენტები განიხილეს, რომლებიც „გეოგრაფიკმა“ მოამზადა. ეს დოკუმენტი მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა …

არასამთავრობოებმა ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოში წარსადგენად სამი კანდიდატი შეარჩიეს

„ბათომი“ ვერ მოხვდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მრჩეველთა საბჭოში წარმომადგენლების წარდგენის თხოვნით მიმართა. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე მუშაობს და ამ მიმართულებით სამთავრობო სტრუქტურების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. „ბათომი“ დაუპირისპირდა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს. 23 იანვარს ორგანიზაციას სოციალურ ქსელში არცთუ ისე კონსტრუქციული სტატუსი მიუძღვნა მოქმედმა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც …

ბათუმის მერი: როდის უნდა აღინიშნოს ,,ბათუმობის” დღესასწაული?

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, სახალხო დღესასწაულის „ბათუმობის“ აპრილში ჩატარების ინიციატივა სოციალურ ქსელში გააჟღერა. იდეის შეფასებას ის საზოგადოებას სოციალურ ქსელშივე სთხოვს: „ბათუმობა ყოველი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება. თარიღი დაკავშირებულია ბათუმში 1888 წლის 25 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარებულ ხმოსანთა პირველ არჩევნებთან. აღსანიშნავია, რომ 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისათვის ქალაქის …

ლაშა კომახიძე მერიის მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს

დღეიდან ბათუმის მერიის „საქმეზე გასული“ მოადგილეები და სამსახურების უფროსები გზიდან გადახვევას ვეღარ შეძლებენ და თუ ასე მოხდება, ამას აუცილებლად გაიგებს მერი. ბათუმის ახალარჩეული მერი, ლაშა კომახიძე, მერიის ბალანსზე რიცხული მანქანების გადაადგილების გაკონტროლებას საკუთარი მობილური ტელეფონითაც კი შეძლებს. ამაში მას ახალი სპეციალური მოწყობილობა GPS-ი დაეხმარება. GPS მომსახურება ბათუმის მერიამ 2018 წლის 15 იანვარს გამარტივებული წესით 3 …

ვინ აძლევს ბათუმს მილიონებს ძეგლების გადასარჩენად – ლაშა კომახიძის განმარტება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არ ასახელებს ორგანიზაციას, რომელთანაც, მისივე თქმით, მოლაპარაკებები აქვს რამდენიმე მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის დაცვის ზონაში მდებარე ისტორიული სახლების გადასარჩენად. ამ ორგანიზაციაზე მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, სადაც პასუხი გასცა „ბათომს “ ღია წერილზე. „ბათუმელებმა“ ლაშა კომახიძეს კიდევ რამდენიმე საკითხის დაზუსტება სთხოვა. ბატონო ლაშა, მინდა გთხოვოთ …

შოთა გუჯაბიძე: „მერმა გადაწყვიტა, საკონტროლო გასროლით მოვეთავებინეთ“

„რატომ ცდილობთ შექმნათ აგრესიული ფონი?“, „თანამშრომლობისთვის გამოწვდილ ხელს კბენთ და ღრღნით?!“, „მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“, – ეს არის ის ციტატები ფეისბუქზე დაწერილი ვრცელი პოსტიდან, რითაც ბათუმის არჩეულმა მერმა საზოგადოება „ბათომის“ წევრების მიმართ. ამის მიუხედავად ლაშა კომახიძე წერს, რომ „ეს იყოს პროლოგი მომავალი შეხვედრისთვის“. ლაშა კომახიძემ პოსტი კულტურული მემკვიდრეობის დამცველ ორგანიზაციას მას შემდეგ მიუძღვნა, რაც …

ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს

ორგანიზაცია „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, ღია წერილით მიმართავს და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობების, ეგრეთ წოდებული ფონური ნაგებობების, ისტორიული სახლების დემონტაჟის გაცემული ნებართვების გადახედვას და ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცებას სთხოვს.  „ბათუმელები“ ორგანიზაციის ღია წერილს სრულად გთავაზობთ. „ბატონო ლაშა! 2018 წელს, თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში  ისტორიული სახლების დემონტაჟი ინტენსიურად …

ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ 

ბათუმში, ფარნავაზ მეფის 60/62-ში მდებარე სახლი დაანგრიეს, მის ნაცვლად კი 6-სართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ორსართულიან საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონია, თუმცა მე-19 საუკუნეში იყო აშენებული და ისტორიული ღირებულება ჰქონდა. ინფორმაციამ სახლის დანგრევის შესახებ მოქალაქეთა იმ ნაწილის პროტესტი გამოიწვია, ვინც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის იბრძვის. ამ თემაზე დისკუსია დაიწყო ფეისბუქ ჯგუფ …

მერია 2018 წელს „სიმაღლის გადასახადიდან“ მილიონის ამოღებას გეგმავს

ბათუმის მერია მომავალ წელს „სიმაღლის გადასახადის“ სახით მილიონ 200 000 ლარის ამოღებას გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის კონკრეტულ უბნებში უკვე დადგენილ პარამეტრებზე მაღალი შენობები ისევ აშენდება. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი  კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე, სიმაღლეზე გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს. ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს …

შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე

როგორი საახალწლო განათება ექნება წელს ბათუმს – ამ საკითხით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა. მან სთხოვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ინფორმაცია საახალწლო განათებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ბათუმის მერის ინფორმაციით, საახალწლო განათებასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში 37 ქუჩაზე დაამონტაჟებენ საახალწლო განათებებს. აქედან 111 ახალი კონსტრუქცია იქნება, …

ბათუმის ახალი ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე: პიროვნულად მეც არ მომწონდა ბევრი რამ

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებისა, რომ ბათუმი არც თუ ისე კეთილმოწყობილი ქალაქია, კეთილმოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოები კი – არც თუ ისე ხარისხიანი, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მერიაში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, დაწინაურება კიდევ ერთხელ მოახერხა. თენგიზ პეტრიძე ამჯერად მეორე პირად, ბათუმის ვიცე-მერად დაინიშნა. შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის სფეროც გაფართოვდა. ბათუმის ახალარჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ, მას ქალაქის …

ლაშა კომახიძე მერიის ანსამბლის რუსეთში გასტროლების დაფინანსებაზე

გასულ წელს ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის შესაძლო გასტროლზე რუსეთის ქალაქებში საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. მერიაში განმარტეს, რომ ღონისძიების შესახებ, რომელიც საკრებულოსთვის განსახილველად გადაგზავნილ ბიუჯეტის პროექტში  იყო ჩაწერილი, მერთან შეთანხმებული არ ყოფილა. ვიზიტი ჩაიშალა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გადაწყვეტს ბათუმის ახალარჩეული მერი თუ მერიის რომელიმე ორგანიზაცია რუსეთში მიწვევას ისევ მიიღებს: დააფინანსებთ თუ არა მუნიციპალური ანსამბლების რუსეთში …

ლაშა კომახიძის ხედვა მერიის ბიუჯეტიდან ვახშმების დაფინანსებაზე

რა დამოკიდებულება აქვს ბათუმის ახალარჩეულ მერს ისეთი ღონისძიებების დაფინანსებაზე, როცა ღონისძიების მთავარი ნაწილი ვახშამია, როგორიც იყო, მაგალითად, „პაემანი ბათუმთან“. ან ისეთი კომერციული ღონისძიებების დაფინანსებაზე, როგორიც იყო „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მისტერ პლანეტა“.  ამ თემებზე ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ამ ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილებას წინა წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ და არამიზნობრივ ხარჯად აფასებდნენ. ბატონო ლაშა, იყო …

ბათუმის ახალი მერის პირველი სამუშაო დღე

ბათუმის ახალი მერი, ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 13 ნოემბერს შეუდგა. სამუშაო კაბინეტში მას ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დახვდა, რომელმაც მიმდინარე პროექტები გააცნო. „ჟურნალისტებისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება,“ – აღნიშნა ახალმა მერმა.

როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახლად არჩეული მერი და საკრებულო, კანონის მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებას ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ერთ თვეში დაიწყებს. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ, 30 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს …

როგორ შეხვდა „ქართული ოცნება“ ბათუმში ეგზიტპოლის შედეგებს [ფოტო]

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით, ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. 21 ოქტომბრის საღამოს, ბათუმის მერობის კანდიდატი თავის მხარდამჭერთა კლუბში, ეგზიტპოლების შედეგებს რეგიონის პირველ პირებთან ერთად ელოდა. 20:00 საათზე, როცა საარჩევნო უბნები დაიკეტა, „ლაშას მხარდამჭერთა კლუბში“ დიდ ეკრანზე …

კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა

დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“  ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება  რა ფულით …

გიორგი ერმაკოვი: ბათუმის მომავალ მერს გამძლეობას ვურჩევ

ბათუმის არჩეული მერი, გიორგი ერმაკოვი, რომლის უფლებამოსილების ვადა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მიიჩნევს, რომ მან წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულა და მისი მერობის პერიოდში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. „სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაწყებულია, რამდენიმეეტაპიანია და დასჭირდება კიდევ ორი წელი დაახლოებით, რომ დასრულდეს. ოთხწლიანი ვადაც რომ მქონოდა, ვერ დასრულდებოდა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის, მასშტაბური სამუშაოებია, რაც ათწლეულებია ქალაქში …

ბათუმის მერის ოთხი, შეუსრულებელი, „პროცესში მყოფი“ დაპირება

2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი თანამდებობას დატოვებს. 2014 წელს ერმაკოვი ბათუმის მერი არჩევნების მეორე ტურში მიღებული 26 103 ხმით [ბათუმში სულ 132, 389 ამომრჩეველია] გახდა. მერად არჩევამდე ქალაქის მოსახლეობამ მისგან არაერთი დაპირება მოისმინა. „ბათუმელებმა“ ერმაკოვის მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს გადაავლო თვალი. შეასრულა თუ არა დაპირებები ბათუმის მერმა? „ბათუმელები“ მერის ოთხ დაპირებაზე …

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი ახალი კვანძი მოეწყობა

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე, მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ [ჩაქვის მხრიდან], ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი მოეწყობა. ახალი კვანძის მოწყობას 2,5 მილიონი ლარი დასჭირდება და სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაჩქარებული წესით შეისყიდის. „განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა არის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, რომელიც გადის რთულ მთაგორიან რელიეფზე და გზის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარე შემცირებულია. შესაბამისად, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე, ხშირად იქმნება სატრანსპორტო საცობები და …

ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ შემწირველს მერიასთან K2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით ასზე მეტმა ინვესტორმა მიმართა. K2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია და მის გაზრდაზე თანხმობა მშენებლობის სიმაღლის გაზრდას ნიშნავს. ინვესტორების  უმეტესობას მთავრობის თავმჯდომარემ უარი უთხრა. თანხმობის მიღება კი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ მოახერხა. მათ შორისაა ყოფილი ჩინოვნიკისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, აკაკი სონგულიას კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“. …

ბათუმის მერის მივლინებების შედეგი

ბათუმის მერი ყველაზე ხშირად მივლინებით გერმანიაში დადის. გიორგი ერმაკოვი ყოფილა თურქეთში, ბელორუსში, ლატვიაში, ავსტრიაში, სომხეთსა და ეგვიპტეში. რა შედეგი მოიტანა, მაგალითად, ეგვიპტეში, ქალაქ შარმ ელ-შეიხში ვიზიტმა? – გიორგი ერმაკოვი კონკრეტულ შედეგს ვერ გვისახელებს. ამბობს, რომ ტერორისტულმა აქტმა შეუშალა ხელი ურთიერთობების გაღრმავებაში. „კარგად ნახეთ მაქ, ფული რამდენი დაიხარჯა და როგორ დაიხარჯა…“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა, როცა …

ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება – ბათუმის საკრებულოს ორი წელი

ამ მოწვევის ბათუმის საკრებულოში ისევ ხმაურობს და აკრიტიკებს ოპოზიცია, სახელისუფლებო გუნდი კი ისევ კმაყოფილია. კმაყოფილია გარღვეული ბიუჯეტის, გადათხრილი ქუჩების, ჩაშლილი ტენდერების მიუხედავად, რის გამოც წინა ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. 2016 წლის 14 ივნისს 2 წელი გავა მას შემდეგ, რაც ბათუმმა ახალი საკრებულო აირჩია. საარჩევნო პროგრამაში, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ …

Exit mobile version