რა ღირს ჩვილის კვება საქართველოში – „მერე უკვირთ, რატომ არ აჩენ მეტს“

„ფორმულა, რომელსაც ვაჭმევ, 77 ლარი ღირს, 6 თვემდე ყოფნიდა 5 დღე, ახლა 10 თვისაა და ყოფნის დაახლოებით 8-9 დღე, პამპერსი 40 ლარი ღირს, ეგეც 7-8 დღე ჰყოფნის, ფაფებიც აფთიაქის, ტანსაცმელი ჩემ ტანსაცმელზე ძვირია. დაუმატეთ მოვლის საშუალებები და მერე უკვირთ რატო არ აჩენ მეტს… ჰო, სხვა საკვებსაც ხომ ვყიდულობ, ხორცი, თევზი, ბოსტნეული…“ – ეს ერთ-ერთი მშობლის …

კვლავ მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა

ახალშობილს, რომელიც სანიტარმა ქალმა ბათუმში, საავადმყოფოს საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა როგორც კლინიკა „მედინაში“ გვეუბნებიან, ახალშობილის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. კლინიკის დირექტორის, ექიმ ჯუმბერ უნგიაძის თქმით, შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება პროცესი. „იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა პრობლემაც გამოჩნდება“- უთხრა მან „ბათუმელებს“. პროკურატურის ინფორმაციით, ახალშობილის დედა დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის …

დააკავეს ქალი, რომელმაც ბავშვი კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა

პროკურატურის ინფორმაციით, ქალი, რომელმაც კლინიკის საპირფარეშოში შვილი გააჩინა, დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, ქალს ბრალი დღეს, 24 თებერვალს წარუდგინეს. „საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა …

მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ქალმა საპირფარეშოში გააჩინა

ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკა „მედინას“ საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, ისევ რეანიმაციაშია. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დღეს ჩაატარეს კონსილიუმი სპეციალისტებთან თბილისში და დაგეგმილია რამდენიმე ოპერაციის ჩატარება. „უმძიმესი მდგომარეობაა. ახლა გვქონდა ჩართვა თბილისში წამყვან სპეციალისტებთან, რამდენიმე სპეციალისტი ჩამოვა, მაგრამ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, თერმოდინამიკას წამლებით ვიჭერთ“ – თქვა კლინიკა „მედინას“ დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ „ბათუმელებთან“. მისი თქმით, ახალშობილს რამდენიმე …

მარნეულში წყლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს. „ბათუმელებს“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩვილი მამრობითი სქესისაა. გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბათუმში, სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა – ფაქტზე დაიწყო გამოძიება

ბათუმში მცხოვრები ოჯახი, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ექიმს ორსული ქალის არასწორ მკურნალობაში, დაგვიანებულ რეაგირებასა და  ჩვილის დაღუპვაში ადანაშაულებს. დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრის ინფორმაციით, უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს …

„მამამ მიგვატოვა, არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს“ – ქალი შვილის გადარჩენას ითხოვს

„ჯერ სახეში დამარტყა, მერე თმაში წამავლო ხელი და თმით მითრია. მაშინ ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ამის შემდეგ კიდევ იძალადა ჩემზე“, – ამბობს 31 წლის ქალი „ბათუმელებთან“, რომლის რეალურ სახელს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ.  ხატია (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ ქმრის გარდა, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა დედამთილისა და მულისგანაც. „აღარ მინდა სოციალურ ქსელებში შემომივარდნენ …

ბათუმში კიდევ ერთი ახალშობილი მიატოვეს – ამჯერად კლინიკაში

დღეს „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ [BMC] დედამ ახალშობილი დატოვა. 18 წლის გოგომ ორი დღის წინ იმშობიარა და კლინიკიდან დღეს, 17 თებერვალს გაეწერა. „დედამ უარი თქვა ბავშვზე. შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან – სოციალური მომსახურების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აცხადებენ კლინიკაში. დღეს, დილით ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი მიტოვებული ჩვილი იპოვეს. …

ბათუმის მეჩეთთან მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც მეჩეთში გვეუბნებიან, ჩვილი ქუჩაში, მეჩეთის ახლოს კალათში იყო. როგორც შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი. ახალშობილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

როგორ დავეხმაროთ ჩვილ ბავშვს დაძინებაში? – გერმანელი ექიმის რჩევები

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ახალშობილს მოუსვენრად სძინავს? როგორ გავიგოთ, ახალშობილს სცხელა თუ სცივა? რა დაეხმარება ბავშვს სწრაფად ჩაძინებაში? – ამ და სხვა შეკითხვებს გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ექიმი მაინის ფრანკფურტიდან, ნარგეს პოიანი პასუხობს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს. რა მიუთითებს ახალშობილის ძილის დარღვევაზე?  ჩვილის ცხოვრების პირველ წელს ძილის დარღვევაზე საუბარი ადრეა, რადგან არ …

უკრაინიდან დევნილმა ქალმა ბათუმში იმშობიარა

დღეს, 24 აპრილს, ბათუმში უკრაინიდან დევნილ 34 წლის ლიუდმილა ობუხოვას ქალიშვილი შეეძინა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა და დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ფეხმძიმე ლიუდმილა ობუხოვა საქართველოში 11 წლის შვილთან ერთად 21 მარტს ჩამოვიდა. ოჯახის სხვა წევრები კი უკრაინაში არიან. ლუდმილას მეუღლე ფრონტის წინა ხაზზეა.

ბათუმში ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 550 გრამს იწონიდა, კლინიკიდან გაწერეს

ბათუმში მცირე წონის ჩვილი დაიბადა, რომელიც ექიმებმა გამოაჯანმრთელეს და გუშინ გაწერეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან. დაბადებისას ჩვილი 550 გრამს იწონიდა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ნაადრევად დაბადების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა ასეთი მცირე წონით, იშვიათად იბადებიან. პატარა გოგონა სამი თვის წინ, 25-ე კვირაზე დაიბადა და მან რამდენიმე თვე ახალშობილთა რეანიმაციაში გაატარა. „გვქონია 600-გრამიანი, 800-გრამიანი ახალშობილების დაბადების …

ახალშობილისა და დედის კანით-კანზე კონტაქტი მნიშვნელოვანია პანდემიის მიუხედავად | ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) და მისი პარტნიორების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, COVID-19 პანდემია უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს ნაადრევი და მცირე წონის ახალშობილების მოვლის ხარისხზე, რაც იწვევს გარდაცვალების შემთხვევებსაც. ჯანმო: დადგენილია, რომ ე.წ. კენგურუს მეთოდით ბავშვის მოვლას ჩვილების სიკვდილიანობას 40%-ით, ჰიპოთერმიას 70% -ით და სერიოზული ინფექციების შემთხვევებს 65% -ით ამცირებს. ეს მეთოდი გულისხმობს ძუძუთი კვების …

ბათუმში 27 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

ბათუმში 27 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან განიკურნა. ბათუმის იაშვილის სახელობის ჰოსპიტლის ინფორმაციით, ახალშობილი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს – ჩვილის მდგომარეობის სიმძიმეს ცხელება, ჰიპოდინამია (მოძრაობის უნარის დაქვეითება), ზოგადი დათრგუნვის სიმპტომატიკა, პერიოდული ჭირვეულობა, საკვების ცუდად მიღება განაპირობებდა, “მაგრამ ჩვილი და ექიმები ვირუსთან ბრძოლაში საოცარ შეუპოვრობას იჩენდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც,” – წერს ჰოსპიტალი. 23 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის …

ბათუმში ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის სამშობიარო სახლში ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია ჩვილის დედაც, რომელიც რამდენიმე დღეა კლინიკაში იმყოფება – ინფორმაციას ბათუმის სამშობიაროს დირექტორი ნუგზარ პაპავა ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კლინიკაში ხუთი ბავშვი დაიბადა – ტესტირების შედეგად  კორონავირუსი მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლში 32 პაციენტი მკურნალობს, მათ …

ბათუმში ახალშობილი კოვიდისგან განიკურნა

ბათუმის სამშობიარო სახლიდან ახალშობილი გაწერეს. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა ამბობს, ჩვილი კორონავირუსზე დაბადებიდან მალევე გაიტესტა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დირექტორის თქმით, რთულია იმაზე საუბარი, გადადის თუ არა ვირუსი ჩვილზე მუცლადყოფნის პერიოდში, თუმცა ტესტირებამ ამ შემთხვევაში დადებითი პასუხი აჩვენა. „ამ ჩვილის გარდა შვიდი ბავშვი დაიბადა კიდევ, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ბავშვის დედაც იყო …

გადადის თუ არა COVID-19 ორსული დედიდან ნაყოფზე?

ბათუმში კოვიდდადებითი სტატუსის მქონე უკვე მესამე დედამ გააჩინა ბავშვი, თუმცა აქვთ თუ არა ახალშობილებს კორონავირუსი, ჯერ უცნობია, ტესტის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, მიიჩნევა, რომ COVID19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 ახალშობილებს ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში, დედასთან ან სხვა დაინფიცირებულ პირთან კონტაქტისას, რესპირატორული წვეთებით გადაეცემა. რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში გამოთქმულია …

რა სასჯელი ემუქრება ქალს, რომლის ჩვილიც თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს

16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთში, თხილის ბაღში, პოლიციელებმა ახალშობილი იპოვეს. ახალშობილის ძებნა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს  ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. ამავე თემაზე: თხილის ბაღში ახალშობილი იპოვეს – ბავშვი გადარჩა შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის …

Exit mobile version