ქალაქში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი 374 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ევროპის მოედანზე საგამოფენო სივრცის (დახლების) მოწყობა – ჯიხურების, ფანჩატურის დადგმა, შესასვლელი თაღის, სანტას კუთხის, საახალწლო ინსტალაციების მოწყობა, კარვებით, სცენის დეკორაციისა და ახალი წელი შენს ეზოში – მოსიარულე ავტომანქანებით უზრუნველყოფა; ასევე ცეცხლოვანი შოუს, ილუზიონისტის, აკრობატების, ჯამბაზების წარმოდგენა; ბიოტუალეტის, ტერიტორიის დალაგება დასუფთავების, …
Tag Archives: ახალი წელი 2022
შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის
შუახევი წელს ახალ ნაძვის ხეს აჭარის ბიუჯეტის სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში იყიდის. ახალი ნაძვის ხე [ვარსკვლავის ჩათვლით] მაქსიმუმ 11,5 მეტრი სიმაღლის იქნება და ის დაბაში 21 დეკემბრამდე უნდა დაიდგას. საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 56 ათასი ლარით გამოაცხადა, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი, 300 ლარია. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობა ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟი, საკუთარი ხარჯებით …
Continue reading “შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის”
საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი
საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. წელს ბათუმი ახალ ნაძვის ხესაც იყიდის, რისთვისაც ცალკე 968 387 ლარი დაიხარჯება. ამას გასართობ თუ სხვა ღონისძიებების ხარჯებსაც თუ დავუმატებთ, ქალაქი საახალწლო დღეებში, მთლიანობაში, 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქის გაფორმების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 993 ათასი ლარით გამოაცხადა. სამუშაოები …
Continue reading “საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი”
ქედა საახალწლო ნაძვის ხეს 140 ათას ლარად იყიდის
ახალ საშობაო ნაძვის ხეს წელს ქედაშიც დადგამენ. ნაძვის ხის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი 141 ათას 600 ლარით გამოაცხადა. ხელოვნური ნაძვის ხე კონუსის ფორმის და, მთლიანობაში, 17 მეტრი სიმაღლის იქნება. ტენდერის პირობის მიხედვით: „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობაო ნაძვის ხის მიწოდება მონტაჟით; საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს დანართში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს. ნაძვის ხის მონტაჟის …
Continue reading “ქედა საახალწლო ნაძვის ხეს 140 ათას ლარად იყიდის”
ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის
ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს 968 387 ლარად იყიდის. ნაძვის ხის შესყიდვაზე ხელშეკრულება კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „აჭარგანეთებასთან“ 2022 წლის 4 ნოემბერს გააფორმა. ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის გარეშე სამმართველომ გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა და მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც დაეთანხმა. შესყიდვის ღირებულებად მერიის სამმართველოს მაშინ მითითებული ჰქონდა 865 795 ლარი, თუმცა იყო შენიშვნაც, …
Continue reading “ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის”
865 795 ლარი ნაძვის ხისთვის ტენდერის გარეშე – ბათუმის მერიის „გადაუდებელი აუცილებლობა“
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო საახალწლო ნაძვის ხეს, ტენდერის გარეშე, 865 795 ლარად შეისყიდის და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა, თუმცა არ ასაჯაროებს ვისგან ყიდულობს ნაძვის ხეს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიისგან უნდა შეისყიდონ ნაძვის ხე. სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით …
ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს
ბათუმი 2023 წელს, დიდი ალბათობით, ახალი ნაძვის ხით შეხვდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო უახლოეს პერიოდში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. მანამდე კი, ნაძვის ხის 4 ესკიზიდან ერთის შესარჩევად მერია გამოკითხვას ატარებს. რამდენი ლარია გათვალისწინებული ნაძვის ხის შესაძენად, ამ ეტაპზე მერიაში არ აკონკრეტებენ. იმ საახალწლო ნაძვის ხეში კი, რომელიც ქალაქს …
Continue reading “ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს”
ბათუმის საახალწლო აფიშა – რას ვნახავთ ევროპის მოედანზე
წელს საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართება. უკვე ცნობილია საახალწლო ღონისძიებების განრიგი. 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველ დღე, ღონისძიებები ევროპის მოედანზე დილის 12 საათიდან დაიწყება. 12-დან 19 საათამდე აქ ანიმატორები იქნებიან, 13 საათზე ჯამბაზების წარმოდგენის ნახვა იქნება შესაძლებელი, 14 საათზე – ილუზიონისტის, ხოლო 15 საათზე – აკრობატების. საკონცერტო ნაწილი კი ევროპის მოედანზე …
Continue reading “ბათუმის საახალწლო აფიშა – რას ვნახავთ ევროპის მოედანზე”
ბათუმში საახალწლო კონცერტებში 433 400 ლარი დაიხარჯება და 18 დღე გაგრძელდება
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს 20 დეკემბერს დაიწყება და 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებებზე, რომლებიც ევროპის მოედანზე გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან 433 400 ლარი დაიხარჯება. 31 დეკემბერს გაიმართება გალაკონცერტი. მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ბათუმის კულტურის ცენტრი 2021-2022 წლის შესახვედრად და ქალაქ ბათუმში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც იქნება, საკმაოდ …
Continue reading “ბათუმში საახალწლო კონცერტებში 433 400 ლარი დაიხარჯება და 18 დღე გაგრძელდება “
ბათუმის საახალწლოდ მოსართავად 700 ათასი ლარი დაიხარჯება
საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 699 910 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 5 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბერს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით: სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით; სადემონტაჟო სამუშაოები – 2022 წლის …
Continue reading “ბათუმის საახალწლოდ მოსართავად 700 ათასი ლარი დაიხარჯება”