ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შედის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც  უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო, უმაღლეს საბჭოში არ შედის.  არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით ხუთი პირის შეყვანა შეძლო. ლევან ვარშალომიძეს ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს. „მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მივდივარ. მე ვრჩები ბათუმში და ვაპირებ …

უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის. ის დეპუტატების ახალი შემადგენლობის უხუცესი წევრია. წინა მოწვევის პირველი სხდომა ირაკლი ჯაშმა გახსნა. მან ლექსი მაშინდელ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა. ჯაშისგან განსხვავებით, დავით თედორაძე პოეტია და აჭარის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი, თუმცა ის ლექსის წაკითხვას პირველ სხდომაზე არ აპირებს “ლექსს მე ვკითხულობ მწერალთა კავშირში, საზოგადოებასთან… უმაღლესი საბჭო …

უსკო მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, მაჟორიტარობის კანდიდატთა არჩევნების მეორე ტურის ტურის შედეგებს აქვეყვენს.  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის პირველადი  მონაცემები 347+1 (სპეც.უბანი) უბნების მიხედვით: ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ელგუჯა ბაგრატიონი – 33.37% (5 905) ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ წულაძე 66.63%(11 789) ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქო: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” …

სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას

„რატომაც არა, მაქვს ამბიცია, კი. ორი შემთხვევა ძალიან კარგია – მინისტრი და მოადგილეც,“ – ასე პასუხობს დეპუტატი კაკო ძნელაძე „ბათუმელების“ შეკითხვას: დაპირდნენ თუ არა მას თანამდებობას აჭარის მთავრობაში. დეპუტატები „ოცნებიდან“ საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ვიდრე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება, ძველები აჭარის მთავრობაში ხელმძღვანელი პოზიციების დასაკავებლად ემზადებიან. „იმიტომ უნდა დავსაქმდეთ მთავრობაში, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. …

უსკომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე,  2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 163 419-მა ამომრჩეველმა მიიღო; მიღებული ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 585 400 (პროპ.მაჟ.). ბათილი ბიულეტენების რაოდენობა: მაჟორიტარული – 7 212, პროპორციული – 5 410, ჯამში 12 622, რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4%-ია. …

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

დღეს, აჭარის ა.რ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად ოფიციალურად გამოაცხადა 30 ოქტომბერი. აჭარის  უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. უსკოს ცნობით, დამტკიცდა აჭარის …

ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით

21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ექვსი ადგილი მაჟორიტარებს ეკუთვნით, სადაც 8 ოქტომბერს არჩევნებზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – ბარიერი ვერც ერთი პარტიის კანდიდატმა ვერ გადალახა. შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 15 მანდატს კი გადაინაწილებენ პარტიები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ამ დროის მონაცემებით უმაღლეს საბჭოში შედიან „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველო“ და “პატრიოტთა ალიანსი“. აჭარის უმაღლესი …

უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები აჭარაში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია 245 უბანი, დასათვლელი – 103 უბანი. წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლესი საბჭო ოთხი პარტიით დაკომპლექტდება: წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება” – 44.77% [46602 ხმა] –  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 30.01% [31241 ხმა]  „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” –  5.87% [6107 ხმა]  “პატრიოტთა ალიანსი” – 5.77% [6003]  …

მაჟორიტარი კანდიდატი: აუცილებელია ჩემი ყოფნა უმაღლეს საბჭოში

არჩილ მამულაძე  ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქიდან იყრის კენჭს აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატია. რა გეგმები აქვს დეპუტატობის კანდიდატს და როგორ წარმოუდგენია რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა? ამ თემაზე არჩილ მამულაძე „ბათუმელებს“ ესაუბრა. რატომ მიდიხართ უმაღლეს საბჭოში, რა არის თქვენი მთავარი დაპირება ამომრჩეველთან? მე ვარ პროფესიით იურისტ-ეკონომისტი. ასევე, კულტურის განხრით გამაჩნია კიდევ სხვა პროფესია, …

მაჟორიტარი კანდიდატი: დავიბარებთ მერს და მოვთხოვთ პასუხს

ბექა დიასამიძე პარტია „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. პარტიის დამფუძნებელი  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი  გიორგი ვაშაძეა. არჩევნებში  „ახალი საქართველო“ გაერთიანებულია ბლოკში  – „ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“.  რას პირდება დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს და როგორ წარმოუდგენია მას მოსახლეობის პრობლემების მოგვარება საკანონმდებლო ორგანოდან? ბექა დიასამიძე ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.  ბატონო ბექა, რატომ გადაწყვიტეთ  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის  პარტიაში …

უსკოში ბოლო მონაცემებით 25 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული

დღეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების მიერ მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა ამოიწურა. საარჩევნო ადმინისტრაციაში, რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად მხარდამჭერთა ხელმოწერები მხოლოდ „ემსახურე საქართველოს“ წევრებმა წარადგინეს. რაც შეეხება „ერთიანობის დარბაზს,“ აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას უმაღლესი საარჩევნო კომისია, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარს ეტყვის. უსკოს შესაბამისი სამსახური „ემსახურე საქართველოს“ მიერ წარდგენილ ხელმოწერებს 29 აგვისტომდე გადაამოწმებს. ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში პარტია რეგისტრირებულად …

რატომ უმაღლესი საბჭო? – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ის ამ არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ძალა იქნება აჭარაში და კონკურენციას გაუწევს როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. რატომ უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას აჭარაში? – ამ თემაზე დავით ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. …

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 12 ხმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, სახელმწიფო რწმუნებული აჭარაში, ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა არ მიიღო მონაწილეობა. კანდიდატის ასარჩევად 11 ხმა იყო საკმარისი. ახალარჩეულმა თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მინისტრობის კანდიდატები უნდა წარუდგინოს, რისთვისაც კანონით, ათდღიანი ვადა აქვს. ამასთან, ყველა კანდიდატი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და მხოლოდ …

მურმან დუმბაძე: მოვუწოდებ უმაღლეს საბჭოს მხარი არ დაუჭიროს პატარაძის კანდიდატურას

დღეს, 15 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პრესკონფენეცია გამართა, სადაც უმაღლეს საბჭოს მოუწოდა მხარი არ დაუჭიროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატს, ზურაბ პატარაძეს. „დღევანდელ დღეს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი, კონტრასიგნაციის წესით ერთობლივი ხელმოწერის დოკუმენტით, 2016 წლის 13 ივლისს სახელმწიფო რწმუნებულად აჭარაში ნიშნავენ ზურაბ პატარაძეს. ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური და ამავე …

აჭარის მთავრობა გადაყენებულია – პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებული დანიშნა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. ინფორმაციას ადასტურებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე. ბატონო  თემურ, როდის მოხდა ოფიციალურად ზურაბ პატარაძის რწმუნებულად დანიშვნა? აჭარის კონსტიტუციაში არის  მუხლი, რომელიც  იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით დანიშნოს თავისი რწმუნებული რეგიონში, როცა ავტონომიური რესპუბლიკის …

არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურა არ შედგა

შვიდი მომხრე და რვა წინააღმდეგი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. კეჭისყრაში მონაწილეობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და მედეა ვასაძემ არ მიიღეს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატორი „ ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სხდომას თვრამეტი დეპუტატი ესწრებოდა. დღესვე უმაღლესმა საბჭომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარმენ ჯალაღონია, ხოლო უსკოს წევრად სოფიო კახაძე დაამტკიცა. …

ბიუჯეტის შესრულების საკითხს უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე არ განიხილავს

16 ივნისს აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის ვერ მოხვდა აჭარის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პეტრე ზამბახიძის თქმით, დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომაა. როგორც პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტისა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უნდა მომხდარიყო …

პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს თავს არიდებს

„უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს თავს არიდებს“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი განმარტებით, ბიუროს სხდომაზე უკვე უნდა დასმულიყო ეს საკითხი იმისთვის, რომ მორიგი სხდომისთვის პროცედურების გავლა მოესწროს. პეტრე ზამბახიძემ და კიდევ 6-მა დეპუტატმა არჩილ ხაბაძის გადაყენების მოთხოვნა უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად 23 მაისს დაარეგისტრირა. „უნდა გაიმართოს სხდომა, რომ ვთქვათ ჩვენი …

არღვევს თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონს მივლინებაში ყოფნის გამო

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთხელ 6 ივნისს უყრიან კენჭს. კანონი კენჭისყრას კანდიდატის წარდგენიდან 14 დღეში ითვალისწინებს. უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ ვადა 2 ივნისს იწურებოდა და კანონის მოთხოვნა საბჭოს თავმჯდომარემ მივლინებაში წასვლის გამო დაარღვია. ავთანდილ ბერიძე მივლინებით გერმანიაში იმყოფება. „იმის გამო, რომ არავის აძლევს უფლებას სხდომა ჩაატაროს, …

უმაღლესმა საბჭომ ვერც უსკოს წევრი აირჩია

უმაღლესმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე უსკოს წევრი ვერ აირჩია. უსკოს წევრობის ერთადერთმა კანდიდატმა, მამუკა ჯაშმა 10 ხმა მიიღო [ასარჩევად საჭიროა მინიმუმ 11 ხმა]. კენჭისყრაში 11 დეპუტატი მონაწილეობდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს უსკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს. ფარულ კენჭისყრაზე, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.  

უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს ხვალ უყრიან კენჭს

19 მაისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს უყრიან კენჭს. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 4 მილიონ 846 ათას ლარს შეადგენს. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 93 ათასით მეტი იყო და ის დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდასაც ითვალისწინებდა – 3400 ლარით. პირვანდელი ვერსია, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ უკვე დააკორექტირა. დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდა აღარ იგეგმება, …

დავით ქარცივაძის შანსი უსკოს თავმჯდომარის პოსტზე

აჭარის უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ქარცივაძე „ქართული ოცნების“ 8 ხმას მიიღებს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ დეპუტატმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა დაუდასტურა. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია „რესპუბლიკელ„ გიორგი მასალკინს. კოალიციაში ვარაუდობენ, რომ მისი გადაწყვეტილება დადებითი იქნება, რაც ჯამში 9 წევრის მხარდაჭერას გულისხმობს. ეს ციფრი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემამდე (11 ხმა) შეიძლება მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ გაზარდონ. …

დეპუტატ დავით ბაციკაძესთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი

უმაღლესი საბჭოს წევრის, მედეა ვასაძის განმარტებით, უმაღლესი საბჭოს აპარატმა მას არ მიაწოდა ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ის შეძლებდა დაედასტურებინა, რომ დეპუტატ დავით ბაციკაძესა და უსკოს წევრობის კანდიდატ მამუკა ჯაშს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ნამდვილად ჰქონდა ადგილი [მამუკა ჯაში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჯაშის შვილია]. „მიპასუხეს, რომ უნდა მივმართო დაცვის სამსახურს. მე გავამზადე წერილი დაცვის სამსახურის სახელზე და ახლა …

იურიდიული კომისიის გასვლითი სხდომა ხმაურის ფონზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის გასვლითი სხდომა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. განიხილება უსკოს თვმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების საკითხი. დეპუტატი პეტრე ზამბახიძე ამბობს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებაა – არ აირჩიონ დეპუტატის შვილი [მამუკა ჯაში] და ასევე „ქართული ოცნების“ წევრი,  დავით ქარცივაძე. უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა არჩევნები ჩაატაროს უსკოს დღევანდელმა შემადგენლობამ. სხდომას ესწრება მამუკა ჯაში და …

დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურები წარუდგინა. დავით ქარცივაძის საარჩევნო გამოცდილება: 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო …

მედეა ვასაძის გამოხმაურება გაზეთ „ბათუმელების“ სტატიაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე გაზეთ „ბათუმელების“ ორი მაისის ნომერში [#9] გამოქვეყნებულ სტატიას – „მოქალაქე ამბობს, რომ კორპუსის მშენებლობით დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული“ გამოეხმაურა. მედეა ვასაძის განმარტება სტატიაშიც სათანადოდ იყო წარმოჩენილი, თუმცა დეპუტატმა საკითხთან დაკავშირებით თავისივე წერილში, რომლითაც რედაქციას მიმართა, კიდევ ერთხელ განმარტა გარემოებები და წერილის გამოქვეყნება მოითხოვა. წერილს …

მოქალაქე: კორპუსის მშენებლობით დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ფარნავაზ მეფისა (ყოფილი ტელმანი) და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, სადაც მისი საცხოვრებელი სახლია, კორპუსის მშენებლობით უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული. შეთახმებისას წარმოქმნილი პრობლემების გამო კი, მას დეპუტატი ემუქრება. თავად მედეა ვასაძე ბრალდებას უარყოფს. გულნარა გოგიას თქმით, გასული წლის ბოლოს მასთან ინვესტორი მივიდა და საცხოვრებელი სახლის დათმობის სანაცვლოდ ახალ კორპუსში ბინა შესთავაზა: …

დეპუტატის თქმით, „უმაღლესი საბჭო გასარეკია“

უფლებამოსილების გასვლამდე აჭარის უმაღლეს საბჭოს 5 თვე რჩება. ამ ოთხი წლის განმავლობაში დეპუტატების ქცევა უფრო მეტჯერ გახდა საზოგადოების განსჯის საგანი, ვიდრე მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები. ამჯერად უმაღლესი საბჭო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვორუმის პრობლემის გამო მოექცა. დეპუტატები სხდომას არ ესწრებიან, ან ესწრებიან და არ გადიან რეგისტრაციას -აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 2016 წლის საგაზაფხულო სესიებზე დაგეგმილი 7 …

პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭოს სხვაგან გადატანას მხარს არ დავუჭერ

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ დღეს, 5 მაისს უმაღლეს საბჭოში ბრიფინგი გამართა. დეპუტატი გამოეხმაურა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის განცხადებას. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნება [შემდგომ მისი ინვესტორზე გასხვისების მიზნით] აჭარის მთავრობის მიერ, უნივერსიტეტისთვის უმაღლესი საბჭოს შენობის სარგებლობაში …

უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს

უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს. პირველი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები ფრაქცია „თავისუფლალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე არიან. მეორე ცვლილება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს და მისი ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძეა. …

უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს

გასული წლის აჭარის ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოში დღესაც ვერ მოისმინეს. სხდომის ჩავარდნის მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა. რეგისტრაცია მხოლოდ ათმა დეპუტატმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“  და ფრაქცია „თანასწორობის“ წევრებს რიგგარეშე სხდომისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ოპოზიცია დაუსწრებლობის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მომხსენებელი მათთან შეუთანხმებლად შეიცვალა და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ჩაბარებას დეპუტატებისთვის დღეს აჭარის …

უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომაც არ შედგა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით,   21 აპრილის პლენარული სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. თავდაპირველად სხდომაზე დასასწრებად 8 დეპუტატი, ხოლო განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ კი 9 დეპუტატი დარეგისტრირდა. აღნიშნულ პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს უნდა წარმოედგინა 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, …

რას უპირებს ხელისუფლება თავისუფალ ტერიტორიას ქალაქის ცენტრში

„აქ უნდა მოწყობილიყო სკვერი და ავტოსადგომი, მაგრამ არჩილ ხაბაძესთან დაახლოვებული პირები მაღალსართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ასმათ დიასამიძე, ფრაქცია „თანასწორობა“ და პეტრე ზამბაძიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატებმა 6 წლის წინ ბათუმის მერიის მიერ შესყიდული პროექტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში [პირველი სკოლის წინ, …

უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასი ისევ იზრდება – დეპუტატები მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 2017 წელს, სავარაუდოდ, მთლიანობაში 17 200 ლარით შემცირდება, თუმცა ეს არ აისახება დეპუტატების ხელფასებზე. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თანამდებობრივი სარგო ჯამში 5400 ლარით გაიზრდება. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია უკვე შეუდგა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას. „ჩვენ ვამცირებთ ბიუჯეტს. ძირითადად შემცირდება წარმომადგენლობითი ხარჯები. ჩვენ მალე ამ პროექტს სხვა კომისიებს …

დღეს უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაიშლება

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა უნდა დაიწყოს. სხდომაზე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიონ. დადასტურებული ინფორმაციით, სხდომას არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ორი წევრი. ამ ფორმით ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის მეორედ წარდგენას აპროტესტებენ. დეპუტატები არც უსკოს წევრად უმაღლესი საბჭოს …

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, მიმდინარე წლის 8 აპრილს მოწვეულია უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგში ერთი საკითხია: აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარისა და წევრის ფარული კენჭისყრით არჩევა. უსკოს თავმჯდომარე და წევრი უმაღლესმა საბჭომ 15 აპრილამდე უნდა დაამტკიცოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში მეორედაა წარდგენილი დავით კვაჭაძის …

Exit mobile version