აჭარის პროკურორის ხელფასი გაიზარდა და 9 000 ლარი გახდა

აჭარის პროკურორის, გიორგი ცხოვრებაძის ხელფასი გაიზარდა და იანვრიდან 8 190 ლარის ნაცვლად 9 000 ლარი იქნება. „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებას გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ხელი 2026 წლის 15 იანვარს მოაწერა. ამ ბრძანების მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან აჭარის პროკურატურის თანამშრომელთა ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი – 9 000 ლარი …

ბინა და 17 ათასი დოლარი საჩუქრად პენსიონერი მამისგან, ნახევარი მილიონის სახელმწიფო ტენდერები ოჯახს

„ეს იყო შურისძიება“ – განსაკუთრებული მონდომებით ამტკიცებდა პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე  მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელზეც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის ლოგიკა შურისძიებაზე – მზია ამაღლობელის დევნა „პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე, ეს არის მძიმე დანაშაული. ეს იყო შურისძიება პოლიციის სამმართველოს უფროსის მიმართ, ვინაიდან მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესით დააკავა …

დასანქცირებულ პროკურორ გოგეშვილს დედა ემიგრაციიდან უგზავნის ევროს

დასანქცირებულ პროკურორს, თორნიკე გოგეშვილს,2023 წელს დედამ თანხა ევროპიდან ხუთჯერ გამოუგზავნა. გზავნილმა საერთო ჯამში 6300 ევრო შეადგინა. ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია თორნიკე გოგეშვილს 2024 წლის ივლისში შეუვსია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს 2023 წლის მონაცემები. პროკურორი თორნიკე გოგეშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა, ესტონეთმა დაასანქცირა. ის სავარაუდოდ დაასანქცირა ლიეტუამაც. პროკურატურის …

ირაკლი შოთაძის ხელფასი 1524 ლარით იზრდება და 8 784 ლარი იქნება

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის იანვრიდან უწყებაში ხელფასები იზრდება. იანვრიდან პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ხელფასთან ერთად დანამატსაც აიღებენ. ახალი ბრძანებით, უშუალოდ გენერალური პროკურორის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო], გასული წლის იანვართან შედარებით, 726 ლარით იზრდება და 7 986 ლარი იქნება. გენპროკურორი აიღებს დანამატსაც [თანამდებობრივი სარგოს 10%-ს, რაც …

გენერალური პროკურორის ხელფასი 7 260 ლარი გახდა, აჭარის პროკურორის – 6 160 ლარი

საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 2022 წლის იანვრიდან 660 ლარით გაიზარდა. შესაბამისად გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 260 ლარი იქნება. აქამდე მისი ხელფასი 6 600 ლარი იყო. ხელფასები გაეზარდათ გენერალური პროკურორის მოადგილეებს და სხვა თანამშრომლებსაც. მაგალითად, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი იქნება 6 820 ლარი [6 200 ლარის ნაცვლად]; გენერალური  პროკურორის მოადგილის ხელფასი …

ხელვაჩაურში წყლის სისტემის მოწყობაზე ყალბი აქტების დამზადებისთვის 2 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორს ო.ბ.-ს და ექსპერტს ბ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. აჭარის პროკურატურამ შპს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. და ექსპერტი ბ.მ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. პროკურატურამ ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, …

ნათია სონღულაშვილი აჭარის პროკურატურაში ზაზა მეტონიძემ შეცვალა

დღეიდან [11 მარტი] აჭარის არ პროკურორი ნათია სონღულაშვილი ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. მის ნაცვლად ზაზა მეტონიძე დანიშნეს, რომელიც ბოლო დრომდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო. სამცხე-ჯავახეთში ზაზა მეტონიძე 2019 წლის 14 მარტიდან მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია, სად აგრძელებს სამსახურებრივ საქმიანობას ნათია სონღულაშვილი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვა ცვლილებებიც განახორციელა: თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი დანიშნეს; სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ …

ბათუმის სასამართლომ ნარკოტიკების საქმეზე ორ პირს 12 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღებაში ბრალდებულები – ი.მ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ი.მ.-მ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ.-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს …

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი პროკურორებს სასამართლოში უჩივის

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ნინო ბასილაძე აჭარის პროკურატურას, ასევე გენერალურ პროკურატურას სასამართლოში უჩივის. ნინო ბასილაძე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ შეაფასეს, როგორც საჯარო მოხელე და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა კანონით გათვალისწინებული უფასო დეკრეტული შვებულებით სარგებლობა ითხოვა. რამდენიმე დღის წინ ამ საქმის განხილვაზე უარი თქვა მოსამართლე კობა გოცირიძემ და საქმე თბილისის სასამართლოს გადაუგზავნა. ნინო ბასილაძე 2011 წლიდან მუშაობდა …

“ჩვენ ვყოფილვართ თურმე დამნაშავეები” – გია ერმაკოვი მოსამართლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დილით დაიწყო და ამ დრომდე [19:45] გრძელდება “შვიდი მაღალჩინოსნის საქმის” განხილვა. მოსამართლე ლევან გელოვანმა უნდა გადაწყვიტოს, დაკავებულებს პატიმრობაში დატოვებს, თუ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს. პროკურორ რამაზ შავაძის თქმით, გამოძიებამ ამ საქმეში აუდიტის ანგარიშის გარდა, მოიპოვა ელექტრონული ფოსტის მიმოწერებიც. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებაა მერიის სხვა თანამშრომლების ჩვენებები. ადვოკატმა რამინ პაპიძემ თავის …

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა. “აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის. “დეტალებს ვერ …

ენმ: პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს

„პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს. აჭარის მთავარი პროკურორი მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს ბრიფინგი გამართა და პროკურატურას კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. რეზო ხარაზის თქმით, ბოლო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას სხვადასხვა საქმის შესახებ დოკუმენტები მიაწოდა, რადგან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. „ეს ეხებოდა, …

სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციის გამო აჭარის პროკურორს მიმართავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის პროკურორს, ნათია სონღულაშვილს და აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, კახაბერ კირტავას, ქობულეთის სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი გზის რეკონსტრუქცია ბიძინა ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეების გადატანას ემსახურება, ვინაიდან ეს გზა ერთხელ უკვე …

Exit mobile version