“ღრმად შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით” – აშშ-ის საელჩო საქართველოში

დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ თარიღს ეხმაურება. „დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს …

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულია „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“ – აცხადებს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე პასუხად. საელჩოს კომენტარი „თავისუფლებამ“ დღეს, 28 ივლისს გამოაქვეყნა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, საელჩო ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ …

დაუშვებელია ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის ვიზის გამოყენება შტატებში მშობიარობისთვის დაუშვებელია. „დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს. საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი“ – წერს საელჩო. აშშ-ის კანონმდებლობით, ამერიკაში დაბადებულ …

„წვრთნები ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ” – საელჩო

„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა“ – ასე ეხმაურება აშშ-ს საელჩო საქართველოში „მტკიცე სულის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებს. „ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს. კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა. აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის …

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას. „ბათუმელები“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, …

„აშშ დაეყრდნობა პირველ რიგში მოსახლეობის სურვილს“ – რატომ არ შეხვდა ივანიშვილი ელჩს

დღეს, 28 მაისს, აშშ-ს საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. საელჩოს განცხადებას დღესვე გამოეხმაურა ივანიშვილი, რომელმაც კვლავ ახსენა „ფული“ და „შანტაჟი“. რეალურად, რაზე თქვა ივანიშვილმა უარი და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, შოთა კაკაბაძეს ესაუბრა. ბატონო შოთა, თქვენი აზრით, …

მტკიცედ მოვუწოდებ „ოცნებას“, დააბრუნოს საქართველო EU-ს და დემოკრატიის გზაზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დააბრუნოს ქვეყანა დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში …

„ეს არის ქართველების დასახმარებლად“ – აშშ-ის ელჩმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა

დღეს, 10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა. ელჩის განმარტებით, ის ბათუმში ოთხი პროექტის პრეზენტაციაზე იმყოფება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არის მიმართული. „მოხარული, რომ დავბრუნდი ბათუმში. ეს ჩემი მესამე ვიზიტია და ამ ვიზიტის ფარგლებში მე ვესტუმრე ოთხ პროექტს, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი საზოგადოების, ადგილობრივი ხალხის დახმარებისთვის. პირველი პროექტი სოფლის …

აშშ-მ საქართველოს გადასცა 13 მლნ დოლარის ტექნიკა საზღვრის გასაძლიერებლად

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, შემოსავლების სამსახურს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა. ტექნიკური აღჭურვილობა 13 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ტექნიკის გადაცემას აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანიც ესწრებოდა. თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს კონტროლის გაძლიერებას საზღვარზე, რათა თავიდან იყოს აცილებული უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების შემთხვევები.

„ესაუბროს რაც შეიძლება მეტ ქართველს“ – კიდევ რას ურჩევს საქართველოზე დეგნანი აშშ-ის ახალ ელჩს

„ჩემი რჩევა იქნება, მან მოიაროს მთელი საქართველო. იმის ნახვა, რაც თბილისს გარეთაა, ძალიან ღირებულია – აჭარაში ჩამოსვლა, რაჭაში, იმერეთში, ყველა რეგიონში…“ – ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. ელჩს ვკითხეთ, რას ურჩევს აშშ-ის ახალ ელჩს საქართველოში და თავად რა შთაბეჭდილება შეექმნა ამ ქვეყანაზე? „მე ძალიან გამიმართლა, რომ წინა წელს მოვახერხე ყველა რეგიონში ვიზიტი …

„მე მაქვს თხოვნა: არ დანებდეთ“ – კიდევ რა სთხოვა აშშ-ის ელჩმა ბათუმელ სტუდენტებს

„გამარჯობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ თქვენთან…“- ქართულ ენაზე ამ სიტყვებით დაიწყო სტუდენტებისადმი მიმართვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. დღეს, 18 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ბათუმელ სტუდენტებს კელი დეგნანი შეხვდა. „ჩვენ ქართველებს და ამერიკელებს ბევრი რამ გვაქვს საერთო: პატივისცემა ოჯახის მიმართ, თავისუფლება, პატივისცემა განათლების მიმართ…“- აღნიშნა კელი დეგნანმა, ვიდრე სტუდენტები კითხვების დასმას დაიწყებდნენ. …

კელი დეგნანი ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ეტყვის ის ელენე ხოშტარიას დედას, რომელმაც დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა. „ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს მივმართავ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები… დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია“, – განაცხადა დღეს ელენე ხოშტარიას დედამ. „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაღელვებს ქალბატონი ელენეს [ხოშტარია] ჯანმრთელობის მდგომარეობა. …

აშშ-ის საელჩოს გვერდზე უხამსი კომენტარის შემდეგ, სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გორის რესურსცენტრში დაუდასტურეს. ფეისბუქპოსტის თანახმად, ქარელი ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერია. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა სავარაუდოდ მის მიერ დაწერილ უხამს კომენტარს უკავშირდება, რომელიც ყოფილმა დირექტორმა საქართველოში აშშ-ის  საელჩოს ფეისბუქის გვერდზე დაწერა. კომენტარში ქარელი წერს: ,,ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, …

„შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით“ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  საქართველოში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. …

აშშ-ს საელჩოს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ცხინვალში გატაცებული ექიმი

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს ცხინვალში გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ და ოსურ მხარეს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის. „აშშ საელჩო მოუწოდებს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული …

უფასო ტრენინგკურსი ხელვაჩაურში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

ბათუმის ამერიკული კუთხე, აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის უფასო ტრენინგკურსს აწყობს. ამჯერად ტრენინგკურსი ხელვაჩაურში მომუშავე მასწავლებლებისთვის ტარდება. ეს კურსი დაეხმარება მასწავლებლებს შექმნან მიმზიდველი და სასარგებლო გარემო საკლასო ოთახებში. ასევე, გაეცნონ სხვადასხვა სახის ციფრული იარაღის (იმ გაჯეტებისა და და აპლიკაციების) გამოყენებით, რომლებიც ხელმისაწვდომია შორეულ სოფლებშიც კი. კურსი მოიცავს არა მარტო გამოცდილების გაზიარებას, არამედ მცირე …

რვაკვირიანი ონლაინ კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

აშშ-ის საელჩომ თბილისში, ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ინგლისური ენის რვაკვირიანი ონლაინ კურსი გამოაცხადა. ამერიკული ინგლისურის E-Teacher პროგრამა 25 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე გაიმართება. პროგრამა მოიცავს შვიდ სხვადასხვა კურსს. აპლიკაციები მიიღება 22 ივლისის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის სპეციალისტებს, პედაგოგებს ვისაც აქვს ჩაბარებული (მინიმუმ 525 TOEFL, 70 iBT, ან CEFR B2), მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უნდა ჰქონდეს მაღალსიჩქარიან …

სტაჟირება სტუდენტებისთვის აშშ-ის საელჩოში

აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის 2 ვაკანტურ ადგილზე. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ ამერიკულ გარემოში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობაა. დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ამ სტაჟირებით მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება აშშ-ის საელჩოში, საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში. მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა „ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული …

ამერიკის კონსული მწვანე ბარათის მიღების წესებზე

დღეს ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ს კონსულმა საქართველოში „მწვანე ბარათის“ მოპოვებისთვის საჭირო პროცედურებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მან დეტალურად განუმარტა აუდიტორიას აპლიკაციის შევსების წესები. გარდა ამისა, კონსულმა უპასუხა შეკითხვებსაც, თუ რა შესაძლებლობები ეძლევათ ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს. კონსულის ინფორმაციით, ამერიკის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს განაცხადის ქართულად შევსების საშუალებას აძლევს. მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოდან მწვანე ბარათი ცხრაასზე მეტმა …

NASA-ს ინჟინერი თბილისში და პირდაპირი ჩართვა ბათუმის ამერიკულ კუთხეში

საქართველოში NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი ჩამოდის. ვიზიტი დაგეგმილია 12-13 ივნისს და მოიცავს ამერიკის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამისა და ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებისათვის სამეცნიერო განათლების მნიშვნელობის შესახებ ლექციებსა და სემინარებს. 13 ივნისს 16:00 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში დაგეგმილია ონლაინ ვებჩატის მეშვეობით, თბილისში აშშ-ის საელჩოდან შონ ფულერის პირდაპირი ჩართვა. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. სამუშაო ენა: ინგლისური. იმავე დღეს, სამშაბათს, 13 …

აშშ-ის ელჩი „ბათუმელების“ რედაქციაში და ბათუმის შესახებ

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დიპლომატიურ სამსახურს ასრულებს და აშშ-ში ბრუნდება. ელჩი მეუღლესთან ერთად ბოლო ათი დღის განმავლობაში აჭარაში იმყოფებოდა. “ბათუმელები“ რიჩარდ ნორლანდს გასულ სამ წელსა და სხვა თემებზე ესაუბრა. 

Exit mobile version