მითები და რეალობა აუტიზმის შესახებ – 2 აპრილი ცნობიერების ამაღლების დღეა

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. სპეციალისტების განმარტებით, აუტიზმი ნეიროგანვითარების თავისებურებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ კომუნიკაციაზე, ურთიერთობებსა და გარემოს აღქმაზე. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“. მათი განმარტებით, „აუტიზმი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ნიჭი მათემატიკაში ან ხელოვნებაში, ზოგს კი სჭირდებოდეს მხარდაჭერა ყოველდღიურ კომუნიკაციაში. თუმცა, ყველას …

აშშ-სთან პარტნიორობა გადამწყვეტია საქართველოში აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და ოჯახებისთვის  

ავტორი: ნათია კაპანაძე ___ თამარ ბიბილაშვილი სპეციალური განათლების მასწავლებელია, უკვე 21 წელია ამერიკაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს სოციალიზაციისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში ეხმარება, ასევე ასწავლის მშობლებს არჩევანის გაკეთებას ბავშვების სასარგებლოდ.   რა როლი აქვს სახელმწიფო პოლიტიკას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და ოჯახების ცხოვრებაში? – გთავაზობთ ინტერვიუს თამარ ბიბილაშვილთან ამერიკული გამოცდილების და მოქმედი კარგი პრაქტიკის შესახებ.  ქალბატონო თამარ, …

ჩემს შვილს აუტიზმი აქვს და სკოლაში პერსონალური ასისტენტი სჭირდება – მშობელი

ოთხი მშობელი, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილები ჰყავთ, პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს. ბავშვები ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მშობლების განცხადებით, მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ბავშვებს ასისტენტი სჭირდება, თუმცა სკოლა ვერ უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის პერსონალური ასისტენტის დაქირავებას. რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ სკოლამ ასისტენტი აიყვანა, რომელიც ჯგუფთან მუშაობს და ვერ სწვდება ყველა ბავშვის საჭიროებებს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ მშობელს, …

ბაბუა, რომელმაც აუტისტ შვილიშვილს ცურვა, ბაღის მოვლა და ველოსიპედის ტარება ასწავლა

73 წლის კაცმა, ბაბუამ, შეძლო და შეცვალა აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ცხოვრება. არ გაიქცა, ხელი არ ჩაიქნია, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალა საყვარელი შვილიშვილის სამყარო. ასწავლა ცურვა, ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, ტრაქტორის მართვა, მარწყვის, სიმინდის, კარტოფილის ყანების მოვლა. დაიჯერა და სხვაც დააჯერა, რომ თუ გიყვარს, შეუძლებელსაც შეძლებ. 73 წლის ასაკში შეძლო და ყველაფერი ისწავლა აუტისტური სპექტრის შესახებ, ოქროს …

„ჩვენი შვილები შუა გზაზე მიატოვეს“ – რას ითხოვენ აუტიზმის მქონე ადამიანების მშობლები

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა მშობლები და მშობელთა ორგანიზაციები, აუტიზმის მქონე სრულწლოვანი პირებისთვის სახელმწიფო სერვისების  გაგრძელებას მოითხოვენ. მშობლების თქმით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 23-ე კონვენციის რატიფიცირებით, საქართველომ აიღო ვალდებულება იზრუნოს ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების უფლებებისთვის. მშობელის თქმით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის თერაპიული პროგრამების გაგრძელება სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია …

რა არის და როგორ ამოვიცნოთ სენსორული შიმშილი ბავშვებში

სენსორული შიმშილი, რომელიც ბავშვებში უცნაური ქცევებით გამოიხატება, შეიძლება გამოვლინდეს როგორც განვითარების დარღვევების, ან სპეციფიკური ნეირობიოლოგიური მდგომარეობისას, ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებშიც. ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი ამბობს, რომ სენსორული შიმშილი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს და მნიშვნელოვან წინაღობად იქცეს ბავშვის განვითარებისთვის: „მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც სენსორული შიმშილის ფონზე სჭირდებათ ბევრი გადაადგილება და …

რა არის აუტიზმი ASD | მშობლების გზამკვლევი

აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აუტიზმის, აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) შესახებ მრავალი კითხვა არსებობს. რით ხასიათდება აღნიშნული მდგომარეობა და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ჩვენს ახლობელს ASD დაუდგინდა.  ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ თერაპევტები მარიამ ათაბაგი და ნინო დოლიძე ისაუბრებენ აუტიზმის შესახებ: რა არის აუტიზმი / აუტისტური სპექტრი? მარიამ ათაბაგი: აუტისტური სპექტრის აშლილობა, იგივე ეი-ეს-დი …

თურქეთში პირველად დოქტორანტი გახდა პიანისტი აუტისტური სპექტრით

27 წლის პიანისტი ბუღრა ჩანკირი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირველი დოქტორანტი გახდა თურქეთში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლესი განათლების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე სტუდენტებისთვის დაუშვას გამონაკლისი და მოხსნას სადოქტორო პროგრამაზე უცხო ენის გამოცდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბუღრა ჩანკირის მამის პეტიცია და კამპანია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე სტუდენტების განათლების მხარდასაჭერად. ბუღრა ჩანკირს …

PHR: აუტიზმის მქონე 9 წლის პეტრე სასამართლომ და პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, აუტიზმის მქონე 9 წლის ნაცემი პეტრე  პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია. „ბავშვი პერიოდულად სახლიდან გარბის. იგი ვერ ლაპარაკობს. მოწმეები მიუთითებენ, რომ მამა ღიზიანდებოდა პეტრეს დიაგნოზით გამოწვეულ ქცევებზე და ქამრით სცემდა. მამა კრძალავდა პეტრეს ჩართვას თერაპიულ კურსებში და ბავშვის დიაგნოზის გამო დედას ადანაშაულებდა. იგი ბავშვს აუტიზმის დიაგნოზის გამო სასტიკად …

აუტიზმის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ისევ სისტემური ცვლილებების მოლოდინში

საქართველოში აუტიზმს “ახალგაზრდა დიაგნოზს” უწოდებენ. მაშინ, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე შექმნეს ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც გულისხმობს ზრუნვას როგორც 18 წლამდე, ისე ზრდასრულ ასაკში. კვლევებმა აჩვენა, რომ დროული ჩარევით და რამდენიმეწლიანი მუშაობით შესაძლებელია, აუტიზმის მქონე ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. თუმცა საქართველოში სახელმწიფო დაფინანსების სიმცირისა და რეგიონებში სერვისების არარსებობის გამო აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი …

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე – დისკუსია „წიგნები ბათუმში“

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გაიმართება შეხვედრა, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გამომცემელი მარიამ კორინთელი შეხვედრაზე ისაუბრებს ლიზა ჯენოვას წიგნის შესახებ –  „სიყვარულით, ენტონი”. წიგნი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბიჭისა და მისი გარშემომყოფების შესახებ მოგვითხრობს. ექიმი-რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე ისაუბრებს, აუტისტური სპექტრის აშლილობის რაობაზე, მითებზე, სტერეოტიპებზე, სერვისებსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე. ბათუმის მე-13 …

ორი აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას საქართველოც შეუერთდა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ …

ბათუმში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. „შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. გვინდა საზოგადოება აუტიზმთან დაკავშირებული სტიგმებისა და სტერეოტიპებისაგან გათავისუფლდეს. ასევე, სახელმწიფოს აკისრია დიდი როლი აუტისტური სპექტრის მქონე პირებისათვის შესაბამისი პროგრამების შექმნაზე, რაც მათ ცხოვრებას გაამარტივებდა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები …

Exit mobile version