დღეს, 2 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო, ე.წ. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნა განიხილეს. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნაში 2004 წელს აჭარიდან აბაშიძის მოსკოვში გაქცევა შეფასებულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის დიქტატის დამყარება“. „2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს – „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ …
Tag Archives: ასლან აბაშიძე
აბაშიძის დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელი უსკო-ს დამოუკიდებელ წევრად აირჩიეს
უმაღლესი საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ წევრად უმაღლესმა საბჭომ დღეს, 6 თებერვალს, ტარიელ გოგიტიძე აირჩია. იგი ასლან აბაშიძის სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურში მუშაობდა 1994 წლიდან 2004 წლამდე, ვიდრე ასლან აბაშიძეს ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა. 2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ტარიელ გოგიტიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ბათუმის საარჩევნო ოლქში. ტარიელ გოგიტიძის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი CV-ის მიხედვით, იგი 2004 წლიდან 2014 …
Continue reading “აბაშიძის დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელი უსკო-ს დამოუკიდებელ წევრად აირჩიეს”
ასლან აბაშიძის პრესცენტრის უფროსი განათლების სამინისტროში დანიშნეს
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელად თამარ გუდავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სამინისტროში. უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, თამარ გუდავა კონკურსის წესით დაინიშნა თანამდებობაზე. თამარ გუდავა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა – ის აბაშიძის ხელისუფლების პირობებში უშუალოდ ასლან აბაშიძის პრესსპიკერი იყო. ____ ასლან აბაშიძემ 2004 წლის მაისში, საყოველთაო პროტესტის ფონზე დატოვა თანამდებობა …
Continue reading “ასლან აბაშიძის პრესცენტრის უფროსი განათლების სამინისტროში დანიშნეს”
აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლომ სრულად გაამართლა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია გიორგი კუპრეიშვილი. მას 2006 წლის იანვარში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გიორგი კუპრეიშვილი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო 1996 წლიდან 2004 წლის 5 მაისამდე, ვიდრე აჭარაშიც მოხდებოდა „ვარდების რევოლუცია“. „გიორგი კუპრეიშვილის საქმის“ გადასინჯვის მოთხოვნით ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 17 ივნისს …
Continue reading “აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლომ სრულად გაამართლა”
ასლან აბაშიძის ოჯახმა ვაჟა-ფშაველას #16-ში ბინა იყიდა და სამუშაოებს უნებართვოდ ატარებს
ასლან აბაშიძის შვილის ოჯახი, კონკრეტულად გიორგი აბაშიძის მეუღლე, სალომე ბაჯელიძე, ბათუმში შეძენილი ბინის გარე ფასადზე სამუშაოებს ატარებს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის ამას უნებართვოდ აკეთებს. სალომე ბაჯელიძის 254 კვადრატული მეტრი ბინა ბათუმის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. კორპუსში, სადაც სალომე ბაჯელიძეს ბინა აქვს ნაყიდი, 1 კვადრატული მეტრი კარკასის ფასი 800 დოლარია. შენობის მეათე, ბოლო სართულზე ბინა კომპანია „დს …
ასლან აბაშიძეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
“ასლან აბაშიძის საქმის” განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას და კიდევ ხუთ მაღალჩინოსანს სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ჰქონდათ ბრალი წაყენებული. ასლან აბაშიძეს ბრალად ედებოდა ნოდარ იმნაძის მკვლელობაც. ამ ნაწილში მოსამართლემ პროკურატურის კვალიფიკაცია შეცვალა და ასლან აბაშიძეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების …
Continue reading “ასლან აბაშიძეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს”
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ასლან აბაშიძის საქმეზე
მოსამართლე დავით მამისეიშვილი რამდენიმე დღეში ასლან აბაშიძეს განაჩენს გამოუტანს. ბათუმის საქალაქო სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვებს ისმენს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან აბაშიძის მაღალჩინოსნებიც: უშიშროების ყოფილი მინისტრი _ იოსებ გოგიტიძე და პირადი დაცვის უფროსი – დავით ხალვაში, იგივე „ქელფეთა“, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს ჯემალ გოგიტიძისა და ელგუჯა ჯინჭარაძის მიმართაც. ისინი „ვარდების რევოლუციის“ …
Continue reading “ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ასლან აბაშიძის საქმეზე”
„ასლან აბაშიძის საქმის“ განხილვა დასკვნით ეტაპზე
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს „ასლან აბაშიძის საქმეზე“ პროკურატურის საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროკურორები რამაზ შავაძე და მიქაელ ქობულაძე რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად აღწერდნენ შემთხვევებს, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ედება ბრალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს – ასლან აბაშიძეს. აბაშიძესთან ერთად გამოძიება კიდევ ხუთ პირს ედავება სხვადასხვა მუხლებით, მათ შორის, ყველასთვის საერთო და მძიმე …
Continue reading “„ასლან აბაშიძის საქმის“ განხილვა დასკვნით ეტაპზე”
ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილმა უფროსმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ასლან აბაშიძის და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის – დავით ხალვაშის, იგივე „ქელფეთას“ ჩვენება მოისმინა. დავით ხალვაში 2004 წლიდან 2014 წლის 22 აპრილამდე იძებნებოდა. ამჟამად იგი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის გამო იხდის სასჯელს. „ისე ვიმუშავე, ერთი შემთხვევითი გასროლა არ ყოფილა“, „მე …
Continue reading “ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილმა უფროსმა სასამართლოს ჩვენება მისცა”
ღალატის ბრალდებით დაკავებულის ცხოვრება – გოჩა თავდუმაძის საქმე
ეთერ თურაძე
გოჩა თავდუმაძე, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაკავების ობიექტი, ამბობს, რომ პატიმრობიდან 9 თვეში მის გათავისუფლებას სატელეფონო ზარი უსწრებდა წინ. მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმ მიზნით დაუკავშირდნენ ციხეში, რომ ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებაში მიეღო მონაწილეობა. გოჩა თავდუმაძე 2004 წელს დააკავეს, მაგრამ მისთვის სასამართლოს განაჩენი დღემდე არ გამოუტანია.
<!** Image 1 align="left" alt="გოჩა თავდუმაძე" sub="გოჩა თავდუმაძე" width="300" height="512" >
როდის გვექნება შუქი უფასოდ
აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის ბოლოდროინდელი მოსკოვური ვიზიტის შესახებ, აბაშიძემ ბათუმის აეროპორტშივე ისაუბრა და აჭარის მოსახლეობას სამი თვით უფასო ელექტროენერგიას დაპჰირდა. ხალხი უფასო შუქს მიმდინარე კვირის ორშაბათიდან ელოდა. თუმცა, მოლოდინი გაცრუვდა. სხვათა შორის, ამ კვირას მოსულმა თოვლმა მნიშვნელოვნად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის ორიოდსაათიან მოწოდებაშიც სერიოზული პრობლემები შეიქმნა. იქნება თუ არა დაპირებული უფასო დენი. როგორც …
აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა
„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დიასამიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალგზის მოწოდებების მიუხედავად, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე არ ჩავა თბილისში, რადგან მას დაჭერის ეშინია. როგორც თამაზ დიასამიძემ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ ასლან აბაშიძის დანაშაულებების მხოლოდ „ერთი პროცენტი იცის“, როდესაც აბაშიძე ამ პოსტზე აღარ იქნება და საქართველო ამ ადამიანის დანაშაულობებს შეიტყობს მოქალაქეები …
მითები, რომელსაც ქმნიდნენ აჭარაზე, ნელ-ნელა იმსხვრევა
რამდენად მტკივნეულია ის პროცესები, რომელიც დღეს აჭარაში მიმდინარეობს. საერთოდ, რა ფენომენია ასლან აბაშიძე და რა მითები დაემსხვრა მას. ამ თემებზე აშშ მყოფ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს, ფილოსოფოს გია მასალკინს ვესაუბრეთ. ბატონო გია, რით ახსნით იმ ფაქტს, რომ აჭარაში სხვადასხვა ორგანიზაციის გააქტიურების მიუხედავად, საზოგადოების ძირითადი ნაწილი მაინც პასიურია… ეს განპირობებულია შიშით, რაც სამსახურის …
Continue reading “მითები, რომელსაც ქმნიდნენ აჭარაზე, ნელ-ნელა იმსხვრევა”
ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს
დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, ასლან აბაშიძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ის აჭარაში არსებულ სიტუაციას უარყოფითად აფასებს, თუმცა, ყველაფერში ისევ ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს. დღეს ბათუმში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ გავრცელდა ხმები, სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის სამოქალაქო პირებზე დარიგების შესახებ. აქცენტი ძირითადად, რატომღაც ქობულეთის გამგებელზე კეთდებოდა. ასლან აბაშიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას …
Continue reading “ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს”
აბაშიძემ ნაცემ ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ ერაყში რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა კიდეც
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ასლან აბაშიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთხელ კიდევ დაადანაშაულა არაობიექტურობაში ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები. „თქვენ არ ავრცელებთ იმ ინფორმაციას, რაც ხდება საქართველოში, არ მინახავს არც ერთი გადაცემა აღმშენებლობაზე, იმ ძვრებზე, რომელიც აჭარაში მიდის. რასაც გადასცემთ, შორსაა რეალობისგან და ეს სამწუხაროა. ჩვენ ორი ავტონომია გვაქვს დაკარგული, ძალიან სერიოზული მდგომარეობაა სხვა რეგიონში და …
მეთაური ქვეშევრდომებით უკმაყოფილოა
დღეს აჭარის მეთაურთან არსებული მთავარი საბჭოს გაფართოებული სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულების საკითხი იდგა. ასლან აბაშიძემ მკაცრი შეფასება მისცა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგებს. მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტები სრულად ვერ ასახავს რეალობას. განსაკუთრებული უკმაყოფილება ბათუმის საგადასახადო სამსახურის მიმართ გამოხატა. მისი განცხადებით, დაუშვებელია, რომ ბათუმს ასეთი მაჩვენებელი ჰქონდეს. „დეკემბრის თვეში თუ …
აბაშიძის ორეული აღრიცხვაზეა აყვანილი
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში მცხოვრები სულიკო ძნელაძე აჭარის ხელმძღვანელთან ასლან აბაშიძესთან ფიზიკური მსგავსების გამო საკმაოდ პოპულარულია. პროფესიით იურისტი, გადამდგარი სამხედრო პოლკოვნიკი, ახლა ადვოკატად მუშაობს. ბატონი სულიკო ხუთ ენას ფლობს, მათ შორის თურქულს. სწორედ ამიტომ ხშირად უხდება თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. თუ როგორ ცხოვრობს აჭარაში ასლან აბაშიძის ორეული, ამის შესახებ „გაზეთ ბათუმელებთან“ …