რა თქვეს არჩილ ვანაძემ და გია ერმაკოვმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ

“ერთადერთი უდანაშაულო მხოლოდ თქვენ ხართ,” – ამ სიტყვებით მიმართა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არჩილ ვანაძეს. ის ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია და ერთ-ერთი ბრალდებული იყო “მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე”, რომლის განხილვაც დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვის მუხლით და წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან …

არჩილ ვანაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე ერთ-ერთი ფიგურანტი იყო ბათუმელი მაღალჩინოსნების საქმეში. ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და კიდევ 6 მაღალჩინოსანი, მათ შორის, არჩილ ვანაძე, გასული წლის 30 მაისს დააკავეს. არჩილ ვანაძე აქამდეც იყო დაკავებული. მას 2017 წელს „ჟილინის არხის საქმეზე“ გამოძიება სამსახურებრივ …

სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დაკითხეს

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს, 16 აგვისტოს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე დაკითხეს. ბათუმის მერიის ყოფილ 7 მაღალჩინოსანს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს თანხის მითვისებას და ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე ეხება ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ავანსად ჩარიცხული 1 მილიონი ლარის დაკარგვას, ისე რომ სამუშაოების ნაწილიც …

არჩილ ვანაძის მხარდამჭერების აქცია ბათუმის სასამართლოსთან

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში მორიგ აქციას მართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, დაიწყო ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა. სასამართლო დარბაზში ბევრი ადამიანი შესვლას ვერ ახერხებს უადგილობის გამო, მათ შორის, აჭარის უმაღლესი …

არჩილ ვანაძის მხარდამჭერი აქცია ბათუმის სასამართლოსთან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები ამ წუთებში აქციას მართავენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. პროკურატურის ვერსიით, მერიამ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე ისე, რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა …

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა. “აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის. “დეტალებს ვერ …

დაკავებულია აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე

აჭარის პროკურორის ნათია სონღულაშვილის ინფორმაციით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე. ნათია სონღულაშვილის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით თანხის მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” პროექტთან დაკავშირებით ბათუმის …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3 750 000 ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, თანხის გამოყოფა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გაზრდამ განაპირობა. საწყის ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჭარის მთავრობა სამი კორპუსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რაზედაც ცალკე ტენდერს გამოაცხადებს. „საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს გაიზარდა. …

სად ნახავს აჭარის მთავრობა 10 მილიონს „ოცნების ქალაქში“ კორპუსის ასაშენებელად

რა თანხით აშენებს აჭარის მთავრობა საცხოვრებელ კორპუსს „ოცნების ქალაქში“, როცა ბიუჯეტში ეს ფული გათვალისწინებული არ არის? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა დაახლოებით 10 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ამ კუთხით ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს. „საპროექტო თანხა გამოიყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და ეს იქნება …

მწვანე კონცხის საბაგიროს დემონტაჟისთვის მერია 43 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია 43 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს მწვანე კონცხზე მდებარე ძველი საბაგიროს დემონტაჟისთვის. „როგორც იცით, იქ ინვესტორი აპირებს ახალი საბაგიროს მოწყობას. ძველი საბაგირო არის ქალაქის საკუთრება და მისი დემონტაჟი ჩვენ უნდა მოვახდინოთ,“ – აღნიშნა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. „რატომ უნდა დაფინანსდეს დემონტაჟი?  იმიტომ, რომ ივანიშვილს ტერიტორია გამოუთავისუფლოთ? იქნებ …

ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მერიამ ვერ დახარჯა

ბათუმის მერიამ ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან 792 ათასი ლარი ვერ დახარჯა. საუბარია ბონის დასახლების ქუჩების ნაწილზე, სადაც პროგრამით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელდა. თემის განხილვას საკრებულოს სხდომაზე დღეს, 29 ნოემბერს ხმაური მოჰყვა. „ეს არის კანონის დარღვევა. არ შეიძლება ცვლილებები სამუშაოს განხორციელების შემდეგ. თუ საჭირო იყო ეს ცვლილებები, თავიდანვე რატომ არ მოხდა მისი გათვალისწინება?“ – იკითხა ლევან …

მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები, რომლებიც ვერ შესრულდება

2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში გადასახდელები მიმდინარე წელთან შედარებით 32 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი. მერიამ თავისი გეგმა რომ განახორციელოს, 85 მილიონზე მეტი ლარის მოძიება დასჭირდება. წინასწარი პარამეტრებით ქალაქის ბიუჯეტის შემოსულობები 104 მილიონით, გადასახდელები კი 188 მილიონზე მეტი ლარითაა განსაზღვრული. „ეს გადასახდელები ჩვენი ხედვაა რამდენი უნდა იყოს, მაგრამ რაღაცებზე მოგვიწევს …

რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში

„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ. წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა …

Exit mobile version