ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში”

 ცაგო კახაბერიძე

 

შუახევის საავადმყოფოს, შპს „უნიმედის“ თანამშრომელი ნერვოპათოლოგი ოთარ სურმანიძე „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ, „ქართული ოცნების“ შტაბში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ფრიდონ სურმანიძის თქმით მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობდნენ მისი თანამშრომლებიც, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ისინი ამ დრომდე არ ახმაურებენ. 

 

 

ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ავთანდილ ბერიძემ კიდევ ერთი ინფორმაცია გაახმაურა. მისი თქმით „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა  ბათუმელი ხელოვანიც, რომელიც დღეს ღირსების ორდენით უნდა დაეჯილდოვებინათ, მაგრამ მან ჯილდოზე უარი თქვა და კოალიციის რიგებში დარეგისტრირდა. „ქართულ ოცნებაში“ ამ ადამიანის სახელს არ ასახელებენ, რის მიზეზადაც თავად ხელოვანის მოთხოვნა დასახელდა: „მას არ უნდა ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი, რომ პოპულიზმში არ ჩაუთვალონ“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ ბრიფინგზე.  

მურმან დუმბაძე: „გაყალბებისთვის ემზადებიან“

 ნათია ზოიძე

 

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უბნებზე გამოკრულ ამომრჩეველთა საბოლოო სიებში მნიშვნელოვანი უზუსტობებია. 

ბათუმში საარჩევნო პლაკატები დააზიანეს

 ლელა დუმბაძე

 

ახალ ბულვართან ბოლოს, აეროპორტის გაზატკეცილთან, ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის  მურმან დუმბაძის საარჩევნო ბანერები დააზიანეს. „სამი ბანერი იდგა და სამივე დაზიანებულია“-აცხადებს მურმან დუმბაძე. პლაკატების დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, მერაბ ნაგერვაძეც: „დახეული და დაგელიჯილია მთლიანად პლაკატები“.  

 

 

ზედამხედველოს სამსახურის, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ვასილ ჯინჭველეიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პლაკატების ზედამხედველობა, მათი სამსახურის ვალდებულებას არ წარმოადგენს: „პოლიტიკური პარტიების პლაკატები ვინმემ  რომ არ ჩამოხიოს, ამის კონტროლის ვალდებულება ჩვენ დებულებაში არ გვიწერია.შესაბამისად, არც ის პირები გამოგვივლენია, ვინც ამ პლაკატებს აზიანებს. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომელი პარტიები დავაჯარიმეთ“.

 

 

ვასილ ჯინჭველეიშვილის თქმით, ჯარიმების რეკორდსმენია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შვიდჯერ დაჯარიმდა. დაჯარიმებული არიან „ქრისტიან დემოკრატები“ და „ქართული ოცნებაც“. პირველი დაჯარიმების შემთხვევაში პოლიტიკური სუბიექტი 50 ლარიანით ჯარიმდება. 

 

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია ამბობს, პლაკატების დაზიანების ფაქტებზე სანქცია საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა გამოწეროს, „თუმცა მანამდე, ვიღაცამ უნდა დააფიქსიროს თუ ვინ დააზიანა პალაკატი. ამის კონტროლი კი ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციოებში შედის“. 

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="1944" > 

გიორგი ბარამიძე: „ვინ გააკეთა ჩვენზე მეტი?!”

 ნათია ზოიძე

 

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბარამიძის სტუდენტენთან  შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ბათუმის მერის ხუთი წელი და მასთან დაკავშირებული სკანდალები

 რობერტ ჩხაიძე, უკვე ყოფილი მერი, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. იგი აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იბრძოლებს. უფლებამოსილების შეწყვეტის დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძის ექვსწლიან მუშაობას მერის თანამდებობაზე, „ძალიან ნაყოფიერი„ უწოდა. ვინ არის რობერტ ჩხაიძე – მასთან დაკავშირებული სკანდალები და საკრებულოს წევრების შეფასება. 

 

ლელა დუმბაძე

უმაღლესი საბჭოს არჩევნები – ვის აირჩევს აჭარა

 სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ უსკოსთვის წარდგენილი სიების პირველი ათეული 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: რობერტ ჩხაიძე –  ბათუმის მერი, ასმათ დიასამიძე – მოქმედი დეპუტატი, ირაკლი კვერღელიძე – კომპანია `ორბი ჯგუფის~ დირექტორი, ფრიდონ სირაბიძე – ქედის საავადმყოფოს დირექტორი, პეტრე ზამბახიძე – მოქმედი დეპუტატი, ეკა თარგამაძე – ბათუმის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, მურმან ბერიძე – მოქმედი დეპუტატი, გელა დეკანაძე – მოქმედი დეპუტატი, ვაჟა ბოლქვაძე  მოქმედი დეპუტატი, გიორგი შარაშიძე – არასაუწყებო დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი. 

 

 

„ქართული ოცნება“: ავთო ბერიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი, გია მასალკინი – ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი, მედეა ვასაძე – ადვოკატი, სულხან ღლონტი -საზოგადოებრივ ურთიერთობათა სპეციალისტი, ჯემალ ფუტკარაძე – ფარმაცევტი, დავით ბაციკაძე – ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე ჩიტიშვილი – ინჟინერი, ირაკლი (მაილო) ჯაში –  ბიზნესმენი, სვეტა კუდბა – წმინდა ნინასა და ფრანჩესკას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, მერაბ აბაშიძე – ფილოსოფოსი.

 

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“: ნიაზ ზოსიძე – მოქმედი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე – მოქმედი დეპუტატი, მურმან დავითაძე – უმაღლეს საბჭოში სამდივნოს უფროსი, ზაზა შაშიკაძე – მოქმედი დეპუტატი, გიორგი მახარაშვილი –  ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რუსლან ბარამიძე – უმაღლეს საბჭოში ფრაქციის კოორდინატორი, ნინო მელქაძე – პარტიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნადეჟდა ჯაბნიძე – პედაგოგი, ნუგზარ ბაჯელიძე –  პარტიის ქობულეთის ორგანიზაციის კოორდინატორი, რობერტ ხოზრევანიძე – პარტიის ხულოს ორგანიზაციის კოორდინატორი.

 

გაყალბებული არჩევნებიდან დაბრუნებულები – ამბის გაგრძელება

 ბათუმის #79 ოლქის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, საინფორმაციო დაფაზე უკვე გამოაკრეს იმ პირთა სია, რომლებიც საოლქო კომისიამ საარჩევნო უბნების დასაკომპლექტებლად შეარჩია. ამ სიაში ის ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებიც ცესკომ 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ დარღვევების გამო დაითხოვა, ოლქის შედეგები კი მთლიანად გააბათილა.   

 

ცაგო კახაბერიძე

ამომრჩეველი უკვე არარსებული ბარბიუსის ქუჩიდან

პეტროსიანი აპეტ, თურმანიძე ზაურ, გაგუა ირმა, შარაბიძე თამილა და კიდევ 13 ამომრჩეველი ბათუმში  უკვე არარსებულ,  ბარბიუსის ქუჩაზე არიან რეგისტრირებული. ეს და კიდევ რამდენიმე ფაქტი,  „ქართული ოცნების“ რეგისტრატორებმა ბათუმში ”კარდაკარის” ფარგლებში გამოავლინეს, თუმცა ეს არ  აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი ბათუმის 79-ე   საარჩევნო  ოლქის  საარჩევნო კომისიის სხდომას არ დაემტკიცებინა საკითხი საარჩევნო უბნების საზღვრების  დადგენასთან დაკავშირებით.


ნათია ზოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” დახურული შტაბი და ინტერვიუ რეპორტაჟის ნაცვლად

”ნაციონალური მოძრაობის” შტაბის შესასვლელში მორიგე აუცილებლად გაგაჩერებთ: „თქვენ ვისთან ხართ დაბარებული?” ერთადერთი, რასაც აქ რეპორტიორის თვალი სწვდება, ეს არის დაფა, წარწერით -”არჩევნებამდე დარჩა …… დღე“.

შესასვლელთან კი შეხვდებით ადამიანებს, რომელთა ნაწილი აქ იმიტომ მოვიდა, რომ „დასაქმდეს”. 

 

 ნათია ზოიძე

აჭარაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შეცვლას არ ადასტურებენ

საინფორმაციო სააგენტოებმა  გაავრცელეს ინფორმაცია  ქობულეთსა და ხულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების  შესაძლო შეცვლის შესახებ.  „ქართული ოცნების“ ბათუმის  ოფისში ამ ინფორმაციას ”აბსოლუტური სისულელე” უწოდეს.  ”ზია საგინაძე  და ფატი ხალვაში საარჩევნო კამპანიას აგრძელებენ და მათი შეცვლის საკითხი საერთდ არ განხილულა“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ. მისი განმარტებით,  ხმების გავრცელება ოპონენტების ინტერესში შედის.

რა უჯდება აჭარის ბიუჯეტს უმაღლესი საბჭოს არჩევნები

1 ოქტომბერს  აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩვნები ერთად ტარდება.

უმაღლეს საარჩევნო კომისიას საარჩვნოდ  მილიონ 142 700 ლარი წელს მაინც გამოეყო. გასულ არჩევნებზე ეს თანხა თითქმის მილიონით მეტი იყო. არჩევნების ერთად ჩატარების ერთ-ერთ არგუმენტად უმრავლესობის მხრიდან სახელმწიფო სახსრების დაზოგვა დასახელდა.

უსკომ სამი პარტია რეგისტრაციაში არ გაატარა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე სამი პოლიტიკური  სუბიექტი   უსკომ რეგისტრაციაში  ჯერჯერობით არ გაატარა. ეს პარტიებია  ლევან ქიძინიძის „საქართველოს დემოკრატიული  სიმართლის პარტია, კობა დავითაშვილის ”ხალხის პარტია” და ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის  დაფუძნებული  „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. ზურაბ ნოღაიდელი პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მოძრაობის წევრად რჩება.

Exit mobile version