ცაგო კახაბერიძე
შუახევის საავადმყოფოს, შპს „უნიმედის“ თანამშრომელი ნერვოპათოლოგი ოთარ სურმანიძე „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ, „ქართული ოცნების“ შტაბში სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ფრიდონ სურმანიძის თქმით მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობდნენ მისი თანამშრომლებიც, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ისინი ამ დრომდე არ ახმაურებენ.
ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ავთანდილ ბერიძემ კიდევ ერთი ინფორმაცია გაახმაურა. მისი თქმით „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა ბათუმელი ხელოვანიც, რომელიც დღეს ღირსების ორდენით უნდა დაეჯილდოვებინათ, მაგრამ მან ჯილდოზე უარი თქვა და კოალიციის რიგებში დარეგისტრირდა. „ქართულ ოცნებაში“ ამ ადამიანის სახელს არ ასახელებენ, რის მიზეზადაც თავად ხელოვანის მოთხოვნა დასახელდა: „მას არ უნდა ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი, რომ პოპულიზმში არ ჩაუთვალონ“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ ბრიფინგზე.