„ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამუშაოების გამო კომპანია „ანაგი“ ამჯერად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ულიცენზიოდ 106 ათას კუბურ მეტრ ხრეშს მოიპოვებს. „ანაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებაზე „ოცნების“ მთავრობამ მორიგი განკარგულება გამოსცა, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 8 სექტემბერს მოაწერა. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „ოცნების ქალაქის“ მეორე ფაზის მშენებლობის განხორციელების მიზნით, შპს „ანაგი“ 3 თვის …
Tag Archives: ანაგი
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება
„ოცნების“ მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც „ოცნების ქალაქში“ მშენებლობისთვის შპს „ანაგი“ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს. „ანაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 6 თებერვალს მოაწერა. ამ განკარგულებით „ანაგი“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, მოიპოვოს 13 567 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის ადმინისტრაციული …
209 ათასი ლარი დაიხარჯა ღონისძიებისთვის, რომელსაც კობახიძე დაესწრო ბათუმში
„ოცნების“ მთავრობის განცხადებით ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. „მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ კი 8 თებერვალს გამართეს, რომელსაც ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. ამ ღონისძიებაში აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დახარჯეს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ აჭარაში დაგეგმილი არ ჰქონდათ, ამიტომ …
Continue reading “209 ათასი ლარი დაიხარჯა ღონისძიებისთვის, რომელსაც კობახიძე დაესწრო ბათუმში”
1 მილიარდის დაკვეთა „ანაგს“ მთავრობისგან – მფლობელი რუსულ კანონს მხარს უჭერს
„გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, – ასე ასრულებს შპს „ანაგის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ეს განცხადება ევროპაზე, გამჭვირვალობასა და სტაბილურობაზე ბიზნესმენმა 29 აპრილს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე …
Continue reading “1 მილიარდის დაკვეთა „ანაგს“ მთავრობისგან – მფლობელი რუსულ კანონს მხარს უჭერს”
ახალ ბულვარში სკეიტპარკს აშენებენ
ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ბათუმის ბულვარს კომპანიასთან ხელშეკრულება 3,1 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული. სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 21 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად თავდაპირველი ტენდერი ბულვარის ადმინისტრაციას 1 291 749 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სკეიტპარკის მოწყობაზე …
ბათუმში დანგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო
აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 2021 წლის 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. ბათუმში რამდენიმე მისამართზე ავარიული სახლების დემონტაჟსა და ახალი კორპუსების მშენებლობაზე მერიამ ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ 2023 წლის 16 თებერვალს გააფორმა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში „ანაგი“ ახალ, 8-სართულიან კორპუსს 26 მაისის ქუჩაზეც ააშენებს. საცხოვრებელი სახლის …
Continue reading “ბათუმში დანგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო”
ბათუმის მერიის 78 მილიონიან ტენდერში „ანაგმა“ გაიმარჯვა
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 78 მილიონიან ტენდერში შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა, ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა სამმართველოს შესყიდვების კომისიის ოქმში დაფიქსირებულია, რომ გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 78 მილიონ 589 607 ლარი იყო, შპს „ანაგმა“ მერიას სამუშაოს შესრულება ზუსტად იგივე ფასად შესთავაზა. ეს გარემოება მიანიშნებს, რომ „ანაგი“ ამ შემთხვევაში უკონკურენტო იყო …
Continue reading “ბათუმის მერიის 78 მილიონიან ტენდერში „ანაგმა“ გაიმარჯვა”
„ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს“ – ბრძოლა მტვერში ცხოვრების წინააღმდეგ
ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლები აქციას მართავენ. სწორედ ამ ქუჩის გავლით სამშენებლო კომპანიები ეზიდებიან ბეტონს, რის გამოც სამრეწველო ზონის გვერდით მცხოვრებთ მზიან ამინდში მტვრის ბუღში უწევთ ცხოვრება, წვიმიან ამინდში კი გარშემო ყველაფერი ატალახებულია. „ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს. 15 ქარხანაა აქ, რომლებიც ძალიან კარგ შემოსავალს იღებენ. მათ შორისაა „ორბი“ და „ანაგი“ – ბეტონს ეზიდებიან. …
„დაგი“ და „ანაგი“ – დავა 11 მილიონისთვის
კომპანია „დაგს“, რომელმაც ბათუმში 38-მილიონიანი ტენდერი მოიგო და „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენებას იწყებს, სხვა, 11-მილიონიან ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ტენდერი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალების რემონტზე აქვს გამოცხადებული. აეროპორტების გაერთიანების სატენდერო კომისიამ „დაგს“ ჯერ დოკუმენტების დაზუსტება მოსთხოვა, მოგვიანებით კი ჩათვალა, რომ დაზუსტებული დოკუმენტაციაც არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს და დისკვალიფიკაცია მისცა. [toggle title=”შეუსაბამობები, რაც კომისიამ …
თიბისი ანაგთან თანამშრომლობას დეველოპმენტის მიმართულებით აგრძელებს
„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. Park Home „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ყველაზე დიდი საკუთარი 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცით ვაკეში. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს და ლობის კონსიერჟის მომსახურებით. „ანაგი დეველოპმენტის“ პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და …
Continue reading “თიბისი ანაგთან თანამშრომლობას დეველოპმენტის მიმართულებით აგრძელებს”
ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადა. „ანაგი“ შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო. „ანაგთან“ ხელშეკრულება მეორე ეტაპის სამუშაოებზე ჯერ გაფორმებული არ არის. სატენდერო …
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ბოლომდე „ანაგმა“ მიიყვანოს
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, შესაძლოა, მთლიანად „ანაგმა“ დაასრულოს. კომპანია შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. „ანაგი“ სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, რომელმაც სტადიონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, ასევე, ლითონის სახურავის მოწყობა მთლიანად დაასრულა. მემბრანული გადახურვა კი 50%-ია გაკეთებული. სტადიონზე ყველაზე ბოლოს უნდა დამონტაჟდეს სკამები და …
Continue reading “ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ბოლომდე „ანაგმა“ მიიყვანოს”
ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი
შპს „სტადიონი“, რომლის 100% წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს, აჭარის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს 65 მილიონი ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა შემდეგი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება: [checklist] ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა – 33 მილიონი ლარი მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე – 21 მილიონი ლარი ბათუმის ახალი ყინულის არენისა და …
სტადიონის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 117 მილიონი ლარი დაიხარჯება – ხელშეკრულება დადებულია
შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ხელშეკრულება დღეს, 14 დეკემბერს გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი ბათუმში დღეიდან 34 თვეში უნდა ააშენოს. ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარი და 56 თეთრია, თუმცა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას …
ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა
შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის დღევანდელი, 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ანაგი“ გამოვლინდა ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად. შპს „სტადიონის“ განცხადებით, დახურულ [აუქციონის გარეშე] ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი „ანაგმა“ დააფიქსირა. შესყიდვის ბიუჯეტი 101 მილიონ 700 ათასი ლარი იყო, კომპანიამ კი ფასი 99 მილიონ 448 ათას 549 ლარამდე დაწია. მიიღეს თუ არა სხვა კომპანიებმა ტენდერში …
ხეები ამჯერად კომპანია „ანაგმა“ იყიდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის
სახელმწიფოს მიერ 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ძირი ხე მიმდინარე წლის 6 მარტს გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეები ამჯერად შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული აუქციონის გამოცხადების საფუძველი იყო კონკრეტული დაინტერესება. „ბათუმელები“ კომპანია „ანაგის“ დაუკავშირდა. „ჩვენ გვაქვს კომერციული ხელშეკრულება გაფორმებული დენდროლოგიურ პარკთან. ვარჩევთ ხეებს, ვყიდულობთ კერძო პირებისგან, ამ შემთხვევაში ვიყიდეთ სახელმწიფოსგან და ეს ხეები შემდეგ გადაგვაქვს …
Continue reading “ხეები ამჯერად კომპანია „ანაგმა“ იყიდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის”
LIKE მხარდაჭერა გრძელდება – უგულშემატკივრეთ “ანაგის” ფოტოკონკურსის მონაწილეებს
გუშინ, 5 ივნისს დასრულდა სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსზე რეგისტრაცია. კონკურსზე სულ 384 განაცხადი შემოვიდა ➤ ნომინაციაში „ევროპისკენ“ შემოსულია 97 ფოტო. ➤ ნომინაციაში „ქალაქი და ადამიანები“ შემოსულია 151 ფოტო. ➤ ნომინაციაში „თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა“ შემოსულია 136 ფოტო. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულის ვინაობა 2016 წლის 15 ივლისამდე გამოვლინდება. გამარჯვებულებთან ერთად, გამოქვეყნდება ჟიურისთან ინტერვიუ. ჟიური …
Continue reading “LIKE მხარდაჭერა გრძელდება – უგულშემატკივრეთ “ანაგის” ფოტოკონკურსის მონაწილეებს”