„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას აუქმებს. თუმცა, ეს ცვლილება ასევე ითვალისწინებს ერთჯერად ამნისტიას, რის შემდეგაც ათიათასობით კანონდამრღვევ მძღოლს ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს უბრუნებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში 35 445 პირს აქვს მართვის მოწმობა შეჩერებული. …
Tag Archives: ამნისტია
ამნისტია შესაძლოა შეეხოს ლევან მამალაძეს, მაგრამ არა გიორგაძეს – სარჯველაძე
შეეხება თუ არა ამნისტიის კანონი ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძეს ან ლევან მამალაძეს, ასევე, იმ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის ბრალი აქვთ წაყენებული, თუმცა ისინი თავს აფარებენ რუსეთს ან სხვა ქვეყანას და სასჯელი არ აქვთ საქართველოში მოხდილი? – ეს კითხვები ისმოდა ოპოზიციის მხრიდან დღეს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, …
Continue reading “ამნისტია შესაძლოა შეეხოს ლევან მამალაძეს, მაგრამ არა გიორგაძეს – სარჯველაძე”
რას ფიქრობს ამნისტიაზე ბიჭი, რომელიც პოლიციელს გაექცა – „აწი თუ დავარღვევ, რა მოხდება?“
„აწი თუ დავარღვევ, რა მოხდება?“ – კითხულობს ლაშა ხიმშიაშვილი. ეს ის ბიჭია, რომელსაც 28 აპრილს პირბადის არქონის გამო დაჯარიმებას უპირებდნენ, მაგრამ ლაშა პოლიციელს გაექცა. დღეს, 24 ივნისს, მთავრობამ თქვა, რომ იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს მოქალაქეები აღარ გადაიხდიან. საუბარია დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ლაშა ხიმშიაშვილის თქმით, მისთვის ჯარიმის …
კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმას აღარ გადაიხდით – მთავრობა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს მოქალაქეები აღარ გადაიხდიან. საუბარია დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა შეეხება 245 …
ხმა ბათუმის მესამე დაწესებულებიდან – „4 კაცი ვშიმშილობთ“ [ვიდეო]
„ოთხი კაცი ვშიმშილობთ“, – ისმის ვიდეო ჩანაწერში, რომელიც დღეს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ გაავრცელა. ის და პატიმრების ოჯახის წევრები დღეს ბათუმის მესამე დაწესებულებასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, ამნისტიის კანონის დამტკიცებამდე. „მე შევთავაზე ოჯახის წევრებს, რომ სხვა კუთხიდან მივსულიყავით შენობასთან. სწორედ მაშინ დაგვიძახეს, რომ ცუდად არიან, შიმშილობენ და არავინ ყურადღებას არ აქცევთ“, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე. იუსტიციის სამინისტროს …
Continue reading “ხმა ბათუმის მესამე დაწესებულებიდან – „4 კაცი ვშიმშილობთ“ [ვიდეო]”
ეკა ბესელია ამნისტიაზე: „ეს არც პანდემიის დროს დაჯარიმებულ ადამიანებს შეეხება“
„კეთილი იმიჯი სჭირდება ახლა ხელისუფლებას, რომელსაც რეპუტაცია აქვს შელახული. ჰუმანური იმიჯი გჭირდება, როცა გაყალბებული არჩევნების შემდეგ მესამე ვადით გინდა ლეგიტიმაცია მიიღო. ამნისტია ჰუმანური აქტია,“ – მიიჩნევს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ამნისტიაზე. ამნისტია სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს შეეხება და დაახლოებით 850 მსჯავრდებულს. ეკა ბესელია ამბობს, …
Continue reading “ეკა ბესელია ამნისტიაზე: „ეს არც პანდემიის დროს დაჯარიმებულ ადამიანებს შეეხება“”
ამნისტიის მოთხოვნით ელექტრონული პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით manifest.ge-ზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამ მოთხოვნით აქამდე არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის, ბათუმში. ისინი მიიჩნევენ, რომ ამნისტია, პირველ რიგში, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს უნდა შეეხოს. ხელმოწერებს ამნისტიის მოთხოვნით აგროვებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ვითხოვთ ჰუმანურ აქტს ამნისტიას“. ხელმოწერა ელექტორნულადაა შესაძლებელი. „ყოველწლიურად ჩვენ საპატიმროებში ვამყოფებთ 3000 ავადმყოფ ადამიანს. ყოველწლიურად 6000 ადამიანი იხდის პირობით სასჯელს ავადმყოფობისთვის. დღეს …
Continue reading “ამნისტიის მოთხოვნით ელექტრონული პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს”
ბათუმში პატიმრების ოჯახის წევრებმა ამნისტია მოითხოვეს
„შემახე ამნისტია“ – ამ მოთხოვნით ბათუმის ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ, რომელიც, პირველ რიგში, შეხება პრობაციონერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიან სასჯელს. „2012 წლის მერე მსგავსი არაფერი ყოფილა… ჩვენთან მნიშვნელოვნად გაზრდილია პატიმრების რაოდენობა და ევროპაში უკვე მეორე ადგილზე ვართ პრობაციონერების რაოდენობით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ შეეხოთ ამნისტია …
Continue reading “ბათუმში პატიმრების ოჯახის წევრებმა ამნისტია მოითხოვეს”