დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულ „ოცნების“ მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს, საარჩევნო უბანზე სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა დახვდა ფოტოსურათით, რომელზეც არჩილ ჩიქოვანი და მიხეილ სააკაშვილი არიან გამოსახული. ალექსანდრე მილორავას განმარტებით, მას არჩილ ჩიქოვანისგან ავტოგრაფი სურდა ამ ფოტოზე: „აქ არის გამოსახული ბატონი არჩილ ჩიქოვანი, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, გამოსახულია მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელიც …
Tag Archives: ალექსანდრე მილორავა
ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა
შიმშილობის მე-15 დღეს ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას აპროტესტებდა და აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვდა. „…ჩემთვის უმნიშვნელოვანესია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დასრულდეს პოლიტიკური პროცესი და ხელისუფლების კონტროლი. ვწყვეტ შიმშილობას და მრჩეველთა საბჭომ მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს კოხრეიძე დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი,“ – …
Continue reading “ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა”
მოშიმშილე თამარ წილოსანს მიმართავს: მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ გსურთ იმპიჩმენტის დაწყება
ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-12 დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს, მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიმართავს. ალექსანდრე მილორავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების გამო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს, თამარ წილოსანმა კი საჯაროდ დადებული პირობა გუშინ გადაიფიქრა, როცა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე უარი თქვა და მრჩეველთა საბჭოს აღარ მიმართა. „თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მე შევწყვიტო …
რატომ აღარ მოითხოვა მრჩეველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი – შიმშილობის მე-11 დღე
აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი აჭარის მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს დღეს აღარ მოუთხოვია. სამუშაო დღის ბოლომდე მისი მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს არ მიუღია. თამარ წილოსანი გასული კვირის დღეებში, როცა ტელევიზიის წინ ალექსანდრე მილორავა შიმშილობდა, ორშაბათისთვის აანონსებდა მრჩეველთა საბჭოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვას და ვერ ასაბუთებდა, რატომ აჭიანურებდა პროცესს. თამარ წილოსანი „ევროპული საქართველოს“ მიერ შერჩეული კანდიდატია, იგი …
რიჟვაძის კომენტარი მოშიმშილის მიმართ არაეთიკურია – 9 არასამთავრობოს განცხადება
აჭარაში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას მიმართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დღეს, 5 ივნისს გაკეთებულ კომენტარზე. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი. ერთი – არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება,“ – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ “ბათუმელების” კითხვას …
Continue reading “რიჟვაძის კომენტარი მოშიმშილის მიმართ არაეთიკურია – 9 არასამთავრობოს განცხადება”
რატომ აჭიანურებს ბორდის წევრი იმპიჩმენტის დაწყებას ორშაბათამდე – წილოსანის განმარტება
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის პროცედურების დაწყების შესახებ. პროცედურების დაცვით 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა სხდომის დანიშვნის შესახებ ორშაბათს შევა მრჩეველთა საბჭოში…“ – წერს ფეისბუქში აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი – თამარ წილოსანი. უკვე მერვე დღეა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას …
„პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს“ – კოალიცია აჭარის ტელევიზიაზე
„აჭარის მაუწყებელი, ერთი მხრივ, თავს არიდებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, ხდება ადამიანების დევნა და შევიწროება განსხვავებული აზრის გამო. ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასეს შიდა და საერთაშორისო ექსპერტებმა… ამ და სხვა მოვლენებზე პასუხისმგებლობა აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოებს – დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს ეკისრება,“ – აღნიშნულია კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აჭარის ტელევიზიასთან …
7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართება – შიმშილობის მე-7 დღე
დღეს, 7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაზე აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“. ამ მოძრაობის წევრი – ალექსანდრე მილორავა უკვე ერთი კვირა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს. „…თავს ნორმალურად ვგრძნობ, დღეს სასწრაფოს ჯერ არ შევუმოწმებივარ, შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებ“, – ამბობს ალექსანდრე მილორავა. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს კოალიცია …
Continue reading “7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართება – შიმშილობის მე-7 დღე”
მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს გია ქარცივაძე ითხოვს. იგი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრია. მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიასთან ალექსანდრე მილორავას შიმშილობის მეექვსე დღეს, მილორავას მოთხოვნას – საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, არც ტელევიზიის დირექტორი გამოეხმაურა და არც ბორდის სხვა წევრები, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გია ქარცივაძემ მარტო გადაწყვიტა. „ადამიანი შიმშილობს …
Continue reading “მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს”
ბორდის წევრი იმპიჩმენტს მხარს უჭერს, მაგრამ არ იცის როდის – ტელევიზიასთან შიმშილობის მე-6 დღე
„იმპიჩმენტს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ მყარი არგუმენტები მჭირდება, კონსულტაციები მჭირდება ჟურნალისტებთან,“ – გვიპასუხა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმა. პოზიციის დაფიქსირებისკენ მას დღეს ალექსადრე მილორავამ მოუწოდა, რომელიც უკვე მე-6 დღეა შიმშილობს. ის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს და მრჩეველთა საბჭოს წევრებს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს სთხოვს. იმპიჩმენტს ბორდის სამი წევრის თანხმობა სჭირდება და ხუთწევრიან ბორდში …
„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული“ – ამჯერად აქციის მონაწილე „ჩამოსულებზე“
„ბოტების ბრიგადა ხართ, თბილისიდან ჩამოსული, რომ მოაჯდეთ აჭარას თავზე და გააშავოთ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ არის… ეს არის რეგიონული ტელევიზია,“ – უთხრა დღეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილს მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმის“ წევრმა, ბაჩუკი ჩხეიძემ. იგი გასულ წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის ტელევიზიის …
მოშიმშილის მე-5 დღე: „დეპუტატები ტელევიზიაში იყვნენ, გვერდით ჩამიარეს და არც კი მომიკითხეს“
„ჯერჯერობით სრული დუმილია ყველა მხრიდან. ალბათ, ჩემს ნერვებს და გამძლეობას ცდიან… გუშინ უმაღლეს საბჭოსაც მივმართე. არავის გაუკეთებია განცხადება. გუშინ საღამოს გადაცემაში სტუმრად იყვნენ მოსულები დეპუტატები – ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე. უბრალოდ, გვერდით ჩამიარეს და შევიდნენ მაუწყებელში. საერთოდ არაფერი უკითხავთ, ჯანმრთელობაც კი არ მოუკითხავთ ჩემი,“ – ამბობს მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი, ალექსანდრე მილორავა, რომელიც …
დეპუტატი, რომელიც 9 წლის წინ გაასამართლეს ტელევიზიის ხელშეშლისთვის: „პარალელი არასწორია“
ჯერ უცნობია, მოჰყვება თუ არა რეაგირება აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან დღეს, პირველ ივნისს, კარვის ჩადგმას. 9 წლის წინ, როცა ტელევიზიის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, მენეჯმენტმა სწორედ ის განაცხადა, რაც დღევანდელმა მენეჯმენტმა თქვა: „ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაა“. 2011 წლის 21 მაისს აქციის მონაწილეები თავისუფალ აჭარის ტელევიზიას ითხოვდნენ. დღესაც იმავეს ითხოვენ – უკვე მეოთხე დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს ალექსანდრე მილორავა …
შიმშილობის მე-4 დღე აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა – „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტი ალექსანდრე მილორავა უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაყენებას ითხოვს. ალექსანდრე მილორავამ დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკვე მიმართა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობის პროცედურის დაწყების მოთხოვნით, მაგრამ საბჭოს წევრები არ გამოხმაურებიან. დღეს, პირველ ივნისს ალექსანდრე მილორავა აჭარის …
Continue reading “შიმშილობის მე-4 დღე აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით”
აქცია აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით, გრძელდება
მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ალექსანდრე მილორავას აქცია აჭარის ტელევიზიის შენობის წინ გრძელდება. მან პარასკევს, 29 მაისს დაიწყო აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა. ალექსანდრე მილორავა ითხოვს, ხვალ, 12 საათამდე შეიკრიბოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო და დააყენონ მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხი. „ხვალ, 12 საათამდე მივეცით ვადა ბორდის თავმჯდომარეს, ჩხარტიშვილს, შეკრიბოს ბორდი, სადაც მოხდება …
Continue reading “აქცია აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით, გრძელდება”