ქობულეთში, სოფელ გვარაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
Tag Archives: ავტოსაგზაო შემთხვევა
ავარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე – მოძრაობის წესების შეცვლის მეორე დღე
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსისთვის განკუთვნილ სავალ ზოლში შეეჯახნენ ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის, გორგილაძის ქუჩაზე, მოძრაობის წესები გუშინ, 15 დეკემბერს შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
მდინარე აჭარისწყალში ავტომანქანა გადავარდა
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეს, 31 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა, რომელშიც სამი პირი იმყოფებოდა, მდინარე აჭარისწყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველისვე ინფორმაციით, ავტომანქანაში მსხდომი პირები არ დაშავებულან.
ბათუმში ტაქსი ავარიაში მოყვა
ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი ტაქსია. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო.
შეჯახების შედეგად ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა
ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. „ახლა მივედით ადგილზე“, – გვითხრეს უწყებაში. განახლება შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …
Continue reading “შეჯახების შედეგად ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა “
ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა
დღეს, 23 ივლისს, ჩაქვის გვირაბთან ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი სამგზავრო იყო. ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრი – ახალგაზრდა კაცი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე კიდევ სამ მგზავრს გაუწიეს სამედიცინო მომსახურება, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …
Continue reading “ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა”
ველოსიპედისტი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, 42 წლის ქალია – მას კვლევებს უტარებენ
ველოსიპედისტი, რომელსაც დღეს, 17 ივნისს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, 42 წლის ქალია. მას კლინიკა „მედცენტრში“ კვლევები უტარდება იმის გამოსარკვევად, თუ რა ხარისხის დაზიანებები აქვს მიღებული. კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტურია. ველოსისპედისტს ავტომანქანა ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. _______________ …
ქვიშხეთში დაღუპული 3 ბავშვის დედისთვის დახმარებას ითხოვენ
ქვიშხეთთან ავტოავარიის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი მამასთან ერთად დაიღუპა. ბავშვების დედა მარიანა ქორიძე კი უმძიმესი ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა, თუმცა ის, როგორც მკურნალი ექიმი ამბობს, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. მარიანას ექიმის თქმით, შესაძლოა ის სიცოცხლის ბოლომდე ამ მდგომარეობაში დარჩეს. ოჯახს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. მარიანას მდგომარეობაზე მისმა ახლო მეგობარმა, …
Continue reading “ქვიშხეთში დაღუპული 3 ბავშვის დედისთვის დახმარებას ითხოვენ”
ავარია მელიქიშვილზე – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკა „ბრაზერსში“ გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ დაშავებულს გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნებოდა.
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 7 იანვარს, დღის 3 საათისთვის მოხდა. ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერის წარმომადგენლის თემურ ირემაძის თქმით, დაშავებული, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, დაღუპულის ნათესავია, თავად დაღუპული ახალგაზრდა კი, სოფელ ლაბაიძეების მკვიდრი. მისივე თქმით, მსუბუქი ავტომანქანა …
Continue reading “ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა”
ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავარიაზე: დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
„დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“ – გვითხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. ის ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს ესაუბრა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია აქ აქვთ. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 30 დეკემბერს, სტამბოლთან მისვლამდე 150 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ავტობუსს თბილისიდან მიჰყავდა მგზავრები თურქეთში. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. მომხდარზე ინფორმაცია …
Continue reading “ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავარიაზე: დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს”
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა, მძღოლი მიიმალა
ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც ტროტუარიდან ქუჩაზე გადადიოდა. დაშავებული ქალი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს მოტეხილობა არ აღენიშნება, თუმცა იგი პროფილაქტიკის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა ავარიის შემდეგ მოძრაობა განაგრძო. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანის …
Continue reading “ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა, მძღოლი მიიმალა”
ავარიის შედეგად ქობულეთში დაშავებული 2 მოსწავლის მდგომარეობა ისევ მძიმეა
ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი მეთორმეტეკლასელი ისევ კლინიკაში რჩება. ისინი ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში არიან. კომპანია “ევექსის”პრესცენტრის ინფორმაციით, გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია ისევ. ეს არასრულწლოვანი რამდენიმე დღე კომაში იყო. ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭის მდგომარეობა კი, ისევ კრიტიკულად მძიმეა. არასრულწლოვნები 29 ოქტომბერს სოფელ ქობულეთში მოყვნენ ავარიაში – მსუბუქი ავტომანქანა ხეს …
Continue reading “ავარიის შედეგად ქობულეთში დაშავებული 2 მოსწავლის მდგომარეობა ისევ მძიმეა”
ერთის მდგომარეობა მძიმეა – როგორ არიან ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდები
ქობულეთში გუშინ, 29 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ოთხივე არასრუწლოვანი კლინიკაში რჩება. შემთხვევის ადგილზე ორი მეთორმეტეკლასელი დაიღუპა. „გოგოს მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. მას ჰქონდა კისრის მალის, ასევე ბეჭის ძვლის მოტეხილობა. დაშავებულ ბიჭს სახის ძვლების მოტეხილობა დაუფიქსირდა. ისინი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩვენთან დარჩა ერთი დაშავებული გოგო, რომლის მდგომარეობაც მსუბუქია. მას თავის ტვინის შერყევა აქვს,“ – გვითხრა ქობულეთის …
„ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში“ – დირექტორი
„ექვსივე მეთორმეტეკლასელი დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა, მერე სად მიდიოდნენ მანქანით, არ ვიცი,“ – ამბობს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ნაირა მახარაძე. დღეს, 29 ოქტომბერს, სოფლის გზაზე ავტომანქანა, რომელშიც ამ სკოლის 6 მეთორმეტეკლასელი იჯდა, ხეს დაეჯახა. ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი, ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, მათ შორის, ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ყველა მოზარდი 17 …
ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა ორი მეთორმეტეკლასელი
სოფელ ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა კიდევ ოთხი მგზავრი. ისინი დაღუპულების თანაკლასელები არიან. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში. ამ სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული გოგო კომაშია და მას თავის ტრამვები აქვს, ბიჭს – მრავლობითი …
Continue reading “ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა ორი მეთორმეტეკლასელი”
ბათუმში ავარიის შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა
შუახნის კაცს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურთან“ მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ის ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებს დაახლოებით 50 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
12 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა, მას ზებრა გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა
„მძიმეა მისი მდგომარეობა, მაგრამ სტაბილური,“ – გვითხრეს ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში 12 წლის გოგოს შესახებ, რომელსაც გუშინ, 21 ოქტომბერს, გონიოს დასახლებაში, ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, დაშავებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება თავის ტვინის ტრავმით. გოგო კლინიკაში მიყვანის დროს შოკურ მდგომარეობაში იყო. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის …
Continue reading “12 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა, მას ზებრა გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა”
ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში რჩება
ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკა „მედინაში“ რჩება. ნეიროქირურგის, გიორგი ვალიშვილის თქმით, მას ოპერაცია გუშინ ღამით ჩაუტარდა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომაროება სტაბილურია. დაშავებულს თავის ძვლების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 17 ოქტომბერს, მეჯინისწყლის დასახლებაში მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭი „მედინაში“ გადაიყვანეს, ცოლ-ქმარი კი, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. …
Continue reading “ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში რჩება”
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა ბათუმში, მეჯინისწყალზე
ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სამი დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მძიმე დაზიანებებით “მედინაში” გადაიყვანეს, ერთი კაცი და ერთი ქალი კი – ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომანქანა ფიგურირებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ავარია ბათუმში, რომელსაც მოტოციკლისტი ემსხვერპლა – სასამართლოს განაჩენი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ერთ-ერთი ავარიის შემთხვევაზე საქმის განხილვა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი დაიღუპა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კახა ფ.-ს, თუმცა ეს სასჯელი პირობით ჩაეთვალა და გამოსაცდელი ვადა დაენიშნა იმავე ვადით. საუბარია გასული წლის 17 დეკემბერს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე – მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა. ავარიის შედეგად …
Continue reading “ავარია ბათუმში, რომელსაც მოტოციკლისტი ემსხვერპლა – სასამართლოს განაჩენი”
მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ
გუშინ, 9 ოქტომბერს, დღის 4 საათზე, ქობულეთის შემოვლით გზაზე 15 წლის ლიკა სარჯველაძე დაიღუპა. ის მამასთან და 2 წლის ძმასთან ერთად გურიის ერთ-ერთ სოფელში მიდიოდა. ქობულეთის შემოვლით გზაზე მორიგი ავარია მოხდა და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ლიკა ექიმებს შემთხვევის ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. კლინიკაში ლიკას 2 წლის ძმა და მამა გადაიყვანეს. ბავშვს სახეზე ნაკაწრები …
Continue reading “მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ”
ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, 2 წლის ბავშვი კი მამასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს
დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებული 2 წლის ბავშვი და მისი მამა კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. საგანგებო სიტუაციების სამსახურის …
სატვირთო მანქანა ხულოში საკარმიდამო ნაკვეთში გადავარდა
ხულოში, სოფელ ხიხაძირში, სატვირტო ავტომანქანა საკარმიდამო ნაკვეთში გადავარდა. ტრანსპორტში ორი პირი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა, რომელიც ხულოს საავადმყოფოში გადაჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა
ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა 26 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებს დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, მრავალობითი დაზიანებებით დახვდათ. დაშავებული ექიმება ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. …
Continue reading “ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა”
აღმაშენებლის ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მძღოლი, რომელსაც დარღვევა დაუდგინდება, დაჯარიმდება.
ავარია ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – დაშავებული კისრის მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, ჩოლოყაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი და ერთი ქალი დაშავდა. ორივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ერთ-ერთ დაშავებულს ექიმებმა კისრის მოტეხილობა დაუფიქსირეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამიდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, ან უსაფრთხოებოის წესების დარღვევას გულისხმობს, …
Continue reading “ავარია ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – დაშავებული კისრის მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს”
რკინიგზის გადასასვლელზე ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა
ბათუმში, ავტოსადგურთან, სარკინიგზო [მანთაშევის] გადასასვლელზე სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მძღოლი, რომელსაც მოძრაობის წესების დარღვევა დაუფიქსირდება, დაჯარიმდება.
ქობულეთში ავტომანქანა ქალს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში მოათავსეს
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. დაშავებული გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ დაშავებულს სხეულის დაჟეჟილობა და მსუბუქი ტრავმები აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. პირველადი დათვალიერებით, მძღოლი ნასვამი არ ყოფილა და იგი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.
ხულოში მიკროავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა ერთი მგზავრი
ხულოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ვაშლოვანთან, სამარშუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი – დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავარია რუსთაველის ქუჩაზე – მოპედის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ წინ, მსუბუქი ავტომანქანა მოპედს შეეჯახა. შსს-ს ცნობით, მოპედის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე – დაშავდა ოთხი ადამიანი
ქობულეთი – ბათუმის ავტომაგისტრალზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი დაშავებული ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმბოლურად ამოყირავებული ავტომანქანა აქვს განთავსებული კამპანიის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
სიკვდილი გზაში – როგორ ისჯებიან მძღოლები ავარიების შემდეგ
ჯარიმა და პირობითი მსჯავრი – ეს შედეგი დგება ყველაზე ხშირად, როცა მძღოლები ადამიანებს ქუჩაში სხვადასხვა ტრანსპორტით ეჯახებიან. ჯარიმას ხშირად იყენებენ მაშინაც, როცა ავარიის შედეგად ადამიანი კვდება. ავტოსაგზაო შემთხვევების შემდეგ გამოძიება ძირითადად სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად იწყება, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. „ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა ამ მუხლით განხილული …
Continue reading “სიკვდილი გზაში – როგორ ისჯებიან მძღოლები ავარიების შემდეგ”
ტრაილერი დაეჯახა მანქანას, სადაც 8 თვის ორსული ქალი იჯდა
ტრაილერი დაეჯახა ავტომანქანა, რომლის უკანა სავარძელზე რვა თვის ფეხმძიმე ქალი იჯდა. შემთხვევა ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოსთან ახლოს მოხვდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ქალს ემოციური ფონი ჰქონდა და წნევამ აუწია. ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. …
Continue reading “ტრაილერი დაეჯახა მანქანას, სადაც 8 თვის ორსული ქალი იჯდა”
ავტომანქანა სახლს დაეჯახა – დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შემდეგ ერთ-ერთი ავტომანქანა ბორდიურზე გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კედელს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 49 წლის კაცი გულ-მკერდის დაჟეჟილობით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, …
Continue reading “ავტომანქანა სახლს დაეჯახა – დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს”
„ვითხოვთ მწოლიარე პოლიციელს“ – ორი ავარია ერთსა და იმავე ადგილას ნახევარ საათში
ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში დღეს, 4 მარტს, მოხდა. ერთ შემთხვევაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯეხა ერთმანეთს, შემდეგ მსუბუქი ავტომანქანა – მიკროავტობუსს. ავარიის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოქალაქემ გამოაქვეყნა და „შესაბამის სამსახურებს“ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. იგი წერს, რომ მოსახლეობამ ხელმოწერებით მერიას უკვე მიმართა და ისინი ე.წ. მწოლიარე პოლიციელების ქუჩაში განთავსებას …
Continue reading “„ვითხოვთ მწოლიარე პოლიციელს“ – ორი ავარია ერთსა და იმავე ადგილას ნახევარ საათში”