ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მოპედი მსუბუქ ავტომანქანს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, მოპედის მძღოლმა შეჯახების შემდეგ ბორდიურს დაარტყა თავი. მოპედის მძღოლი, 25 წლამდე ბიჭი, რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს თავზე ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
Tag Archives: ავტოსაგზაო შემთხვევა
ავარია ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – მძღოლები კლინიკაში გადაიყვანეს
დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, 26 მაისის და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანებში მხოლოდ მძღოლები ისხდნენ. დაშავებული მძღოლები სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა “მედცენტრსა” და რეფერალურ საავადმყოფოში. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაიწყო.
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტომანქანა კაცს დაეჯახა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტომანქანა 30 წლამდე კაცს დაეჯახა. დაშავებული ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს თავის არეში ჰქონდა დაზიანებები და ის შეკითხვებს ბუნდოვნად პასუხობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ქობულეთში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა
დღეს, 12 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, რაც ვტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ავტომანქანის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.
შსს-მ დააკავა მძღოლი, რომელმაც ავარიის შემდეგ კვალის დასაფარად ავტომანქანა ნაწილებად დაშალა
სამართალდამცველებმა დღეს, 20 ნოემბერს, იმ ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელიც სამი დღე იძებნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 18 ნოემბერს ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი – საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ავარიის შემდეგ ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და მიიმალა. 1989 წელს დაბადებული გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. …
გორგილაძის ქუჩაზე მანქანამ კაცი გაიტანა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, „ჯეოსელის“ ოფისის წინ, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული კაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულის მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა და მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებული დაახლოებით 60 წლისაა. გუშინ კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქალი დაიღუპა ბათუმში. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინდელი შემთხვევის შემდეგ მძღოლი იძებნება.
მახინჯაურში ლოდებით დატვირთული მანქანა გადატრიალდა
მახინჯაურში დღეს, 18 ოქტომბერს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადატრიალდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მისულ ბრიგადას დახმარება არავისთვის გაუწევია. ამ სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახურიც მუშაობდა, რადგან გადაბრუნებული ავტომანქანიდან საწვავი იღვრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გააფორმეს. …
Continue reading “მახინჯაურში ლოდებით დატვირთული მანქანა გადატრიალდა”
ავარია ქობულეთში – სამგზავრო ავტობუსი ავტომობილს დაეჯახა
დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის გზაზე სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტობუსი ბათუმი-ქობულეთის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაა დაწყებული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტობუსი ავტომანქანას დაეჯახა – დაიღუპა ორი ადამიანი
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, როგორც სახანძრო სამსახურში გვითხრეს, ადგილზე გარდაიცვალა ერთი პირი – მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებდნენ, რომ კლინიკაში შეყვანილ 30-წლამდე ქალს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს ორი დაშავებული, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო. ავარიის …
Continue reading “ავტობუსი ავტომანქანას დაეჯახა – დაიღუპა ორი ადამიანი”
ავარია ესტაკადასთან – ქობულეთის მიმართულებით გზა ჩაკეტილია
ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თვითმხილველის თქმითვე, მაგისტრალზე ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა ბათუმის მიმართულებით ავტომანქანები თავისუფლად მოძრაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო მანქანები. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გულმკერდის დახურული ტრავმა ჰქონდა, ხოლო 30 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში …
Continue reading “ავარია ესტაკადასთან – ქობულეთის მიმართულებით გზა ჩაკეტილია”
ბათუმში პატრულის მანქანა ავარიაში მოყვა
ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მანქანას მსუბუქი ავტომანქანა უკანა მხრიდან დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ამსახველი ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესები მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად 250 ლარით დაჯარიმდება.
ურეკთან მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა [ფოტო]
ფოთი-სარფის მაგისტრალზე, ურეკთან ახლოს, სოფელ წყალწმინდაში მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა. თვითმხილველის თქმით, როგორც ადგილზე ამბობენ, არავინ დაღუპულა და, სავარაუდოდ, არც არავინ დაშავებულა. ტრაილერი ყაზახეთის სანომრე ნიშნით გადაადგილდებოდა. ის მაგისტრალზე, მოსახვევში, 13 აგვისტოს, გამთენიისას გადაბრუნდა. ამ დროისთვის გადაბრუნებული ტრაილერიდან და მისაბმელიდან ტვირთი სხვა ტრაილერში გადააქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრაილერი არაფერს დაჯახებია, თავისით გადაბრუნდა და დაწყებულია …
Continue reading “ურეკთან მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა [ფოტო]”
დაეხმარება თუ არა მერია ავარიის შედეგად დაღუპული 60 წლის მეეზოვის ოჯახს
„ვფიქრობთ მაგ საკითხზე. ხვალისთვის გვეცოდინება პასუხი, რადგან მერიასთან უნდა შევათანხოთ. ვერ გეტყვით, თანხის რა ოდენობით დავეხმარებით ოჯახს,“ – გვითხრა შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ უფროსის მოადგილემ, ნარგიზ ფალავანდიშვილმა. მას ვკითხეთ, დაეხმარება თუ არა ბათუმის მერია ბათუმში გარდაცვლილი მეეზოვის ოჯახს. 60 წლის მეეზოვე ქალი, დღეს, 8 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მას მსუბუქი ავტომანქანა ზურგიდან …
Continue reading “დაეხმარება თუ არა მერია ავარიის შედეგად დაღუპული 60 წლის მეეზოვის ოჯახს”
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა
დღეს, 4 ივლისს, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან მოხდა. ფოტო „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა, რომლის თქმით, მიკროავტობუსთან არავინ იმყოფებოდა, ადგილზე არ იყო არც საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაიმე ავარიის შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა.
ქობულეთში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, დაშავებულია სამი ადამიანი. ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ და ისინი ქობულეთის რეგიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ქობულეთში მოპედი ავარიაში მოჰყვა
ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს გზაზე მოპედი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულ “ბათუმელებს” თვითმხილველმა უთხრა, მოპედის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. იგი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოპედით “საქართველოს ფოსტის” თანამშრომელი გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე კოდექსის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულიხმობს.
ავარია ჯავახიშვილის ქუჩაზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში. თვითმხილველის თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომანქანას, რომლის უკანა სავარძელზე არასრულწლოვანი იჯდა, უკანა მხრიდან ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მათთან შეტყობინება არ შესულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი კი, ადმინისტრაციულად დაჯარიმდება.
მახინჯაურში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა
ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მარტს, საღამოს, სამტრედიასთან მოხდა. გარდაცვლილებს შორის ორი ზრდასრულია, ერთი კი – ბავშვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, რაც …
Continue reading “მახინჯაურში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა”
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა, მძღოლი – გარდაიცვალა
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. იგი 52 წლის კაცია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანა ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა, იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომანქანა მონაწილეობდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276 მუხლის მე-5 …
Continue reading “ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა, მძღოლი – გარდაიცვალა”
ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილით საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მიჰყავდათ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში შემდეგ ჩვენმა ბრიგადამ გადაიყვანა“. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია …
Continue reading “ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა”
ავარიის შედეგად 21 წლის კაცი თავზე ნაფლეთი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „კარფურთან“ ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 21 წლის მამაკაცი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავზე ნაფლეთი ჭრილობა ჰქონდა. ჰოსპიტალში დარჩა 45 წლამდე ქალიც, რომელმაც დაშავებული კაცის საავადმყოფოში გადაყვანის დროს უთხრა ექიმებს, რომ მუხლი სტკიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით.
ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, ქვეითად მიმავალ ქალს ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი [თავის არეში ჭრილობით], რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე სტაციონარში რჩება. „ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს რამაც …
Continue reading “ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა”
ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსაცდელი დაშლილია
ჭავჭავაძის ქუჩაზე, არქეოლოგიური მუზეუმის წინ, მოსაცდელი დაშლილია. თვითმხილველების თქმით, მოსაცდელს ავტომანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია მოსაცდელის დაზიანების შესახებ პოლიციაში არ შესულა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოსაცდელი ჭავაჭავაძის ქუჩაზე კომპანია „ალმას“ ეკუთვნის და ის დაზიანებულ მოსაცდელს შეაკეთებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით ქობულეთში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მდინარე კინტრიშის ხიდთან ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
მამაკაცი, რომელსაც მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე რჩება
20 წლის მამაკაცი, რომელსაც 27 ნოემბერს მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, ისევ მართვით სუნთქვაზეა. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის უცვლელია. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული გამოღვიძების დროს კონტაქტურია და ადეკვატური. იგი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ფილტვების ტრავმის გამო რჩება მართვით სუნთქვაზე. ავტოსაგზაო შემთხვევა ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში …
Continue reading “მამაკაცი, რომელსაც მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე რჩება”
რეფერალური ჰოსპიტალი: დღეს ავარიის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზეა
20 წლის მამაკაცი, რომელსაც დღეს ბათუმში მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებული მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „მას აქვს თავის ქალის ტრავმა, ასევე გულ-მკერდის დაზიანება, დაზიანებული აქვს ქვედა კიდურებიც, დამწვრობასავით აქვს, როგორც ჩანს, მანქანამ ჩაითრია… მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,“ – ამბობს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, ნათია ნუცუბიძე. …
Continue reading “რეფერალური ჰოსპიტალი: დღეს ავარიის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზეა”
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოქალაქეს ტროტუარზე დაეჯახა
ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს იმავე მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც #24 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი ტროტუარზე მდგომ მოქალაქეს დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას მიკროავტობუსი …
Continue reading “ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოქალაქეს ტროტუარზე დაეჯახა”
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საბაგირო გზის მიმდებარედ, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. სატვირთო მანქანის მძღოლი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ექიმებს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო მეორე ქალა ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო მართვის საშუალების …
Continue reading “ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა”
ოთხი დაშავებული – ავარია ბათუმში
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ოთხი ადამიანი. ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.
5 წლის ბავშვს ქუჩაში მანქანა დაეჯახა
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაგნოლიას“ საცხოვრებელ სახლთან 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გადაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბავშვს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, ბავშვი იმყოფება „ემერჯენსის“ განყოფილებაში, უტარდება კვლევები და იმყოფება ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …
სასამართლო პროცესი – ავტოავარია, რომელსაც 17 წლის გოგო ემსხვერპლა
„ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ – ამ მუხლით ბრალდებულ ნოდარ რ.-ს საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. მას სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლის დარღვევას ედავება გამოძიება – განსაცდელში მიტოვება. ავარიის შედეგად ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი მიატოვა. საუბარია 2017 წლის 5 იანვარს შაფათავას ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაზე, რომლის შედეგადაც 17 წლის ნინო ბაგრატიონი დაიღუპა. …
Continue reading “სასამართლო პროცესი – ავტოავარია, რომელსაც 17 წლის გოგო ემსხვერპლა”
მინისტრი ავტოავარიის ადგილიდან: „ერისიონის“ ავტობუსის მძღოლს და ორ მგზავრს ოპერაცია ჩაუტარდა
ავტობუსი, რომლითაც „ერისიონის“ ბავშვთა ანსამბლი ბულგარეთისკენ მიემგზავრებოდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად [120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან] დღეს, 16 ივლისს, დილით ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ავტობუსში მყოფი 6 პირი მძიმედ დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და ზაალ მიქელაძე – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ …
ქედაში სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
დღეს, 29 ივნისს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანთან, ერთმანეთს, საპირისპიროდ მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსი შუახევიდან ბათუმში მიდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამო კი გაფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბათუმში ბავშვი დაიღუპა
დღეს, 27 ივნისს, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ავტოავარიის დროს ბავშვი დაიღუპა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე მისულ ბრიგადას „ დაახლოებით 8-10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით“. კოდექსის ამ მუხლით – „ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …
Continue reading “ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბათუმში ბავშვი დაიღუპა”
ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში – სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოში რჩება
დღეს, 9 ივნისს, ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებულიდან – ცოლ-ქმარი და ბავშვი – ორი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ერთი კი ბათუმში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქედის საავადმყოფოს ქირურგისა და მენეჯერის ფრიდონ სირაბიძის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი რეანომობილით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა სახის ტრავმებით გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე სოფელ …
Continue reading “ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში – სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოში რჩება”