ავტოავარიის შედეგად გონიოში ორი ადამიანი დაიღუპა

3 მაისს, დილით, გონიოში ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მისულ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იქ დაშავებული სხვა არავინ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის …

თურქეთში ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში 10 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართელოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ის ავარიის შემდეგ რიზეში, საავადმყოფოში მკურნალობდა. სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე მძიმედ იყო დაშავებული და რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. გარდაცვლილები აჭარის რეგიონიდან იყვნენ. აჭარის რეგიონიდან არიან ავარიის …

ავტოავარიით ქედაში მცირეწლოვანი დაიღუპა

ავტოავარიას ქედის ცენტრალურ გზაზე მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 5 ადამიანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ მძღოლები ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, არ მიმალულან და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ამ დროისთვის რომელიმე მათგანი დაკავებული არ არის. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩარიტა ჟღენტის სარჩელს განიხილავს. ჩარიტა სასამართლოში საპატრულო პოლიციას უჩივის. მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს. რამდენიმე თვის წინ ჩარიტა დაბადების დღეზე ყოფილა და ერთ-ერთი ტაქსისთვის დაურეკავს, სადაც ე.წ. „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. ჩარიტა ნასვამი იყო და მძღოლი გამოიძახა, საკუთარი მანქანით შინ უსაფრთხოდ რომ დაბრუნებულიყო. „რესტორან „რივიერაში“ ვიყავი გასული წლის 28 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე …

ქედაში მაგისტრალიდან სატვირთო ავტომობილი გადავარდა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა მახუნცეთთან, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალიდან სატვირთო ავტომობილი გადავარდა. მანქანა ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩავარდა. ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც „ბათუმელებს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტომობილი გზიდან მიმდინარე წლის 14 იანვარს გადავარდა და ფაქტზე აღძრულია საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

ბობოყვათთან მომხდარ ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის მაგისტრალზე, სოფელ ბობოყვათთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქტი ავტომანქანები დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომანქანის მძროლი, სატვირთოს მძღოლი – საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების …

მოქალაქემ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო

საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა ჯაბა აბულაძემ მოუგო. მისი სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა. ჯაბა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ჯარიმის, 250 ლარის შეფარდებას აპროტესტებდა. ადმინისტრაციული დავის მთავარი საგანი ვადები იყო – შემთხვევა 2015 წლის 9 სექტემბერს მოხდა, ჯაბა აბულაძე კი, 2016 წლის  აგვისტოში დააჯარიმეს. სასამართლო პროცესზე ადვოკატი, მალხაზ აბულაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლზე მიუთითებდა, …

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით. რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

ქედის გამგეობის ინფორმაციით, ერთი საათის წინ, სოფელ ცხმორისში, მდინარე აჭარისწყალში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა. ორი მგზავრი დაიღუპა, ერთი მათგანის მდინარიდან ამოყვანა კი მაშველებმა შეძლეს და ახლა იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველოს და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მდინარიდან ამოტანილია ჯიპის მარკის ავტომობილიც. დაღუპულები გადაყვანილი არიან პროზექტურაში. შსს ინფორმაციით, …

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა,  მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

მახინჯაურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 15 ოქტომბერს მახინჯაურში,  სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეხაჯა, მათ შორის ერთ-ერთი მიკროავტობუსია. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფოს ბრიგადამ მხოლოდ გადაიყვანა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ქალა-ტვინის დაზიანება. “საკმაოდ მძიმე დაზიანება იყო. ქალბატონი, როცა ჯდება მანქანაში, მაშინ მოხდა შეჯახება. იყვნენ ბავშვები, მაგრამ როგორც ვიცით, ისინი არ …

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ქუჩაში მიმავალ დაახლოებით 9 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული, „რომლის მდგომარეობა მძიმე არ უნდა იყოს“, ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …

ავტოსაგზაო შემთხვევა – 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

12 წლის ბიჭი, რომელსაც 28 ივნისს, ხელვაჩაურის გზაზე, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრშია [ე.წ. ბავშვთა საავადმყოფო] მოთავსებული. იგი მკურნალობის კურსს ქირურგიულ დეპარტამენტში გადის. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სკოლის მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. „პარკინგზე დაყენების დროს მანქანა ოდნავ დაეჯახა ბავშვს, მეორემ კი ინერვიულა და შიშისგან დაეცა დაშავებულს. სამივე ბავშვი მაშინვე ავტომანქანის მძღოლმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ გაეწიათ სამედიცინო მომსახურება და კარგად არიან. მხოლოდ ნაკაწრი აქვს ერთ გოგონას,” – უთხრა “ბათუმელებს” მედეა გვენეტაძემ, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა. მედეა …

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ოთხი ადამიანი გადაჰყავთ, თუმცა სერიოზული დაზიანებები არც ერთს არ აღენიშნება – „მსუბუქად არიან დაშავებულები“.

6432 ავტოსაგზაო შემთხვევა და 602 დაღუპული გასულ წელს

გასული, 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ადგილი ჰქონდა 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევას, ხოლო ამ შემთხვევების შედეგად 602 ადამიანი დაიღუპა და 9 187 დაზარალდა. გასულ წელს 229 ავტოსაგზაო შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული.   ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე / 7 მარტი 2016 /ფოტო: „ბათუმელები“

შემთხვევა რის გამოც ბათუმის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა [ფოტო | ვიდეო]

რამდენიმე საათის წინ, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმში 15 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის შედეგადაც მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება. ადგილზე  მაცხოვრებლების თქმით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე კვარტალში შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდებაც.

Exit mobile version